newstudio Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 prologic რაც შეეხება ყოფილ გიგანტს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა,მისი პერსპექტივებიკიდევ უფრო გაურკვეველია,მითუმეტეს ,რომ მფლობელები და მენეჯმენტი სასამართლო დავებშიარიან ჩაფლულები.სამწუხაროდ მასეა პრაკტიკულად ყველა მეტნაკლებად დიდი საწარმო საქართველოში! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted November 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 ახალი თემის გახსნას ამ თემაში სჯობს გავაგრძელო ჩვენი მთავრობის "ბრძნული" პოლიტიკის განხილვა: გუშინ მთავრობამ გვამცნო,რომ 350 მილიონი "დაზოგა" 2009 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან. მთავრობამ საჯაროდ განაცხადა, რომ ქამარი 350 მილიონზე ”შემოიჭირა”, თუმცა არ დაუკონკრეტებია ეს როგორ მოახერხა. რადგანაც ხელისუფლება ციფრების მანიპულაციებში დიდი ხანია შემჩნეულია, მრავალმილიონიანი დანაზოგის საკითხიც ბოლომდე სარწმუნო არ ჩანს.ფინანსთა მინისტრი წარბშეუხრელად აცხადებს, რომ ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკით მთავრობამ 2009 წლის ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარის დაზოგვა მოახერხა, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტშიგადავა. კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოჰფინა დაზოგილი თანხის ჯამური მონაცემი. სხდომაზე განიხილებოდა ის საგადასახადო ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც მთავრობა 2010 წლიდან აპირებს. http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10944 ერთის მხრივ ძალიან პოზიტური ინფორმაციაა, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირზე. 350 მილიონი = ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის თითქმის 10 %-ს, ხომ არ ნიშნავს ეს ,რომ არასწორად დათვალეს თავიდანვე? ან უკვ არსებული დამტკიცებული ხარჯები გააუქმეს,როგორც ეს "იაფი კრედიტი"-ს შემთხვევაში მოხდა. 5 თვე ირბინა ხალხმა ბიზნეს-გეგ,ებით და მერე გამოუცხადეს დაიხურა ეგ პროგრამაო! მეორეს მხვრივ მთავრობამ აიღო სესხი 500 მილიონი კომერციული ბანკებიდან, 13%-იანი საპროცენტო განაკვეთით ანუ ერთ წელიწადში 65 მილიონი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტმა ანუ მე და თქვენ ამ კომერციულ ბანკებს. მათ შორის "საქ.ბანკს"რომელსაც პრემიერის ძმა ხელმძღვანელობს. ვთავაზობ მთავრობას: დაზოგილი ფულით, ვადამდე ადრე დაფაროს ეს სახაზინო ვალდებულებები და დანაზოგი თანხით დააფინანსოს "იაფი კრედიტი" 2010-ში. ჩემი გათვლებით 30-40 მილიონი იქნება. ექსპერტები: http://www.fingeorgia.ge/%E1%83%A1%E1%83%9...83%9C%E1%83%9D/ http://banksandfinance.ge/banks/602-bb-bjo...-bbbbbb-bb.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 (edited) პროგრესიული რეგრესი :დიახ: Edited November 20, 2009 by nikusha_marx Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.