Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აააა დეკემბრისკენ გადავიტანეთ შიმშილობა? კაი დაველოდოთ, რაღა დარჩა.

 

 

არ არის ეს საქილიკო თემა.ჩემს დას რომ ველაპარაკები მაგას მეუბნება ხოლმე (მეზობლებზე) რომ უმეტესობას ძალიან გაუჭირდათ ცხოვრებაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

იაზვობა მეც ვიცი...ძაღლებს არ მოშივდებათ, ძვალი და წვიმის წყალიც ყოფნით.

და ისე ჩემს ირგვლივ მაგ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობს ხალხი რამდენიმე თვეა.

რამდენიმე ოჯახში ხან პური მიმაქვს, ხან კვერცხი და ხან კარტოფილი. შეძლებისდაგვარად ფულიც და ტანსაცმელიც. იმიტომ, რომ ვიცი გული მისდით შიმშილით და გარეთ ვერ გადიან, ტანსაცმელი ტანზე შემოეხათ. სხვათაშორის ყველა მათგანი საკმაოდ განათლებული და ნიჭიერია.

შენთვის ეს ან საღადაო და საიაზვო თემაა ან ზღაპარია, მაგრამ ჯობია სამეზობლო მაინც დაიარო...მოდი რა ერთხელ დათვერი მაინც და მთვრალზე ჩამოიარე სადარბაზოში ან ნათესავებს კითხე რამე ხო არ გაგიჭირდათ ამ ბოლო დროსო. შენ თუ კარგად ხარ სხვისი ცუდი შეუმჩნეველი არ უნდა დაგრჩეს.

ასეთ რამეებზე როგორ ღადაობ, მთლად არ გაქვს ადამიანობა? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ჯობია სამეზობლო მაინც დაიარო

მე სხვა ორიენტირი მაქვს - საცობები ქალაქში, რომელთა რაოდენობა აშკარად არ მცირდება, გაგიკვირდება და იზრდება კიდეც. ეს მოშიმშილე ჩამოძონძილი ხალხი როგორ ყიდულობს ამ მანქანებს და როგორ ასხამს ბენზინს არ ვიცი რა :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

და მაგ მანქანებიდან ტაქსი რამდენია და ეგ ტაქსისტები როგორ ცხოვრობენ ან ავტობუსებში და მეტროში რამდენი ხალხი ზის შეიხედ-ჩაიხედე და გაესაუბრე.

 

კარგი, აზრი არა აქვს რა.

 

და მანქანა საზღვარგარეთაა ცხოვრების დონის განმსაზღვრელი თორე აქ...4-5 წლის წინ ოჯახში ერთი შვეიცარიელი მელეხი ბაბუ მყავდა სტუმრად, თავის ცოლით. ხოდა ქალაქში რო გავასეირნე ტიპი იცი რას მეუბნება? - ჩემი ქონება 160 მილიონს შეადგენს და ფოლკსვაგენ პასატით დავდივარო, აი თქვენი ხალხის ფსიქოლოგია ვერაფრით გავარკვიე, ისეთი მანქანები გყავთ ჩემს ქვეყანაშიც კი დიდ ფუფუნებად ითვლებაო (SLR-ზე გააკეთა აქცენტი, რამდენიმე დაუნახია აქ და...).

მე პრავა არ მაქვს და იმ დღეს ძმაკაცის მანქანით ვატარებდით ამ კაცს, ჰამერი H3 ყავდა ამ ჩემს ძმაკაცს, მერე ამ ჩემ ძმაკაცთან სახლშიც ვიქეიფეთ. კაროჩე გაგიჟდა ეს კაცი, ოროთახიან ხრუშჩოვკაში რო ამოყო თავი, იფიქრა ამას უეჭველი რაღაც ჰაი კლასის ვილა ექნებაო. იმ H3-ში ბენზინს ჩვენ ვუსხამდით, თითქმის არასოდეს არ ქონდა ბენზინის ფული და საერთოდ სახლი გაყიდა საბურთალოზე, რომელიც ერთ პარლამენტარს (მერაბიშვილის კვოტით გაყვანილს) მიყიდა მიყიდა და მაგ ფულით იყიდა ის ჰამერი. ჩემს ბიძაშვილსაც ეგრე ყავის ნაყიდი თავისი E კლასი, სოფელში სახლი გაყიდა. ათეულობით ასეთ ადამიანს მე ვიცნობ. მანქანების და მობილურების მარიაჟი მათხოვრები რო ვართ ჩემგან გესმის პირველად? გაჭირვება და სიმდიდრე იმით განსაზღვრე ვინ რას ჭამს სახლში, ვის რა აცვია, რა განათლებას და რა დასვენებას იღებს, რა რემონტი აქვს და ა.შ.

მანქანა, მობილური და რესტორანი შეფასების კრიტერიუმად არ გამოდგება აქ, არასოდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე სხვა ორიენტირი მაქვს - საცობები ქალაქში, რომელთა რაოდენობა აშკარად არ მცირდება, გაგიკვირდება და იზრდება კიდეც. ეს მოშიმშილე ჩამოძონძილი ხალხი როგორ ყიდულობს ამ მანქანებს და როგორ ასხამს ბენზინს არ ვიცი რა

 

 

პრობკები ალბათ ქალაქის ცენტრშია და ეგ იმას არ ნიშნავს,რომ ყველა კარგად ცხოვრობს.მეორეც,ანალგინმა რაც სთქვა მართალია.ზანგებივით მარიაჟები ვართ. ტოჩი ტოჩი ჩვენნაირები არიან მაგ საკითხში.:D მანდ რომ ვიყავი მამაჩემის საფლავზე კოჯორში 5 მანქანით წავედით და ოთხს მე ჩავუსხი ბენზინი.იმ მეხუთეზე წინა დღეს მქონდა ჩასხმული და არ დასჭირდა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

პრობკები ალბათ ქალაქის ცენტრშია და ეგ იმას არ ნიშნავს,რომ ყველა კარგად ცხოვრობს

არც ვამბობ მაგას. პირიქით უმრავლესობა არ ცხოვრობს კარგად, მაგრამ კარგად არ ცხოვრებასა და შიმშილობას შორის, თუ ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა იგულისხმება ანუ ის რომ საჭმელი არ გაქვს, დიდი განსხვავებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც ვამბობ მაგას. პირიქით უმრავლესობა არ ცხოვრობს კარგად, მაგრამ კარგად არ ცხოვრებასა და შიმშილობას შორის, თუ ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა იგულისხმება ანუ ის რომ საჭმელი არ გაქვს, დიდი განსხვავებაა.

 

ნუ მარტო მანქანები ვისაც ჰყავთ ისინი ხომ არ არიან მარტო საქართველოს მოქალაქეები? აი მაგალითად,მე რომ რამე დამემართოს ათი კაცი მართლა იშიმშილებს.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

lasha1997

აქ შეუძლია სამუშაოს პოვნა თქვენს თუნდაც ერთ მოშიმშილე ახლობელს: http://planeta.ge/index.php?showtopic=1331...mp;#entry135224 დაუკავშირდით ეკას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...