Temuri Yakobashvili Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 ბატ.თემურ,აღიარებთ იმას,რომ ეს ტერიტორიები სამუდამოთ დავკარგეთ და ამაში ამ ხელისუფლებასაც მიგიძღვით წვლილი? თქვენ სთქვით,რომ ნატოში შეიძლება მაპის გარეშე მიგვიღონო და რატომ გვატყუილებთ? თუ არ გვატყუილებთ აგვიხსენით რა გზებით შეიძლება ამის გაკეთება? თავიდანვე ნუ ჩათვლით, რომ ვინმე გატყუებთ. ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს, ზუსტად ვიცით სად არის ჩვენი ტერიტორიები, რომლებიც დაკარგული კი არა, ოკუპირებულია უცხო ძალის მიერ. ასე, რომ სიტყვა "სამუდამოდ" - არასწორია. ნატო-სთან დაკავშირებით: მაგას მარტო მე კი არა, ამერიკის ადმინისტრაციაც იძახის.. თქვენი ლოგიკით ორივე ვცრუობთ? მეტი ოპტიმიზმი ბატონო ლაშა! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 ბატონო თემურ,"საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სამხრეთ ოსეთის რეგიონში კრიმინალური რეჟიმის დასრულება”-ეს განცხადება თქვენ 7 აგვისტოს გააკეთეთ. ინტერპრესნიუსის საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ არქივებში...ბოლობოლო, ვის წინააღმდეგ ვიბრძოდით ჩვენ, ოკუპაციის თუ კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ?და რადგან თქვენ (და სხვა პოლიტიკოსები) უცბად შეითავსეთ სამხედრო ოპერაციების მმართველობის ფუნქციები, აქვე შეგეკითხებით: სანამ ცხინვალზე შეტევის ბრძანებას გასცემდით, გქონდათ თუ არა გააზრებული მოსალოდნელი შედეგები?აქვე კიდევ ერთ შეკითხვას დავსვავ: თვლით თუ არა ცხინვალს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქად? თუ თვლით, რატომ გაიცა მასზე შეტევის ბრძანება? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Temuri Yakobashvili Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 ბატ.თემურ,რა აზრის ხართ მიშას მიერ მასაჟისტკას ჩამოყვანაზე ბიუჯეტის ხარჯებით? კითხვა არ წამიშალოთ. ვინ გითხრათ, რომ მასაჟისტკა ბიუჯეტით დაფინანსდა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 ძალიან გთხოვთ, სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა, ახალ კითხვებს ნუ დავსვავთმესმის, ძალიან დიდია ცდუნება პოლემიკაში ჩართვისუამრავი მწვავე კითხვაა და ბატონი თემურის პასუხები, კიდევ არაერთ მწვავე კითხვას დაბადებს ალბათგთხოვთ, გავითვალისწინოთ კონფერენციის ფორმატი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Georgian_90 Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 წაიშლება ყველა დასმული კითხვა რომელიც იქამდე დაისმება სანამ სტუმარი პასუხს არ გასცემს აქამდე დასმულ შეკითხვებს ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Temuri Yakobashvili Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 ბატონო თემურ, რატომ ანხორციელებს ხელისუფლება პოლიტიკური ემიგრანტების მიმართ შურისძიებას?პირადი მაგლითი.სააკაშვილის მცდელობა ვითომ შერიგების თაობაზე. თხოვნაზე უარი ვთქვი და სასამართლო პროცესი ვამჯობინე.სასამართლო პროცესი რომ მოვითხოვე ამის გამო 3 სისხლის სამართლი მუხლი დამიმატა თქვენმა ხელისუფლებამ 14 წლის შემდეგ. არა და 6 თვით ადრე გენერალური პროკურატურიდან მქონდა ოფიციალური წერილი სადაც მხოლოდ ორი სისხლი სამართლი მუხლი მაქვს. ეხლა ის რომ ასე არაფრის გულისათვის 6 თვეში გადაწყდება 3 სისხლი სამართლი მუხლის დამატება შურისძებაა და დაშინება სასამართლო პროცესი რომ არ მომეთხოვა.16 წელი ძებნილი ვარ, არა და ხელისუფლებამ იცის ჩემი ადგილ სამყოფელი. საქართველოს საელჩოს ჩეხეთში ხშირი "მქებელი" და სტუმარი ვარ. :rolleyes: ეხლა გავიგე რომ 2 თევა ისევა ახალი გამოძიება ტარდება და ჩემს გამო დაკითხვები ჩატარდა საქართვველოში.რა ისევ ახალი შურისძიების ფაქტს აქვს ადგილი?იმედია ეს თქვენი კონსულტანტები ამ შეკითხვას წინასწარ ნახავენ და პასუხსაც მივიღებ. იმის გამო რომ გაგიადვილოთ საქმე დავწერ ჩემს სახელს.ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი მაიორი გიორგი ალანია. (1990-1993 წ.) პ.ს. კიდევ ერთი შეკითხვა; ეთანხმებით პრეზიდენტის გამონათქვამს რომ ემიგრანტები ცხვრები არიან?ბატონო გიორგი, თქვენს მიერ მოყოლილი პრობლემატიკა ჩემი კომპეტენციის ფარგლებშჲ არ შედის, ამდენად მგონი არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან რამიმე კომენტარი. რაც შეეხევა "ცხვრებს" , მე ასეთი რა მისგან არ მომისმენია. ვიცი რა მისი პირადი დამოკიდებულება ემიგრანებისა და მათი საქართველოსთვის პოზიტიური როლის მიმართ, ძალიანაც მიკვირს, რომ ეგეთი გამონათქვამი მას მიაწერეს. მადლობელი ვიქნები თუ გადმომიგზავნით რაიმე ლინკს, სადაც პრეზიდენტი ასეთ ფრაზას ამბობს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Temuri Yakobashvili Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 მე მგონი,საჭირო არაა მისი ბიოგრაფიის დაწერა,აი,შეხედეთ ვიდეოებს და გაიგებთ,ვინცაა იაკობაშვილი. დიდი მადლობა "საქართველო"-ს ჩემი ვიდეოფანობისათვის. მგონი ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთში დუმა კი არა პუტინი წყვეტს ომისა და მშვიდობის საკითხებს, და ის, რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმა რუსეთისვე სახელმწიფო ინტერესების საზიანოა, ბევრმა რუსმაც გაიგო. მეტ ვიდეოებს თუ გამომიგზავნით, გამიხარდება. ბატ.თემურ,ეთანხმებით თუ არა ტალიავანის დასკვნას,ანუ სააკაშვილი წამოეგო რუსეთის პროვოკაციაზე და მან დაიწყო საბრძოლო მოქმედებები?ტაკაივინის კომისიაში ეგეთი არაფერი წერია. ზისტი ტექსტი ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Temuri Yakobashvili Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 ბატონო თემურ, რა აზრის ხართ სექსუალურ უმცირესობებზე, არის თუ არა მათი უფლებები დაცული საქართველოში, როგორ ფიქრობთ, უმცირესობების დაცვა, არის თუ არა ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიულ სახელმწიფოში და რამდენად უშლის საპატრიარქო ხელს ამის გაკეთებაში.ზუსტად რა ფრომით იჩაგრებიან სექსუალური უმცირესობები საქართველოში? თუ საუბარია პარადებზე, მე ყველანაირი პარადის (მათ შორის სამხედროსი) წინააღმდეგი ვარ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Temuri Yakobashvili Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 ბატონო თემურ,თქვენი საყვარელი ფრაზაა "ჩვენ არაფრის არ გვეშინია" (ისე მართალია, თქვენ და თქვენს სამეგობროს არ გეშინიათ, რადგან წასასვლელი ფინანსები გაქვთ, თუ ვინმემ ბოლოს და ბოლოს მაინც შეგაშინათ)მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს , რატომ არ ეკითხებით ეშინიათ თუ არა????(არადა აგვისტოში მართლა ვნახეთ ვინ იყო შეშინებული(თქვენ!!!!!) ხალხი კი უშიშარი და გამბედავი გამოდგა,(რითაც ვამაყობ) სიცოცხლეს წირავდა მტერს)ჩემი შეკითხავა:რატომ დაკარგეთ აფხაზეთი?რატომ დაგვიკარეთ კოდორი (შეგნებულად დაარქვით უძველეს კუთხეს ზედა აფხაზეთი, რომ აფხაზებს უკეთ წაერთვიათ)რატომ დავიკარგეთ სამაჩაბლო?გმადლობთ.ქალბატონო ელენე, თუ მეც მეტყვით სად არის ჩემი წილი "გასაქცევი თანხები", მადლობელი დაგრჩებით. მგონი თანაც ვიღაც სხვაში გეშლებით, რადგან ზუსტად მე გახლდით ცხნვალში 7 აგვისტოს და არც ომის დროს სადმე დავმალულვარ. არც ცოლ-შვილი გამიხიზნავს საზღვარგარეთ და არც მე გავქცეულვარ! დიახაც ჩვენმა ხალხმა უდიდესი სიმაამცე გამოიჩინა, და დიდ პატივათ მიმაჩნია ამ ხალხის სამსახურში ყოფნა! ისე დღემდე ველოდები ოპოზიციისაგან შეპირებულ გაქცეულ მინისტრთა სიას... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 შეკითხვების დასმა online ფორმატში შესაძლებელი გახდება ნახევარ საათში. მანამდე სტუმარი უკვე დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Temuri Yakobashvili Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 შეკითხვა: 1) აგვისტოს ომი სანამდე დაიწყებოდა თქვენ ტელევიზიით განაცხადეთ რომ თავად რუსებს აღარ უნდოდათ ესეთი სიტუაცია, რომ კოკოითი რუსებსაც აღარ აწყობდათ. რატომ გააკეთეთ მსგავსი განცხადება? (მოგვიანებით აღმოჩნდა რომ თქვენი პროგნოზი არ გამართლდა)2) ომით რამე მოიგო საქართველომ?3) სროლები მიმდინარეობდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში, მიზეზი რატომაც შეიყვანა ქართულმა მხარემ იქ ჯარი, იყო ის რომ სროლები მიმდინარეობდა. მაინტერესებს რატომ შევიდა მაინც და მაინც 2008 წლის აგვისტოში და არა უფრო ადრე?4) ომის შემდეგ, ტალიავინის დასკვნაში იდო რომ ქართულმა მხარემ განახორციელა მასობრივი საარტილერიო დაბომბვა ცსინვალზე, ამართლებთ თუ არა ამ მოქმედებას?5) რა გააკეთეთ თქვენ და საერთოდ ხელისუფლებამ რომ ომი არ მომხდარიყო?ბევრ თქვენს კითხვაზე პასუხი პარლამენტის სპეციალური კომისიის ფარგლებში გავეცი. მათ ვებ გვერდზე დევს ეს ჩანაწერები. ბევრი შეგვიძია ვიკამათოთ უმაზე, თუ როდის უნდა შეგვეყვანა ჯარი და რა იარაღი გამოგვეენებინა. მეც ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ მგონი ეგ საკითხი უფრო სამხედროების თემაა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 თუ ყველა პასუხი ან თქვენს ვებ-გვერდზეა ან საპარლამენტო კომისიის დასკვანში, რომელიც ასევე ვებ-გევრდზე დევს, რა აზრი ჰქონდა თქვენს აქ მოსვლას? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 ვფიქრობ კითხვების ძირითად ნაწილს პასუხი უკვე გაეცაშეგვიძლია დავსვათ კითხვები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Temuri Yakobashvili Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 ბატონო თემურ, თუ როგორც ჩვენი ხელისუფლება ამტკიცებს ჩვენი ჯარის იერიში ცხინვალზე პასუხი იყო რუსეთის შემოჭრისა, რატომ ამის შესახებ არც 7 რიცხვში და არც 8-ის მთელი დღის განმავლობაში არავინ საქართველოს მოსახლეობა არ ჩააყენა საქმის ვითარებაში რომ მტერი დაგვესხა თავს.რატომ არ მიმართა ჩვენმა პრეზიდენტმა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. ერთადერთი რასაც ისინი აცხადებენ რომ ეკა ტყეშელაშვილმა დაურეკა მეთიუ ბრაიზას. ამაზეა ნათქვამი მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. როგორც მინიმუმი პრეზიდენტს კონდოლიზა რაისისთვის უნდა დაერეკა და ასევე დასავლეთ ევროპის ლიდერებისთვის.თუნდაც ის ორგანიზაცია უნდა გამოგეყენებინათ, საიდანაც თქვენი ხელისუფლება ვერანაირად ვერ გამოვიყვანეთ თავის დროზე, ანუ დ.ს.თ და მასში შემავალი სახელმწიფოთა მეთაურების სხდომა მოგეწვიათ და ხმამაღლა გაგეცხადებინათ რომ რუსები დაგვესხენ თავს და არა ესკაკა კი არა კაკა-ს ტიპის განცხადებები გეკეთებინათ თქვენ პირადად, თუმცა ეს 7 რიცხვამდე იყო.ძუკუ, 2008 წლის მაისში(!!!) გავაკეთე პრესკონფერენცია ბრიუსელში და ვთქვი, რომ რუსეთი თავდასხმას ამზადებდა და ომის პირას ვიყავით. პასუხად მივიღე, რომ ბრიუსელში სიტყვა "ომი" არ უნდა ვიხმარო...ვინ გითხრათ, რომ პრეზიდენტმა სხვებს არ დაურეკა??? როგორც შანს, ცუდად იცით როგორ ხდება პრეზიდენტებს შორის საუბრების ორგანიზება. რაც შეეხება კნდლოლიზა რაისს, მან ივლისში განაცხადა, რომ მისი აზრით რუსებს ომი არ აწყობთ და ამიტომ არ იქნებაო... დასკვნები თქვენთვის მომინდია. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 Temuri Yakobashvili დღემდე ველოდები ოპოზიციისაგან შეპირებულ გაქცეულ მინისტრთა სიას...ბატონმა დავით ბაქრაძემ გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თავად დაადასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია ე.წ. "გაქცეული" ჩინოვნიკების შესახებ და მმართველი გუნდი იმსჯელებდა, რამდენად იყო შესაძლებელი ამ ადამიანების სახელმწიფო სამსახურში ყოფნა მომავალშიამაზე რას იტყვით? ბევრი შეგვიძია ვიკამათოთ უმაზე, თუ როდის უნდა შეგვეყვანა ჯარი და რა იარაღი გამოგვეენებინა. მეც ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ მგონი ეგ საკითხი უფრო სამხედროების თემაა.უკაცრავად ბატონო თემურ, მაგრამ ეს ყველაფერი სამხედროებზე ხელის შეწმენდას მაგონებსოპერაციის დაწყება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ბატონო თემურ, შარშან, აგვისტოში თქვენ ხშირად ითავსებდით ხელისუფლების პრეს-სპიკერის ფუნქციას და საზოგადოებას ამა თუ იმ ინფორმაციას აწვდიდით ცხელ წერტილებში არსებული ვითარების შესახებშესაბამისად, მინდა გულწრფელად მიპასუხოთ: რატომ გაიგო საქართველომ მხოლოდ 9 (!!!) აგვისტოს, რომ ჩვენ არა სეპარატისტებს, არამედ როკის გვირაბის გავლით შემოსულ რუს ოკუპანტებს ვეომებოდით?! პ.ს. (თუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს 7-ში ან 8-ში იყო ცნობილი, გთხოვთ მიმითითოთ შესაბამისი წყარო, რომლითაც ასეთი ინფორმაცია გავრცელდა) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts