Jump to content
Planeta.Ge

წმინდა ცეცხლი რეალობა თუ მითი?


Recommended Posts

ძალიან მაინტერესებს რას იტყვი რამოდენიმე წლის შემდეგ :) მე მყავდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი - რომელიც ამბობდა, რომ ღმერთI არ არსებობს, თანაც ამას ძალიან დარწმუნებული, დაბეჯითებით ამბობდა. ორი წლის შემდეგ - გავახსენე და ძალიან გაუკვირდა - მე ამას არ ვიტყოდიო :) იმედია შენც ასე იქნები, იმიტომ, რომ როგორც უსიყვარულოდ, ისე რწმენის გარეშე ადამიანი ძალიან ცოდოა :)

dariala

 

შენ წარმოიდგინე რომ ღმერთის არსებობაში ერთი წამითაც კი არ მეპარება ეჭვი. :) უბრაალოდ სასწაულების და მსგავსი ზღაპრების არ მჯერა. ფაქტებია საჭირო. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

აუ აი ეგ მაგიჟებს ხოლმე რაა :yes: ღმერთის რატომ გწამს - დაინახე? შენ ხომ ამბობ, რომ თუ არ ნახე არ გწამს. ღმერთი როგორ გწამს მაშინ? ის ხომ საერთოდ არავის უნახავს, მოსეს და წმინდანთა ნაწილი გარდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

აუ აი ეგ მაგიჟებს ხოლმე რაა

არ გაგიჟდე, სიგიჟე არაა კარგი. :yes:

 

ღმერთის რატომ გწამს - დაინახე? შენ ხომ ამბობ, რომ თუ არ ნახე არ გწამს.ღმერთი როგორ გწამს მაშინ?

არა. ღვთის ნამოქმედარი დავინახე და ჯერ კიდევ ვხედავ. (სანამ ცოცხალი ვარ). :)

 

ის ხომ საერთოდ არავის უნახავს, მოსეს და წმინდანთა ნაწილი გარდა?

არც მოსეს და არც რომელიმე წმინდანს უნახავს. "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს". - ასე წერია ბიბლიაში. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსემ როგორ არ იხილა ღმერთი, მაყვლოვანი რომ იწვოდა მაშინ, აბრაამმაც იხილა :yes: ღმერთის ნამოქმედარში რას გულისხმობ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსემ როგორ არ იხილა ღმერთი, მაყვლოვანი რომ იწვოდა მაშინ, აბრაამმაც იხილა :yes:

ხომ მოვიყვანე ბიბლიიდან ამონარიდი, სადაც წერია რომ "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს". "არასოდეს არავის"-ში მოსეც, აბრაამიც და ისინიც შედიან ვიზეც ფიქრობ რომ ღმერთი იხილეს. :)

 

 

ღმერთის ნამოქმედარში რას გულისხმობ?

რას და ღვთის ნამოქმედარს. ცოცხალ ორგანიზმებს, ბუნების უბრწყინვალეს კანონებს და ა.შ. აი სასწაული კი ჯერ ვერ ვიხილე. ეგ ბედნიერება ჯერ-ჯერობით არც მე შემხვედრია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო.მაგრამ ამავე დროს ბიბლიაში ისიც წერია, რომ მოსემ, აბრაამმა და სხვა მისთანანმა ღმერთი იხილეს. მოკლედ, წავედი მე, ძილი ნებისა :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო.მაგრამ ამავე დროს ბიბლიაში ისიც წერია, რომ მოსემ, აბრაამმა და სხვა მისთანანმა ღმერთი იხილეს. მოკლედ, წავედი მე, ძილი ნებისა :yes:

 

კაი წადი. :) როცა მოხვალ შემოგვეხმიანე და გავაგრძელოთ თუ გსურს. იქნებ ამასობაში ამ თემის გვერდებზე ვირტუალური ზეთი ჩამოეწვეთოს. :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი უსინდისო და იაფასიანი ხრიკია. მე საერთოდ უმწირესი რელიგიური განათლება მაქვს მაგრამ მაგის პირობებშიც ვხედავ რა აფსურდია. თემის გამხსნელს მინდა ვკითხო, თუ შენ კითხვები გაქვს, სასწაულებზე, დოგმებზე, სხვადასხვა ფაქტებზე, რაც აბსოლუტურად ნორმალურია და ძაან მისასალმებელი, მაშინ მიდი მოძღვართან და კითხე, ის აგიხსნის და გეტყვის. შენ ვიდეომ კითხვები გაგიჩინა, ანუ დაინახე რომ უცოდინარ ადამიანს ეს დააბრკოლებს და ამის მიუხედავად საჯაროდ გამოიტანე ეს თემა. აცნობიერებ რომ შენ ვიღაცას შეიძლება ძალიან დიდი განსაცდელი შეამთხვიო? ეს თამაში გგონია? დაფიქრდი ძმაო და თუ შენ უმეცრებით და უსურვილობით სიმართლის გაგება არ გინდა სხვას მაინც ნუ ითრევ მაგ ჭაობში. კიდევ ერთხელ გაგაბრთხილებ რომ ღმერთი აუცილებლად მოგთხოვს ამაზე პაუხს Edited by iver3
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ძალიან ურთიერთგამომრიცხავია ის, რომ ღმერთის გწამს და მისი სასწაულების არა. საერთოდ ქრისტიანი ან ცივი უნდა იყოს ან ცხელი, ნელთბილობა ანგრევს. დარწმუნებული ვარ იმის გჯერა, რომ პირამიდები და აღდგომის კუნძულის ქანდაკებები უცხოპლანეტელებმა დაამზადეს ამ დროს კი მირონმდინარე ხატები არ გჯერა :) მე იმაზე კი არ ვდაობ აქ შენ რა გჯერა და რა არა - უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ. მერე გულგრილობა რომ არ მომეკითხოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ძალიან ურთიერთგამომრიცხავია ის, რომ ღმერთის გწამს და მისი სასწაულების არა. საერთოდ ქრისტიანი ან ცივი უნდა იყოს ან ცხელი, ნელთბილობა ანგრევს. დარწმუნებული ვარ იმის გჯერა, რომ პირამიდები და აღდგომის კუნძულის ქანდაკებები უცხოპლანეტელებმა დაამზადეს ამ დროს კი მირონმდინარე ხატები არ გჯერა :) მე იმაზე კი არ ვდაობ აქ შენ რა გჯერა და რა არა - უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ. მერე გულგრილობა რომ არ მომეკითხოს.

ქრისტიანია ის, ვისაც ქრისტე ღმერთად მიაჩნია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ძალიან ურთიერთგამომრიცხავია ის, რომ ღმერთის გწამს და მისი სასწაულების არა.

dariala

 

როგორც ჩანს ვერ გაიგე მე რა დავწერე. არსად არ დამიწერია ღვთის მწამს და მისი სასწაულების არათქო. :D ჯერ დაამტკიცე რომ იერუსალის ცეცხლის ამბები მართლა ხდება, მერე დაამტკიცე რომ ღვთისგან ხდება და მერე მომწერე რატომ არ გწამს რომ მისი სასწაულიათქო. ასე აჯობებს.

 

დარწმუნებული ვარ იმის გჯერა, რომ პირამიდები და აღდგომის კუნძულის ქანდაკებები უცხოპლანეტელებმა დაამზადეს ამ დროს კი მირონმდინარე ხატები არ გჯერა :)

ამაშიც ცდები. :D შენ კი ხარ დარწმუნებული მაგრამ მასე არაა. უცხოპლანეტელებმა არა უცხო გალაკტიკებმა. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პირამიდები უფოებმა ააგეს? :D

მაგაზე მე, ასესინომ და ტატმა კინაღამ დავცხეთ მესამე მსოფლიო ომი :D პირიქით, გამოვრიცხავ საერთოდ მაგას :) მოკლედ მე და შენ ერთმანეთის არ გვესმის, სხვას ვამბობთ და სხვანაირად ვიგებთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტიანია ის, ვისაც ქრისტე ღმერთად მიაჩნია

Siknadmo

 

თემა იერუსალიმის ცეცხლზეა და არა იმაზე თუ როგორ განისაზღვრება ქრისტიანი ვინაა.

 

(უფრო მეტიც, ეგ შენი საკუთარი განსაზღვრებებია და არა ნამდვილი განსაზღვრება თუ ვინაა ქრისტიანი. :) ზუსტად თუ ვიტყვით ამ განსაზღვრების შესახებ, მაშინ ასეა: "ქრისტიანი არის ის ვინც იესო ქრისტეს მიმდევარია" და "მას ღვთის ძედ აღიარებს".

ამ საკითხებზე თუ გსურს საუბარი, გთხოვ სათანადო თემაში გადაინაცვლე.)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა ეს სასწაულია თუ ვინმეს ეჭვი ეპარება შეუძლია ტავისი აზრი თავისთვის შეინახოს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა ეს სასწაულია თუ ვინმეს ეჭვი ეპარება შეუძლია ტავისი აზრი თავისთვის შეინახოს

ვისაც ამ ცეცხლის წამს შეუძლია თავისი აზრი თვითონ შეინახოს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...