Jump to content
Planeta.Ge

ჩემი პოლიცის მე მიცავს!


Recommended Posts

'' თავი რომ არ შეგაწყინოთ, მდგომარეობა ზუსტად ისეთი იყო, რომ იტყვიან, ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალიღა აკლდაო. და ეს მუგუზალიც გამოჩნდა თელეთის პოლიციის განყოფილებისა და გამომძიებელ ნინო მაისურაძის სახით. არა, პოლიციელები კი ჰქვიათ, მაგრამ ტაბელური იარაღით შეიარაღებული ოფიციალური ყაჩაღები არიან, რომლებიც კუმისში ისე დაძრწიან, ხალხს შემოვარდნილი მგლები სულ დაავიწყეს (სხვათა შორის, მოსახლეობა მათ ბანდად მოიხსენიებს). ერთ პატარა უბანში, სადაც სულ 18 ოჯახია, მოკლე პერიოდში 10 კაცია დაჭერილი. შეიძლება 1-2 მართლაც რამეს აშავებდა, მაგრამ დანარჩენები სტატისტიკისთვის მიუმატეს – აი, რა კარგად ვმუშაობთო.

 

ის რომ ჩვენი პოლიციელები დახელოვნებულნი არიან დამნაშავეებისათვის“ რაღაც-რაღაცეების ჩადებაში, არ ახალია, მაგრამ ჩადებაც არის და ჩადებაც.

 

თავიდან სხვანაირი ჩადება იცოდნენ – წინასწარ, ჩუმად, მიპარვით. ასე, ამ უბანში პირველად ბონდო ღარიბაშვილი დაიჭირეს: ხელყუმბარა და მარიხუანა “აღმოუჩინეს“. თავი კი ასე იმართლეს, ჩვენ რაღა ვქნათ, საჩივარია შემოსული, შენს მეზობელს მავთულის ბადე მოუხსნეს ღობეზე და შედეგი უნდა ვანახოთო. გაუხსნელი საქმე როგორ ეკადრება ქალბატონ გამომძიებელ ნინო მაისურაძეს, აკი წინა ცხოვრებაში მის მარპლი იყო. მაშინ დიდსა მიემთხვია მაქებარსა, ახლა კი, აფსუს, რა ტალანტი ქრება უკვალოდ.

 

მათი მეორე მსხვერპლი ჟორა ამბარცუმოვი გახდა. ინვალიდი კაცი, რომელიც ძირითადად იწვა. სახლიდან იშვიათად გამოდიოდა – მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან გაუჭირდებოდა – ხოლმე. არავინ ჰყავდა პატრონი მეზობლების გარდა. მასაც მარიხუანა და ხელყუმბარა უპოვეს. როგორც გავიგე, ეს ინვალიდი კაცი ბედნიერია ციხეში ჯდომით. ასე ამბობს, კურორტზე ვარ, საჭმელი მაქვს, თავზე არ მაწვიმს, კოლეგა-პატიმრები სიგარეტსაც მაწევინებენ. მაშინ ვიქნები შესაცოდი, პატიმრობის ვადა რომ ამომეწურებაო.

 

მკითხველი ალბათ იფიქრებს, რა პრობლემაა, ციხეში რაიმე ცუდი ჩაიდინოს და პატიმრობის ვადა დაიმატოსო. არა და არა, ამის იმედი ნუ გექნებათ, ჟორა ამბარცუმოვს არ იცნობთ, ეს ისეთი ბეჩავია, მაგას რას მოახერხებს. ისევ ნინო მაისურაძის იმედზე თუ ვიქნებით, ვინძლო, ამ ქალბატონმა, მანამადე კუმისში თუ ჩარჩა, ციხიდან გამოსვლის მეორე დღესვე შეაბრუნოს ძია ჟორა უკან.

 

ჟორას მერე ძმებ ტუზოვებს მიადგნენ. ჯერ არტური ამოიღეს მიზანში, მაგრამ მისი დაჭერის პირველი ცდა მარცხით დამთავრდა. მისთვის წინდაწინ დაუდიათ ამონალით სავსე ბოთლი. დამნახავი ვინმე აღმოჩნდა. თანაც ეს ვინმე ანგლი კაცი იყო და ამონალიანი ბოთლი ტყემლიანით შეცვალა. მოცვივდნენ პოლიციელებიც ორ-ორი მანქანით და არტურ ტუზოვი “ფაქტზე” დააკავეს.

 

ნახევარი სოფელი კი ამტკიცებდა, არა, რის ამონალი, ტყემალიაო, მაგრამ პოლიციელები ისე იყვნენ დარწმუნებულები, რომ იმ ბოთლში ასაფეთქებელი იყო (აკი, თვითონ უკეთ იცოდნენ რაც ჩადეს), ვერაფრით გადააჯერეს. ასე მოხვდა ტყემლიანი ბოთლი ექსპერტიზაზე. ექსპერტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დასკვნაში ტყემლის საწებელი ჩაწერა და არა ამონალი. პოლიცია იძულებული გახდა ტერორისტი არტური გაეთავისუფლებინა.

 

ამის მერე, თელეთელმა პოლიციელებმა ჭკუა ისწავლეს – ფაქტებს წინასწარ აღარ დებენ – რა იცი, რა ხდებაო. ნოვატორული მეთოდი ისევ არტურზე გამოსცადეს. ბინის ჩხრეკისას ნინო მაისურაძემ, თარჯიმნის თანდასწრებით სახელოდან გამოაძვრინა მარიხუანით სავსე 3 ასანთის კოლოფი და სიხარულის კივილი მორთო. ვიპოვნე, ვიპოვნეო. თარჯიმნად მისული, არტურის მეზობელი, ქეთევან ლარცულიანი მთლად გაშტერდა. იფიქრა ამას ასე თავხედურად რომ აკეთებს, მე რომ ახლა ხმა ამოვიღო, შეიძლება თავში რაღაც ჩამარტყასო. მაგრამ, როგორც კი არტური წაიყვანეს, მისი ოჯახის წევრებთან მივიდა და უთხრა, ყველაფერი დავინახე და სასამართლოზე მოწმედ გამოგყვებითო.

 

თარჯიმნის მეუღლემ, ირაკლი ჩარბაძემ თავი ვერ შეიკავა და როცა ნინო მაისურაძეს შემთხვევით გზაში გადაეყარა, საყვედური უთხრა: რა გინდოდათ, რას ერჩოდით გინდა არტურს, გინდ იმ ინვალიდს, ხელყუმბარა რომ ჩაუდეთ, ღმერთი არა გწამთო?

 

მასალები ნინო მაისურაძისა და სხვა დიდი დეტექტივების შედარებითი დახასიათებისთვის: აბა, რას უბნობთ, რომელი შერლოკ ჰოლმსი ან აბაკუმ ზახოვი, ჩვენი ნინო ისეთ დანაშაულებებსაც კოხტად ხსნის, როგორიცაა არჩადენილი, არარსებული, თქვენ წარმოიდგინეთ არგანზრახულიც კი. მერე გულწრფელობა? ყველა დიდ დეტექტივს ჩვევია ტყუილი. აბა, ისე, როგორ უნდა შეიტყუო ან გამოტეხო დამნაშავე. ქ-ნ ნინოს ეს არ სჭირდება. აი მაგალითად: ნინო მაისურაძე ამ შეკითხვაზე ირაკლის ასე პასუხობს: შენ ჭკვიანად იყავი და ენა დაიმოკლე, მალე შენც გიპოვნი რაღაცას, თან როგორი მიზეზი მაქვს? განა არ ვიცი თბილისში მიტინგებზე რომ დადიხარო.

 

იმ დღეებში პოლიციას სხვა საქმე ჰქონდა – კუმისში ერთ-ერთ სახლს უტრიალებდნენ – იქ ბურჯანაძის პარტიასთან დაახლოებაში ეჭვმიტანილი პირი ცხოვრობს. ის კაცი კი არა და არ გამოჩნდა. ჩვენს პოლიციას არ სჩვევია კუმისიდან ხელცარიელი წასვლა (ერთი იქაური გზები განახათ და მიხვდებით რატომაც). მიიხედ-მოიხედეს და და ირაკლი ჩარბაძე დაინახეს, რომელიც მეზობლებთან ერთად იდგა. დაინახეს და გაიბადრნენ. დაუძახეს, ბიჭო რა გვარი ხარო? – ჩარბაძეო, მოუგო ირაკლიმ. ჰოდა, სწორედ შენ გვჭირდები, საქმე გვაქვს შენთანო. ირაკლიც გაჰყვა. სხვათა შორის ამ ფაქტს ზუსტად ასე ჰყვებოდნენ სასამართლოზე მოწმედ მისული მეზობლები. პოლიციელებმა ირაკლის გზაშიღა უთხრეს – გავიგეთ საკანში ჯდომა გყვარებია და ახლა ევრორემონტიან საკანში უნდა ჩაგსვათო. ამ შემთხვევაში ქალბატონმა ნინო მაისურაძემ “ფაქტის” ჩადებაც აღარ იკადრა. თავისი სამუშაო მაგიდის უჯრიდან დააძრო სიგარეტის კოლოფი, რომელშიც, როგორც აღმოჩნდა, მარიხუანა იდო და ირაკლის დაანახა – ეს შენიაო.

 

http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10807

 

 

საქმე იმაშია,რომ პირადად შევესწარი ,აქ ხსენებული "სამართალდამცავები"-ს "მუშაობის" მეთოდებს.

ეს ცხოვრება,ხომ დამთხვევებითაა სავსე.

 

ყოველგვარი მიზეზის გარეშე, პროვოკაციით ცდილობდნენ ,ჩემი მეგობრის დაკავებას. "წვრილმან ხულიგნობაზე"ამის მერე ნამდვილად მჯერა,რომ ყველანაირ უზნეო საქციელის მკადრებლები არიან. ჩემი რჩევით, ყოველკვირას დადის "ნარკოლოგიურში" და ცნობას იღებს,რომ ნარკომანი არ არის. მერე,რომ "შემთხვევით",რამე არ "ამოუგდონ".

 

ეს ხალხი,რეალურად არის ჩარჩენილი კომუნიზმში, "ვარდების რევოლუცია" არ შეხებიათ ან თავისებურად გაიგეს.

 

ლიბერალებისაგან ველოდები , თემის განაკუთრებულ მხარდაჭერას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღრმა შევარდნაძის ეპოქაში ვართ

 

სხვა კი არაფერი ხდებოდა მაშინ...

 

მაგრამ გამოსავალია საძიებელი!

 

"ასეთი უსინდისობა ხერხემლის პრობლემა კი არა, ერის მენტალიტეტის პრობლემაა და თქვენ ეს რომ არ გესმით, ესეც ერის მენტალიტეტის პრობლემაა.

რა თქმა უნდა არიან ასეთი ნაბიჭვრები და რაღაცა პერიოდი კიდევ იქნებიან. ნელ-ნელა გამოსწორდება."

 

ეს კი მეზობელი ფორუმიდან ერთერთი უზერის კომენტარი...როგორც იტყვიან ნო კომენტ

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ვერ გავიგე,ეს გეგმა(დასაჭერების) რაც კომუნისტების დროს იყო, კიდევ აქვთ დემოკრატიული საქართველოს პოლიციას?

 

newstudio

 

პრესა.გი არ აუგდიათ მასხარად? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეს გეგმა(დასაჭერების) რაც კომუნისტების დროს იყო, კიდევ აქვთ დემოკრატიული საქართველოს პოლიციას?

გეგმა არა გეგმა-ვალდებულება. ნეტა ერთი მაგ ხალხის თავში ჩამახედა ვინც ამ სისულელეებს იგონებს.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გეგმა არა გეგმა-ვალდებულება. ნეტა ერთი მაგ ხალხის თავში ჩამახედა ვინც ამ სისულელეებს იგონებს.

შენ იმაზე თქვი რასაც თემა ეხება...საინტერესო იქნება შენი აზრი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

შენ იმაზე თქვი რასაც თემა ეხება...საინტერესო იქნება შენი აზრი...

რა უნდა ვთქვა ამ სისულელეებზე? ამისთანა ზღაპრებით რომ ჰგონიათ სხვას გააბანძებენ და არჩევნებს მოიგებენ, იმიტომ აქვთ დიდი წარმატებები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეგმა არა გეგმა-ვალდებულება. ნეტა ერთი მაგ ხალხის თავში ჩამახედა ვინც ამ სისულელეებს იგონებს.

 

 

ჩემს დროს ეგრე იყო და შეიცვალა ვითომ რამე?

 

რას ამტკიცებ,რომ პოლიციაში ყველა პატიოსნად მუშაობს?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჩემს დროს ეგრე იყო და შეიცვალა ვითომ რამე?

არანაირი დაჭერების გეგმა არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

 

რას ამტკიცებ,რომ პოლიციაში ყველა პატიოსნად მუშაობს?

არა. სისტემა და მით უმეტეს მენტალიტეტი ასე ხელის ერთი მოსმით ვერ იცვლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეგმა არა გეგმა-ვალდებულება. ნეტა ერთი მაგ ხალხის თავში ჩამახედა ვინც ამ სისულელეებს იგონებს.

Saturn

 

სისტემა,მხოლოდ მაშინაა ჯანმრთელი,როდესაც შეუძლია დოქსოპულოები-საგან გაწმენდა და ღირსეული და განათლებული ადამიანებით ჩანაცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში-ბუდეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არა. სისტემა და მით უმეტეს მენტალიტეტი ასე ხელის ერთი მოსმით ვერ იცვლება.

პატრული ხმ შეცვალეს ერთი ხელის მოსმით?

 

ხოდა არ გვინდა რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

 

სისტემა ჩვენთან ისეთი მტკიცეა რომ მისი დანგრევა მთავრობების და მინისტრების შეცვლით შეუძლებელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

 

სამეგრელოში ქორწილის კადრები გახსოვს? სკამებზე რომ ავიდა მთელი განყოფილება და რას ყვიროდნენ? :D თელეთი არა მგონია რამით განსხვადებოდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სამეგრელოში ქორწილის კადრები გახსოვს? სკამებზე რომ ავიდა მთელი განყოფილება და რას ყვიროდნენ?

რას ყვიროდნენ აბა შემახსენე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ყვიროდნენ აბა შემახსენე

 

ოპოზიციას რა? და მიშა მაგარია. :D სატურნ,სადაც კისტის თოფებს და წყლით სავე პარკებს ესვრიან ხალხს,პროსტა ვერ დამაჯერებ,რომ თქვენს სისტემაში ყველაფერი ნორმალურად არის. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამისთანა ზღაპრებით

 

 

გეუბნები, მე პირადად შევესწარი მაგათი "მუშაობის" მეთოდებს, ეს სტატია უბრალოდ დამთხვევაა, ჩემს მეგობარს დაუპირეს "გაფუჭება", უბრალოდ იმ საწყალი გლეხებისაგან განსხვავებით, იქ არ ცხოვრობს და "უპატრონო"-ც არ არის, თორე ჩააყუდებდნენ 3 დღით "წვრილმან ხულიგნობა"-ზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...