Jump to content
Planeta.Ge

30 ნოემბერს ჩვენი სტუმარი თემურ იაკობაშვილი


Recommended Posts

ბატონო შემურ, რას წამოადგენს თქვენი უფლება-მოვალეობებს?(რა თქმა უნდა მოკლედ და ლაკონურად)

ჭანო, მოკლედ და ლაკონურად შაირობა შეიძლება. ჩემი უფლება მოვალეობები კი სერიოზული საქმეა და დეტალურად არის გაწერილი:) შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ვებ გვერდზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბატონო თემურ , თუ შეიძლება გაგვარკვიეთ ისტორიული სამაჩაბლოს დღევანდელ სტატუსში , საქართველოს შემადგენლობაში ოფიციალური სახელით დაფიქსირებულია როგორც ცხინვალის რეგიონი , როგორც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა თუ როგორც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული ?

2009 წლის ზაფხულში მიღებულ გაეროს დადგენილებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ მოიხსენიება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და არა ,, სამხრეთ ოსეთი ''. გაგვარკვიეთ ამ ტერიტორიის ოფიციალურ სახელწოდებასა , სტატუსსა და სახელწოდებაში .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თხოვნა- არ დასვათ უკვე დასმული შეკითხვა :)

გადახედეთ წინა გვერდებს ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არ იყო ევაკუაცია დიდი ლეახვის ხეობაში საომარი მოქმედების დაწყების წინ, როდესაც ხდებოდა ამავე დღეებში ცხინვალში ოსი მოსახლეობის ევაკუაცია?

 

ითავლისწინებთ იმას რომ აგვისტოს საომარი მოქმედების პერიოდში ფაქტიურად რუსებს, ჩეჩენ და ოს ბანდიტებს მძევლად დაუტოვეთ დიდი ლიახვის მოსახლეობა?

 

7 ქგვისტოს თქვენს მიერ მოყვანილი სანაკაოვეის მთავრობა დიდი ლიახვის ხეობა მთელი შემადგენůლობით დატოვა. პრინციპში გაიპარა.

 

მოსთხოვთ ამ ფაქტზე სანაკოევს პასუხს და თუ ჩატარდა ამ შემთხვევაზე რამე გამოძიება?

ყველა მაგ კითხვაზე პასუხები საპარლამენტო კომისიაშჲ გაეცა. მახეთ ჩანაწერები. ისე ყველა კითხვა ლოგიკური და სამართლიანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

ყველა მაგ კითხვაზე პასუხები საპარლამენტო კომისიაშჲ გაეცა. მახეთ ჩანაწერები. ისე ყველა კითხვა ლოგიკური და სამართლიანია.

დაგვცინით ბატონო თემურ? :)

 

საპარლამენტო კომისიის დასკვნა და მერე ტალიავინის დასკვნა რომ გვაქვს წაკითხული, ეს კითხვები მიტომ გვებადება :P

 

თქვენ თქვენ წილ კითხვებზე გაგვეცით პასუხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ რიგში მოგასელმებით ბატონო თემურ და თქვენთან მაქვს შემდეგი შეკითხვები

 

1) აგვისტოს ომის შემდგომ აშკარად იგრძნობა ჩვენი მთავრობის მხრიდან ჩრდილო კავკასიის საკითხებით დაინტერესება. ამაზე მეტყველებს თუნდაც კავკასიური არხის გახსნა. ჩემი შეკითხვა შემდეგია. უახლოეს მომავალში რა ღონისძიებები იგეგმება ჩრდილო კავკასიასთან დაკავშირებით და როგორ გესახებათ საქართველოსა და ჩრდილო კავკასიელი ხალხების სამომავლო ურთიერთობები? სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ოჰაიოს შტატზე უფრო მეტი იცისმ ვიდრე თუნდაც წახურებზე ან დიდოელებზე, რომელნიც ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან.

2) სამწუხაროდ ცნობილ მიზეზთა გამო, ჩვენ არ შეგვიძლია აფხაზ ერთან სახალხო დიალოგის წარმართვა. თუმცა რატომღაც ჩვენ გვავიწყდება, რომ არსებობენ თურქეთში მცხოვრები აფხაზები, რომელნიც ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოში ცხოვრობენ, და აფხაზეტში მცხოვრებ აფხაზთაგან განსხვავებით ჟირინოვსკისა და დუგინის იდეოლოგიით არ არიან მოწამლულნი. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ამ ხალხთან ურთიერთობა და სხვადასხვა ერთობლივი კულტურული პროექტების გამართვა?

3) თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვთ ხვალინდელ საქართველოში იმ სტუდენტებს, რომელნიც აფხაზ-ოსების და ჩვენი მეზობლების ენას, კულტურას, ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას აქტიურად შეისწავლიან? თსუ-ში მაგალითად არიან სტუდენტები (მათ შორის მეც) ვინც შეისწავლიან სომხურ, თურქულ, აფხაზურ, ოსურ, ჩეჩნურ, ჩერქეზულ...ენებს და არა მარტო ენებს.

4) ქალბატონ მექა ხანგოშვილს ჩემგან დიდი დიდი მოკითხვა!

მექას მოკითხვას გადავცემ.

ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი უშუალო მეზობლები სლავი რუსები კი არა, ჩეჩნები, ინგუშები, დაღEსტნელები და სხვა კავკასიური ხალხები არია, რომლებთანაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. ახლა ვცდილობთ ამ მეხსიერების აღდგენას და მათთვის მეტი ყურადღების დათმობას. ამას რუსეთის ჯინაზე და მის წინააღმდეგ კი არ ვაკეთებთ, არამედ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. რადგან თუ იქ სიტუაცია აირევა, ჩვენთვისაც ცუდია. გაიხსენეთ პანკისი. მგონი საქართველომ უნდა აღიდგინოს კავკასიური ერების კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის როლი. ამისათვის ბევრის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ მგონი დროა დავიწყოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ , თუ შეიძლება გაგვარკვიეთ ისტორიული სამაჩაბლოს დღევანდელ სტატუსში , საქართველოს შემადგენლობაში ოფიციალური სახელით დაფიქსირებულია როგორც ცხინვალის რეგიონი , როგორც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა თუ როგორც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული ?

2009 წლის ზაფხულში მიღებულ გაეროს დადგენილებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ მოიხსენიება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და არა ,, სამხრეთ ოსეთი ''. გაგვარკვიეთ ამ ტერიტორიის ოფიციალურ სახელწოდებასა , სტატუსსა და სახელწოდებაში .

 

 

აბსოლიტურად სხვა სახის შეკითხვაა და ბატონ თემურს ვთხოვ გაგვცეს პასუხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ , დღეის გადასახედიდან აქვს აზრი რაიმე მოლაპარაკებას აფხაზებთან და ოსებთან ??

 

რუსეთის ''აღიარები'' შემდეგ , ძნელი იქნება მოლაპარაკება მათთან იმაზე რომ ისევ საქათველოს იურისდიქციაში დაბრუნდნენ...

 

 

მითუმეტეს ომამდეც თავს არ იკლავდნენ ამაზე ...

 

და გეგმა თუ არსებობს საერთოდ თუ როგორ ვაპირებთ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ სად იმყოფება ამჟამად დიმიტრი სანაკოევი და თვლით თუ არა რომ ამ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა კერძოდ ახალგორის რაიონის, მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობიდან გამოიყვანა და შეუერთა ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთს ანუ დროებით ადმინისტრაციას, სადაც დიმიტრი სანაკოევის (ჩემი აზრით უსახური ვითომ ადმინისტრაცია) დასვა.

სანაკოევი თბილისშია და ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს. შეცდომა არ დაგვიშვია. როსეთი ოკუპაციას თავისი რუქებოთ ეწევა და არა ჩვენი საკანონმდებლო აქტებით. პერევი სად შედის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ

ხელისუფლების რომელიმე წევრი ან მათი ოჯახის წევრი თუ იღებდა მონაწილეობას აფხაზეთის ომში, ან თუ იცოდა, რა მოხდა მაშინ და რატომ წავაგეთ ის ომი?

მე ვფიქრობ, რომ არა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კონდოლიზა რაისის ჭკუაზე კი არ გაივლიდა, არამედ ეცოდინებოდა, რომ რუსეთს არასდროს არაფერი შეუშლის ხელს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაში.

ვფიქრობ, უბრალოდ დიდი ბავშვები ხართ, იმპულსური, შესაძლო შედეგებს რომ ვერ გათვლით ვერასდროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციისა არ ვიცი და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ გამოაქვეყნა ეს სიები:

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ იმ 35 ადამიანის სია გამოაქვეყნა, ვინც 7-დან 14 აგვისტომდე საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს.

კომისიამ წერილი ბადრი ბიწაძეს გაუგზავნა, სადაც მოითხოვა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების და აღმსასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სია, რომლებმაც 7-დან 14 აგვისტომდე საზღვარი გადაკვეთეს.

„მინდა ცალსახად გავუსვა ხაზი, რომ ამ სიაში, ბევრი პოლიტიკური და აღმასრულებელი თანამდებობის პირის შემოსვლაა დაფიქსირებული“ – განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ არიან გარკვეული პირები, რომლებსაც მხოლოდ გადაკვეთილი აქვთ საზღვარი.

ამასთან, ბევრი მივლინებით იყო წასული, რის მიზეზებსაც და მიზნებსაც კომისია ამ პირველივე სხდომაზე დაბარების შემდეგ გაარკვევს.

სიაში, ვინც საქართველოში შემოვიდა და გავიდა არის: ნაყოფია კობა, მელაძე გიორგი, თარგამაძე გიორგი, ბუკია გოდერძი, გივი თარგამაძე, ვერულაშვილი მარიკა, ხაბულიანი დილარი, ჰარუთინ მოვსესიანი, წერეთელი გიორგი, ქარქუსოვი უზურმაგ, ირაკლი გიორგობიანი, კალანდაძე ნინო, გიგა ბოკერია, ქიტიაშვილი სერგო, მამუკა მუჯირი, ბაკურ კვეზერელი, ეკა ტყეშელაშვილი, პაატა ლეჟავა, ბეჟან ხურციძე, რომან მარსაგიშვილი, მერაბ სამადაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, მინდაძე დიმიტრი, მჭედლიშვილი ლევანი, ნინო ენუქიძე, კოვზირიძე თამარ, გოჩა მამაცაშვილი, ალექსანდრე ხეთაგური, კანდიდ კვიციანი, ნიკა რურუა, დათო ბაქარაძე, კობა სუბელიანი, დავით ბეჟუაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი და გოგი ლიპარტელიანი.

ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნის შემდეგ, პაატა დავითაიამ მხოლოდ დეპუტატი კობა ნაყოფია დაასახელა, რომელიც 7 აგვისტოს გავიდა და დაბრუნებული არ არის, „კომისიაში დაბარების შემდეგ გავიგებთ მიზეზს“ – თქვა დავითაიამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მოსკოვი შსკ-ს ფარგლებში მოლაპარაკებებს ითხოვს

 

სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აგვ.'08 / 15:45

 

 

რუსული მხარის თანათავმჯდომარემ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვმა განაცხადა, რომ თბილისთან არ ყოფილა მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკების ფორმატის თაობაზე.

 

პოპოვმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ: ”ჩვენ ჯერ ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე”.

 

”ბატონი იაკობაშვილი მოითხოვს მოლაპარაკების არსებული ფორმატის შეცვლას და ჩვენ მოვითხოვთ არსებული ფორმატის შენარჩუნებას,” - განაცხადა პოპოვმა.

 

მოსკოვს და ცხინვალს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში სურთ მოლაპარაკების განახლება.

 

თუმცა, თემურ იაკობაშვილმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადა პოპოვთან შეხვედრის შემდეგ: ”შსკ მოკვდა”.

 

მხარეებმა თითქოსდა თავდაპირველად მიაღწიეს შეთანხმებას 7 აგვისტოს ცხინვალში თემურ იაკობაშვილსა და სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს შორის შეხვედრის გამართვის თაობაზე, იური პოპოვის თანდასწრებით და ჩრდილოეთ ოსური მხარის მონაწილეობის გარეშე.

 

სამხრეთ ოსურმა მხარემ თავდაპირველად უარყო შეხვედრის ფორმატი, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მიიღებდა შეხვედრაში მონაწილეობას. თუმცა, 6 აგვისტოს ცხინვალმა ისევ შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ მხოლოდ შსკ-ს ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას.

 

მოგვიანებით 6 აგვისტოს თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთია ნამდვილადაა დაინტერესებული მოლაპარაკებების გამართვაში. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას თბილისსა და ცხინვალს შორის არა შსკ-ს ფორმატში, ამ ეტაპზე მაინც.

 

დღეს 15:00 საათზე იაკობაშვილის პრეს-სამსახურმა პრეს-რელიზი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ცხინვალის შეხვედრა ჩაიშალა.

 

პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ იაკობაშვილი 7 აგვისტოს კონფლიქტის ზონის ქართულ ზონებს ეწვევა. სახელმწიფო მინისტრი იქ შესაძლოა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდეს, რომელსაც მოსკოვი და ცხინვალი თბილისის ”მარიონეტად” მიიჩნევენ."

http://www.civil.ge/geo/article.php?id=18947

 

ბატონო თემურ

იყო თუ არა ასე?

დაახლოებით კი, ოღონდ 7 აგვისტოს ქართული სოფლების სანახავად კი არ წავედი, არამედ ჩოჩიევთან შესახვედრად. ჩემი რუსეთთან მიმართებაში განცხადებები, კი "პრევენციული დიპლომატიის" ნაწილი იყო, რათა დასავლეთს დროზე შეძლებოდა ჩართვა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ისე ესკაკა რომ ცუდი და უმოქმედო იყო, ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც წერია...

 

ერთი მარტივი კითხვა,დაუშვა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეცდომა 2008 წლის 7 აგვისტოს?

 

პასუხების ვარიანტები: კი ან არა (განვრცობა საჭირო არ არის)

არა

 

ბატონო თემურ

1967 წელს დაბადებულმა, 1984 წელს უმაღლესი როგორ დაამთავრეთ???

მეც გამიკვირდა:) შეცდომაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ თუ გაქვთ ინფორმაცია რა მდგომარეობაა მამისონის საზღვარზე , სიმართლეს შეესაბამება ტუ არა ინფორმაცია რომ ცრდილოეთის საზღვრის მამისონის მონაკვეთზე მდებარე კოშკურა რომელსაც ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ , დღესდღეობით კონტროლდება რუსი მესაზღვრეების მიერ .

სიმართლეს შეესაბამება ტუ არა მამუკა არეშიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე თუშეთის მონაკვეთზე რუსების მიერ განხორციელებული მცოცავი ანექსიის შესახებ , ასევე სიმართლეს შეესაბამება თუ არა ინფორმაცია საქართველოს სამხრეთ საზღვარზე სომხების მიერ საკმაოდ მოზრდილი ტერიტორიის მითვისების შესახებ და თუ ეს სიმართლეა რატომ არ ხდება ხელისუფლების მხრიდან სზღვრების კონტროლის გამკაცრება .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლებაში გაქვთ რაიმე გეგმა ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად?

 

ჯავახეთში რუსეთი ალბათ მოგვიწყობს პროვოკაციას ახლო მომავალში და რა კეთდება ამ პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად მაგ რეგიონში?

სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში იანვარში გამოქვეყნდება. მარტო ჯავახეთში რომ ცდილობდნენ პროვოკაციებს, კიდე კარგად ვიქნებოდით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

ბატ.თემურ,ეთანხმებით თუ არა ტალიავანის დასკვნას,ანუ სააკაშვილი წამოეგო რუსეთის პროვოკაციაზე და მან დაიწყო საბრძოლო მოქმედებები?

 

ტაკაივინის კომისიაში ეგეთი არაფერი წერია. ზისტი ტექსტი ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე

The shelling of Tskhinvali by the Georgian armed forces during the night of 7 to 8

August 2008 marked the beginning of the large-scale armed conflict in Georgia, yet it was

only the culminating point of a long period of increasing tensions, provocations and

incidents.

რამდენადაც ინგლისური ენა ვიცი, ზუსტად ეგ წერია ამ აბზაცში. თუ ვცდები, იქნებ თქვენ მითარგმნოთ რა წერია აქ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...