newstudio Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 ვინც საქმის კურში არა ხართ "რუსთავი ორის" შენობის რემონტისას რომ დაიღუპა ორი ახალგაზრდა, ერთერთი ფორუმელი ლაკიმენი იყო... ხოდა დღეს სასამართოდან ერთადერთი ბრალდებული პრარაბიც კი გაუშვეს. სამშენებლო კომპანია კი ბოკერისას ცოლის დის და კეზერაშვილის ცოლის იყო, რომელიც რეკონსტრუქციას ახორციელებდა. მე გონი ყველაფერი ნათელია არა?! ახლობლები ერორის წინა აქციის ჩატარებას აპირებენ, ვისაც სურვილი გაქვთ შეუერთდით! http://forum.ge/?f=29&showtopic=34037295 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 კარგად მახსოვს,ლაკიმენიც ზუსტად ისე იცავდა სააკაშვილის რეჟიმს,როგორც ამას კარდუები აკეთებენ...ცხოვრება დაუნდობელია.ეხლა აქციები ვერაფერს უშველის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 Sakartwelo ეხლა აქციები ვერაფერს უშველის.სხვებს უშველის, ისევე როგორც გირგვლიანმა ბევრი სხვა ახალგაზრდა გადაარჩინა ანალოგიური ამნბებისგან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 Sakartwelo სხვებს უშველის, ისევე როგორც გირგვლიანმა ბევრი სხვა ახალგაზრდა გადაარჩინა ანალოგიური ამნბებისგან... ალბათ,აჯობებდა ზოგს საკუთარ თავზე გამოეცადა რეჟიმის ძალა. ვგულისხმობ სააკაშვილის მხარდამჭერებს :hello: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 Sakartwelo ალბათ,აჯობებდა ზოგს საკუთარ თავზე გამოეცადა რეჟიმის ძალა. ვგულისხმობ სააკაშვილის მხარდამჭერებსლაკიმენი რომ მიშას მხარდამჭერი იყო, ამიტომ სამართალი უნდა დავიკიდოთ?! და ეს ნიშნისმოგებით საუბარიც ძალიან ცუდად ჩანს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 "რუსთავი ორის" შენობის რემონტისას რომ დაიღუპა ორი ახალგაზრდა, ერთერთი ფორუმელი ლაკიმენი იყო... :blink3: ეგ ის არ იყო ავატარზე ვიღაც იტალიელი მაFიოზის სურათი რომ ეყენა? (( აუ (( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 პრარაბი რომ დაეკავებინათ, მერე ატყდებოდა ერთი ამბავი, რა შუაში იყო პრარაბი, ბოკერიას და კეზერას ოჯახი უნდა ჩაეყუდებინათო.. მე რომ მოსამარღთლე ვყოფილიყავი, მეც მასე მოვიქცეოდი... როცა იცი რომ დაუსჯელი ხარ, ფეხზე გკიდია და იმას აკეთებინებ სხვებსაც, რაც გინდა.... ის პრარაბი არაფერ შუასია მაგ ამბავში... დამნაშავე ზოგადად ამ ქვეყანაში არსებული სამართლიანობა და საზოგადოებაა.... ამ საზოგადოების მობილიზება მხოლოდ ტაშფანდურისას და ''მიშა მოვდივართ" ძახილისას ხდება... დანარჩენი ყველას ფეხზე ჰკიდია, ხოდა დანარჩენი ქვეყანასაც ჰკიდია ფეხზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 newstudio ლაკიმენი რომ მიშას მხარდამჭერი იყო, ამიტომ სამართალი უნდა დავიკიდოთ?! მისთვის სამართალი იყო სააკაშვილის რეჟიმი. გირგვლიანის პროცესის აგდებულობა,დაცინვა-ეს ხომ მისი და სხვა კარდუების მთავარი ჰობი იყო,ან არის კიდეც. და ეს ნიშნისმოგებით საუბარიც ძალიან ცუდად ჩანს ნიშნის მოგება სულაც არაა. უბრალოდ,რეაქცია მაქვს 0. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 სამშენებლო კომპანია ,,არტ იქსის“ მშენებელი დავით გვასალია სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამშენებლო სამუშაოების არაპროფესიულად და არაკვალიფიციურად ჩატარებაში. საქმე „რუსთავი-2“ის კუთვნილი შენობის ჩამონგრევას ეხება, რომლის გამოც 2009 წლის მაისში 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თუმცა, მთავარი მოულოდნელობა სასამართლო დარბაზში მსხდომთათვის მოსამართლის განაჩენის მეორე ნაწილი აღმოჩნდა: ,,შეუბღალავი წარსულის, დანაშაულის არაგანძრახულობის და გამოძიებასთან თანამშრომლობის (აღიარებითი ჩვენება - ავტ.) გამო“ დავით გვასალიას სასჯელად 2 წლის ვადით პირობითი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და საპროცესო გარიგების საფუძველზე დარბაზიდან გათავისუფლდა. გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ახლობლები, რომლებმაც პროცესზე, განაჩენის წაკითხვამდე განაცხადეს, რომ სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი ჰქონდათ, მოსამართლე დალი მეტრეველის გადაწყვეტილებას ხმამაღალი ტაშით და უკმაყოფილო შეძახილით შეხვდნენ. გელაშვილის ოჯახის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ზეწოლას საქმის მიმდინარეობაზე ყოველთვის გრძნობდნენ, აქამდე მათ არ უნდოდათ ამ თემის პოლიტიზირება. გელაშვილის დედამ სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე მოითხოვა, რომ საქმის განხილვის დროს მოსამართლეს მხედველობაში მიეღო ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა გვასალიამ გამოძიებას სამი ჩვენება მისცა, რომელთაგან აღიარებითი მხოლოდ მესამეა. გარდაცვლილის ახლობლებს ასევე არალოგიკურად მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელს გიორგი გეგეშიძეს არანაირი პრეტენზია არ აქვს მის მიერ დაქირავებული სამშენებლო კომპანიის მიმართ. ბრალდების მხარემ არაერთხელ მოითხოვა სამაუწყებლო კომპანიის საქმეში ჩართვა მოწმის ან მოპასუხის სტატუსით, ასევე კომპანია „არტ-იქსის“ ხელმძღვანელების დაკითხვა, რომელთა შორის არიან ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მეუღლე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას ცოლისდა. რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება აპელაციას არ ექვემდებარება, გარდაცვლილის ოჯახს შეუძლია მხოლოდ სამოქალაქო სარჩელი აღძრას პირადად დავით გვასალიას ან კომპანია „არტ-იქსის“ წინააღმდეგ. http://liberali.ge/node/895 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 კარგად მახსოვს,ლაკიმენიც ზუსტად ისე იცავდა სააკაშვილის რეჟიმს,როგორც ამას კარდუები აკეთებენ...მორალის საქმეა მსგავსი რეპლიკები. იგივეს ვეტყოდი საწყალ ლაკიმენს თუ გირგვლიანზე კარდუობდა.. მარა მას კოსმოსურ კანონზომიერებაზე ვეღარ მივანიშნებ ასე რომ სიფრთხილეს გირჩევ და არა სარკაზმსრაც შეეხება ნგრევას:დაიჯესტს გავაკეთEბ სად რა მიწერია ამზე ......2003 წლამდე არსებობდა ცალკე მშენებლობის სამინისტრო( პროფესიონალებით დაკომპლექტებული) რომელიც ფირმებს გასცემდა ლიცენზიებს-რაც ყველაფერი გაუქმდა. ეხლა სამშენებლო საქმიანობა შეუძლია დაიწყოს ვინმე ბალერონმა და შჯატიც შესაბამისად ბალერონებით ან გრიმიორებით შეავსოს-გადაიხადოს და წავიდააა!კეზერაშვილის ცოლზე ვიცი რომ ინგლისურის სპეციალისტია და სანამ მშენებლობიტ გაერტობოდა ერტ კერძო სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. ჩემი ვარაუდით ( გავრამიასი არ იყოს -ალბათობის მაღAლი პროცენტით)-ფირმასთAნ გაფორმდა ხელშეკრუელბა და ზეპირი შეთAნხმება რემონტზე. სჭირდებოდათ დიდი სტუდია და ჩამოიღEს მზიდი კედელი( მაგიტომ ჩმაოინგრა გადასაღEბი მოედანი და არა საძინებლები). თუ საქმე აგოდებოდა შეეწერებოდა პრარაბს ვითომ ტვითნებურად გააკეთA ეგ( ბუნებაში არ არსებობს პრარაბი რომელიც ტვიტნებურად აკეტებს ზედმეტ სამუშაოს) ტუ არ აგორდებოდა და ...პრინციპში არც აგორებულა და შერჩათ რა...მსგავსი დარღვევები სხვატაშორის ახალშენებებშიც არის ასე რომ ფრტხილად ოპოებო და პოებოც...ბალეროენბი რომ გიშენებენ უპროექტოდ თბილისს ნუ აგვიწყდებათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 პრარაბი რომ დაეკავებინათ, მერე ატყდებოდა ერთი ამბავი, რა შუაში იყო პრარაბი, ბოკერიას და კეზერას ოჯახი უნდა ჩაეყუდებინათო.. მე რომ მოსამარღთლე ვყოფილიყავი, მეც მასე მოვიქცეოდი... როცა იცი რომ დაუსჯელი ხარ, ფეხზე გკიდია და იმას აკეთებინებ სხვებსაც, რაც გინდა.... ის პრარაბი არაფერ შუასია მაგ ამბავში... დამნაშავე ზოგადად ამ ქვეყანაში არსებული სამართლიანობა და საზოგადოებაა.... ამ საზოგადოების მობილიზება მხოლოდ ტაშფანდურისას და ''მიშა მოვდივართ" ძახილისას ხდება... დანარჩენი ყველას ფეხზე ჰკიდია, ხოდა დანარჩენი ქვეყანასაც ჰკიდია ფეხზე აუუუუუ, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 TATASTROFA არანაირი სარკაზმი. მე აღვნიშნე მხოლოდ ის,რაც ხდებოდა და გრძელდება კიდეც. სად დაინახე სარკაზმი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 (edited) რუსთავი 2-ის თანამშრომლები არიან პრასტიტუტკები, აი ეგრებანი 1 დღით Edited November 12, 2009 by J&B Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 სად დაინახე სარკაზმი? კაი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 ვიყოთ კორექტულები დაღუპულის ოჯახის წევრებიც კითხულობენ ამ ტემას, სირცხვილია უბრალოდ.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.