lasha_alo Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 http://www.ambebi.ge/samartali/13023-chemi...e-gadavida.html...ასევე საშუალება მოგვეცა, თავად ცოტნე გამსახურდიას ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვეპოვებინა, რომელსაც გთავაზობთ. - ბატონო ცოტნე, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობთ; თუ უდანაშაულო ხართ, რატომ აღმოჩნდით პატიმრობაში? იქნებ მისცეთ შეფასება თქვენს დაკავებას?- აშკარაა - ჩემი თავისუფლებაზე ყოფნა ვიღაცებს არ აძლევთ ხელს, შეიძლება, ხელისუფლებას. - რა ურთიერთობა გაქვთ დავით Yბაჯელიძესთან და ხომ არ იყო რაიმე უთანხმოება თქვენ შორის?- ჩვენ მეგობრები და მეზობლები ვართ, ერთად გავიზარდეთ. ჩვენი ოჯახებიც იცნობენ ერთმანეთს და ჩვენ შორის არასდროს არავითარი უთანხმოება არ ყოფილა. - მეგობრის დაჭრის დღეს თქვენც, დაზიანებებით საავადმყოფოში აღმოჩნდით. იქნებ გვიამბოთ, რა ვითარებაში მიიღეთ დაზიანება?- ეს უკვე ყველამ იცის და ამის გამეორება ალბათ არც არის საჭირო, მაგრამ გეტყვით. სახლში მოვდიოდი, როცა მოულოდნელად თავში უკნიდან ბლაგვი საგანი ჩამარტყეს და გამთიშეს. თავზე 5 ნაკერი მადევს. რაც მოხდა, დეტალურად მაქვს აღწერილი ჩემს ჩვენებაში. თვალი შევავლე, 40 წლამდე ასაკის პიროვნება მომიახლოვდა და ჩამარტყა. იცით, საკმარისი მტერი მყავს. - კატეგორიულად უარყოფთ მომხდართან კავშირს, თუმცა საქმეში მოიპოვება მეზობლის ჩვენება, რომელიც პირდაპირ გამხელთ...- რაც შეეხება იმ ქალს, ის ჩვენი მეზობელია და ამაზე დედაჩემმაც გააკეთა განმარტება. 1928 წელს დაბადებული ქალბატონია, მარტო ცხოვრობს. ის არაერთგზის იყო შემჩნეული კოლხური კოშკის გაქურდვაში: საყოფაცხოვრებო ნივთები მიჰქონდა და ამას მეზობლებიც დაადასტურებენ. ბუნებრივია, მას აქვს ინტერესი ჩვენ მიმართ. - ძალოვანთა მტკიცებით, ერთ-ერთი სამხილი - დენთის კვალია, რომელიც ხელზე აღმოგაჩნდათ. თუ უდანაშაულო ხართ, მაშინ, როგორღა აღმოჩნდა დენთის კვალი თქვენს ხელებზე? - რაც შეეხება დენთის კვალს, ამაზე კომპეტენტურ პასუხს ჩემი ადვოკატი გაგცემთ. ერთს კი გეტყვით: წარმოდგენა არა მაქვს, საიდან უნდა აღმოჩენილიყო ჩემს ხელებზე ან ტანსაცმელზე დენთის კვალი. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რამდენიმე დღის AწინN აღმოვაჩინე: ჩემმა ადვოკატმა საქმის მასალები შემომიტანა; იქ იყო ტანსაცმლის ფოტოები, რომელიც თითქოს იმ დღეს მეცვა. ქურთუკი, რომელზეც ვითომ დენთის კვალი ამოიღეს, შემთხვევის დღეს არ მცმია, ის ქურთუკი ვიწრო მაქვს და თვეებია, არ მცმია. ვფიქრობ, ეს ტანსაცმელი პოლიციამ მაშინ წამოიღო, როცა ბინა გაიჩხრიკა. - გაქვთ თუ არა ალიბი?- ჩემი ალიბი - ჩემი სიმართლეა. - თქვენ დაკავების დღიდან შიმშილობთ. კონკრეტულად, რას მოითხოვთ?- მოვითხოვ, საქმეზე მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.