Jump to content
Planeta.Ge

გვეშველა, თარხნიშვილი გადადგებაო!


Recommended Posts

ხელისუფლებაში ცესკო-ს თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გია თორთლაძემ განუცხადა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, უმრავლესობაში საუბრობენ, რომ თარხნიშვილი არჩევნებს აღარ ჩაატარებს.

 

რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას, იგი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ჩროგორც თორთლაძემ აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას სთავაზობენ თბილისის მერის არჩევასთან დაკავშირებით 30-პროცენტიან ბარიერს, ასევე - მაჟორიტარი და პროპორციული სიებით გათანაბრებას, კერძოდ 25-25-ზე. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფში მიღებული არ არის. ამასთან, თუკი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ მის მდივანს ან მოადგილეს დანიშნავს ოპოზიცია.

თორთლაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომავალი შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე შაბათს გაიმართება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას სთავაზობენ თბილისის მერის არჩევასთან დაკავშირებით 30-პროცენტიან ბარიერს-აი ეს ვერ გავიგე რა არის

 

ასევე - მაჟორიტარი და პროპორციული სიებით გათანაბრებას, კერძოდ 25-25-ზე.-ეს პრინციპშI მისაღებია ვითომ?!

 

ამასთან, თუკი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ მის მდივანს ან მოადგილეს დანიშნავს ოპოზიცია.-ეს კი თვალებშI ნაცრის შეყრაა, ქრისტიან დემოკრატებს დანიშნავენ მოადგილეებად და აგერ დემოკრატიაო იტყვიან!

 

რას იტყვით უზერებო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფში ჩართული ოპოზიციური პარტიები, გარდა “ალიანსი საქართველოსთვის”, თბილისის მერის არჩევნებში 30-პროცენტიანი ბარიერის დაწესების შესახებ ხელისუფლების შეთავაზებას თანხმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, “ქრისტიან-დემოკრატები” დათანხმდა ხელისუფლების შეთავაზებას იმის სანაცვლოდ, რომ დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი და პროპორციული სიით დეპუტატები წარმოდგენილი იქნებიან თანაბრად, კერძოდ, 25X25.

“ეს იყო კომპრომისი, რომელიც დღეს შედგა და ძალიან სამწუხაროა, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” ამ საკითხზე თანახმა არ არის”, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

საკრებულოში დეპუტატების თანაბარი რაოდენობით წარმოდგენის პირობით 30-პროცენტიან ბარიერზე ასევე თანახმდება “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”. აღნიშნული შეთანხმების ჩაშლას არ აპირებს ,,ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. რაღაც ვერ გავიგე

 

ქრისტიან დემოკრატები ედპ და ჯონდია მტელი ოპოზიცია?!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას სთავაზობენ თბილისის მერის არჩევასთან დაკავშირებით 30-პროცენტიან ბარიერს-აი ეს ვერ გავიგე რა არის

რა და ვინც ყველაზე მეტ ხმებს მოაგროვებს, იმ შეთხვევაში გახდება გამარჯვებული თუ ეს ხმები საერთო ხმების 30% მაინც იქნება.

გათვლა მარტივია თუ ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატი იქნება, ისინი ხმებს დაინაწილებენ, 30% კი სახელისუფლო რესურსია და ამით აპირებენ გამარჯვებას. მინიმუმ 40% მაინც უნდა იყოს. ან ყველაზე კარგი 50%+1.

25X25-ზე ანუ საკრებულოში 50 დეპუტატი იქნება?

ამასთან, თუკი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ მის მდივანს ან მოადგილეს დანიშნავს ოპოზიცია

ე.ი კომისიებში მაინც უმრავლესობა ნაცები იქნებიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა რა აზრი აქ ? საპრეზიდენტო გააყალბა , საპარლამენტო გააყალბა..

 

 

მერის არჩევნებს თარხნიშვილის გარეშეც მოიგებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვეშველა, თარხნიშვილი გადადგებაო!,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა

ეგრეა, რა სხვა თარხნიშვილს ვერ იპოვიან, მითუმეტეს როგორც ჩანს ნაცები კომისიებში უმრავლესობის დათმობას არ აპირებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიფრთხილე და შემოთავაზებული ცვლილებების კარგად ანალიზია საჭირო, დიდი ალბათობით ამ ცვლილებებში ბევრი წყალქვეშა რიფი იქნება, სამწუხაროდ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი რადგან ჯერ არ მინახავს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

სიფრთხილე და შემოთავაზებული ცვლილებების კარგად ანალიზია საჭირო, დიდი ალბათობით ამ ცვლილებებში ბევრი წყალქვეშა რიფი იქნება,

 

წყალქვეშა კი არა ჩოხა ბატონო, პირდაპირ ზედაპირზე დაცურავენ ნაღმები, თანაც ისე რომ გვერდს ვერ აუვლი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

წყალქვეშა კი არა ჩოხა ბატონო, პირდაპირ ზედაპირზე დაცურავენ ნაღმები, თანაც ისე რომ გვერდს ვერ აუვლი.

თავად ბატონო, ოპოზიციამ თუ ნორმალური საარჩევნო კოდექსის დამტკიცებამდე მაინც არ შეინარჩუნა ერთიანობა, მერე იგივე შედეგს მივიღებთ, რაც აქამდე მიგვიღია

 

ამიტომ მიხარია ალასანიას გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, თუნდაც ეს ლეიბორისტები იყვნენ ან სულაც კომუნისტები.

 

ჩემი აზრით ოპოზიცია არ უნდა დათანხმდეს არჩევნებში მონაწილეობას სანამ კოდექსში მსგავსი ნაღმები იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ჩემი აზრით ოპოზიცია არ უნდა დათანხმდეს არჩევნებში მონაწილეობას სანამ კოდექსში მსგავსი ნაღმები იქნება

რა ნაღმებზეა აპარაკი იქნებ გაგვანათლოთ?! ვერ მივხვდი მთლად ....რა ხდება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რა ნაღმებზეა აპარაკი იქნებ გაგვანათლოთ?! ვერ მივხვდი მთლად ....რა ხდება!

კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი, პროექტი მაინც თუ დაიდება, გპირდებით გულდასმით გადავხედავ და მოგახსენებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ჩემი აზრით ოპოზიცია არ უნდა დათანხმდეს არჩევნებში მონაწილეობას სანამ კოდექსში მსგავსი ნაღმები იქნება

გეთანხმებით

რა ნაღმებზეა აპარაკი იქნებ გაგვანათლოთ?! ვერ მივხვდი მთლად ....რა ხდება!

30%-ზე მე მგონი მოგახსენეთ და ისიც ვთქვი რომ არსად ჩანს საარჩევნო კომისიებში ნაცები აპირებენ უმრავლესობის დათმობას. ეს თუ არ იქნება რა მნიშვნელობა აქვს თარხნიშვილი იქნება თუ ქიბროწაშვილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

30%-ზე მე მგონი მოგახსენეთ და ისიც ვთქვი რომ არსად ჩანს საარჩევნო კომისიებში ნაცები აპირებენ უმრავლესობის დათმობას. ეს თუ არ იქნება რა მნიშვნელობა აქვს თარხნიშვილი იქნება თუ ქიბროწაშვილი?

თუ ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატის წამოყენება მოახერხა, ეს 30% დიდ პრობლემას ვერ შექმნის იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ბევრი წყალქვეშა რიფი იქნება
მსგავსი ნაღმები იქნება

შენ გემის კაპიტანი ხო არ იყავი ომამდე? :hitler::

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...