Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ტირძნისიდან გატაცებული ქართველი ბავშვების გასათავისუფლებლად საქართველო მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოიყენებს. ამის სესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბიოკერიამ განაცხადა.

 

ჟენევის მოლაპარაკებებიდან დაბრუნებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშოროსიო მოლაპარაკებების მერვე რაუნდი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა შეხვედრის ამ ფორმატით გაგრძელება აუცილებელია.

 

რაც შეეხება ევროპელი თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებულ ძალის გამოუყენებლობის დოკუმეტს _ ეს საკითხი ჯერ ისევ განსახილველია.

 

"ჩვენ ძირითადში ამ დოკუმენტს მხარს ვუჭერთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კარგი დოკუმენტი იმისათვის, რომ ამას დაეყრდნოს მომავალი მუშაობა. სამწუხაროდ მოსკოვისა და მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები არიან რბილად, რომ ვთქვათ ძალიან მინიმალუსტრულად განწყობილი და ძალიან უცნაურ მდგომარეობაში გრძნობენ თავს, იმიტომ რომ სწორედ მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო, ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ახალი შეთანხმების დადება. ეხლა კი არიან იმ მდგომარეობაში, რომ აღარ ჩქარობენ", _ აცხადებს ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია.

http://ghn.ge/news-2406.html

 

გიგაზე მეტი დემაგოგი პოლიტიკოსი ქართველებს არ გვყავს,მაგრამ

გულმავიწყობა რატომ დაგვჩემდა?

თანდაუსხმელობის ხელშეკრულებას რუსები ტერორისტებთან ერთად მოითხოვდნენ აგვისტოს ომამდე.....

თუ ეხლა თვლიან ასეთი დოკუმენტის დადებას აუცილებლად ,მაშინ რას მიკეთებდნენ?

რატომ შეიცვალეს აზრი?

 

ბატონებო მინდა "გაუწყოთ"-საერთოდ არ გავაჩნია რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა.

ხვალ თუ ებრალიძისნაერის ქვეყანაში გაიღვიძებთ არ გაგიკვირდეთ ზუსტად ამ "პროამერიკელების" წყალობით.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

თანდაუსხმელობის ხელშეკრულებას რუსები ტერორისტებთან ერთად მოითხოვდნენ აგვისტოს ომამდე.....

 

ნამდვილად ეგრე იყო.

მე მრავალჯერ ავღნიშნე რომ ეს მოლაპარაკებები, დაუსრულებელ ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებს ემსგავსება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონებო მინდა "გაუწყოთ"-საერთოდ არ გავაჩნია რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა.

ხვალ თუ ებრალიძისნაერის ქვეყანაში გაიღვიძებთ არ გაგიკვირდეთ ზუსტად ამ "პროამერიკელების" წყალობით.

 

ეჰ რა მწარე სინამდვილეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება უნდა დაიდოს რუსეთთან და არა საქართველოს შემადგენელ ნაწილებთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება უნდა დაიდოს რუსეთთან და არა საქართველოს შემადგენელ ნაწილებთან.

მეც მქონდა მცდარი წარმოდგენა და როგორც ჩანს ხელისუფლებასაც.თავიდანვე ამაზე უნდა ემუშავათ.აფხაზებთან კი ხელშეკრულება მიუღებელია.ესაა ქართულ-რუსული კონფლიქტი.მათთანაა დასადები. ევროპის იმედზე კი ....ეჰ :D თუმცა რას ვიზავთ ასეთია დედაატირებული პოლიტიკა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება უნდა დაიდოს რუსეთთან და არა საქართველოს შემადგენელ ნაწილებთან.

 

ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება უნდა დაიდოს იმასთან, ვისაც აქვს ძალა. :D

საქართველოს შემადგენელ ნაწილებს ძალა აქვთ.

 

ისე, ასეთი შეთანხმების დადება ჩვენ რაში გვჭირდება? ან იმათ? ნამდვილად არ მესმის. ჩვენ გულოვნობისთვის დუნდულოები არა გვაქვს, იმათ - საჭიროება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

აფხაზებთან კი ხელშეკრულება მიუღებელია.ესაა ქართულ-რუსული კონფლიქტი.მათთანაა დასადები

მე არ ვარ ჩახედული ახლა რა ხდება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხარე აფხაზეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზეა თანახმა? :blink:

 

Grig

ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება უნდა დაიდოს იმასთან, ვისაც აქვს ძალა.

საქართველოს შემადგენელ ნაწილებს ძალა აქვთ

არანაირი ძალა არ აქვთ. რუსების ჩარევის გარეშე დიდი ხანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნებოდა.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არანაირი ძალა არ აქვთ. რუსების ჩარევის გარეშე დიდი ხანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნებოდა.

 

აი, ამ ლოღიკით მოვდივართ გამარჯვებიდან გამარჯვებამდე, ზვიადადან მოყოლებული. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიეთ მამაკაცების საუბარში რომ ვერთვები, მაგრამ ეს სიტუაცია იცით რას მაგონებს? 39-ში გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის პაქტი რომ დაიდო :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი, ამ ლოღიკით მოვდივართ გამარჯვებიდან გამარჯვებამდე, ზვიადადან მოყოლებული
ეგ ლოგიკა არაა, ფაქტია

 

ნამდვილად ფაქტია. რამდენჯერ გავიმარჯვეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენჯერ უნდა წამოიჭრას ეს თავდაუსხმელობის თემა?

 

NEW PEACE MEASURES

Russia to close checkpoints between Poti and Senaki within a week

Some 200 EU monitors in South Ossetia by 1 October

Russian forces to withdraw from undisputed land within 10 days of monitors deploying

International talks on the conflict to be held in Geneva on 15 October

 

 

Again Mr Medvedev made the agreement conditional on Georgia signing a pledge not to use force against Abkhazia.

 

Afterwards he said the EU delegation had handed him a letter, signed by Georgian President Mikhail Saakashvili, pledging not to use force.

http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7604376.stm

 

ეგაა 2008 წლის 8 სექტემბრის ნიუსი. ასე რომ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აიღო ცალმხრივი ვალდებულება ძალის არგამოყენებაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლება აგრძელებს კაპიტულანტურ პოლიტიკას

 

ამათზე უფრო "რუსეთუმე" მე მგონი ებრალიძეც აღარ არის მგონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ეგაა 2008 წლის 8 სექტემბრის ნიუსი. ასე რომ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აიღო ცალმხრივი ვალდებულება ძალის არგამოყენებაზე.

რა ყველაფერი ამ ქალაქში დასწრებაზეა :D

მეც მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ელექტრონული ვერსია არ მქონდა მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების.

სხვათა შორის ჩვენ რომ ამ ხელშეკრულების ბოლომდე შესრულებას მოვითხოვთ, რაღაც მომენტში შეიძლება კარგი არ იყოს ჩვენთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

მაპატიეთ მამაკაცების საუბარში რომ ვერთვები

პირველ ჯერზე გაპატიებთ :(:

 

newstudio

ხელისუფლება აგრძელებს კაპიტულანტურ პოლიტიკას

თეთრ ბაირაღებში ექთანი რომაა ყველა ავადმყოფობაზე ერთს წამალს რომ წერს, ლუმინალს, მაგას მაგონებ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...