Jump to content
Planeta.Ge

მიცკევიჩის ქუჩაზე, უშიშროების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე სა


Recommended Posts

ყველაზე ლოგიკური ვარიანტია, მაგრამ...

 

 

აქამდე თუ არ დაუძალებიათ მაგის თქმა,კოკოს კომისია დააძალებდა? მითუმეტეს რომ ეგ კომისია არ შექმნილა და არც შეიქმნება.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აქამდე თუ არ დაუძალებიათ მაგის თქმა,კოკოს კომისია დააძალებდა? მითუმეტეს რომ ეგ კომისია არ შექმნილა და არც შეიქმნება.

კომისია შეიქმნა და კოკოს თქმით, მის დაკითხვას აპირებდნენ

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოლი რატომღა მოკლეს?

ეგ ყველაზე ადვილი ასახსნელია, ცოლმა იცოდა ვინც ესტუმრათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ყველაზე ადვილი ასახსნელია, ცოლმა იცოდა ვინც ესტუმრათ

პირველად გეთანხმები

 

მაღარიჩი შენზეა...Siknadmo :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ექსლუზივი თქვენ

გუშინ დაკითხვაზე რომ ყავდათ ღამე წაყვანილი ჩემები მეტქი დილას სამან მარტო დაცვაა შევძვრები სახლშიტქო-ნეტუტტო ბილო-გადატენილია იქაურობა ჩემს კართAნ განატება დამონტაჟEბული ყველანაირი ერორისტები...ტერორისტებივიტ წამდაუწუმ კარზე აბრახუნებ-აზარუენბენ და შეშვებას ითხოვენ-მოკლედ ვერ მივედი:)

რაც ტელეფონზე მიტხრეს-გუშIნწინ ღAმის 10 სათზე დაუხოციათ.კაცი კაბინეტში, ქალი საძIნებელში( მაგრამ არ ეძინა-ეგ ჩვევაში ქონდა სტუდენტების ნაშრომებს ასწორებდა ან კიტხულობდა წამოწოლილი ხოლმე). ამათ გუშინ ღAმის 10 საათზე მოხვეტეს ყველა მეზობელი, 100 წლის მწოლიარე სკლეროზიანი მძლივს გააგდებინეს ხელიდან-ისიც მიყავდათ. 15 პატალა ბიჭი იჯდა ოთAხში და რიგრიგობიტ შეყავდათ დაკითხვაზე, ერტი წაღმიდამ მეკითხებოდა მეორე უკუღმიდანო-რაც ვიცოდი და მასხოვდა სულ დამავიწყდა დამღალესო-დედაჩემს ჯერ სტაჟორები ეგონა-ალბათ ამიტომ მოგვიყვანეს აქ -აბა ბინებში 15 კავიანი კალსით ხომ არ ივლიდა გამომძიებელიო:D( მაგარი პროფესიონალები არიან რა)...ეხლა რამე რომ გამახსენდეს ან ვინაა გამომძIებელი ვის დავურეკო, ან ვის მივმარტო -არავინ არ დაფიქსირებულა , საკონტაქტო ტელეფონი არ დაუტოვებიაო:) მოკლედ ესენი რომ საქმეს გახსნიან.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

TATASTROFA

თამაზ ნინუას მკვლელობის რამდენიმე ოფიციალური ვერსიაა გამოკვეთილი

 

Font size:

უშიშროების ყოფილი მინისტრის, თამაზ ნინუას მკვლელობის რამდენიმე ოფიციალური ვერიაა გამოკვეთილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ვერსიებს, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს, ჯერ ვერ გაახმაურებენ.

სამინისტროში ვერც იმას ამობობენ, ოფიციალურ ვერსიებში შედის თუ არა ამ დრომდე არაოფიციალურად დასახელებული ვერსიები. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

არაოფიციალურად რამდენიმე ვერსია დასახელდა - პირადი ანგარიშსწორება, რომლის მიზეზიც შესაძლოა, ნინუას ძალოვან უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობა ან მისი ბოლოდროინდელი ბიზნესსაქმიანობა იყოს; რუსული სპეცსამსახურები, რომლებსაც შესაძლოა ნინუა, როგორც ინფორმაციის მატარებელი მოეკლათ და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

67 წლის თამაზ ნინუა გუშინ მიცკევიჩის #18-ში მდებარე საკუთარ ბინაში მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად მოკლეს. ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღი შუბლში აქვს ნასროლი. ცხედრები საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს. ეთერ ნინუას ცხედარი საწოლში ესვენა, თამაზ ნინუა კი - სავარძელში. ადამიანი, რომელიც, ბინაში შევიდა, სავარაუდოდ, ნაცნობი იყო და მას კარი, ერთ-ერთი ვერსიით, თავად თამაზ ნინუამ გაუღო.

მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 13 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე გავრცელდა. მას შემდეგ, რაც მშობლებს გოგონა ვერ დაუკავშირდა, ბინაში შვილთან ერთად მივიდა. ბინის კარს არავინ აღებდა, რის შემდეგაც კარი შეამტვრიეს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნოდარ ნათაძე თამაზ ნინუას მკვლელობას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებს

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატი ნოდარ ნათაძე უშიშროების ყოფილი მინისტრის, თამაზ ნინუას მკვლელობას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნოდარ ნათაძემ განუცხადა, მისი ვერსიით, რუსულმა სპეცსამსახურებმა ნინუა იმ ინფორმაციის გამო მოკლეს, რომელიც მას 1991-1992 წლებთან დაკავშირებით ჰქონდა.

„ბუნებრივია ივარაუდო, რომ იგი მოკლეს როგორც ინფორმაციის მატარებელი. მას ეცოდინებოდა მექანიზმი იმისა, რუსეთის აგენტურა, შევარდნაძის ჩათვლით, როგორ იბრძოდა კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, როგორ მოეწყო რუსეთისა და შევარდნაძის მიერ 1991-1992 წლების გადატრიალება. მას იმის ცოდნა ექნებოდა, რასაც რუსეთი აკეთებდა. ნინუა ცოდნის გამო მოკლეს“,- აღნიშნა ნოდარ ნათაძემ.

მისივე განმარტებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება ამ პროცესებში ერთ-ერთი დეტალია, რის შესახებაც ინფორმაცია შესაძლოა, სცოდნოდა უშიშროების ყოფილ მინისტრს.

ნოდარ ნათაძე მკვლელობას მხოლოდ გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დადგენი საპარლამენტო კომისიის შექმნას არ უკავშირებს. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი დეტალია.

ნათაძის ვარაუდით, მაინცდამაინც ახლა ნინუას მკვლელობა საქართველოში რუსეთის გააქტიურებას უკავშირდება.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, როდესაც თამაზ ნინუა უშიშროების მინისტრად მუშაობდა, ნოდარ ნათაძე დეპუტატი იყო. როგორც მან აღნიშნა, ნინუა გამოკვეთილი ფიგურა არ ყოფილა და, შესაბამისად, კარგად არ ახსოვს. მისივე თქმით, როდესაც შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში, ნინუა შს სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა უშიშროების გენერალი

13 ნოემბერს, მცირე პაუზის შემდეგ, კიდევ ერთმა ჯერჯერობით ბურუსით მოცულმა, აშკარად შეკვეთილმა მკვლელობამ შეძრა თბილისი. უშიშროების ყოფილი მინისტრის, თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის სასტიკი მკვლელობის ვერსიებზე მოსაზრებას გამოხატავს უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ალადაშვილი.

 

 

 

- თამაზ ნინუას 2000 წლიდან ვიცნობდი, თუმცა, ჯერ კიდევ 1996 წელს, როცა უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი, მასთან ურთიერთობა მქონდა. ძალიან გაწონასწორებული პიროვნება გახლდათ, ცდილობდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, დაპირისპირებას თავს მაქსიმალურად არიდებდა, მართლაც ასე იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველები, მიცვალებულზე ან კარგს ვამბობთ, ან - არაფერს. უშიშროების სისტემის წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ დიდ ინფორმაციას ფლობენ, ყოველთვის დგანან ცდუნების წინაშე, გარკვეული ზემოქმედება მოახდინონ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებზე. 2010 წლის 3 იანვარს, თამაზ ნინუას 66 წელი შეუსრულდებოდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მის ასაკს ხშირად შეცდომით მიუთითებენ.

 

 

- ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში, დიდი პოლიტიკური რყევების დროს, თამაზ ნინუა ჯერ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ - მინისტრი...

- თამაზ ნინუა უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 1991 წლის 2 დეკემბრიდან 1992 წლის 8 იანვრამდე გახლდათ, მან ოთარ ხატიაშვილი შეცვალა, მანამდე კი მინისტრის მოადგილე იყო. გენერლის წოდება მას 1996 წლის 30 ნოემბერს მიენიჭა...

 

- ანუ, ის უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, სამხედრო გადატრიალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა?

- დიახ, და 8 იანვარს, გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნისთანავე, პოსტიდან გაათავისუფლეს. თუმცა, უშიშროების სისტემაში ამის შემდეგაც დიდხანს იმუშავა. შოთა კვირაიას მინისტრობისას ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გახლდათ. მოგვიანებით კი მოდულის ხელმძღვანელი იყო.

 

- ნოდარ ნათაძემ განაცხადა, რომ თამაზ ნინუა მოკლეს, როგორც ინფორმაციის მქონე...

- ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებისა და პროკურატურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მაღალჩინოსნებმა, 1980-90-იანი წლების მოვლენებზე ბევრი რამ იციან, მათ შორის - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია.

 

- უშიშროების ყოფილი მინისტრი სიმონ ნოზაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თამაზ ნინუამ უშიშროების სისტემა 1991-92 წლების დაპირისპირებაში არ ჩართო. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ის?

- ამ დროს პროცესები ისე შორს იყო წასული, რომ უშიშროება, ალბათ, ვეღარც ჩაერეოდა, მაშინ მას არც სპეცრაზმები ჰყავდა. ეს გადატრიალება კარგა ხნით ადრე, მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრში მომზადდა, მოხდა გარიგება, ინტერესთა თანხვედრა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, სამწუხაროდ, ასე გადაწყდა გამსახურდიას ბედი. მრავლისმეტყველია ის, რომ რომ 1991-92 წლების მოვლენების უშუალო მონაწილეთა უმრავლესობა - სამხედრო პირებიც და პოლიტიკოსებიც, დღეს ცოცხლები აღარ არიან: გია გულუა, გია ჭანტურია, ბესიკ ქუთათელაძე და სხვები. არც ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნილი არ არის, ცხადია, ამ ადამიანებმა ბევრი რამ იცოდნენ, იმიტომაც გახდნენ სამიზნე.

 

- თუნდაც ამდენი მკვლელობის გაუხსნელობამაც ხომ არ გაუხსნა ხელ-ფეხი თამაზ ნინუას მკვლელებს, ანუ ისინიც დარწმუნებული ხომ არ არიან, რომ ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩება?

- ეს საქმე ან ძალიან სწრაფად, ან საერთოდ არ გაიხსნება. თუ გარედან, სნაიპერის ტყვიით არ არის მოკლული ცოლ-ქმარი, ოთახში არაერთი სამხილი იქნება. რაც შეეხება ვერსიებს, მკვლელობის მოტივი შეიძლება ყოფილიყო პირადი უთანხმოებიდან დაწყებული, სახელმწიფო საიდუმლოებით დამთავრებული, ისეთი ფართოა იმ ინფორმაციის არეალი, რომელსაც უშიშროების მაღალჩინოსანი ფლობს. ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყო ლუსტრაციის ის კანონპროექტიც, რომელიც პარლამენტში ამჟამად განიხილება. არ არის გამორიცხული, ეს საქმე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა დამდგენი კომისიის შექმნასაც უკავშირდებოდეს.

შესაძლოა, თამაზ ნინუას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის, ამერიკელი მზვერავის ვუდროფის სიკვდილის გარემოებების შესახებ, - ეს იქნებოდა ზეპირი ინფორმაცია, დოკუმენტური მასალა ასეთ დროს არ იქმნება. არც ის არის გამორიცხული, მას ჰქონოდა საიდუმლო ინფორმაცია დღევანდელი ან მომავალი პოლიტიკური ლიდერების შესახებ. როგორც ჩანს, ახალმა ნიუანსებმა იჩინა თავი და თამაზ ნინუა ვიღაცებს საფრთხეს უქმნიდა. ან რას ნიშნავს, როცა გამოძიება აცხადებს, რამდენიმე ოფიციალურ ვერსიაზე ვმუშაობთო? "არაოფიციალური ვერსია" რომელია? ყველა ვერსია უნდა დამუშავდეს.

 

- 1991-92 წლების ან შემდგომი მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების შესახებ თუ ჰქონდა თამაზ ნინუას ოდესმე თქვენთან საუბარი?

- ჩვენ პატივს ვცემდით ერთმანეთს, არაერთხელ შევხვედრივართ თათბირებზე, კაბინეტში, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურ ჩარჩოებს არ გასცილებია. თქვენ მიერ აღნიშნული თემები კი ისეთია, რომ ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს უშიშროების გენერალი, ახლო წრეს თუ გაუმხელს. კა-გე-ბეში დაუწერელი კანონი იყო: არ ენდო არავის, საკუთარ თავსაც კი... არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს მკვლელობა სწორედ ახლა მოხდა. აუცილებელია, რომ გამოძიების პროცესი ხელისუფლების უმაღლესმა პირმა კონტროლზე აიყვანოს, რათა ათასგვარი ეჭვის, პოლიტიკური ინსინუაციების სარჩული გაქრეს, რადგან, პირადზე მეტად ამ ტრაგედიაში, თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის სასტიკ მკვლელობაში სახელმწიფო საიდუმლოების, სახელმწიფო ინტერესების ფაქტორი იკვეთება. ამიტომ ეს საქმე ისე უნდა გამოიძიონ, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუსრულებელი მითქმა-მოთქმა და პოლიტიკური სპეკულაციები იქნება.

 

 

 

”ყველა სიახლე”20-11-2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისტერ ნინუა გუმბერიძის დროიდან მოყოლებული ფლობდა პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების უდიდეს დოსიეს.. ეეხ ერთ დროს ჩეკისტი ნინუა უძლიერესი რუხი კარდინალიც კი იყო ქართულ პოლიტიკაში.. მისი მანიპულაციის რამდენიმე ეპიზოდი მახსოვს..ერთი და მეორე... მესამე.. ეეხ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ბაჩო გამახსენდა იმ ფორუმიდან -გვამებზე ცეკვა იმას ევასება. და ის 2 ცალი რუსეთუმე კიდევ-გვამებს რომ დააწოწიალებენ თავის ფორუმზე:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა P.S ში დაანონსეს ნინუას საქმე პაჩწი გახსნილია და სრულიათ ახალი ვერსიაო და -ვუყუროთ აბა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...