Jump to content
Planeta.Ge

30 ნოემბერს ჩვენი სტუმარი თემურ იაკობაშვილი


Recommended Posts

მე არ მახსოვს მსჯელობა გაქცეულ ჩინვნიკებზე. ყველა ჩემი კოლეგა მინისტრს ომის დროს აქ ვხედავდი და თუ კლონები ჰყავთ, არ ვიცი.

 

სამხედროებს ხელს არავინ აწმინდავს. უბრალოდ როდის და რა ტიპის იარაღი უნდა გამოიენონ, მგონი მათ უკეთ იციან. თუ თქვენ უფრო კომპეტენტური ხართ, იმსხურთ ქართულ ჯარში.

მე ვეძახი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. დოკუმენტებში იხმარება "ცხივალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბატონო თემურ , დღეის გადასახედიდან აქვს აზრი რაიმე მოლაპარაკებას აფხაზებთან და ოსებთან ??

 

რუსეთის ''აღიარები'' შემდეგ , ძნელი იქნება მოლაპარაკება მათთან იმაზე რომ ისევ საქათველოს იურისდიქციაში დაბრუნდნენ...

მითუმეტეს ომამდეც თავს არ იკლავდნენ ამაზე ...

 

და გეგმა თუ არსებობს საერთოდ თუ როგორ ვაპირებთ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას???

იქ დარჩენილ აფხაზებთან კავშირები გვაქვს. ოსებთან ჯერ არა. მათ სტატუსზე არ ველაპარაკებით, მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე.

 

როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, ვამუშავებთ სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელიც იანვარში გამოქვეყნდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ,

"საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სამხრეთ ოსეთის რეგიონში კრიმინალური რეჟიმის დასრულება”-ეს განცხადება თქვენ 7 აგვისტოს გააკეთეთ. ინტერპრესნიუსის საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ არქივებში...ბოლობოლო, ვის წინააღმდეგ ვიბრძოდით ჩვენ, ოკუპაციის თუ კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ?

და რადგან თქვენ (და სხვა პოლიტიკოსები) უცბად შეითავსეთ სამხედრო ოპერაციების მმართველობის ფუნქციები, აქვე შეგეკითხებით: სანამ ცხინვალზე შეტევის ბრძანებას გასცემდით, გქონდათ თუ არა გააზრებული მოსალოდნელი შედეგები?

აქვე კიდევ ერთ შეკითხვას დავსვავ: თვლით თუ არა ცხინვალს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქად? თუ თვლით, რატომ გაიცა მასზე შეტევის ბრძანება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ

ხელისუფლების რომელიმე წევრი ან მათი ოჯახის წევრი თუ იღებდა მონაწილეობას აფხაზეთის ომში, ან თუ იცოდა, რა მოხდა მაშინ და რატომ წავაგეთ ის ომი?

მე ვფიქრობ, რომ არა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კონდოლიზა რაისის ჭკუაზე კი არ გაივლიდა, არამედ ეცოდინებოდა, რომ რუსეთს არასდროს არაფერი შეუშლის ხელს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაში.

ვფიქრობ, უბრალოდ დიდი ბავშვები ხართ, იმპულსური, შესაძლო შედეგებს რომ ვერ გათვლით ვერასდროს.

რაღადროს ჩემი ბავშვობაა... ზუსტად ვიცით რა მოხდა მაშინ აფხაზეთში და ბევრი ჩვენიანი იყო იქ. მეც გახლდით და მოყოლით არ ვიცი რა ხდებოდა. საერთაშორისო პოლიტიკა, კი იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თქვენ გგონიათ. საქართველოს სიყვარული და მისი გამთლიანების სურვილი, იმპულსი კი არა მთავრობის ყველა წევრისთვის სავალდებულო ატრიბუტია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

მე არ მახსოვს მსჯელობა გაქცეულ ჩინვნიკებზე. ყველა ჩემი კოლეგა მინისტრს ომის დროს აქ ვხედავდი და თუ კლონები ჰყავთ, არ ვიცი.

ჩინოვნიკი მარტო მინისტრი არაა და მგონი ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით :(

 

სამხედროებს ხელს არავინ აწმინდავს. უბრალოდ როდის და რა ტიპის იარაღი უნდა გამოიენონ, მგონი მათ უკეთ იციან.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ აგვისტოში ცხინვალზე შტურმი სამხედროების გადაწყვეტილება იყო?

 

თუ თქვენ უფრო კომპეტენტური ხართ, იმსხურთ ქართულ ჯარში.

რატომ? მერე თბილისზე რუსებთან ერთად შტუმის დაგეგმვა რომ დამაბრალოთ თქვენ მიერვე კონტროლირებადი მედიასაშუალებებით?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინტერესებს იურიდიული თვალსაზრისით მსოფლიო სამართლის მიხედვით ზიანის მომტანი იქნება თუ არა ქვეყნისთვის ყველა ოფიციალურ დოკუმენტში რომ ოფიციალურად მოხსენიებულ იქნეს მხოლოდ ცხინვალის რეგიონი ან სამაჩაბლო და საერთოდ იქნას ოფიციალურად ხმარებიდან ამოღებული ,, სამხრეთ ოსეთის '' ხელოვნურად შეკოწიწებული ტერმინი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

კიდევ გადაიკითხეთ, თორემ თქვენს კითხვებს არ ეტყობა, რომ ყურადღებით გაქვთ წაკითხული.

თქვენ პასუხებს ეტყობა რაც მთავარია :(

 

ეგეც საკმარისია ამ ქვეყნის ბედნიერებისათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციისა არ ვიცი და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ გამოაქვეყნა ეს სიები:
მანდ გარკვევით წერია, რომ საუბარია საქართველოდან არა მარტო გასულებზე, არამედ შემოსულებზეც. ყველლა მინისტრი ვონც მაგ დროისთვის არ იყო საქართველოში, ბრუნდებოდა და არა პირიქით. შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

 

ბატონო თემურ თუ გაქვთ ინფორმაცია რა მდგომარეობაა მამისონის საზღვარზე , სიმართლეს შეესაბამება ტუ არა ინფორმაცია რომ ცრდილოეთის საზღვრის მამისონის მონაკვეთზე მდებარე კოშკურა რომელსაც ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ , დღესდღეობით კონტროლდება რუსი მესაზღვრეების მიერ .

სიმართლეს შეესაბამება ტუ არა მამუკა არეშიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე თუშეთის მონაკვეთზე რუსების მიერ განხორციელებული მცოცავი ანექსიის შესახებ , ასევე სიმართლეს შეესაბამება თუ არა ინფორმაცია საქართველოს სამხრეთ საზღვარზე სომხების მიერ საკმაოდ მოზრდილი ტერიტორიის მითვისების შესახებ და თუ ეს სიმართლეა რატომ არ ხდება ხელისუფლების მხრიდან სზღვრების კონტროლის გამკაცრება .

ბევრი თქვენს მიერ გაჟღერებული ინფრმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაციები არ დასტურდება, მაგრამ მაინც კარგია, რომ განგაში ტყდება. ეს საშუალებას გვაძლევს თუნდაც პრევენციულად ჩავერთოთ ამ პროცესებში. სომხეთთან საზღვრის დემარკაცია დემილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და იმედია მალე დავასრულებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ თვლით თუ არა რომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება ( მათ შორის ეს ხელისუფლებაც ) რომელიც საქართველოს სრული ტერიტორიის აბსოლიტურ დეოკუპაციამდე წავა რუსებთან მოლაპარაკებაზე იქნება მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული

 

მანდ გარკვევით წერია, რომ საუბარია საქართველოდან არა მარტო გასულებზე, არამედ შემოსულებზეც. ყველლა მინისტრი ვონც მაგ დროისთვის არ იყო საქართველოში, ბრუნდებოდა და არა პირიქით. შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

ბევრი თქვენს მიერ გაჟღერებული ინფრმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაციები არ დასტურდება, მაგრამ მაინც კარგია, რომ განგაში ტყდება. ეს საშუალებას გვაძლევს თუნდაც პრევენციულად ჩავერთოთ ამ პროცესებში. სომხეთთან საზღვრის დემარკაცია დემილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და იმედია მალე დავასრულებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

რამდენადაც ინგლისური ენა ვიცი, ზუსტად ეგ წერია ამ აბზაცში. თუ ვცდები, იქნებ თქვენ მითარგმნოთ რა წერია აქ?

ცუდად გცოდნიათ ინგლისური, რადგან მაგ ფრაზაში არ წერია, რომ სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგოო. მანდ წერია, რომ 7-8 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით განხორცელებულმა საარტილერიო შეტევა იყო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების დასაწყისი, რაც თავის მხრივ იყო მანამდე განხორციელებული პროვოკაციებისა და ა.შ გაგრძელება. ყველა სიტყვას თავისი ადგილი და წონა აქვს. თავისუფალი ინტერპრეტაციები მლად სწორი არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

მანდ გარკვევით წერია, რომ საუბარია საქართველოდან არა მარტო გასულებზე, არამედ შემოსულებზეც. ყველლა მინისტრი ვონც მაგ დროისთვის არ იყო საქართველოში, ბრუნდებოდა და არა პირიქით. შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

და რატომ არ არის ამ დასკვნაში მითითებული თუ ვინ გავიდა და ვინ შემოვიდა? რატომ მოხდა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება მხოლოდ ნაწილობრივ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 . ეს ინფორმაცია ჩემს მიერ კი არა მამუკა არეშიძის მიერ არის გაჟღერებული . 2 . ჩვენთვის უფორ მომგებიანია პირობითი საზღვრის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანა ვიდრე საზღვრის დემარკაცია ( მიზეზების დასახელება ამ ეტაპზე არაპრაგმატული და არადიპლომატიური ნაბიჯი იქნება ) . თუ ხდება საზღვრის კონტროლის გამკაცრება ხელისუფლების მხრიდან ყველა პერიმეტრზე რათა თავიდან იქნეს აცილებული ეგრეთ წოდებული მცოცავი ანექსია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ,

 

ეს კითხვა არ გახლავთ,ეს დასკვნა არის ჩემი:

 

საქართველოს ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა საგარეო პოლიტიკაში!

 

და არავის და არაფრის იმედი არ ააქვს დღეს საქართველოს,სამწუხაროდ!

 

მადლობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არის მიხეილ სააკაშვილის დაპირება და ხომ ვერ მეტყვით რისი იმედი ქონდა პრეზიდენტს?

 

თუ ომის დაწყება და სამხედრო ოპერაცია უკვე დაგეგმილი გვქონდა?

 

http://www.civil.ge/geo/article.php?id=16864

”სამხრეთ ოსეთი სულ ცოტა თვეების საკითხია” - სააკაშვილი

 

სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია.

 

”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს.

 

სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ.

 

პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”.

 

”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”.

 

28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”.

უახლოეს თვეებზეა ლაპარაკი. საიდან იცოდა პრეზიდენტმა ომის დაწყების თარიღი ასე

ზუსტად? თუ ფელგენგაუერის ვარაუდებზე დაყრდნობით გააკეთა ეს განცხადება :(

სააკაშვილი არსად არ ახსენებს სამხედრო მოქმედებებს და ზუსტად იმის გამო, რომ იქ კონფლიქტი მართლაც გადაჭრის სტადიაში შედიოდა, რუსებმა საჭიროდ ჩათვალეს საომარი ქმედებების წარმართვა მანამდე, სანამ კოკოითი ჯერ კიდევ იქ ჰყავდათ.

ასე, რომ კონსპირაციის თეორიები კარგია, მაგრამ მხოლოდ ინტელექტუალური სავარჯიშოებისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...