Jump to content
Planeta.Ge

განახლებადი ენერგია


Recommended Posts

რა მაინტერესებს ნუ შენ სავარაუდოდ ექსპერიმენტს და კვლევებს თუ არ ჩაატარებ ისე არ გეცოდინება მაგრამ ზოგადად რას ფიქრობ ვთქვათ წყალი თუ არის 80 გრადუსი მაგის ადუღება და შემდეგ ელექტრო ენერგიის მიღება ხო შეიძლება არა? ხოდა ელექტრო ენერგიის საშუალებითაც ხო შეიძლება მაგ წყლის ადუღება არა? და ისეთი რამ შეიძლება რომ მაგ ადუღებული წლიდან მიღებული ელექტრო ენერგია ადუღებდეს მაგ წყალს რომ მივიღოთ ელექტრო ენერგია და პლიუს დამატებითი დენიც გვრჩებოდეს ქალაქში გასაშვებად და ასე შემდეგ?

კი შესაძლებელია, მაგრამ რამდენად ღირს მასეთი რამის გაკეთება ეგ უკვე სხვა თემაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მაინტერესებს ნუ შენ სავარაუდოდ ექსპერიმენტს და კვლევებს თუ არ ჩაატარებ ისე არ გეცოდინება მაგრამ ზოგადად რას ფიქრობ ვთქვათ წყალი თუ არის 80 გრადუსი მაგის ადუღება და შემდეგ ელექტრო ენერგიის მიღება ხო შეიძლება არა?

შესაძლებელია და ღირს კიდეც. ოღონდ წლწლის ადუღება არა რასაკვირველია... სხვა ნივითირებებით, რომელიც ამ ტემპერატურაზე ჭკუიდან გადადიან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შესაძლებელია და ღირს კიდეც. ოღონდ წლწლის ადუღება არა რასაკვირველია... სხვა ნივითირებებით, რომელიც ამ ტემპერატურაზე ჭკუიდან გადადიან...

ასე თუ ისე გაციება ყოველთვის გჭირდება, ანუ ტემერატურის სხვაბით შეგიძლია ენერგიის მიღება. ტუ რომელი იქნება სარფიანი ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ანუ ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი(ასაწონ-დასაწონი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

დისკუსია: განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში ბეჭდვა ელფოსტა

ჟურნალი - მდგრადი განვითარება

პარასკევი, 04 ივნისი 2010

 

m_discussჟურნალ „ინფორმაცია და საზოგადოების“ რედაქციის ინციატივით ჩატარდა დისკუსია თემაზე: განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. დისკუსიის მიზანია გამოავლინოს საქართველოს სამეცნიერო-პრაქტიკული შესაძლებლობები და ჩაერთოს მსოფლიო პროცასში იდეით: „საქართველო სუფთა ენერგეტიკით“.

 

marsgishviliთამაზ მარსაგიშვილი - ფიზ.მათ.მეც. დოქტორი, რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ევროსაინსისა და ამერიკული ქიმიური საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს 12-მდე საერთაშორისო გრანტი. აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

 

ახლო მომავალში ტრანსპორტისათვის საწვავად წყალბადის გამოყენება შესაძლებელია იქცეს გადაწყვეტად დიდი ქალაქების უმწვავესი ეკოლოგიური პრობლემისა – გარემოს, პირველ რიგში კი საჰაერო აუზის, დაბინძურებისა. საკმაოდ იაფი წყალბადის საწარმოებლად, რომელიც გამოყენებული იქნება საწვავად, აუცილებელია იაფი ელექტროენერგიის წყარო.

 

საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი იაფი ელექტროენერგიის წარმოებისთვის (ჰიდრო, მზის, ქარის, თერმული, შავი ზღვის ენერგეტიკული რესურსები და ა.შ.), რაც ამ რაიონს პერსპექტიულს ხდის წყალბადის ენერგეტიკის განვითარების კუთხით.

 

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების განვითარება დაეფუძნება იაფი ჰიდროელექტროენერგიის გამოყენებას. უკვე ამჟამადაც, წყლის ელექტროლიზის საშუალებით, საქართველოში შესაძლებელია წელიწადში ათეულ ათასობით ტონა წყალბადის წარმოება ღამის საათებში იაფი ელექტროენერგიის გამოყენებით. წყლის ელექტროლიზისას წყალბადის გარდა აგრეთვე მიიღება ჟანგბადიც. ამ ჟანგბადის საუკეთესო გამოყენება იქნება მურა ნახშირიდან წყალბადის წარმოება. საქართველოში ასეთი ნახშირის მარაგები 300 000 000 ტონაა.

 

2003 წლის სექტემბერში საქართველოში გამოიცა ქვეყნის პრეზიდენტის ე.შევარდნაძის განკარგულება № 1087 საქართველოში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, არ იქნა რეალიზებული.

 

barbakadzeკარლო ბარბაქაძე - პროფესორი, ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის სამეცნიეორო საბჭოს თავმჯდორე, საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

 

ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი მზის სხივების ენერგია დედამიწის ზედაპირზე 1 კვტ/მ2 სიმკვრივით აღწევს. მისი წყალობით არსებობს სიცოცხლე დედამიწაზე, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გარდაქმნით არის ეკოლოგიურად სუფთა წყლისა და ქარის ენერგიები წარმოქმნილი. აღნიშნული ენერგიის აკუმულირებასა და ფართომასშტაბიან გამოყენებას ელექტრული ენერგიისა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის საწვავის სახით მთლიანად შეუძლია კაცობრიობის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნოლების დაკმაყოფილება. ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში მიმდინარეობს 150 ვტ სიმძლავრისა და 10% მქკ-ის მზის თერმოელექტრული გერნერატორის დამუშავება ავტონომიური ელექტრული ენერგიის წყაროდ გამოყენების მიზნით. პერსპექტივაში შესაძლებელია მისი მქკ-ის 20%-მდე გაზრდა.

 

თამაზ ვაშაკიძე, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი, აკადემიური დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 80-ზე მეტი სამეცნიერო vashakidzeდა სამეცნირო-პოპულარული ნაშრომის და ცხრა გამოგონების, მათ შორის ორი დანერგილის ავტორი.

რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონკურსის გამარჯვებული:

CRDF (Civilian research &Development Foundation, USA) – 2005,2006.

ENERGY GLOBE AWARD (Austria) – 2007

 

ტრადიციული საწვავ-ენერგეტიკული რესურსი (ნავთი, ბუნებრუვი აირი და ა.შ.), რომელიც საქართველოს პრაქტიკულად არ გააჩნია, ხარჯვის არსებული ტემპების მიხედვით და ექსპერტთა შეფასებით, ამოიწურება უახლოეს 100 წელიწადში. ჩვენს ქვეყანას გააჩნია როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანური რესურსი, რათა შეიმუშავოს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების კომპლექსური პროგრამა ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოსაყენებლად.

 

მარინა მაჭავარიანი, ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი. რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. machavarianiგამოქვეყნებული აქვს 42 ნაშრომი, მიღებული აქვს მონაწილეობა სამ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში (STCU) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო პროექტებში.

 

ინსტიტუტში შემუშავებული იყო პროექტი. პროექტის მიზანია ახალი ტიპის ფოტოელექტროქიმიური უჯრედის (ფეუ) შექმნა მზის ენერგიის კონვერსიისთვის წყალბადის ენერგიაში წყალხსნარებიდან წყალბადის აკუმულირების შესაძლებლობით. მზე ენერგიის თავისუფალი წყაროა, წყალი – იაფი რეაგენტი და მიღებული წყალბადი – სავსებით მისაღები საწვავი ენერგეტიკის და ეკოლოგიის თვალსაზრისით. ჩვეულებრივად ფეუ უჯრედი შედგება ერთობლივად მომუშავე ნახევარგამტარული ფოტოანოდის და მეტალური კათოდისგან. არაწონასწორული ელექტრონები და ხვრელები გენერირდებიან გამყოფ საზღვარზე - ნახევარგამტარი/ელექტროლიტი ფოტოანოდზე სინათლის ზემოქმედებით. შედეგად წყალი იყოფა წყალბადად და ჟანგბადად.

 

გრიგორ ტატიშვილი, ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი. რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული tatishviliაქვს 25-ზე მეტი ნაშრომი.

 

არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში შემუშავებული იყო წყალბადის მიღების პროექტი თერმოქიმიური მეთოდით მზის ენერგიის გამოყენებით.

 

წყალბადის წარმოება შესაძლებელია წყლის თერმული დაშლის მეშვეობით, რომლისათვისაც სითბოს წყაროდ შეიძლება გამოყენებილ იქნას მზის ენერგია. სითბოს მიღება სარკეებისა და კონცენტრატების დახმარებით გაცილებით უფრო იაფი და ეფექტურია, ვიდრე ელექტროენერგიის მიღება ნახევარგამტარული გარდამქმნელების საშუალებით. წყლის თერმოქიმიური დაშლა და ამ გზით წყალბადის მიღება საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი.

 

 

 

ოლეგ შატბერაშვილი - ფილოსოფიის დოქტორი. 90-ზე მეტი ნაშრომის ავტორი ფიზიკაში. 1976-2004 წლებში საქართველოს სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციის shatberashviliინსტიტუტის (ტეკინფორმის) დირექტორი. საერთაშორისო ორგანიზაციების (UNESCO,UNIDO,FAO,GFAR და სხვა) პროექტებში ექსპერტი.

 

მიუხედავად იმისა, რომ არატრადიციული ენერგეტიკის დანერგვა პირველ ეტაპზე ძვირი ჯდება, მას ხანგრძლივ პერსპექტივაში, საკმაოდ დიდი ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტი აქვს. ამ საკითხებს მე მრავალი ნაშრომი მივუძღვენი და სამთავრობო კომისიებში ჩემი მუშაობის დროს წინადადებებიც დავაყენე.

 

მიმაჩნია, რომ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ერთიანი სამთავრობო პროგრამის დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ენერგოდაზოგვის ტექნოლოგიების საკითხიც დაემატება.

 

დღევანდელი შეხვედრა პროფესიონალთა ხედვის ჩამოყალიბების საფუძვლად მიმაჩნია, რომელიც დაეფუძნება საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვილ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, აგრეთვე მსოფლიოს უახლეს მიღწევებს.

 

რაფიელ ჩიქოვანი - პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს; მიკრო-ელექტრონიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიკროელექტრონიკის chikovaniსასწავლო-სამეცნიერო ცენტრის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი. საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის (IBC, კემბრიჯი, ინგლისი) გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

არატრადიციული ენერგიების განვითარებას საქართველოში საკმაოდ კარგი პერსპექტივები გააჩნია. ეს განპირობებულია არა მარტო საქართველოს ამ დარგების გამოყენების შედეგებით, არამედ ქვეყანაში არსებული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალით და კვალიფიციური კადრების არსებობით.

 

არატრადიციულ ენერგიებს შორის საქართველოსთვის, ვფიქრობ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მზის ენერგიის ფოტოელექტრონული გარდამქმნელების საშუალებით ელექტრული ენერგიის მიღება. მთელს მსოფლიოში ეს მიმართულება ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა და აქვს წარმოების ყველაზე მაღალი ტემპი.

 

საქართველოსათვის ამ დარგის პერსპექტულობას განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ფაქტორები:

 

* მზის დღეების რაოდენობა წელიწადში (250 დღეზე მეტი).

* არსებული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და მაღალკვალიფიცირებული პერსონალი.

* ნახევარგამტარული მასალების არსებობა საქართველოში.

* ძნელადმისაწვდომ რეგიონებში მზის ენერგიის გამოყენების უპირატესობა.

* მზის ფოტოელექტრული გარდამქმნელების რეალიზაციის ფართო არეალი.

 

მეტად საინტერესო, და ვფიქრობ, პერსპექტიულ საკითხს ინვესტირებისთვის წარმოადგენს საქართველოში ტექნიკური სილიციუმის წარმოების ორგანიზება მზის ფოტოელექტრული გარდამქმნელებისათვის. ტექნიკური სილიციუმი დეფიციტია მსოფლიოში და ეს მომგებიანი წარმოება იქნება. მით უმეტეს, რომ საქართველოში არსებობს მაღალი ხარისხის კვარციტები, არის მუშახელი და არიან სპეციალისტები.

 

მიმაჩნია, რომ საჭიროა მომზადდეს და მთავრობას წარედგინოს საქართველოში ალტერნატიული ენერგიის განვითარების კომპლექსური პროგრამა, სადაც განსაზღვრული იქნება ბიზნესისა და ინვესტორების მონაწილეობა.

 

chikhradzeნიკოლოზ ჩიხრაძე - საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი; განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების კვლევებთან დაკავშირებული სამი საერთაშორისო პროექტის მენეჯერი. აშშ-ის მინერალების, მეტალების და მასალების საზოგადოების წევრი.

 

სრულიად ვეთანხმები დისკუსიის მონაწილეთა მოსაზრებებს. საქართველოს გააჩნია არატრადიციული და განახლებადი ენერგეტიკის განვითარების დიდი პოტენციალი რომელის გამოყენების შესახებაც დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. პრაქტიკულად არ გამოიყენება ისეთი მნიშვნელოვანი წყაროებიც კი, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია. ცხადია, რომ ამ პოტენციალის ათვისებას სჭირდება სათანადო სახელმწიფო მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა. ასეთი მხარდაჭერის მოპოვებას და ფინანსების მოზიდვას სჭირდება ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და პოლიტიკურ ჭრილში კვალიფიციურად დასაბუთებული, ყოვლისმომცველი საინვესტიციო პროექტების შექმნა. ასეთი პროექტები კი მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას. აუცილებელია აგრეთვე ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიების გაფართოვება და ქართულ საზოგადოებაში სათანადო პოპულარიზაციაც.

 

 

 

http://informsoc.org/ka/journal/sustainable-development/85-discussion-on-renewable-energy

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართულ კანონმდებლობაში განახლებადი ენერგიის წყაროების ცნების განმარტება გაჩნდება(23.04.2010)

ინტერპრესნიუსი

ქართულ კანონმდებლობაში განახლებადი ენერგიის წყაროების ცნების განმარტება გაჩნდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებების პროექტი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს უკვე მომზადებული აქვს. ცვლილება "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ~ კანონში უნდა შევიდეს. კერძოდ, განიმარტება, რომ "განახლებადი ენერგიის წყაროები" არის არაწიაღისეული, მდგრადი ენერგიის ყველა წყარო, რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიოენერგიით, გეოთერმული ენერგიით, ჰიდროენერგიით, მზის ენერგიით, ქარის ენერგიით, ზღვის ენერგიით, მათ შორის დინებების, ტალღების და თერმული ენერგიით. როგორც აღნიშნულ კომიტეტში განმარტავენ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა (ENP AP), ითვალისწინებს ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების სფეროში. მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ 2008 წლის 18 აპრილს მიღებულია დადგენილება "საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ~, თუმცა არც აღნიშნული დადგენილება და არც "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ~ საქართველოს კანონი არ შეიცავს განმარტებას "განახლებადი ენერგიის წყაროების~ თაობაზე. შესაბამისად, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტში აცხადებენ, რომ მათი კანონპროექტის მიზანი საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა.

 

წყარო: რეზონანსი

http://www.resonancedaily.com/index.php?opt=news&id_rub=4&id_news=880

 

 

 

 

 

 

 

სუფთა ენერგიის გამო გამართულ რბოლაში ჩინეთი ლიდერობს

 

განახლებადი ენერგია ჩინეთის სტრატეგიულ პოზიციებს ამყარებს.

24 საათი

 

24 საათი 02.03.10

 

* aa

მდგრად ენერგიაზე გადასვლამ, შესაძლოა, დასავლეთი ჩინეთზე დამოკიდებული გახადოს. მუშა ქარის ტურბ

* aa

 

განახლებადი ენერგია ჩინეთის სტრატეგიულ პოზიციებს ამყარებს.

 

ტიანცზინი, ჩინეთი - ჩინეთმა დანიელი, გერმანელი, ესპანელი და ამერიკელი მეტოქეები უკან ჩამოიტოვა, გახდა რა მსოფლიოში ქარის ტურბინების უმსხვილესი მწარმოებელი და წელს კიდევ უფრო შორს წასასვლელად არის შემართული.

 

ჩინეთმა გასული ორი წლის განმავლობაში ასევე ნახტომი გააკეთა, გადაუსწრო დასავლეთს და მსოფლიოში მზის ბატარეების უმსხვილეს მწარმოებელად მოგვევლინა. ამას გარდა, ეს ქვეყანა ასეთივე ძალისხმევით ცდილობს ააგოს ატომური რეაქტორები და ყველაზე ეფექტიანი ტიპის ნახშირზე მომუშავე ენერგო-სადგურები.

 

განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სფეროში დომინირებისაკენ მიმართული ეს მცდელობები იმის პერსპექტივას ქმნის, რომ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მოპოვებულ ნავთობზე თავისი დამოკიდებულება იმაზე გაცვალოს, რომ ჩინეთში წარმოებულ მზის ბატარეებს, ქარის ტურბინებსა და სხვა დანადგარებს დაეყრდნოს.

 

"ენერგო მოწყობილობების უმეტესობას ექნება დაფა წარწერით ‘დამზადებულია ჩინეთში’," - განაცხადა კ.კ. ჩანმა, მთავარმა აღმასრულებელმა პეკინურ კერძო საერთო საინვესტიციო ფონდში, Nature Elements Capital, რომელიც განახლებადი ენერგიის საკითხებზე მუშაობს.

 

პრეზიდენტმა ობამამ კონგრესის წინაშე თავის ყოველწლიურ გამოსვლაში, შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ აშშ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით კი ჩინეთს, ჩამორჩებოდა. "ჩემთვის მიუღებელია მომავალი, სადაც მომავლის სამუშაო ადგილებსა და მრწეველობებს ფესვები ჩვენს საზღვრებს გარეთ აქვთ - და მე ვიცი, რომ ეს თქვენთვისაც მიუღებელია," - განუცხადა მან კონგრესს. აშშ და სხვა სახელმწიფოები ცდილობენ შექმნან საკმარისი მოტივაცია, რათა განახლებადი ენერგიის საკუთარი ინდუსტრიები ქვეყნის შიგნით შეიქმნას, ხოლო ბატონი ობამამ გამოვიდა მოწოდებით ამერიკის მცდელობების გაორმაგების შესახებ. და მაინც, ბევრი დასავლელი და ჩინელი აღმასრულებელი ელის, რომ ჩინეთი ენერგო-ტექნოლოგიის შეჯიბრში გაიმარჯვებს.

 

მრავალეროვნული კორპორაციები ჩინეთის ბაზრის სწრაფ ზრდას ჩინეთში დიდი, უმაღლესი ტექნოლოგიის ქარხნების აგებით პასუხობენ. დანიურმა Vestas-მა ახლახანს ააგო ქარის ტურბინების მწარმოებელი მსოფლიოში უდიდესი კომპლექსი აქ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, და მოახდინა ტექნოლოგიის ტრანსფერი ელექტრონული მართვის უახლესი მოწყობილობებისა და გენერატორების შესაქმნელად. "ბაზარს ფეხი სწრაფად უნდა აუწყო, - განაცხადა იენს ტომმერუპმა, Vestas-ის ჩინეთის ფილიალის პრეზიდენტმა, - ქარის ენერგიის ბაზრის ფარგლებში ასეთი სწრაფი განვითარება ჯერ არავის არასდროს უნახავს."

 

განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების განვითარების შედეგად, აქ დამატებითი სამუშაო ადგილები სწრაფად იქმნება. მათმა რიცხვმა, ჩინეთის განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების ასოციაციის მონაცემების მიხედვით, რომელსაც მთავრობა უჭერს მხარს, 2008 წელს 1,12 მილიონს მიაღწია და წელიწადში 100 000-ით იზრდება. და მაინც, განახლებადი ენერგია, შესაძლოა, უფრო მეტის მომტანი იყოს ჩინეთის ეკონომიკისათვის, ვიდრე ეკოლოგიისათვის. ენერგიის ჯამური გამომუშავებით ჩინეთი აშშ-ს 2012 წელს გადაუსწრებს და დამატებითი სიმძლავრის უმეტესი ნაწილი კვლავაც ნახშირზე მოვა.

 

ჩინეთის გეგმით, ქარის, მზისა და ბიომასის ენერგია 2020 წლისათვის ამ ქვეყნის ელექტრო გენერაციის სიმძლავრის 8 პროცენტი იქნება. ეს ეფარდება დღეს ჩინეთსა და აშშ-ში არსებულ მაჩვენებელს, რომელიც 4 პროცენტს უტოლდება. 2020 წელს ჩინეთის ენერგო სიმძლავრის ორი-მესამედი კვლავაც ნახშირით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო სიმძლავრის დანარჩენი ნაწილი, უმეტესწილად, ატომური და ჰიდროენერგიით. იმის ფონზე, რომ ჩინეთი ენერგო-დანადგარების ექსპორტზე დომინირების მიღწევას ცდილობს, მისი უპირატესობა იმაშია, რომ ენერგო დანადგარების მსოფლიოში უდიდეს ბაზარს წარმოადგენს. მთავრობა დიდ დანახარჯებს სწევს ელექტრო გამანაწილებელი სისტემის განახლებისათვის და ამ საქმისთვის მხოლოდ 2009 წელს 45 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფი ბანკები ხელგაშლილ დაფინანსებას უზრუნველყოფენ.

 

ჩინეთის უმაღლესი მმართველები ინტენსიურად არიან ფოკუსირებულნი ენერგო-პოლიტიკაზე: მთავრობამ ახლახანს გააკეთა განცხადება ენერგეტიკის ეროვნული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც მინისტრთა კაბინეტით იქნება დაკომპლექტებული და იქნება ერთგვარი "სუპერ-სამინისტრო", რომელსაც სათავეში თავად პრემიერ-მინისტრი ვენ ცზიაბაო ჩაუდგება. მარეგულირებლებმა ენერგოგენერაციის კომპანიებს დავალებები მისცეს, რათა მათ უფრო მეტად გამოიყენონ განახლებადი ენერგია. საკუთარი მზის ბატარეების ან მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლების დასამონტაჟებლად მომხმარებლისათვის გამოყოფილმა ხელგაშლილმა სუბსიდიებმა მთელი ჩინეთის მასშტაბით სახლის სახურავებზე საქმიანობის გამოცოცხლება გამოიწვია.

 

ჩინეთის უდიდესი უპირატესობა, შეიძლება, ელექტროენერგიაზე ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნა იყოს, რომელიც წელიწადში 15 პროცენტით იზრდება. იმისათვის, რომ მომავალ ათწლეულში ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა მოხდეს, ენერგეტიკის საერთაშორის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩინეთს ელექტროობის გენერაციის სიმძლავრის ცხრაჯერ მეტად გაზრდა დასჭირდება, ვიდრე აშშ-ს. ასე რომ, თუმცა ამერიკელები მიჩვეულნი არიან იფიქრონ საკუთარ თავზე, როგორც უმსხვილეს ბაზარზე მრავალი ინდუსტრიისათვის, ენერგო-დანადგარების ჩინური ბაზარი აშშ-ს ენერგო-დანადგარების ბაზარს აჩიავებს, იმის მიუხედავად, რომ ამერიკული ბაზარი უფრო ძველია.

 

ეს ნიშნავს, რომ ჩინელი მწარმოებლები ფართო მასშტაბიანი წარმოებისგან უდიდეს ეფექტიანობას იმკიან. აშშ-ში ენერგოკომპანიები ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე, იყიდონ განახლებადი ენერგიის დანადგარები ან განაგრძონ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ენერგოსადგურების გამოყენება, რომლებიც უკვე კარგა ხნის აშენებულია და რომლის ხარჯებიც უკვე გადახდილია. ჩინეთში ენერგო-კომპანიებს ახალი დანადგარების ყიდვა ყველა შემთხვევაში უწევთ, ხოლო განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით კი ქარისა და ატომური ენერგიის ფასის კონკურენტუნარიანობა გამუდმებით იზრდება.

 

ისევე, როგორც წარმოების სხვა სექტორებში, ჩინეთში არსებული შრომის დაბალი დანახარჯები ენერგეტიკის სექტორშიც უპირატესობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინელთა ხელფასები მკვეთრად გაიზარდა, Vestas-ი ჩინეთში კონვეერის ხაზის მუშებს წელიწადში კვლავაც მხოლოდ 4,100 აშშ დოლარს უხდის. ფასების ვარდნის ფონზე, ჩინეთის ქარისა და მზის ენერგიის კომპანიები ცდილობენ დანადგარების საზღვარგარეთ გაყიდვას და ეჯახებიან დასავლური კომპანიების პრეტენზიებს, რომ მათ არასამართლიანი უპირატესობა გააჩნიათ.

 

"ყველა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს და ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს, განახლებად ენერგიაზე დაბალი ფასი სურს, - განაცხადა მა ლიგუანმა, ჩინეთის განახლებადი ენერგიის ასოციაციის მმართველი დირექტორის მოადგილემ, - დღეს ჩინეთმა მაიღწია ამ დონეს, მაგრამ ამისათვის ის დანარჩენი მსოფლიოსგან კრიტიკას იღებს."

 

ჩინეთმა ქარის ტურბინების, ზემოთ, და ქვემოთ, მზის ბატარეების საკითხში დასავლეთს გადაუსწრო. ზოგიერთის აზრით დასავლეთი, შესაძლოა, უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულებიდან ჩინურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულებაზე გადავიდეს.

 

კით ბრედშერი

 

http://24saati.ge/index.php/category/business/2010-03-02/4065.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...

ენერგიის მექანიკური შენახვა. აკუმლიატორზე გაცილებით ნაკლები დანაკარგებია აქვს ინერციით მოძრავ "ბორბალს".მაგრამ კონდესატორივით მხოლოდ მცირე დროში შეიძლება მექანიკური ენერგიის ელექ. ერერგიის მიღება.

 

http://images.derstandard.at/t/12/2010/10/11/1285258793076.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

ელ.ენერგიის შენახვის მეთოდებზე დიდი მოთხოვნა ევროპაში და მომავალში განახლებად ენერგიის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება.

ისე ბევრი საინტერესო მეთოდი არსებობს ენერგიის შესანახად.

 

Гидроаккумулирующая электростанция როგორ არის ქართულად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 weeks later...
ენერგიის მექანიკური შენახვას ვერ ჩავწვდი ისე :D

ელექტრო ენერგიის როგორც მექნიკური ანუ კინეტიკური ან პოტენციური ენერგიის სახით შენახვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელექტრო ენერგიის როგორც მექნიკური ანუ კინეტიკური ან პოტენციური ენერგიის სახით შენახვა

არა, აზრი გავიგე, მაგრამ როგორ აკეთებენ ეგ მეჩვენება წარმოუდგენლად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, აზრი გავიგე, მაგრამ როგორ აკეთებენ ეგ მეჩვენება წარმოუდგენლად...

 

აგერ გაქვს მაგალითი

http://planeta.ge/topic/13183-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90/page__view__findpost__p__396164

 

ჰესების ნაირსახებები არსებობენ, რომელსაც ორი ავზი აქვს. როცა ჭარბი ელ. ენერგიაა მაშინ ქვემოდან შემოთ ტუმბავენ წყალს და როცა ელ. ენერგია საჭირო პირიქით.

ასევე არსებობს ჰაერის დიდი ავზები,სადაც ჰაერს 45-70 ბარ ტუმბავენ და მერე ტურბინებით ისევ ღებულობენ ელ. ენერგიას.

 

კიდევ არის რამოდენიმე მეთოდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
განახლებად ენერგიებზე დამატებითი ინფორმაციები ვისაც აინტერესებს ეწსიოს ჩემს ბლოგს, http://energoblogi.wordpress.com/
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...