Jump to content
Planeta.Ge

"ქართლის ცხოვრება"


Recommended Posts

"ქართლის ცხოვრება" როგორც ისტორიულ თხზულებათა კრებული წარმოადგენს საქართველოს ისტორიის მთავარ მემატიანეს, მაგრამ არსებობს ერთგვარი სტერეოტიპები მის შესახებ.....გაუცნობიერებელ ადამიანებში და პაწია თემა მივუძღვენი მას....მგონი იმსახურებს

პირველ რიგში ვინც არ იცის -ესაა კრებულიდა არა ერთი ავტორის წიგნი და მისი ფუნქცია იყო ქვეყნის განვითარებაზე ხელისუფლების და ბაგრატოვანთა ოფიციალური ვერსიის გადმოცემა. ის მოიცავს ლეონტი მროველის, ჯუანშერის თზულებებს,მატიანე ქართლისაი, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის, თამარის შესახებ 2 ისტორიკოსის ნაწარმოებს, ჟამთაღმწერელს......

აგრეთვე ზოგიერთ ვერსიაში დაფიქსირდა სუმბატ დავითის ძის და ლაშაგიორგისდროინდელი მემატიანის უნიკალური შრომები

არსებობს რამდენიმე ნუსხა -)ერაჯ ჭალაშვილისეული, მარიამდედოფლისეული და ა.შ)არის განსხვავება სტრუქტურაში....

ვახტანგ მეექვსეს დროს აღმოიფხვრა ის ვაკუუმი , რაც არსებობდა საუკუნეების განმავლობაში.... კერძოდ მეთოთხმეტე საუკუნიდან უკვე აღარ იწერებოდა მატიანეები და შეიქმნა ე.წ"ახალი ქართლის ცხოვრება" ამ ნაპრალის მოსასპობად....

საკუთრივ ყველა ისტორიკოსი ინდივიდუალურია...მე პირადად ძალიან მომწონს ჟამთააღმწერლის სტილი...თითქოს იმდროინდელ ადამიანების თვალებში გახედებსო და ცდება სუბიექტივიზმს.უაღრესად დახვეწილია დავითის ისტორიკოსი....

მოკლედ,ესაა რაც ფორუმში ერთ პოსტში უცებ გამახსენდა...იმედია სხვა იუზერებიც დაამატებენ რაიმე სასარგებლო ინფოს

yes.gif

---ადერ დავპოსტე ფორუმ ჯიზე .აქაც განვიხილოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს.

 

ილია ჭავჭავაძე

 

ისტორიის დავიწყებით იწყება საკუთარი ჯიშის ჯილაგის და საერთოდ საკუთარი თავის დავიწყებაც. დღეს ტენდენციაა რომ ისტორია დაავიწყონ ხალხს. დაავიწყონ თუ ვინ და რანაირი იყო ქართველი რომ თვალში ნაცარი შეაყარონ ხალხს და არ აგრძნობინონ დღევანდელი მათი სიმახინჯე ის წუმპე და ჭაობი რომელშიც ქართველი ერია ჩაძირული და ასე დაავადებულები საკუთარი ავადმყოფობის მიზეზების არმცოდნენი გადააგვარონ საერთოდ ქართველი ერი. არადა საჭიროა სარკე და ეს სარკეა ზუსტად ისტორია რომელშიც აირეკლება შენი ავ კარგი და როცა ნათლად დაინახავ შენ ნაკლს მაშინ მოგეცემა უკვე საშუალება და უნარი რომ გამოასწორო შენი ეს ნაკლი და წარმართო შენი თავი და მენტალობა გაჯანსაღებისაკენ.

 

სანამ არ ვიცით ისტორია არ ვიცით ჩვენი წარსული, და თუ არ ვიცით ჩვენი წარსული ე.ი არ ვიცით ჩვენი თავი და თუ არ ვიცით ჩვენი თავი ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვერ ვიქნებით თავის-უფლები. ვიქნებით სხვის მიერ მართული რობოტები, სხვისი ინტერესების გამტარებელი პაიკები და მონები.

 

 

ძველი ქართული დამწერლობა

 

 

 

ქართული დამწერლობის შექმნისა და მწერლობის დასაწყისის პრობლემა ქართული ლიტერატურის კულტურის ისტორიის ერთ-ერთი უმთარესი საკითხთაგანია. დასაბუთებულია აზრი, რომ ჩვენამდე მოღწეული ქართული ანბანი უნდა წარმოშობილიყო ძვ. წ.აღ-ის VII-Vი სს.. აღსანიშნავია ისიც, რომ დამწერლობის ყველა ძირითადი სახე ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩამოყალიბდა და მათ შორის საქართველოში.

ქართული ანბანის რეალური ისტორია V საუკუნის I ნახევრიდან იწყება, მაგრამ არის საბუთები, რომ ძველ კოლხებს დამწერლობა ჰქონდათ (აპოლონიოს როდოსელის `არგონავტიკა"). მოგვეპოვება ლეონტი მროველის ცნობა ქართული დამწერლობის შესახებ (იგი გაერთიანებული საქართველოს მეფის, ფარნავაზის დროს, ძვ. წ. აღ-ის IV-II სს. მიჯნაზე შეიქმნა).

არსებობს სომხური ლეგენდა ქართული ანბანის წარმოშობაზე.

ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური განვლო:

I. მრგვლოვანი ანუ ასომთავრული (V-IX სს.)

II. ნუსხური ანუ ნუსხა-ხუცური (IX-XI სს.)

III. მხედრული ანუ საერო (XI საუკუნიდან დღემდე)

ქართული შრიფტის სახეობები ერთმანეთის პარალელურად იხმარებოდა IX საუკუნის შემდეგაც, ოღონდ განსაზღვრული იყო მათი გამოყენების არე. მაგ., საეკლესიო წიგნებს ძველი ასოებით წერდნენ (მრგვლოვანით ან მისგან წარმომდგარი კუთხოვანით, რომელშიც მრგვლოვანიც იყო გარეული), ხოლო მეფეთა ბრძანებები, სამართლის დადგენილებები და საერო ხასიათის სხვა დოკუმენტები თუ წიგნები (მხატვრული ნაწარმოებები და სხვ.)იწერებოდა მხედრული ასოებით. მრგვლოვანი ხელით არის დაწერილი IX-X სს.სახარებანი, საქმე მოციქულთა, ეპისტოლენი, დავითნი... ხოლო ნუსხურით _ `მამათა სწავლანი" (943 წ.-მდე), იოანე ოქროპირის ცხოვრება (968 წ.), ოშკის ბიბლია (978 წ.), იერუსალიმური რედაქციის წინასწარმეტყველთა წიგნები (XI ს.), იერუსალიმური ლექციონარი (X-XI სს.), შატბერდის კრებულის (X ს.) ერთი ნაწილი მრგვლოვანით არის დაწერილი, მეორე - კუთხოვანით (ნუსხა-ხუცურით). საეკლესიო წიგნები ნუსხა-ხუცურით იწერებოდა, მრგვლოვანი შენარჩუნებული იქნა სათაურებში, ინიციალებში აბზაცების დასაწყისად.

XI-XII საუკუნის საქართველოს ინტენსიური ლიტერატურული ცხოვრება მოითხოვდა სწრაფ წერას და წერის ეკონომიურობას, რასაც მხედრული წერა უფრო შეეფერებოდა. თვლიან, რომ ნუსხური მრგვლოვანის განვითარებაა, მხედრული კი _ ნუსხურისა.

ჩვენს დრომდე მოღწეული დაწერილობის უძველეს ქართულ ძეგლებში 37 ასო-ნიშანია. ყველა ასო-ნიშანს ანბანური მწკრივი გააჩნია და აქვს რიცხვითი მნიშვნელობა 1-დან 10000-მდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...