lasha_alo Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 აფხაზეთს დღეს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ეწვევა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება. ლუჟკოვთან ერთად აფხაზეთში მოსკოვის მთავრობის მრავალრიცხოვანი დელეგაციაც ჩავა. იგეგმება მოსკოვის მთავრობასა და სოხუმის რეჟიმს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშომლობის შეთანხმებების გაფორმება. 11:00 საათზე მოსკოვის დელეგაცია სოხუმის რეჟიმის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდება. 12:00 საათზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის ცერემონია გაიმართება, ხოლო 12:20 საათზე მოსკოვის დელეგაცია სოხუმში “მოსკოვის სახლის” მშენებლობას დაათვალიერებს. იმავე დღეს, 15:00 საათზე, აფხაზეთის ფილარმონიაში აქცია “რუსეთისა და აფხაზეთის ახალგაზრდობა – ერთად მომავლისკენ” გაიმართება.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვლის პრიორიტეტებს საქართველოში. არ შეეშვებიან ოკუპირებულ ტერიტორიებს და თუ შანსი ექნათ კიდევ უნდა ველოდოთ სააკიშვილთან ბრძოლის მოტივით მათგან ცუდ სურპრიზებს.ჩვენი პრეზიდენტი კი ყველაზე მეტად აწყობთ. საღად მოაზროვნე ადამიანი უჯობთ თუ ნახევრად გიჟი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 lasha_alo საღად მოაზროვნე ადამიანი უჯობთ თუ ნახევრად გიჟი?! რატომ ნახევრად? ის, თითქოს რუსებს აქ გიჟუა ურჩევნიათ, კიდევ ერთი პოლიტიკური მითია. არ არის, ბატონებო, ასე. გაუწონასწორებელ და არაპროგნოზირებად ინდივიდებთან ურთიერთობა არავის სურს. არაპროგნოზირებადი მოვლენები კი ყველა, მათ შორის - დაპირისპირებულ, მხარეს აზარალებს. კონფლიქტოლოგები ასეთ სიტუაციას ეძახიან "ლუზ-ლუზ", ანუ "წაგება-წაგება", როცა კონფლიქტში მყოფი ყველა მხარე მეტ-ნაკლებად წაგებულია. ასე მოხდა სწორედ შარშან აგვისტოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.