Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მოკლედ, რა ხდება. კალოუბნის ქუჩაზეა ეს კლინიკა და სანდრა რულოვსის პატრონაჟით ტარდება...

25 წლიდან ქალებისთვის არის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა,

40- დან მკერდის. ორივე უფასოა.

მკერდის კიბოს წინააღმდეგაა ზოგადად, რეკლამებშიც იყოხოლმე.

დაწვრილებითი ინფოსთვის ტელეფონები :

769412; 760472 ;

481727; 481710; .

არ დაიზაროთ და დარეკეთ ვისაც გეხებათ.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას! :buchti:

Edited by wanderer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...
  • 4 years later...

მარტო შენი ხათრით :D

 

ნაწლავური პრობლემების 40% როცა პაციენტი ექიმის მიმართავს ბუასილის გამოა

ბუასილი უფრო ხშირად ვითარდება დიდხანს ჯდომის შემთხვევაში (მით უმეტეს თუ ცივზე ზიხარ) მაგიტომ არის მძღოლების და კომპიუტერთან ხშირად მჯდომების დაავადება. და ზოგადად ვისაც სულ ჯდომა უწევს :smile:

 

რა არის ბუასილი?

 

ჰემოროიდული კვანძები ყველა ადმიანის ორგანიზმში არსებობს, რომლებიც ანალური არხის ლორწოვანი გარსების ნაოჭებია. მათი ფუნქციაა განავლოვანი მასების დაკავება კუნთოვან სფინქტერთან ერთად. მონაწილეობენ ანალური არხის გადაკეტვაში. დეფეკაციისას ნაოჭები გადასწორდება ხოლმე (რეებზე მაბაზრებ ბიჭო რა არის :D: ) ლოკალურად სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში იზრდება ამ ნაოჭების ზომები (ჭარბი სისხლით გადავსების გამო) და ნაოჭების გარეთ გამოვარდნა.

 

რისკის ჯგუფები ძირითადად ასეთია:

*დიდხანს მჯდომარე ხალხი (მძღოლები, IT-შნიკები)

*კუჭის შეკრულობა, სიმსუქნე

*დალევის მოყვარულები

*შებოლილი, ცხარე და მჟავე საჭმელის მოყვარულები

*ანალური სექსის მოყვარულები :givi:

*მცირე მენჯის ანთებითი პროცესებით დაავადებულები

*სპორტი რომელიც დაკავშირებულია სიმძიმეების აწევასთან, შანისტები და მზიდავები (სხვათაშორის მაგენი თიაქრის - გრიჟას რო ეძახიან რისკის ჯგუფშიც შედიან)

 

ძირითადი სიმპტომებია :

*სისხლდენა დეფეკაციისას, ან სისხლის მინარევი განავლოვან მასებში (ალისფერი, შავი თუა ცუდად არის თქვენი საქმე :smile: წყლულმა იცის შავი)

*ქავილი და წვა უკანა ტანში

*უცხო სხეულის შეგრძნება იქ სადაც ჯერ არს... (თუ დარწმუნებული ხარ რომ იქ არაფერი უნდა იყოს :D:)

*კვანძების გამოვარდნა უკანა ტანიდან

*ტკივილი დეფეკაციისას, სიარულისას, ჯდომისას

*ბუასლისი კვანძების მტკიბვნეულობა ჯდომისას

 

ეს ყველაფერი ბუასილის უტყუარი ნიშნებია. რამოდენიმე მაინც იქნება ერთდოულად. ძირითადი სიმპტომების გარდა არსებობს სხვა სიმპტომებიც რომლებიც განსხვავებულია ბუასილის ფორმის მიხედვით და დაავადების სტადიების მიხედვით.

 

დიაგნოსტიკა: თუ გამოვლინდა ზემოთხსენებული სიმპტომები, (სისხლდენა, დისკომფორტი, ქავილი და წვა, სისველის შეგრძნება უკანა ტანში) აუცილებელია ექიმთან მისვლა რათა ჩატარდეს მინიმალური გამოკვლევები, დათვალიერება მაინც.

 

ქვემოთ მოყვანილი ღონისძიებებით შესაძლებელია ბუასილის თავიდან აცილება, ხოლო თუ ბუასილი უკვე განვითარდა ეს რჩევები შედარებით შვებას მოგცემთ. თუმცა ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში უმჯობესია პროფილაკტიკა, რომ არ განვითარდეს, რადგან მკუნრალობა ყოველთვის ბევრად ძნელია.

 

*კუჭის მოქმედების დაღვევების თავიდან აცილება (აშლილობა, შეკრულობა)

*სწორი კვება (იგულისხმება რეგულარული - ყოევლდღე გარკვეულ საათში, რაციონის სწორად შერჩევა და ა.შ. რაც საქართველოში იშვიათია, ხინკალი, ქაბაბი, დალევა მაკდონალდსი და ათასი უბედურობა :))

*ჰიპოდინამიის პროფილაკტიკა ანუ იმოძრავეთ ბევრი, ადექით ხოლმე კომპიუტერიდან ცოტა ხნით :smile:

 

მკურნალობა

დაუშვებელია თვითმკურნალობა, დიაგნოზი უნდა დადასტუროს სპეციალისტმა, ბუასილის მსგავსი სიმპტომები მსხვილი ნაწლავის სხვა უფრო სერიოზულმა დაავადებებმა შეიძლება მოგვცეს.

მკურნალობის მეთოდი არის კონსერვატული (მედიკამენტებით) და ქირურგიული (ბუასილის კვანძების ამოკვეთა). ქირურგიული მეთოდი გამოიყენება ბუასილის კვანძების გამოვარდნის შემთხვევაში როცა კონსერვატული მკურნალობა უეფექტო იყო. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისტემატურად და კომპლექსურად (დანიშნულებას რო დაგიწერენ ბოლომდე უნდა შეასრულო, შუა გზაში არ უნდა გაჩერდე, პრინციპში ყველა დაავადებაზე ეგრეა :smile: ). მიუხედავად უამრავი რეკლამისა და ბუასილის სამკურნალო უამრავი ”სასწაულმოქმედი” პრეპარატისა, არ არსებობს ისეთი ”აბი” (გლუკოზა :D:) რომელსაც დალევ და მორჩები სამუდამოდ :smile:

 

ხალხური მედიცინის მეთოდები მისაღებია და შესაძლოა გამოვიყენოთ კომპლექსურ თერაპიაში, სტანდარტულ მკურნალობასთან კომბინაციაში.

და რუსთავში არის მაგის ექიმი? და სად?

 

ძაან მაწუხებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგის ექიმი არის რუსთავში ? იცით ვინმემ?

 

ექიმია თუ სხვა მეთოდებით მკურნალობს? ექიმთან არ მკურნალობა არ გიცდია?

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...