Jump to content
Planeta.Ge

პატრიარქის კურთხევით მსვლელობა ეწყობა


Recommended Posts

http://ghn.ge/news-2401.html

13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი~ აწყობს ლოცვით მსვლელობას მეტეხის ხიდის მიმართულებით, სადაც მისი უწმინდესობა გადაიხდის სადღესასწაულო პარაკლისს და დალოცავს მსვლელობაში მონაწილე მრევლს.

 

მოქალაქეების მობილიზება დედაქალაქის სხვადასხვა ადგილში მოხდება. 12:00 საათზე მოქალაქეთა ნაწილი დიდუბის პანთეონიდან და ვაკის პარკიდან დაიძვრება, 13:00 საათზე სპორტის სასახლიდან, გადასასვლელი ხიდიდან და მეტროსადგურ "ისნიდან",

14:00 საათზე კი სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან.

 

16:00 საათზე მისი უწმინდესობა მეტეხის ხიდზე პატივს მიაგებს 100 000 წამებულ ქართველს და გადაიხდის პარაკლისს. 16:30 საათზე ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით მიმართავს მსვლელობაში მონაწილეებს და დალოცავს მრევლს.

 

17:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყობა ქართული ხალხური სიმღერისა და პოეზიის საღამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიურ მარაზმს ამ ქვეყანაში თუთბერიძეებით კი არ მოეღება ბოლო-უფრო გაღვივდება და უფრო მანკიერ არაცივილურ სახეს მიიღებს..სერიოზული რეფორმატორი სჭირდება ეკლესიის საკითხს...ლუტერივით თუ არ შეარყია ვინმემ მმკ-მოგვენატრება ნაზად - აქ ამბები დატრიალდება:D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიურ მარაზმს ამ ქვეყანაში თუთბერიძეებით კი არ მოეღება ბოლო-უფრო გაღვივდება და უფრო მანკიერ არაცივილურ სახეს მიიღებს..სერიოზული რეფორმატორი სჭირდება ეკლესიის საკითხს...ლუტერივით თუ არ შეარყია ვინმემ მმკ-მოგვენატრება ნაზად - აქ ამბები დატრიალდება:D

 

არაფერიც არ დატრიალდება

 

იქ სადაც რწმენა არსებობს, ყოველთვის ექნება ადგილი რელიგიის ბოროტად გამოყენებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქ სადაც რწმენა არსებობს, ყოველთვის ექნება ადგილი რელიგიის ბოროტად გამოყენებას.

არ გამოგრჩა ამ წინადადებაში თუ რამე სხვა იგულისხმე და ვერ გავიგე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდთან ათასობით მოქალაქემ მოიყარა თავი.

მეტეხის ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორიები სავსეა მომლოცველობით, ისინი ხატებით, ჯვრებით, სანთლებით, ყვავილებით მოემართებოდნენ მეტეხის ხიდისკენ.

მომლოცველთა სიმრავლის გამო, ქალაქის ქუჩებში ყველა მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. თავად მეტეხის ხიდზე, მთელ სიგრძეზე დგანან სხვადასხვა ეკლესიების მამები, სტიქაროსნები, მათაც ხელში უჭირავთ ხატები, ჯვრები, საეკლესიო და ეროვნული დროშები.

ხიდის ცენტრალურ ადგილზე დაბრძანებულია წმინდა 100 ათასი მოწამისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორი იქ უკვე მიბრძანდა და პარაკლისს გადაიხდის. მეტეხის ხიდზე იმყოფება დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც.

100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან მომლოცველთა მსვლელობა 12.00 საათზე დაიწყო.

მსვლელობა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით გაიმართა. რამდენიმე დღის წინ მან მიმართა ეკლესიის მოძღვრებს, მრევლთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ ამ მსვლელობაში ერის სიძლიერისა და ერთსულოვნებისთვის.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

TATASTROFA

წინა წლებშიც იყო ეს მსვლელობები?

ასეთი მასშტაბის არა.

 

რაც არ უნდა იძახონ აპოლიტიკური და რელიგიური მსვლელობა იყოო, ხო ცხადია რატომაც შეკრიბა პატრიარქმა ხალხი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

პატრიარქმა მრევლს 100 ათასი ქართველი მოწამის ისტორია შეახსენა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ”ქართული ეკლესია ზეიმობს დღევანდელ დღეს, ვინაიდან მოწამეთა სულები ზეციურ მხედრიონს შეურთდა და იცავს საქართველოს”.

 

ილია მეორემ ალექსანდრიის პატრიარქის საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ”მან დალოცა საქართველოს საზღვრები და აღნიშნა, რომ ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოწამე ჰყავს, მტერი ვერაფერს დააკლებს”.

 

- ”ჩვენ ვამაყობთ წინაპრებით, მაგრამ ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავემსგავსოთ მათ და ვილოცოთ ჩვენი სულიერი ძალის გამოსავლენად”, - ბრძანა პატრიარქმა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ”ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი დაბრუნდება და საქართველო გამთლიანდება”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეგ ხალხი ბნელები არიან ლიბერალების აზრით არა? :)

 

ბნელია ის ადამიანი,ვისაც რაღაცის სწამს,მხოლოდ იმიტომ რომ სხვასაც სწამს...ბნელია,ვინც არ ითხოვს მტკიცებულებებს რამის/ვინმეს არსებობის შესახებ,მაგრამ მზადაა ბრმად დაიჯეროს ყველაფრი...

 

ბნელია ის ადამიანი,ვისაც პატრიარქის სჯერა,რომლის წინამორბედებიც ხალხს თავზე ასხდნენ,მოსახლეობას ამონებდნენ,გაჭირვებულ ხალხს აჯერებდნენ,თითქოს მეფეები იყვნენ ღმერთის მიერ დანიშნულები და ყველა მეფის ქვეშევრდომი უნდა ყოფილიყო...

 

ბნელია ის ადამიანი,ვინც არ ითვალისწინებს,რაც შუა საუკუნეებში ხდებოდა...რა პოზიცია,რა სტატუსი ეკავა ეკლესიას...

 

მაგრამ არაუშავრს,საქართველოშიც მოხდება განმანათლებლობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ბნელია ის ადამიანი,ვისაც პატრიარქის სჯერა,რომლის წინამორბედებიც ხალხს თავზე ასხდნენ,მოსახლეობას ამონებდნენ,გაჭირვებულ ხალხს აჯერებდნენ,თითქოს მეფეები იყვნენ ღმერთის მიერ დანიშნულები და ყველა მეფის ქვეშევრდომი უნდა ყოფილიყო...

 

ბნელია ის ადამიანი,ვინც არ ითვალისწინებს,რაც შუა საუკუნეებში ხდებოდა...რა პოზიცია,რა სტატუსი ეკავა ეკლესიას...

 

მაგრამ არაუშავრს,საქართველოშიც მოხდება განმანათლებლობა.

ძალიან ხმამაღალი განცხადება ხომ არაა?! :resent:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

 

ძალიან ხმამაღალი განცხადება ხომ არაა?! :resent:

 

ძალიან სოფლურად გამომივიდა...

 

მაგრამ რეალობა ეგაა...არა,რეალობა უფრო მკაცრია.

 

არ დავიჯერებ იმ ხალხისას,ვინც გაჭირვებულ ადამიანების ხარჯზე ცხოვრობდნენ,ვინც ამართლებდნენ ჩამოხრჩობას,ვისთვისაც მთავარი მხოლოდ პრივილეგიები იყო,ვინც მეფეებსა და თავადაზნაურებს ''ღვთიურად'' მიიჩნევდა.

რატომ უნდა დავუჯერო ეკლესიას? ეს ხო შუა საუკუნეების გადმონაშთია? და რაც მაშინ ხდებოდა,ყველამ იცის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

რატომ უნდა დავუჯერო ეკლესიას? ეს ხო შუა საუკუნეების გადმონაშთია?

რწმენის მაბავია:

 

აჰა შენ შუა საუკუნეები:

 

გარემოს დაცვის სამინისტრო ალავერდის ეპარქიას ტყეებს გადასცემს.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი გოგა ხაჩიძე და სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე ხვალ კახეთის რეგიონს ეწვევიან და ალავერდის მონასტერში გარემოს დაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის ხელშეკრულება გაფორმდება, რომელსაც მინისტრი გოგა ხაჩიძე და მიტროპოლიტი დავით ამბა ალავერდელი მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად საქართველოს საპატრიარქოს ალავერდის მონასტრისთვის გრძელვადიანი სარგებლობის წესით (20 წელი) სახელმწიფო ტყის ფონდიდან 259 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცემა.

გარემოს დაცვის სამინისტრო საპატრიარქოს 1900-მდე ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გადასცა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

რწმენის არა,გულუბრყვილობის საკითხია...

 

როცა არ ფიქრობ,მაშინ გჭირდება რაღაცის რწმენა,დაჯერება.

 

ეკლესია კი აგრძელებს თავისი მისიის შესრულებას,წამოაჯდეს ხალხს თავზე, ჰქონდეს პრივილეგია,იყოს ხელისუფლებასთან დაახლოებული,რადგან ამის გარეშე მისი ფასი 0-ია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...