Jump to content
Planeta.Ge

ფობიები ქართულ რეალობაში

Recommended Posts

ფობიები ქართულ რეალობაში

უპირველეს ყოვლის ფობიები ქართულ საზოგადოებაში არის უცხოელთა მიმართ.. ქსნეოფობია. დამოკიდებულება სომეხისადმი არის როგორც რაღაც მეორეხარისხოვან ადამიანისადმი, რომლის ლანძღვა-გინებაც კარგ ტონად ითვლება. გარკვეული შიშები, განსაკუთრებით პატარა ერების მიმართ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ, არსებობს. ამის გარდა ჩინელები და ზანგები რომ ცოტათი მომრავლდნენ, ხალხი კინაღამ პანიკაში ჩავარდა..

ფობია ახლის. ჩვენთან განსაკუთრებით ისტორიოგრაფიაში არსებობს მითი "გადარჩენის" შესახებ, ანუ აუცილებლად ჩვენ ყოველთვის განადგურების საფრთხის ქვეშ ვიყავით, როდესაც რეალურად ესე არ იყო. ამ "გადარჩენას" კი მივაწერთ უამრავ ფაქტორს, ზოგი ამბობს რუსეთმა გადაგვარჩინაო (ერეკლე II დროს ქართველები განადგურების პირას ვიყავითო), ზოგი ამბობს მართლმადიდებლობამ გადაგვარჩინაო, ზოგი კიდე რას არ ამბობს.. ერთი სიტყვით "გადარჩენის" მითი ჩვენში ისე ღრმადაა ფესვმოკიდებული, რომ არც კი გვინდა გადავხედოთ ამ მითს. ამიტომ ვებღაუჭებით რაღაც "ტრადიციებს" რომ არ გადავშენდეთ და ყოველგვარი ახალი მიიჩნევა ერის გასაღრწნელად და გასანადგურებლად დანერგილი. აქედან მოდის ტრადიციისადმი ესეთი დიდი სიყვარული და ფობია ყოველგვარ ახლის.

ამასთან ერთად რადგან "ადარჩენის" პრობლემა დგას საზოგადოებაში, ის ეძებს გმირს რომ დაიცვას იგი. გადარჩენისთვის ბრძოლას ესაჭიროება გმირი, შეუძლებელია გმირის გარეშე (გმირად უნდა აქციო ვინმე) "გადარჩენა" მოხდეს, ამიტომ გმირის, ზეკაცის რომელიც ქართველ ერს გადაარჩენს, მოთხოვნა არსებობს.

ამის გარდა თავად საზოგადოებას ეშინია საკუტარ რიგებში, მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის და რატომ? როდესაც "გადარჩენის" პრობლემა დგას, იქ მოქმედებს ჯარის ფსიქოლოგია, საზოგადოება უნდა იქცეს არმიად რომ მოახერხოს გადარჩენა, თქვენ კარგად იცით რომ ჯარში განსხვავებული აზრი არავის სჭირდება, ჯარში იღებ ბრძანებას და უნდა შეასრულო. ამიტომ ყოველგვარი განსხვავებული აზრი ეს არის დაუმორცილებლობა ერის გადარცენისთვის მიღებული ბრძანების, რაც ღალატად მიიჩნევა.

რას იტყვით იუზერებო, სიმართლეს ვამბობ თუ ვცდები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 136
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Guest ჭანო
რას იტყვით იუზერებო, სიმართლეს ვამბობ თუ ვცდები?

ორივე, საძიებელია ვინ ან რა უწობს ამ ფობიების შექმნას ხელს? და შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს მათი პროფილაქტიკა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ორივე, საძიებელია ვინ ან რა უწობს ამ ფობიების შექმნას ხელს? და შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს მათი პროფილაქტიკა.

მე პირადად ვფიქრობ, თუ კი გვინდა ამ ფობიებისგან თავი დავიხნათ საჭიროა, თავად ამ ფობიების წყაროს მივადგეთ პირველ რიგში, ანუ ისტორიას. ქათული ისტორია არის ახლიდან დასაწერი..

თავად ქართულ ისტორიაში უნდა დაინგრეს ის სტერეოტიები, ის მითები რომლებიც ამ ფობიების განვითარებას უწყობს ხელს..

რა თქმა უნდა ისტორიის შემდეგ, სხვა ნაბიჯებიცაა დასაწყები, მარა უმთავრესი ისტორიაა...

ისტორიკოსი ხარ და დაწერე, ჩვენ წავიკითხავთ და შევაფასებთ, ისე კი, ეს მხოლოდ ლოზუნგია მეტი არაფერი,

სომხები მე პირადად არ მიყვარს, რამდენჯერაც შეხება მქონია ამ ეთნოსთან პირადად, პირად საქმეებზე, მივხვდი რომ ძალიან ვიგოდნიკი ხალხია, პრაქტიკულად პურის გულისთვის დაგახურდავებენ,

მათთვის ცხოველური გადარჩენა ყველანაირ ღირსებაზე მაღლა დგას,

მე პირადად სომეხს არასდროს გავუმართავ ხელს, მხოლოდ და მხოლოდ გამოვიყენებ,

ეხლა როგორც არ უნდა მიმტკიცონ რომ ეს მხოლოდ დამთხვევავა იყო, რაც ცხოვრებაში მინახია :D

რამდენჯერ? თან ესაა საინტერესო რომ ანალოგიური რამ სხვებსაც ჰქონიათ,

არადა იყო პერიდი მეც საკმაოდ კეთილგანწყობილი ვიყავი სომხების მიმართ ჩემი მაშინდელი ძმაკაცის გამო...

ხო, მის გამო ბევრ რამეზე დავხუჭე თვალი რაც მანამდეც ქონია,

ხაზგასმით ვამბობ, მე არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე ან რელიგიაზე, მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ პირად გამოცდილებიდან რომელიც კავშირში არ იყო სოც-პოლიტიკურ ვითარებასთან, არანაირად

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფობიები ყველა ერშI და ინდივიდშია

თან ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარებობის გამო, გამუდმებით ალყაშI ვართ ასე ვთქვათ...

შესაბამისად ყალიბდება ეთნოფსიქოლოგიაც!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირადი გამოცდილებიდან უნდა ვიხელმძღვანელოდ ალბათ და იცით?,

სტერეოტიპი ჰაერიდან არ მოდის,

სომხებს ძალიან ძნელი გზა აქვთ გავლილი გადარჩენის და ადამიანი სომხისთვის ეს არის ინსტრუმენტი რომლის საშუალებითაც მან უნდა იშოვოს ფული, სითბო, დაიცვას თავი,

ანუ ძალიან გადარჩენაზე არიან ორიენტირებული და ეს გადარჩენა ძირითადად სცილდება ადამიანურ ჩარჩოებს,

ამიტომ, თუკი ურთიერთობა გექნებათ ამ ადამიანებთან იყავით ფხიზლად და ნურაფერ ზედმეტ სიკეთეს ნუ გაიმეტებთ

მათთვის და გულში ნუ ჩაიხუტებთ, იცოდეთ სომეხი სომეხია :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Siknadmo

სომხები მე პირადად არ მიყვარს, რამდენჯერაც შეხება მქონია ამ ეთნოსთან პირადად, პირად საქმეებზე, მივხვდი რომ ძალიან ვიგოდნიკი ხალხია, პრაქტიკულად პურის გულისთვის დაგახურდავებენ,

მე "ისეთი და ასეთი" გამოცდილება მაქვს, მაგრამ ქართველებზეც იგივეს თქმა შეიძლება, ასევე სხვა ნაციებზეც. ორივეგან არის სტერეოტიპები გავრცელებული რამაც რელური განვითარება პოვა, იგივე შიშების და ეჭვიანობის ნიადაგზე.

Nukriko

თავად ქართულ ისტორიაში უნდა დაინგრეს ის სტერეოტიები, ის მითები რომლებიც ამ ფობიების განვითარებას უწყობს ხელს..

არ ვიცი მთლად ვერ დაგეთანხმები. თუ არ გულისხმობ უახლოეს იტორიას. საერთოდ ისტორია ხშირ შემთხვევაში მიმაჩნია ძალიან სუბიექტურ მოვლენად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ისტორიკოსი ხარ და დაწერე, ჩვენ წავიკითხავთ და შევაფასებთ, ისე კი, ეს მხოლოდ ლოზუნგია მეტი არაფერი,

რა იცი იქნებ დაწერის პროცესშია? :DD არა და ბევრს ვიცნობ რომლებიც აპირებენ ამ კარგი საქმის გაკეთებას, ალბათ უახლოეს მომავალში რაღაც გამოჩნდება...

სომხები მე პირადად არ მიყვარს, რამდენჯერაც შეხება მქონია ამ ეთნოსთან პირადად, პირად საქმეებზე, მივხვდი რომ ძალიან ვიგოდნიკი ხალხია, პრაქტიკულად პურის გულისთვის დაგახურდავებენ,

მათთვის ცხოველური გადარჩენა ყველანაირ ღირსებაზე მაღლა დგას,

მე პირადად სომეხს არასდროს გავუმართავ ხელს, მხოლოდ და მხოლოდ გამოვიყენებ,

ეხლა როგორც არ უნდა მიმტკიცონ რომ ეს მხოლოდ დამთხვევავა იყო, რაც ცხოვრებაში მინახია 011.gif

რამდენჯერ? თან ესაა საინტერესო რომ ანალოგიური რამ სხვებსაც ჰქონიათ,

არადა იყო პერიდი მეც საკმაოდ კეთილგანწყობილი ვიყავი სომხების მიმართ ჩემი მაშინდელი ძმაკაცის გამო...

ხო, მის გამო ბევრ რამეზე დავხუჭე თვალი რაც მანამდეც ქონია,

ხაზგასმით ვამბობ, მე არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე ან რელიგიაზე, მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ პირად გამოცდილებიდან რომელიც კავშირში არ იყო სოც-პოლიტიკურ ვითარებასთან, არანაირად

რამდენ ქართველს გადაუგდია მეორე ქართველი, რამდენ ქართველს ჩაუდენია ნაძირლობა..

მიტი იქმნება ესე, ერის რომლემიე წარმომადგენელზე, რომელიც რაღაც საზიზღრობას გააკეთებს, აქცენტს გააკეთებენ ამაზე და მერე იტყვიან რომ ეს სომხებისთვის დამახასიათებელია...

newstudio

ფობიები ყველა ერშI და ინდივიდშია

შეიძლება, მარა პროგრესი უბრალოდ იქიდან მოდის, როგორც ინდივიდს ასევე ერის როცა ამ ფობიებს გადალახავ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე "ისეთი და ასეთი" გამოცდილება მაქვს, მაგრამ ქართველებზეც იგივეს თქმა შეიძლება, ასევე სხვა ნაციებზეც. ორივეგან არის სტერეოტიპები გავრცელებული რამაც რელური განვითარება პოვა, იგივე შიშების და ეჭვიანობის ნიადაგზე.

ყველას თავისი გამოცდილება აქვს მე პირადად ამ ადამიანების მიმართ საკმაოდ უნდობლობით ვარ გამსჭვალული

და ხელს სომეხს არ გავუმართავ, რამდენჯერაც მქონია ასეთი შემთხვევა უკუშედეგი მივიღე, არაერთხელ :yes2:

რამდენ ქართველს გადაუგდია მეორე ქართველი, რამდენ ქართველს ჩაუდენია ნაძირლობა..

უცნაურია, მე სადმე ვთქვი რომ ქართველები ანგელოზები არიან?

ბიძიკო, მე უბრალოდ გაფრთხილებ, მაგათთან ფრთხილად იყავი მეთქი და ნუ ჩეიხუტებ გულში , მეტი არაფერი,

თორემ რაც ეკუთვნის კი უნდა მისცე და პატიოსნად მოექცე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ყველას თავისი გამოცდილება აქვს მე პირადად ამ ადამიანების მიმართ საკმაოდ უნდობლობით ვარ გამსჭვალული

და ხელს სომეხს არ გავუმართავ, რამდენჯერაც მქონია ასეთი შემთხვევა უკუშედეგი მივიღე, არაერთხელ

ამ მომენტში ყველაზე საინტერესო პროცესი არის ის როცა ადამიანი თავს ქრისტიანად უწოდებს და არ ითვალისწინებს იმას რაც თავად ქრისტემ თქვა, (ზუსტი ციტატა არ ვიცი) არ არსებობს ელინი, არ არსებობს იუდაველი, არსებობს ადამიანი. ეს ძალიან ძლიერი არგუმენტია სხვათა შორის ამ ქსენოფობიის წინააღმდეგ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Siknadmo

და ხელს სომეხს არ გავუმართავ, რამდენჯერაც მქონია ასეთი შემთხვევა უკუშედეგი მივიღე, არაერთხელ

ხელი ისე უნდა გაუწოდო(გაუმართო) რომ რომ "მოგქაჩოს" შენც რომ არ გადაყვე. თორემ შანსის გამოყენება ყველას თუ არა უმრავლესობას უყვარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ამ მომენტში ყველაზე საინტერესო პროცესი არის ის როცა ადამიანი თავს ქრისტიანად უწოდებს და არ ითვალისწინებს იმას რაც თავად ქრისტემ თქვა, (ზუსტი ციტატა არ ვიცი) არ არსებობს ელინი, არ არსებობს იუდაველი, არსებობს ადამიანი. ეს ძალიან ძლიერი არგუმენტია სხვათა შორის ამ ქსენოფობიის წინააღმდეგ..

კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზაა, თან ქრისტეს არ ეკუთვნის, პეტრე მოციქულს ჰქონდა ხილვა...

მოკლედ ეგ სულ სხვა რაღაცაა და ქრისტიანობის გავრცელებას ეხება,

მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ინდივიდი და მაქვს პირადი გამოცდილება,

აქედან გამომდინარე გარკვეული კლიშეებით ვერ ვიხელმძღვანელებ,

ვნახე ჩემს ცხვორებაში რომ მაგათი ნდობა არ შეიძლება, შენ მეუბნები შეიძლება, თუ შეიძლება შენს გზაზე გაგიმარჯოს და ჩაეხუტე თუ გინდა, ეგ შენი ნებააა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

არ ვიცი მთლად ვერ დაგეთანხმები. თუ არ გულისხმობ უახლოეს იტორიას. საერთოდ ისტორია ხშირ შემთხვევაში მიმაჩნია ძალიან სუბიექტურ მოვლენად.

ალბათ გაგიონია ტერმინი ბნელი შუა საუკუნეები. ეს ტერმინი შემოვიდა განმანათლებობის დროს.. ანუ ამას თავისი იდეოლოგია ჰქონდა, იმ პერიოდს უწოდებს ბნელი, იმ აზროვნების გამო რაც იყო მაშინ.

შესაბამისად ამის შემდეგ მოხდა განმანათლებლობის გავრცელება ევროპაში, განმანათლებლობამ კი შექმნა რადიკალურად განსხვავებული აზროვნება შუა საუკუნეების საპირისპიროდ. ასე რომ ამ მხრივ ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხელი ისე უნდა გაუწოდო(გაუმართო) რომ რომ "მოგქაჩოს" შენც რომ არ გადაყვე. თორემ შანსის გამოყენება ყველას თუ არა უმრავლესობას უყვარს

პრინციპში მეც მაგას ვიძახი, ჩვენი გულარხეინობიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ეთნოსის თვისებაა მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი არაფერი,

მე პირველ რიგში ქართველს დავეხმარები, სამუშAო იქნება თუ რაც, ვიცი ჩემიანია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შეიძლება, მარა პროგრესი უბრალოდ იქიდან მოდის, როგორც ინდივიდს ასევე ერის როცა ამ ფობიებს გადალახავ..

და ვინ თქვა რომ ფობიებს არ ვებრძვით?!

მე მგონი პროგრესი სახეზეა... ხოლო სიახლეებისადმი შიში ეს ბუნებრივია, მაგრამ დააკვირდი... ბოლო 20 წელია სულ სიახლეებს და ცვლილებებს ვითხოვთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...