Jump to content
Planeta.Ge

განახლებადი ენერგია


Recommended Posts

გეოთერმული თბური ტუმბოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა

პუბლიკაციის სურათი

 

2008 წლის სექტემბერში პროგრამის ,,ენერგეტკის განვითარება სოფლად” ფარგლებში თბილსიში ჩამოვიდა ჯონ გეიერი, გეოთერმული თბური ტუმბოების ინსტრუქტორი და დიზაინერი. ვიზიტის მიზანი იყო ორი კერძო სადემონსტრაციო პროექტისათვის მიწაში დაწყვილებული თბოგადამცემების დაპროექტება და გამათბობელი და გამაგრილებელი მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური პირობების ჩამოყალიბება.

 

განხორციელდა ობიექტის დათვალიერება, ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და მოეწყო შეხვედრები ადგილობრივ მბურღავებთან და მშენებლებთან.

 

შეფასებულ იქნა ადგილობრივი სამშენებლო მეთოდები და მასალები. თითოეული პროექტისათვის შემუშავებულ იქნა თბური დატვირთვები, რაც, ამობეჭდილი ვერსიებით და “შემდგომი ნაბიჯების” შესახებ ინსტუქციებით, შეტანილ იქნა შენობების პროექტებში

 

ვინროკი ასევე მიზნად ისახავდა საქართველოს ენერგეტიკის წამყვანი სპეციალისტებისათვის ბრიფინგის მოწყობას, რათა გეოთერმული თბური ტუმბოები დაემატოს სტრატეგიულ ენერგოდაგეგმარებას და ენერგიის წყაროების ვარიანტებს. პროექტის მშენებლებმა, არქიტექტორებმა და ინჟინერ-მექანიკოსებმა მიიღეს ძირფესვიანი ინფორმაცია გეოთერმული პროექტირების პრინციპების და პარამეტრების შესახებ. ადგილობრივად შემუშავებული თბური დატვირთვები გადამოწმებულ იქნა გეოთერმული პროგრამული გამოთვლებით.

 

12 მონაწილეს ჩაუტარდა ორი ბრიფინგი, სადაც წარმოდგენილ იქნა გეოთერმული სწავლების და ბაზრის განვითარების საფუძვლები და პროცედურები.

 

http://www.nateliproject.ge/index.php?article_id=32&clang=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენება ადგილობრივი ენერგო მომარაგებისათვის

პროექტის მიზანს წარმოადგენს მოხსნას ის ძირითადი ბარიერები რომელნიც ადგილობრივ ენერგო მომარაგებაში თვითგანახლებადი ენერგო რესურსების გამოყენებას აბრკოლებენ.

 

პროექტის ამოცანებია:

 

1. შეამციროს იურიდიული და მარეგულირებელი ბერიერები: ა) მხარი დაუჭიროს თვითგანახლებადი ენერგიის მწარმოებლებს თავისუფლად აწარმოონ პროდუქცია, ბ) ხელი შეუწოს შესაბამისი გადასახადების აკრეფასა და გაკონტროლებას, და გ) წაახალისოს ინვესტირება ამ სფეროში.

 

2. ხელი შეუწყოს თვითგანახლებადი ენერგო რესურსებისათვის საპილოტო საკრედიტო ხაზის შემოღებას.

 

3. მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას და გაზარდოს ქმედითუნარიანობა განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისათვის.

 

პროექტი ხელს უწყობს გეოთერმული რესურსების გამოყენებას ცხელი წყლით მომარაგებისა და გათბობისათვის. აგრეთვე ჰიდროენერგიის გამოყენებას ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოებაში.

 

პროექტის განხორციელება ორ ძირითად კომპონენტს ეყრდნობა. პირველი კომპონენტი ტექნიკურ დახმარებას მოიცავს და გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის მიერ იმართება. მეორე, ფინანსური კომპონენტის მართვას გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ახორციელებს.

 

პროექტის განმახორციელებელ პარტნიორებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს. ორივე სამინისტრო პროექტის დონორებთან ერთად ქმნის პროექტის მმართველ კომიტეტს.

 

პროექტის მისამართი გულუას ქ. #6

თბილისი 0114 საქართველო

საკონტაქტო პირი პაატა ჯანელიძე

პროექტის მენეჯერი

paata.janelidzde@undp.org.ge

საკონტაქტო პირი UNDP-ში მარიამ შოთაძე

პროგრამის ანალიტიკოსი

mariam.shotadze@undp.org

 

http://undp.org.ge/new/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&pr_id=81

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოსმოსური კაშხლებიც ძალიან საინტერესო თემა, სკნადინავიაში უკვე შეიქმნა ერთი საცდელი კაშხალი როგორც ვიცი

 

 

ოსმოსი – მოვლენა, რომელიც მდგომარეობს ნაწილობრივგამტარი მემბრანით (ანუ მემბრანით, რომელიც ატარებს სითხის მოლეკულებს და არ ატარებს მასში გახსნილი ნივთიერების მოლეკულებს) გაყოფილი სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს შორის სითხის მოძრაობაში. სითხე ნაკლებად კონცენტრირებული (ჰიპოტონიური) ხსნარიდან მეტად კონცენტრირებულ (ჰიპერტონიულ) ხსნარში გადადის. ასე გრძელდება მანამ, სანამ ორივე ხსნარის კონცენტრაცია ერთმანეთს გაუტოლდება. ერთი და იმავე კონცენტრაციის ხსნარებს იზოტონური ხსნარები ეწოდება.

 

ოსმოსის შედეგად წარმოიქმნება ოსმოსური წნევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩEმი "ენერგო რეიტინგი" საქართველოს მომავლითვის:

1. წყლისკაშხლები

2.გეოთერმია

3.ქარის ენერგია

4.ბიო-ენერგია

5.სოლართერმია

6.ფოტოელემტები

 

------

7.ქვანახშირის --> ტურბინები

8. გაზის ტურბუნები

 

 

მოგვიანებით განვავრცობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც არ ვარგა დიდად ეგ რეიტინგი მემგონი... წყლის კაშხლები გასაგებია უდადო პირველ ადგილზეა მაგრამ ეს გეოთერმია რას აკეთებს? თბილი წყალი რომ ამოდის მიწიდან მაგას რა უნდა უყო ქარზე მეტ ენერგიას მაქედან როგორ მიიღებ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წყლის კაშხლები გასაგებია უდადო პირველ ადგილზეა მაგრამ ეს გეოთერმია რას აკეთებს? თბილი წყალი რომ ამოდის მიწიდან მაგას რა უნდა უყო ქარზე მეტ ენერგიას მაქედან როგორ მიიღებ

საქართველოს პირობებში გეოთერმია ბევრად მომგებიანია ვიდრე ქარის ანაც მზის, ეგ ენერგიები რთულად კონტროლირებადია ანუ ძალიან მერყეობს(როცა ქარი ქრის მაშინ გაქვს დენის დიდი რაოდენობა(სიმძლავრე), იგივე მზის სემთხვევაში როცა მხე ანათებს და ა.შ.), ამ ენერგიის შენახვა რთულია(როცა საჭიროზე მეტი დენი აქვთ ავსტრიელები, ისინი წყალს ტუმბავენ მთებში განთავსებულ წყლის კაშხლებში(ფულსაც კი აკეთებენ :D ამით) ) და საჭიროა მაღალი ხარისიხის სადენები და თანამედროვე გამანაწილებელები, მოკლედ მთელი ხაზები და ელექტრო დანადგარები უნდა გამოიცვალოს ასეთი სახის ენერგიაზე რომ გადავიდეთ, მაგრამ გეოთერმიას მაინც ვერ აჯობებს.

 

ხოლო გეოთერმიას მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია ის 24 საათის და მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად გაწვდის ენერგიას, მისი გამოყნება შეიძლება როგორც ელექტრო ენერგიის მისაღებად ასევე პირდაპირ ცხელი წყლის სახით. ხოლო ცხელი წყლის გამოყენება შეიძლება როგორც სახლების გასათბობად ასევე სათბურების, საქართველოს აქვს იდეალური შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის ეგ ტიპი განავითაროს და ზამთარშიც ქორფა ბოსტნეულით არამარტო საქართველო არამედ მეზობლებიც მოამაარაგოს.

 

 

აქ არის ჩემი სტატია გეოთEრმიაზე

http://www.samyaro.org/geothermal-power.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

გავიგე რისი თქმაც გინდა... მაგალითად ჩემთან სახლში წინათ ოთხშაბათობით მოდიოდა მდუღარე გოგირდის წყალი რომელიც სახლსაც ათბობდა და ზოგადად ძალიან მაგარი იყო მაგრამ ძალიან მეეჭვება რომ თბილი წყლიდან რაღაც მნიშვნელოვანი რაოდენობის ელექტრო ენერგია მივიღოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგრამ ძალიან მეეჭვება რომ თბილი წყლიდან რაღაც მნიშვნელოვანი რაოდენობის ელექტრო ენერგია მივიღოთ

სპეციალისტებ კიდევ არ ეჭვეებათ :)

იცი ნახშირით როგორ იღებენ ელექტრო ენერგიას? ანუ წარმოდგენა გაქვს რა პრინციპით მუსაობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ჩEმი "ენერგო რეიტინგი" საქართველოს მომავლითვის:

1. წყლისკაშხლები

2.გეოთერმია

3.ქარის ენერგია

4.ბიო-ენერგია

5.სოლართერმია

6.ფოტოელემტები

 

------

7.ქვანახშირის --> ტურბინები

8. გაზის ტურბუნები

 

ატომური ჩამოწერილია უკვე? :user: ბევრს კი ლაპარაკობდნენ იაფიაო, ეკოლოგიურად სუფთაო, და რავიცი კიდე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ატომური ჩამოწერილია უკვე? :user: ბევრს კი ლაპარაკობდნენ იაფიაო, ეკოლოგიურად სუფთაო, და რავიცი კიდე...

საქართველოსთვისა ეგ რეიტინგი + ატომური ენერგია დიდი ხანია რაც ჩამოწერლია,

იაფი მხოლოდ ინდუსტრიისთVის იყო, ანუ კვლევები ძირითადად სახელმწიფომ ანუ გადასახადის გადამხდელებმა დააფინანსეს, ხოლო ფული სხვებმა გააკეთე.

ამიტომ მათვის იაფი გამოვიდა, მაგრამ საერთო ჯარხით ძალიან თვირი დაუჯდა.საერთო ხარჯში იგულიხმება კვლევები, ექსპლუატაცია და ნარჩენების შენახვა. ეგ ნარჩენები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბევ რეგიონს. ჩერნობილი და კო

აგერ არის ისე თემა მაგ საკითხზე http://planeta.ge/index.php?showtopic=14288

 

 

ატომური განახლებადი ენერგიაა?

თუ არ მეშლება არ არის, რადგან მისი მარაგი არც თუ ისე დიდია ანუ სადღაც მაქსუმი 200 წელი თუ უფრო ნაკლები რესურსებია დედამიწაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სპეციალისტებ კიდევ არ ეჭვეებათ :)

იცი ნახშირით როგორ იღებენ ელექტრო ენერგიას? ანუ წარმოდგენა გაქვს რა პრინციპით მუსაობს?

ზუსტად არ ვიცი მაგრამ წესით წვავენ ქვანახშირს მაგით წყალს ადუღებენ და შემდეგ ორთქლი დიდი წნევის ქვეშ ატრიალებს ტურბინას რომელიც წარმოქმნის ელექტრო ენერგიას... ეხლა ეგ პრინციპი არ დამაწერინო როგორ წარმოიქმნება ელექტრო ენერგია

 

პ.ს. ექსპერტებს თუ არ ეპარებათ ეჭვი მე ეხლა ექსპერტებს ვერ ვასწავლი ჭკუას :D მაგრამ რავი მოკლედ დავფიქრდი ეხლა და მივხვდი შენ რასაც გულისხმობ (თუ იმას გულისხმობ რაზეც მე ვფიქრობ)მაგრამ მემგონი ეგ დიდად მომგებიანი არაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუსტად არ ვიცი მაგრამ წესით წვავენ ქვანახშირს მაგით წყალს ადუღებენ და შემდეგ ორთქლი დიდი წნევის ქვეშ ატრიალებს ტურბინას რომელიც წარმოქმნის ელექტრო ენერგიას... ეხლა ეგ პრინციპი არ დამაწერინო როგორ წარმოიქმნება ელექტრო ენერგია

უხეშად რომ ვთქვათ ეგრეა და წარმოიდგინე ეხლა ცივი ანუ სადღას 15°C ნაცვლად 108 °C , ანაც 80°C გაქვს, ორთქლად რომელს აქცვენ უფო ადვილად ანუ ნაკლები ენერგიის დახარჯვით?

 

რასაც გულისხმობ (თუ იმას გულისხმობ რაზეც მე ვფიქრობ)მაგრამ მემგონი ეგ დიდად მომგებიანი არაა

მომგებიანობა ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული, სკანდინავიის ქვეყნები სწორედ მაგ ტიპის ენერგიას იყნებენ და საკმაოდ წარმატებითაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ატომური განახლებადი ენერგიაა?

დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ განსაკუთრებით კი ირანს მაშინ მიხვდებით რომ გამორიცხულია ჩვენთან რაიმე სახის ატომური რეაქტორის აშენება დაჟე თეორიული მსჯელობა ამის შესაძლებლობაზეც სისილელეა

 

უცხო_პლანეტელი

უხეშად რომ ვთქვათ ეგრეა და წარმოიდგინე ეხლა ცივი ანუ სადღას 15°C ნაცვლად 108 °C , ანაც 80°C გაქვს, ორთქლად რომელს აქცვენ უფო ადვილად ანუ ნაკლები ენერგიის დახარჯვით?

ხო ეგ გასაგებია რომ 15 გრადუსიანი წყლის ადუღება უფრო ძნელია ვიდრე 80 გრადუსიანის თუმცა ხო რავი მართალი ხარ რა და მე ერთი რა მაინტერესებს ნუ შენ სავარაუდოდ ექსპერიმენტს და კვლევებს თუ არ ჩაატარებ ისე არ გეცოდინება მაგრამ ზოგადად რას ფიქრობ ვთქვათ წყალი თუ არის 80 გრადუსი მაგის ადუღება და შემდეგ ელექტრო ენერგიის მიღება ხო შეიძლება არა? ხოდა ელექტრო ენერგიის საშუალებითაც ხო შეიძლება მაგ წყლის ადუღება არა? და ისეთი რამ შეიძლება რომ მაგ ადუღებული წლიდან მიღებული ელექტრო ენერგია ადუღებდეს მაგ წყალს რომ მივიღოთ ელექტრო ენერგია და პლიუს დამატებითი დენიც გვრჩებოდეს ქალაქში გასაშვებად და ასე შემდეგ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...