lasha1997 Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 ე.ი. მარტო თბილისის მასშტაბით ხდება პირდაპრი გზით მერის არჩევა.სხვა დიდ ქალაქებში ინიშნებიან და ვინ ნიშნავს,იმ რეგიონის გუბერნატორი თუ...............? ჯერ არაფერი კანონი არ მიუღიათ და აქ განვიხილოთ ხოლმე წინადადებები.დღეს რაც მოვისმინე,30%–ზე ოპოზიცია არ უნდა დათანხმდეს და ისე მგონია,რომ ხელისუფლება კატა თაგვობანას ეთამაშება ამ სკითხში.ამ ზღვარსაც არ მიიღებენ ჩემის აზრით. საარჩევნო კომისიის თამვმჯდომარის გადადგომა დიდი ვერაფერი საქმეა,სხვას დანიშნავენ და რა გვარისა იქნება არა აქვს მნიშვნელობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 ვერასდროს შეიქმნება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, თუნდაც მეტ-ნაკლებად... მე ვერ წარმომიდგენია ნათელაშვილი, რომელიც დამარცხების შემდეგ გამოვა და იტყვის, რომ ვიღაც სხვამ გაიმარჯვა ღირსეულად... კონკრეტულად ამ თემას შეიძლება არ ეხებოდეს, მაგრამ მაინც დავწერ აქვე: ანუ მზად არიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თუ შეიქმნება შესაბამისი საარჩევნო გარემო... გულისხმობენ ცვლილებებს მედიის, პოლიციისა და საარჩევნო სისტემაში... დათმობს ამდენს ეს ხელისუფლება? გამორიცხულია, კამიკაძეები ხომ არ არიან... მოკლედ, სულ ერთი და იგივე ლენტა ტრიალებს, რომელიც დროს წელავს და ნერვებზე მშლის... ზოგჯერ მართლა მგონია, რომ ეს ოპოზიციაც ხელისუფლებაა და მხოლოდ სცენარს ათამაშებს ყველა, "ხელისუფლებას ჯანსაღი ოპოზიცია ჰყავს" სცენარს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 FIORENTINO ზოგჯერ მართლა მგონია, რომ ეს ოპოზიციაც ხელისუფლებაა და მხოლოდ სცენარს ათამაშებს ყველა, "ხელისუფლებას ჯანსაღი ოპოზიცია ჰყავს" სცენარს...ცხადია "ნაწილი ოპოზიციისა" ასეც არის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2009 (edited) FIORENTINO კონკრეტულად ამ თემას შეიძლება არ ეხებოდეს, მაგრამ მაინც დავწერ აქვე: ანუ მზად არიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თუ შეიქმნება შესაბამისი საარჩევნო გარემო... გულისხმობენ ცვლილებებს მედიის, პოლიციისა და საარჩევნო სისტემაში... დათმობს ამდენს ეს ხელისუფლება? გამორიცხულია, კამიკაძეები ხომ არ არიან... აბსოლუტურად გეთანხმებით.მარტივ კითხვას დავსვამ, რა დათმო ხელისუფლებამ?ფაქტიურად არაფერი, ჯერ რაღაც გაუგებარი თბილისის 30 რაიონად დაყოფა შემოაგდო და ეხლა 25X25-ზე გადავიდა. ჯერ საერთოდ ნულოვან გასვლით ბარიერს აწვებოდა და ეხლა 30%-ზე გადავიდა. მეტი არაფერი.არც კომისიები, არც მედია, არც პოლიცია, არც სახელისუფლო რესურსების გამოყენება. Edited November 14, 2009 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted November 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2009 ფაქტია რო გიგი გახდება მერი.... ნაციონალებმა თუ თბილისი დათმეს ეგ იმას ნიშნავს რომ მთელ საქართველოსაც დათმობენ.. ხოდა ეგ არც 2013-შI და არც 2033-ში არ მოხდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.