Jump to content
Planeta.Ge

პოლიტიკური რეპრესიები რეგიონებში გრძელდება


Recommended Posts

ერთი ეპიზოდი სამეგრელოს პოლიტიკური ცხოვრებიდან.მერწმუნეტ ამაზე უარესები იქნება. ჭკუა დაუშლით ხელს თუ განათლება ?!

http://presa.ge/index.php?text=news&i=10851

 

მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის“ რეგიონალური ორგანიზაციის კოორდინატორის, ბადრი ბენიძის დაკავების შესახებ თანაგუნდელებმა მხოლოდ საათნახევრიანი ძებნის შემდეგ შეიტყვეს.

 

ნოღაიდელის პარტიის წევრებმა შეხვედრის ადგილიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ ბენიძეს წალენჯიხის პოლიციაში მიაკვლიეს.

 

კოორდინატორის ადგილსამყოფელის შესახებ თანაპარტიელებმა იმ ადამიანისგან შეიტყვეს, რომელმაც სოფლის კლუბიდან სიგარეტის მოსაწევად გასული ბენიძის დაკავება საკუთარი თვალით იხილა.

 

თვითმხილველებთან ერთად წალენჯიხის პოლიციაში მისულ “სამართლიანი საქართველოს“ აქტივისტებს ბენიძის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

 

“სამართლიანი საქართველოსთვის“ რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლოთი ქობალია ბენიძის დაუყონებლივ გათავისუფლებას სამხარეო პოლიციის უფროსისგან, თენგიზ გუნავასგან ითხოვდა, რომელსაც იგი ტელეფონით უკავშირდებოდა.

 

ბადრი ბენიძის გათავისუფლებას წალენჯიხის პოლიციასთან მისული ზურაბ ნოღაიდელიც ითხოვდა. პოლიციის უფროსთან, რუსლან შომახიასთან შეხვედრის შემდეგ შენობასთან შეკრებილ თანაპარტიელებს ნოღაიდელმა აუწყა, რომ ბენიძეს წვრილმან ხულიგნობაში ედავებოდნენ, რისთვისაც მას 5- დღიანი ადმინისტრაციული სახდელი ელოდებოდა...

 

“პრესა.გე“-სთან სატელეფონო ინტერვიუზე, რომელსაც მომხდარის შესახებ დეტალები უნდა გაერკვია, ზურაბ ნოღაიდელმა უარი თქვა. “ტელეფონით კომენტარებს მე არ ვაკეთებ!“-განაცხადა ნოღაიდელმა.

 

“სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრებისგან კი ცნობილი გახდა, რომ გუშინ, სენაკში, ჩხოროწყუსა თუ წალენჯიხაში დაგეგმილი შეხვედრები დევნის, დაკავებისა და შანტაჟის ფონზე მიმდინარეობდა.

 

ლოთი ქობალია: ”სამივე რაიონში ხელისუფლებამ დარბაზები დაბლოკა და პოლიცია მოგვისია. სოფლებიდან ის ავტობუსებიც არ გამოატარეს, რომელსაც შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნდა გადმოეყვანა. ხალხი კი ფეხით მაინც მოვიდა და სენაკური შეხვედრა ოფისში ჩავატარეთ.

 

იგივე ხდებოდა ჩხოროწყუში, სადაც ზეწოლისა და დევნის გამო ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ნუგზარ ძერიას ნერვული აშლილობის ფონზე სტენოკარდიული შეტევა დაემართა.

 

ის, რაც წალენჯიხაში მოხდა, ქვეყანაში რეპრესიული რეჟიმისა და დიქტატურის არსებობის უპრეცენდენტო მაგალითია. მას შემდეგ, რაც რაიონულ ცენტრში დარბაზები დაგვიბლოკეს, შეხვედრამ სოფელ ჯგალის კლუბში გადაინაცვლა, რომელიც ჩვენს მისვლამდე პოლიციას საგულდაგულოდ აუჭედავს. ჩვენს მისვლამდე კარები მოსახლეობას გაუხსნია. შუა შეხვედრის დროს კი ადამიანი უბრალოდ გაიტაცეს, გააქრეს და შემდეგ ყოვლად უსაფუძვლო ბრალი წაუყენეს...“

 

ბენიძის დაკავების ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ: “ბენიძე კლუბის წინ სიგარეტს ეწეოდა. ეს ის დროა, როცა “რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა ტერიტორია დატოვა და ზუსტად ხუთ წუთში წალენჯიხის პოლიციის უფროსი მთელი “სასტავით“ მოვიდა. ვხედავდი და ვისმენდი კიდეც, რუსლან შომახია პირადად მიუახლოვდა ბენიძეს, ვინაობა ჰკითხა და შემდეგ მის მანქანაში ჩაჯდომა სთხოვა, შენთან სალაპარაკო მაქვსო. ბენიძეც დაეთანხმა და გაუჩინარდა კიდეც...“

 

ბენიძე, რომელიც წალენჯიხის პოლიციიდან წუხელვე ზუგდიდში, სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს, ადვოკატის გარეშე დარჩა. პოლიციამ მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ადმინისტრაციული სახდელი დააკისრეს. თუმცა, როგორც დაკავებიდან მეორე დღეს გაირკვა, ბენიძე წინასწარი პატიმრობის იზოლატორში არა ხუთ, არამედ 20 დღეს გაატარებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგრესია აგრესიას შობს

 

უსამართლობა - უსამართლობას

 

 

მაგრამ ლოთი ქობალია რატოა პოლიტიკაში, ამის ახსნა ჩემ ძალებს აღემატება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...