Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რა იცით ბუასილის შესახებ?

 

მე ის ვიცი მხოლოდ სადაა და პროგრამისტების და ტაქსისტების პროფესიული დაავადება რომაა...

 

 

აღწერა

მკურნალობა

შედეგები

 

 

აბა ჰე

 

 

უტილიზატორ გელოდებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო შენი ხათრით :D

 

ნაწლავური პრობლემების 40% როცა პაციენტი ექიმის მიმართავს ბუასილის გამოა

ბუასილი უფრო ხშირად ვითარდება დიდხანს ჯდომის შემთხვევაში (მით უმეტეს თუ ცივზე ზიხარ) მაგიტომ არის მძღოლების და კომპიუტერთან ხშირად მჯდომების დაავადება. და ზოგადად ვისაც სულ ჯდომა უწევს :)

 

რა არის ბუასილი?

 

ჰემოროიდული კვანძები ყველა ადმიანის ორგანიზმში არსებობს, რომლებიც ანალური არხის ლორწოვანი გარსების ნაოჭებია. მათი ფუნქციაა განავლოვანი მასების დაკავება კუნთოვან სფინქტერთან ერთად. მონაწილეობენ ანალური არხის გადაკეტვაში. დეფეკაციისას ნაოჭები გადასწორდება ხოლმე (რეებზე მაბაზრებ ბიჭო რა არის :D: ) ლოკალურად სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში იზრდება ამ ნაოჭების ზომები (ჭარბი სისხლით გადავსების გამო) და ნაოჭების გარეთ გამოვარდნა.

 

რისკის ჯგუფები ძირითადად ასეთია:

*დიდხანს მჯდომარე ხალხი (მძღოლები, IT-შნიკები)

*კუჭის შეკრულობა, სიმსუქნე

*დალევის მოყვარულები

*შებოლილი, ცხარე და მჟავე საჭმელის მოყვარულები

*ანალური სექსის მოყვარულები :)

*მცირე მენჯის ანთებითი პროცესებით დაავადებულები

*სპორტი რომელიც დაკავშირებულია სიმძიმეების აწევასთან, შანისტები და მზიდავები (სხვათაშორის მაგენი თიაქრის - გრიჟას რო ეძახიან რისკის ჯგუფშიც შედიან)

ძირითადი სიმპტომებია :

*სისხლდენა დეფეკაციისას, ან სისხლის მინარევი განავლოვან მასებში (ალისფერი, შავი თუა ცუდად არის თქვენი საქმე :) წყლულმა იცის შავი)

*ქავილი და წვა უკანა ტანში

*უცხო სხეულის შეგრძნება იქ სადაც ჯერ არს... (თუ დარწმუნებული ხარ რომ იქ არაფერი უნდა იყოს :D:)

*კვანძების გამოვარდნა უკანა ტანიდან

*ტკივილი დეფეკაციისას, სიარულისას, ჯდომისას

*ბუასლისი კვანძების მტკიბვნეულობა ჯდომისას

 

ეს ყველაფერი ბუასილის უტყუარი ნიშნებია. რამოდენიმე მაინც იქნება ერთდოულად. ძირითადი სიმპტომების გარდა არსებობს სხვა სიმპტომებიც რომლებიც განსხვავებულია ბუასილის ფორმის მიხედვით და დაავადების სტადიების მიხედვით.

 

დიაგნოსტიკა: თუ გამოვლინდა ზემოთხსენებული სიმპტომები, (სისხლდენა, დისკომფორტი, ქავილი და წვა, სისველის შეგრძნება უკანა ტანში) აუცილებელია ექიმთან მისვლა რათა ჩატარდეს მინიმალური გამოკვლევები, დათვალიერება მაინც.

 

ქვემოთ მოყვანილი ღონისძიებებით შესაძლებელია ბუასილის თავიდან აცილება, ხოლო თუ ბუასილი უკვე განვითარდა ეს რჩევები შედარებით შვებას მოგცემთ. თუმცა ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში უმჯობესია პროფილაკტიკა, რომ არ განვითარდეს, რადგან მკუნრალობა ყოველთვის ბევრად ძნელია.

 

*კუჭის მოქმედების დაღვევების თავიდან აცილება (აშლილობა, შეკრულობა)

*სწორი კვება (იგულისხმება რეგულარული - ყოევლდღე გარკვეულ საათში, რაციონის სწორად შერჩევა და ა.შ. რაც საქართველოში იშვიათია, ხინკალი, ქაბაბი, დალევა მაკდონალდსი და ათასი უბედურობა :D

*ჰიპოდინამიის პროფილაკტიკა ანუ იმოძრავეთ ბევრი, ადექით ხოლმე კომპიუტერიდან ცოტა ხნით :)

 

მკურნალობა

დაუშვებელია თვითმკურნალობა, დიაგნოზი უნდა დადასტუროს სპეციალისტმა, ბუასილის მსგავსი სიმპტომები მსხვილი ნაწლავის სხვა უფრო სერიოზულმა დაავადებებმა შეიძლება მოგვცეს.

მკურნალობის მეთოდი არის კონსერვატული (მედიკამენტებით) და ქირურგიული (ბუასილის კვანძების ამოკვეთა). ქირურგიული მეთოდი გამოიყენება ბუასილის კვანძების გამოვარდნის შემთხვევაში როცა კონსერვატული მკურნალობა უეფექტო იყო. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისტემატურად და კომპლექსურად (დანიშნულებას რო დაგიწერენ ბოლომდე უნდა შეასრულო, შუა გზაში არ უნდა გაჩერდე, პრინციპში ყველა დაავადებაზე ეგრეა :) ). მიუხედავად უამრავი რეკლამისა და ბუასილის სამკურნალო უამრავი ”სასწაულმოქმედი” პრეპარატისა, არ არსებობს ისეთი ”აბი” (გლუკოზა :D:) რომელსაც დალევ და მორჩები სამუდამოდ :)

 

ხალხური მედიცინის მეთოდები მისაღებია და შესაძლოა გამოვიყენოთ კომპლექსურ თერაპიაში, სტანდარტულ მკურნალობასთან კომბინაციაში.

Edited by utilizatori
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ემგობარია პროქტოლოგი და ვინემს რამე თუ განტერესებთ თუ გინდათ პმ -იტ გაგიასნებთ...ერტი ის ვიცი რომ დათლილი კაღტოფილი უნდა იმასქნათ :) უკანატანში( ფრის ფორმის მტლიანი არ ითხაროთ) კრახმალი აამებს თურმე...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
  • 1 month later...
  • 2 weeks later...

მოკლედ ეხლა რა ხდება----ბავშვობაში რომ ყველას სიგარეტს მე ვყიდულობდი მაგ სიტუაციაში ჩამაგდო მეგობარმა...ექიმთAნ წასვლა რცხვენია. აქვს მშობიარობის შემდგომი გარტულება -როგორც ამიხსნა რაღAც შარიკი მეჩიტებაო. წამალი მე უნდა ვუყიდო იმიტომ რომ 1 ტვისაც არაა ბავშვი ვერ დატოვებს( უფრო,მგონი აფტიაქშიც რცხვენია) და რამე წამლები( სანთლები) პროფილაქტიკის მუღAმში ჩამომიწერეთ რა-რეგვენი რომ დამხვდება აფტიაქში გამზადებული სიით მისვლა მირჩევნია. ლაქტაციის დროს შეიძლება ტუ არა ადგილზე ანოტაციაში წავიკითხავ:

აბა ჰე სია დაიდოს!:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეუფ დე ეგრე ნაურაზე აპირებს წამლების მიღებას? :)

რაა სასირცხვილო მაგაში..... თან რულოვსისი კლინიკას რო ეძახიან ავლაბარში მანდ ჩაეწეროს და ჩაუტარებენ საკაიFო გამოკვლევებს. ბევრი ახლობელია კმაყოფილი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან რულოვსისი კლინიკას რო ეძახიან ავლაბარში მანდ ჩაეწეროს და ჩაუტარებენ საკაიFო გამოკვლევებს. ბევრი ახლობელია კმაყოფილი

აბა ვრცლად უფრო-პირველად მესმის....ეგ ისე ჩემთვის ვიცოდე მინდა:)

 

 

არ წავა ეს გოიმია:) ტან 30 კგ-აქვს მომატებული და რცხვენია, ტან ბავშვი ამრტლა პატარაა.აწუხებს ზაფხულამდე მაინც გაძლოს სიტუაციაა .მერე ქმარსაც შევუჩხიკინებ-მოკლედ შვების მომგვრელი სანტლების დასახელება მინდა რა! ხვალისტვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ემგობარია პროქტოლოგი და ვინემს რამე თუ განტერესებთ თუ გინდათ პმ -იტ გაგიასნებთ...ერტი ის ვიცი რომ დათლილი კაღტოფილი უნდა იმასქნათ :) უკანატანში( ფრის ფორმის მტლიანი არ ითხაროთ) კრახმალი აამებს თურმე...

შეჩვევა ხომ არ იცის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

utilizatori

სპორტი რომელიც დაკავშირებულია სიმძიმეების აწევასთან, შანისტები და მზიდავები (სხვათაშორის მაგენი თიაქრის - გრიჟას რო ეძახიან რისკის ჯგუფშიც შედიან)

ვინ გითხრა ეს? პროფესიონალ სპორტსმენს გრიჟა არასდროს არ ემართება, რადგან იცის როგორ ასწიოს ის სიმძიმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ბა ვრცლად უფრო-პირველად მესმის....ეგ ისე ჩემთვის ვიცოდე მინდა

დედაჩემი მოვა და დავწერ აუცილებლად.

ვა, რა ტიპია, მერე რა რო მოიმატა? )))

-როგორც ამიხსნა რაღAც შარიკი მეჩიტებაო.

ეს ვერ გავიგე და პროფესიონალები აღარ არიან ამ დასაწვავ ფორუმზე? ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

 

დედაჩემი მოვა და დავწერ აუცილებლად.

ვა, რა ტიპია, მერე რა რო მოიმატა? )))

ეს ვერ გავიგე და პროფესიონალები აღარ არიან ამ დასაწვავ ფორუმზე? ;)

ეგ შარიკია რაცაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...