Jump to content
Planeta.Ge

ისტორია როგორც მეცნიერება


Recommended Posts

სულ პირველი წყარო ისტორიის შესახებ იყო მითი. საერთოდ პირველ წყაროებში არეულია, რეალობა მითდან.

 

ა) ბერძნული ისტორიული აზროვნება

 

თუმცა უკვე ძველმა ბერძნებმა (ჰეროდოტემ და თუკიდიდემ) ისტორიული აზროვნება ახალ სიმაღლეზე დააყენეს. ბერძნებმა საღად გაიაზრეს რომ ისტორია არის ან შეიძლება იყოს მეცნიერება, რომლის შესწავლის სფერო არის ადამიანთა მოქმედება. ისტორია ბერძნებისთვის არ იყო ლეგენდა, ის იყო კვლევა და შეკითხვაზე პასუხის გაცემა.

 

ჰომეროსის ნაწარმოებები იმის მიუხედავად რომ შეიძლება ბევრ ცნობას შეიცავდნენ არის ლეგენდა და რაღაც დონეზე თეოკრატიული. ჰომეროსი აღწერდა როგორ ერეოდა ღმერთები ადამიანთა ცხოვრებაში, პრაქტიკულად მათი ჩარევის გარეშე არაფერი არ ხდებოდა, ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

ამის მიუხედავად ბერძნულ ისტორიოგრაფიის მახასიათებელი იყო ის რომ ამ ლეგენდების გვერძე განვითარდა ისტორიაც.

 

ჰეროდოტე იყო რაციონალურად მოაზროვნე, საკითხს იკვლევდა გამომწვევი მიზეზის კვლევიდან, ანუ ლეგენდის შექმნას წინ რა უძღოდა. ის ეძებს წყაროს, რათა პასუხი გასცეს პასუხებს და მისთვის მთავარია რომ ადამიანთა მოქმედებები, არ იყოს მივიწყებული. (ამაზე მოგვიანებით უფრო მეტს დავწერ)

 

 

ბ) ქრისტიანული ისტორიოგრაფია

 

1) ქრისტიანული ისტორიოგრაფია ანტიკურ ისტორიოგრაფიისგან განსხვავებით იყო უნივერსალური. ბერძნულ-რომაული ისტორიოგრაფიას არ იყო უნივერსალური, მათ გააჩნდათ ისტორიის მამოძრავებელი ცენტრები (მათი აზრით რომი და საბერძნეთი)

 

2) ქრისტიანული ისტორიოგრაფია მიაწერს ისტორიულ მოვლენებს არა ბრძენ ადამიანებს, რომელიც ცენტრში იყვნენ მოქმედების, არამედ მიაწერს ღვთის ნებას.

 

მაგალიტად ქართულ ისტოროგრაფიაშიც გვხვდება, ესეთი მომენტები. ლაშა-გიორგის მემატიანე, მის დამარცხებას ხსნის იმით რომ ღვთისკენ ზურგი იქცია თავად მეფემო. ანუ რაც არ უნდა ძლიერი ყოფილიყო მეფე, თუ კი ღვთის ნება არ იქნებოდა, ვერანაირი მიწიერი ძალა მას ვერ გაამარჯვებინებდა. ასე რომ ისტორიული პროცესი დედამიწაზე არ წყდებოდა, არამედ სადღაც ზეცაში

 

გ) რენესანსის ისტორიოგრაფია

 

უპირველესი მონაპოვარი რენესანსის ისტორიოგრაფიისთვის იყო ის რომ ისტორიის მამოძრავებელ ძალად ადამიანი დააყენეს. ამ პერიოდში ნათლად გაიყო ზღვარი, ღმერთები აღარ ერეოდნენ მიწიერ ცხოვრებაში და მიწიერი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანი გახდა. განსაკუტრებით მაკიაველის ნაშრომმა შეიტანა ამაში დიდი როლი, მთლიანად დაეთმო ადამიანის მოქმედებების განხილვას მისი წიგნი.

ისტორია გახდა ადამიანის ვნებების ისტორია, რომელიც ვნებას განიხილავდა როგორც აუციხლებელ გამოხატულებას ადამიანის ბუნების..

 

ვიცი ყველა შესავსებია, მოგვიანებით შევავსებ და დავამატებ კიდევ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

კაცობრიობის ისტორიის ფორმაციული ხედვა

ისტორიის ხაზოვანი, პროგრესული განვითარების კონცეფციის ფარგლებში ერთ-ერთ საყურადღებო საფეხურს წარმოადგენს მარქსისტული ფორმაციული თეორია.

კარლ მარქსისა (1818-1883) და ფრიდრიხ ენგელსის (1820-1895) სახელებს უკავშირდება ისტორიის მატერიალისტური გაგების დამკვიდრება, რომლის მიხედვით:

1. ისტორიული პროცესს საფუძვლად უდევს ობიექტური კანონზომიერებები. ამ თვალსაზრისით, მარქსი და ენგელსი ჰეგელის მიმდევრები იყვნენ, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ამ კანონზომირებათა წყაროს ისინი ეძებდნენ არა აბსოლუტურ გონში, არამედ თვით ისტორიულ მოვლენათა შინაგან ლოგიკაში, რომელიც ადამიანთა ნებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად ყალიბდება.

2. საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავს მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. წარმოების წესის რევოლუციურ ცვლილებას მოსდევს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნა. სწორედ წარმოების წესის სრულყიფა განაპირობებს საზოგადოების სვლას პროგრესის გზით, თუმცა ეს გზა არათანაბარი და წინააღმდეგობრივია.

3. საზოგადოებრივი ცნობიერება განსაზღვრულია საოგადოებრივი ყოფიერებით. ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით. შესაბამისად, სულიერი კულტურა მეორადია მატერიალურთან შედარებით, განპირობებულია მისით.

მარქსმა და ენგელსმა ჩამოაყალიბეს მოძღვრება საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების შესახებ. ეს ცნება აღნიშნავს საზოგადოების გარკვეულ ისტორიულ ტიპს, რომლის სახეს განსაზღვრავს მისი საფუძველი – მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. ამ წესითაა განპირობებული ფორმაციის სოციალური სტუქტურა, პოლიტიკური ირგანიზაცია, სამართლებრივი სისტემა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მხარეები. თითოეულ ფორმაციას შეესაბამება კულტურის განსაზღვრული ტიპი.

კაცობრიობის ისტორია წარმოადგენს ერთიან აღმავალ ხაზს. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციები _ პირველყოფილი თემური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და სოციალისტური (რომლის განვითარების უმაღლესი ფაზაა კომუნიზმი) _ წარმოადგენენ საზოგადოებრივი პროგრესის საფეხურებს და თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს. ამ ფორმაციებს სხვადასხვა ტემპით გადის მთელი კაცობრიობა. სხვადასხვა ქვეყანაში ისინი სხვადასხვა დროს აღმოცენდება და მათი არსებობის ხანგრძლიობაც სხვადასხვაგვარია. ამა თუ იმ ხალხმა შეიძლება გამოტოვოს (ან სრულად არ გაიაროს) რომელიმე ფორმაცია (მაგალითად, გერმანელ და სლავ ტომებში, რიგი მიზეზების გამო, მონათმფლობელური ფორმაცია არ ჩამოყალიბდა და ისინი პირველყოფილი თემური წყობილებიდან პირდაპირ ფეოდალიზმზე გადავიდნენ). მარქსი ლაპარაკობდა აგრეთვე “წარმოების აზიურ წესზე”, რომელიც არსებობდა ინდოეთსა და ჩინეთში.

სქემის სახით, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:

 

ფორმაციათა ცვლის საფუძველია წინააღმდეგობა მუდმივად განვითარებად, დინამიკურ საწარმოო ძალებსა და შედარებით ნელადცვალებად წარმოებით ურთიერთობებს შორის. როცა წინააღმდეგობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, იქმნება ერთი ფორმაციის მეორით შეცვლის პირობა. ყოველი მომდევნო ფორმაცია უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე წინამორბედი. ისტორიის მამოძრავებელი ძალაა კლასთა ბრძოლა, რომელიც მსჭვალავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურასაც. თავის უმაღლეს გამოხატულებას კლასთა ბრძოლა რევოლუციაში ჰპოვებს, რომელთაც მარქსი “ისტორიის ლოკომოტივს” უწოდებდა. რევოლუციას შედეგად მოჰყვება ერთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის მეორით შეცვლა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ანალების" ფრანგული სკოლა

 

XX საუკუნის ისტორიოგრაფიასა და კულტუროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია “ანალების” ფრანგული სკოლა, რომელსაც “ახალი საისტორიო მეცნიერების” სახელითაც იხსენიებენ. მისი ჩამოყალიბება დაკავშირებულია ცნობილი ფრანგი ისტორიკოსების ლუსიენ ფევრისა და მარკ ბლოკის მოღვაწეობასთან, რომელთაც 1929 წელს დააფუძნეს ჟურნალი “ანალები”. მათ გააგრძელეს ანრი ბერის მიერ “ისტორიული სინთეზის ჟურნალში” დასახული გზა ისტორიის “გაცოცხლების” მიმართულებით და მიზნად დაისახეს “კოპერნიკის მსგავსი რევოლუციის” განხორციელება საისტორიო მეცნიერებაში. ამ “რევოლუციის” არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ტრადიციული “ისტორის-მოთხრობა” შეცვილილიყო “ისტორია-პრობლემით”.

ისტორია-მოთხრობის შექმნა პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის დამსახურება იყო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საისტორიო წყაროების გამოვლენის, შესწავლისა და, მათზე დაყრდნობით, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დადგენის ხაზით. მაგრამ თანდათანობით, როგორც “ანალების” სკოლის ფუძემდებლები აღნიშნავდნენ, გაჩნდა ემპირიზმით შემოფარგვლის საფრთხე, ისტორიკოსი-ერუდიტები თავს იწონებდნენ წვრილმანების ცოდნით და ვერ ხედავდნენ ცოცხალ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების შესწავლა საისტორიო მეცნიერების მიზანი უნდა ყოფილიყო. რეალური ცხოვრება წერილობითი წყაროების ტექსტებით იცვლებოდა. ლ.ფევრი დასცინოდა “სპილოს ძვლის კოშკში გამოკეტილ საუნივერსიტეტო ცოდნის “მანდარინებს”, რომელთა თხზულებებში გლეხები, სახნისის ნაცვლად, კარტულარიებით ხნავდნენ”.

“ისტორიკოსია არა ის, ვინც იცის, არამედ ის, ვინც ეძიებს”, _ ლ.ფევრის ეს ფრაზა ანალების სკოლის დევიზად იქცა. მათ სცადეს დისციპლინათაშორისი ბარიერების დაძლევა, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური წყაროების, შესასწავლი ეპოქის ლიტერატურისა და ხელოვნების მონაცემების, ტექნიკის, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტის გათვალისწინება საისტორიო კვლევის პროცესში. ეს საშუალებას იძლეოდა, შესწავლილი ყოფილიყო ეპოქის ლექსიკონი, სიმბოლური ქმედებები, ქცევა, აზროვნების წესი, მსოფლაღქმა. “უნდა ვაიძულოთ უტყვი საგნები _ ალაპარაკდნენ და მოგვითხრონ თავიანთ შემქმნელებზე ის, რასაც ისინი თავად არ გვიამბობენ. სწორედ ეს მუდმივი მცდელობა წარმოადგენს ჩვენი _ ისტორიკოსების – ხელობის ყველაზე მიმზიდველ მხარეს”, აღნიშნავდა ლ.ფევრი. ამგვარი მიდგომა თავიდან აგვაცილებდა წარსულის ეკრანზე ჩვენი თანამედროვე ეპოქის აზრებისა და გრძნობების პროეცირებას, რასაც შედეგად მოსდევდა რამზეს II-ის, ცეზარის, კარლოს დიდის თუ სხვა ისტორიული პირის წარმოსახვა, “აჭრა” რომელიმე ჩვენი თანამედროვე დიუპონის ან დიურანის “თარგზე”.

იმ დროისათვის ეს სრულიად ახალი სიტყვა იყო. ასევე ორიგინალური გახლდათ იდეა იმის თაობაზე, რომ ისტორიული ფაქტები და მოვლენები “მიმაგრებოდა” ბუნებრივ- გეოგრაფიულ გარემოს, რაც მოგვიანებით ჩვეულებრივ და აუცილებელ მოთხოვნად იქცა.

ანალების სკოლამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია კულტურისა და ცივილიზაციის ცნებებს. მათი თვალსაზრისით, ყოველი კულტურა წარმოადგენს ანსამბლს, რომელიც შინაგანად ჰომოგენურია, მისი კომპონენტები, მათ შორის არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთ მთლიანობას ქმნიან. რაც შეეხება ცივილიზაციას, მასში მთლიანდება მატერიალური და სულიერი ცხოვრების ყველა მხარე. ცივილიზაციები თვისებრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თითოეულ მათგანს განვითარების ამა თუ იმ საფეხურზე აქვს მსოფლაღქმის საკუთარი, განუმეორებელი სისტემა. ცივილიზაციის სპეციფიკის გაგება ნიშნავს მასში მცხოვრები ადამიანის მიერ სინამდვილის აღქმის ხერხების დადგენას, აზროვნების წესის, საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების იმ შესაძლებლობათა შესწავლას, რომელთაც ცივილიზაცია “აძლევს” ინდივიდს და რომელთაც იგი იყენებს ავტომატურად, განსჯისა და კრიტიკის გარეშე.

ანალების სკოლის დამსახურებაა აგრეთვე მენტალობის ცნების შემოტანა და დამუშავება. მენტალობა მათ მიერ განიმარტება როგორც მსოფლაღქმის შესაძლებლობანი, განპირობებული კულტურითა და ეპოქით. ეს შესაძლებლობანი, რომელიც გარკვეული ეპოქის ადამიანის განკარგულებაშია, მიღებულია მემკვიდრეობით წინა ეპოქისაგან და შეუმჩნევლად იცვლება ისტორიული პრაქტიკის პროცესში. მენტალობა არ არის ფილოსოფიური, მეცნიერული ან ესთეტიკური სისტემა, ესაა საზოგადოებრივი ცნობიერების დონე, რომელშიც აზრი არ არის გამიჯნული ემოციისაგან. ადამიანები იყენებენ მას ისე, რომ არ არ ფიქრობენ მასზე, ვერ ამჩნევენ მას, არ აანალიზებენ მის არსს, წანამძღვრებს თუ ლოგიკურ დასაბუთებულობას. მენტალობის შესასწავლად აუცილებელია როგორც საისტორიო მეცნიერების, ისე ფსიქოლოგთა და ეთნოლოგთა მიერ ადამიანის ფსიქიკის შესწავლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გამოყენება, რაც გააკეთეს კიდეც ანალების სკოლის წარმომადგენლებმა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლ.ფევრმა და მ.ბლოკმა ტერმინი “მენტალობა” ეთნოლოგებისაგან ისესხეს, მაგრამ თუ ეს უკანასკნელნი მხოლოდ პირველყოფილი ადამიანის სპეციფიკურ მენტალობაზე მსჯელობდნენ (ლ.ლევი-ბრიული და სხვები), ანალების სკოლამ ტერმინის მნიშვნელობა გააფართოვა და იგი უფრო რთული და განვითარებული საზოგადოებების ანალიზისათვის გამოიყენა: მ.ბლოკმა _ ადრეულ და კლასიკურ შუასაუკუნეებთან მიმართებაში, ლ.ფევრმა _ აღორძინების ეპოქასთან დაკავშირებით.

ანალების სკოლის წარმომადგენლები მიზნად ისახავდნენ ტოტალური, ან გლობალური ისტორიის შექმნას. ამ ტერმინებს დღეს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ. ანალების სკოლისათვის კი ტოტალური ან გლობალური ისტორია არ გულისხმობს მსოფლიო ისტორიას, _ იგი შეიძლება იყოს რომელიმე ადგილის, თემის, ოლქის, მოკლე ქრონოლოგიური მონაკვეთის ისტორია. მაგრამ ეს არის განსაზღვრულ დროსა და სივრცეში მცხოვრებ ადამიანთა ისტორია, განხილული დაკვირვების მაქსიმალურად მრავალი წერტილიდან, სხვადასხვა რაკურსით. ტოტალური ისტორიის მიზანია, დასძლიოს ისტორიის დაყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, რელიგიის, კულტურის და სხვა ისტორიებად. იგი ცდილობს აღადგინოს ისტორიის “მოცულობითი” სურათი. ამ გზაზე ისტორიკოსი მუდმივად აწყდება პრობლემას: როგორ გაამთლიანოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურის სფეროები. ამ მხრივ გაწეული მცდელობანი, როგორც წესი, “მკინძავისეული სინთეზის” შედეგით მთავრედება, ანუ ხდება მექანიკური გამთლიანება, სოციალური და კულტურული მხარეები ლოგიკურად შეკრული და ურთიერთგანპირობებული არ ჩანს. სწორედ აქ ეხმარება ისტორიკოსს მენტალობის კატეგორია: მსოფლაღქმა და კულტურული ტრადიცია, რელიგია და ფსიქოლოგია ქმნიან იმ გარემოს, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის რეაქციას ამა თუ იმ გამოწვევაზე. ამიტომ ნებისმიერმა ისტორიკოსმა, კვლევის მიზნის მიუხედავად, მხედველობაში უნდა მიიღოს საკვლევი ეპოქის მენტალობა. წყაროთა “გარეგანი”, წყაროთმცოდნეობითი კრიტიკა უნდა შეივსოს “შინაგანი”, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტუროლოგიური კრიტიკით.

ანალების სკოლის შემდგომი თაობის წარმომადგენლებმა გააღრმავეს მენტალობის ცნების კვლევა და მისი რამდენადმე განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. თუ ლ.ფევრისათვის ამოსავალი იყო ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოების მენტალური მთლიანობა, თანამედროვე ფრანგი ისტორიკოსები გამოდიან ემოციური სამყაროს სოციალურად დიფერენცირებული სურათიდან და ერთმანეთისაგან განასხვავებენ სოციალური ჯგუფებისა და ფენების მენტალობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიფუზიონისტური სკოლა

XIX_XX სს. მიჯნაზე ეთნოლოგიაში ჩამოყალიბდა დიფუზიონისტური სკოლა, რომელიც კულტურის დიფუზიას (კულტურის მოვლენათა გავრცელება ხალხთა შორის კონტაქტების _ ვაჭრობის, დაპყრობის, ხალხთა გადასახლების _ მეშვეობით) ისტორიული პროცესის საფუძვლად მიიჩნევს. ევოლუციონიზმისაგან განსხვავებით, იგი აღიარებს არა ისტორიულ პროგრესს, არამედ კულტურის სივრცით გავრცელებას.

დიფუზიონისტთა აზრით, კულტურა (ან მისი ცალკეული ელემენტები) კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში წარმოიშობა, ხოლო მისი განვითარება კულტურული ელემენტების გადაადგილების, სესხების, შერევის (დიფუზიის) გზით მიმდინარეობს. ამასთან, გადაადგილდება არა მხოლოდ მატერიალური კულტურის ელემენტები, არამედ იდეებიც: მითოლოგია, იდეოლოგია და ა.შ.

ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, დიფუზიონისტები მთელ ფაქტობრივ მასალას აჯგუფებდნენ ისე, რომ მკაფიოდ გამოჩენილიყო კულტურულ მოდელთა წარმოშობის ეპიცენტრები და მათი გავრცელების გზები. ყოველი კულტურა განიხილებოდა მასში თვითმყოფადი და ნასესხები კულტურული ელემენტების თანაფარდობის თვალსაზრისით.

დიფუზიონიზმის სათავეებთან დგას გერმანელი გეოგრაფი ფრიდრიხ რატცელი (Fრიედრიცჰ ღატზელ, 1844-1904). ნაშრომებში "ანთროპოგეოგრაფია" ("Aნტჰროპოგეოგრაპჰიე")^ "ხალხთმოსახლეობა" ("Lებენსრაუმ"), "დედამიწა და სიცოცხლე" ("Dიე Eრდე უნდ დას Lებენ: Eინე ვერგლეიცჰენდე Eრდკუნდე") მან განიხილა დედამიწაზე ადამიანის განსახლების სურათი და კულტურის განვითარება გეოგრაფიულ პირობებს დაუკავშირა, რითაც საფუძველი ჩაუყარა ანთროპოგეოგრაფიულ სკოლას. იგი თვლიდა, რომ კაცობრიობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი მიგრაციებია, რისი შედეგიცაა ხალხთა კონტაქტი და კულტურის დიფუზია. ამ უკანასკნელისათვის, ფ.რატცელის აზრით, არავითარი სივრცითი ზღვარი არ არსებობს. იგი განიხილავდა კულტურის გადაადგილების ორ ფორმას: 1) არა ცალკეული საგნების, არამედ მთელი კულტურული კომპლექსის სრული და სწრაფი გადატანა. ამ ვარიანტს იგი, ამერიკელი ანთროპოლოგების კვალდაკვალ, აკულტურაციას უწოდებდა; 2) ცალკეული ეთნოგრაფიული საგნების (მატერიალური კულტურის) გადაადგილება ერთი ხალხიდან მეორეში. რატცელი თვლიდა, რომ ბუნებრივი გარემოთი განპირობებული კულტურული სხვაობანი ხალხებს შორის თანდათან იშლება მათ შორის ურთიერთობათა (ტომთა გადასახლება, დაპყრობები, სამიმოსვლო გზების განვითარება, ვაჭრობა, რასების შერევა) შედეგად.

გერმანელი ეთნოგრაფი ლეო ფრობენიუსი (Lეო Fრობენიუს, 1873-1938) აფრიკის ხალხთა კულტურის აღიარებული მკვლევარი იყო. იგი შეეცადა გამოეყო ცალკეული კულტურული პროვინციები _ "კულტურული წრეები" ("Kულტურკრეისე"). იგი იყენებდა შრეობრივი ჩაღრმავების მეთოდს: თვლიდა, რომ თუ თანამედროვე კულტურას ფენა-ფენა გავათავისუფლებთ გარედან მოტანილი დანალექებისაგან, შევძლებთ გამოვყოთ უძველესი კულტურა "სუფთა" სახით.

კულტურას ფრობენიუსი ცოცხალი ორგანიზმის ანალოგიით განიხილავდა. მისი აზრით, კულტურები იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან, ისევე როგორც სხვა ცოცხალი არსებანი. ადამიანი კულტურის პროდუქტია და არა მისი შემოქმედი, შემქმნელი. "კულტურა იზრდება თავისთავად, ადამიანის, ხალხის გარეშე", _ წერდა იგი. კულტურა იბადება ბუნებრივი პირობებისაგან. მას სჭირდება კვება, რაც მეურნეობის განვითარების მეშვეობით ხორციელდება. როგორც ორგანიზმი, კულტურა შეიძლება გადაირგას სხვა ნიადაგზე და ახალ პირობებში იგი განვითარების ახალ მიმართულებას შეიძენს. ახალი კულტურები იბადება ძველი კულტურების შეხებისა და ურთიერთქმედების შედეგად. ამავე დროს, კულტურა ადამიანის გარეშე ვერ იარსებებს, რადგან მას არა აქვს ფეხები _ გადაადგილების საშუალება. ამიტომ ადამიანი კულტურის გადამტანი, მატარებელია.

მოგვიანებით, განავითარა რა კულტურისა და ორგანიზმის ანალოგიის თეზისი, ფრობენიუსმა გამოყო მამაკაცური და ქალური კულტურები. აფრიკაში მან ორი ტიპის კულტურა განასხვავა: "ტელურიულ-ეთიოპურ-პატრიარქალური" და "ქტონიურ-ქამიტურ-მატრიარქალური". "ტელურიული", მისი განმარტებით, ნიშნავს მიწიდან ზევით მზარდს, "ქტონიური" _ ფესვებით მიწაში ჩაზრდილს. ორივე ტიპი მჭიდროდაა დაკავშირებული გარემოსთან. "ტელურიული" დაიბადა აფრიკული სავანების ზონაში, "ქტონიური" _ საჰარასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მათში ჩადებული ტენდენციებით ("იდეებით"). "ტელურიული" თითქოს ზემოთ მიისწრაფვის, რაც მჟღავნდება მატერიალური და სულიერი კულტურის თავისებურებებში. მას ახასიათებს მოწნული სახლები, ფეხებიანი საწოლები; ამ კულტურის სული ზემოთ მიიწევს, როგორც მცენარე; ადამიანიც ზემოთ მიიწევს ასაკობრივი კლასების იერარქიული კიბით. ღმერთები მაღალ, მიუწვდომელ ადგილებში ბინადრობენ. ეს პატრიარქალური კულტურაა. "ქტონიური" მატრიარქალური კულტურა მიწაში ჩაღრმავებას ესწრაფვის: არსებობენ მიწური საცხოვრებლები, ასეთივე მარცვლეულის საცავები, მიწის ღუმელები, იდეები სულთა მიწისქვეშა სამყაროზე და ა.შ. კულტურას გააჩნია მისტიკური "სული" (პაიდეუმ), რომელიც ადამიანისგან დამოუკიდებლად იბადება, ცხოვრობს და კვდება.

შემდგომში, განავითარა რა კულტურის ორი ტიპის კონცეფცია, ფრობენიუსმა "ქამიტური" და "ეთიოპური" კულტურები "აღმოსავლეთითა" და "დასავლეთით" შეცვალა. "აღმოსავლეთისათვის" დამახასიათებელია "გამოქვაბულის" გრძნობა, უძრაობა, ფატალური ბედის იდეა, "დასავლეთისათვის" _ "შორეულის, სივრცის გრძნობა", დინამიურობა, პიროვნებისა და თავისუფლების იდეა. მსოფლიოში ლიდერობა ხან ერთი, ხან მეორე ტიპის ხელშია. ეს "საქანელა" კაცობრიობის განვითარების წყაროა.

ფრობინიუსმა თავის თეორიას კულტურის მორფოლოგია უწოდა, გამოყო მასში "კულტურის ანატომიისა" და "კულტურის ფიზიოლოგიის" განხრები. მაინის ფრანკფურტში მან დააფუძნა "კულტურის მორფოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი", რომელიც დღესაც არსებობს.

ფრიც გრებნერმა (ღობერტ Fრიტზ Gრაებნერ, 1887-1934) გაიზიარა "კულტურული წრეების" თეორია და სცადა "ისტორიული" მეთოდის გამოყენება პრიმიტიული კულტურების შესწავლისას. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ კაცობრიობის კულტურის მთელი მრავალფეროვნება დაიყვანება ერთეულ, ერთჯერად მოვლენებზე. მსგავს კულტურულ მოვლენებს იგი ერთი კულტურული წრის კუთვნილებად, ერთ კულტურულ ცენტრში წარმოშობილად მიიჩნევდა. ნებისმიერი კულტურული ფაქტი _ იქნება ეს მშვილდი თუ ისარი, ტოტემიზმი თუ სხვა, ისტორიაში მხოლოდ ერთხელ წარმოიშვა, რომელიღაც ერთ ადგილას, ეკუთვნოდა ერთ რომელიღაც კულტურას და შემდეგ მასთან ერთად გავრცელდა სხვადასხვა კულტურაში.

ამრიგად, კაცობრიობის კულტურის ისტორია განიხილება როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული რამდენიმე კულტურული წრის ურთიერთქმედება, მათი გადაადგილების, ერთმანეთში მექანიკური შერევის და ერთმანეთზე "კულტურულ შრეებად" დალაგების სახით.

ფ.გრებნერის "კულტურული წრეების" თეორია ავსტრიელმა კათოლიკე პატრმა ვილჰელმ შმიდტმა (ჭილჰელმ შცჰმიდტ, 1868-1954) შეავსო შვეიცარელი ბიოლოგის ი.კოლმანის "პიგმეური" თეორიით, რომლის თანახმად, ცხოველთა ყველა სახეობის განვითარება იწყება მარტივი ფორმიდან, რომელსაც შემდგომ რთული ფორმები ენაცვლება. ამ განზოგადებას კოლმანი ადამიანზეც ავრცელებდა და თანამედროვე ჯუჯა ადამიანებს _ პიგმეებს _ ადამიანის არქაულ ფორმად განიხილავდა. ვ.შმიდტმა სცადა დაესაბუთებინა, რომ "უძველესი კულტურებისათვის, რომლებიც წარმოდგენილია პიგმეებით, ტასმანიელებით, სამხრეთ-აღმოსავლელი ავსტრალიელებით, სხვა თავისებურებებთან ერთად, დამახასიათებელია წარმოდგენა ერთ ღმერთზე, როგორც უმაღლეს არსებაზე, ქვეყნისა და ადამიანის შემქმნელზე. ვ.შმიდტის აზრით, რწმენის ფორმები _ ანიმიზმი, მაგია, ფეტიშიზმი თუ სხვ. _ მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა.

ფ.გრებნერსა და ვ.შმიდტს დიფუზიონისტთა "კულტურულ-ისტორიულ", ან "კულტურული წრეების" სკოლას მიაკუთვნებენ.

დიფუზიონიზმის ფარგლებში არსებობდა კიდევ ერთი _ ისტორიულ-გეოგრაფიული მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავდა კულტურული განვითარების დროითი თანმიმდევრობის ჩვენებას. მისი ძირითადი წარმომადგენელია ე.ნორდენშელდი (Nილს Eრლანდ Hერბერტ Nორდენსკიöლდ) რომლის ნაშრომი "შედარებითი ეთნოგრაფიული ძიებანი" ("ჩომპარატივე Eტჰნოგრაპჰიცალ შტუდიეს") 1919 წელს გამოიცა.

ინგლისში დიფუზიონიზმის ფუძემდებლად გვევლინება უ.რივერსი (ჭილლიამ Hასლე ღივერს, 1864_1922), რომელმაც სცადა თავი დაეღწია როგორც ევოლუციონიზმის, ისე დიფუზიონიზმის უკიდურესობებისაგან. ახალი კულტურების წარმოშობას იგი გადასახლებათა ტალღების ურთიერთქმედების შედეგად მიიჩნევდა. ოკეანიის მაგალითზე რივერსმა აჩვენა, როგორ შეჰქონდა იმიგრანტთა ყოველ ახალ ჯგუფს კულტურაში თავისი ნიშნები (ზნე-ჩვეულებანი, რიტუალები და სხვ.).

დასრულებული სახე დიფუზიონიზმმა ინგლისში იმ მიმდინარეობის სახით მიიღო, რომელიც ცნობილია "ჰიპერდიფუზიონიზმის", "ჰელიოლიტური მიმდინარეობის", ან "პანეგვიპტიზმის" სახელით. მისი წარმომადგენლები, ელიოტ-სმითი (Eლლიოტჰ-შმიტჰ, 1871-1937) და უილიამ-ჯეიმს პერი (ჭილლიამს ჟამეს Pერრყ, გარდაიცვ. 1949 წ.) ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიო ცივილიზაცია გაჩნდა ერთ ცენტრში _ ეგვიპტეში, საიდანაც გავრცელდა მთელ დედამიწაზე. ნაშრომებში "ადრეულ კულტურათა მიგრაციები" (1915) და "ადამიანის ისტორია" (1930) ელიოტ-სმითი ამტკიცებდა, რომ არქაული კულტურის პირველადი კომპლექსი (მეგალითური ნაგებობები, მუმიფიკაცია, მზისა და გველის კულტი, საფეიქრო საქმე და სხვ.) ძველი ეგვიპტიდან, პირველ რიგში, აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა _ არაბეთის ნახევარკუნძულისა და სპარსეთის ყურის გავლით ინდოეთში, ცეილონზე, ინდონეზიაში, შემდეგ უფრო აღმოსავლეთით _ ოკეანიაში. აქედან პირველადი კულტურის ელემენტები, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთის გავლით, ამერიკაში მოხვდა.

აღნიშნულ შეხედულებას იზიარებდა უ.პერი ნაშრომებში "მეგალითური კულტურა ინდონეზიაში" (1918) და "მზის შვილები" (1923). მისი აზრით, კულტურათა ისტორიულ განვითარებაში მკვეთრად განირჩევა ორი შრე: შემგროვებელთა და მონადირეთა თავდაპირველი პრიმიტიული კულტურა და "მაღალი" კულტურა, დაფუძნებული მშენებლობის ტექნიკაზე, მიწათმოქმედებაზე, ლითონის დამუშავებაზე. სწორედ ეს უკანასკნელი ჩაისახა ეგვიპტეში, აქედან კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მისი მატარებლები და გადამტანები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძვირფას ლითონებსა და კეთილშობილ ქვებს ეძებდნენ. ზოგიერთ რაიონში (განსაკუთრებით იქ, სადაც საბადოები იყო) "მაღალი" კულტურის მატარებელნი მკვიდრდებოდნენ და ერეოდნენ ველურ აბორიგენებს. ასე წარმოიშვა კულტურათა მრავალფეროვნება.

აშშ-ში დიფუზიონიზმი ტენდენციის სახით არსებობდა და ძლიერ მიმდინარეობად არ ჩამოყალიბებულა. კულტურათა ურთიერთშეღწევის კვლევა ინდიელი ტომების კონტაქტების მაგალითზე ხდებოდა. დიფუზიონიზმის იდეების ყველაზე მკაფიო გამომხატველი იყო კ.უისლერი (ჩლარკ ჭისსლერ, 1870_1947). რომელიმე კულტურული მოვლენის, რიტუალის, ზნე-ჩვეულების ფართო გავრცელებას იგი მის სიძველეს უკავშირებდა, ლოკალურ, შეზღუდულ სივრცეზე არსებობა კი ახლო წარსულში წარმოშობის ნიშნად მიაჩნდა. ინდიელთა კულტურების კონტაქტთა შესწავლის შედეგად უისლერმა დაასკვნა, რომ დიფუზიის გზით ვრცელდება არა მხოლოდ კულტურის მატერიალური და არამატერიალური ელემენტები, არამედ სომატური (სხეულის, ორგანიზმის) მახასიათებლებიც. კულტურული დიფუზიის კანონი მან შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: ანთროპოლოგიურ ნიშნებს ახასიათებს წარმოშობის ცენტრიდან ყველა მიმართულებით გავრცელების ტენდენცია.

მსგავს თვალსაზრისს ავითარებდა აგრეთვე ე.სეპირი. ა.კრიობერმა კი შემოიტანა "სტიმულის დიფუზიის" ცნება. ეს იყო ის გარემოებანი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ახალ კულტურაში იდეათა კომპლექსის დანერგვას. კრიობერს სწორედ იდეათა დიფუზია აინტერესებდა.

რ.დიქსონმა (ღონალდ B. Dიხონ, 1875-1934) ერთმანეთისაგან განასხვავა პირველადი დიფუზია _ რაღაც სიახლის გავრცელება ცალკეული კულტურის ფარგლებში და მეორადი დიფუზია _ კულტურის ელემენტის გადაადგილება კულტურის არეალის (სივრცის) მიღმა, სხვა ხალხში.

დიფუზიონიზმმა დიდი როლი შეასრულა კულტურის მეცნიერებების განვითარებაში. ევოლუციონიზმისათვის დამახასიათებელი კულტურათა აბსტრაქტული განხილვის ნაცვლად, დიფუზიონისტებმა დააყენეს კულტურათა ურთიერთგავლენისა და კონკრეტულ-ისტორიული კავშირების პრობლემა, გამოიკვლიეს კულტურის სივრცით-დროითი მახასიათებლების საკითხი.

XX საუკუნის მეორე ნახევარში დიფუზიონიზმის იდეის გამოცოცხლება დაკავშირებულია ნორვეგიელი ეთნოლოგის ტურ ჰეიერდალის სახელთან. მან წამოაყენა თეზისი ამერიკის ხალხების ტრანსოკეანური მოგზაურობის შესაძლებლობის შესახებ. თავის ნაშრომებში იგი ცდილობს დაამტკიცოს ძველი სამყაროს კვალის არსებობა ამერიკის კონტინენტზე კოლუმბამდელ ეპოქაში. ჰეიერდალი არა მხოლოდ ეძიებდა პარალელებსა და მსგავს მოვლენებს კულტურებში, ითვალისწინებდა კონტაქტების ხელშემწყობ გეოგრაფიულ პირობებს (დინებანი, ქარები), არამედ თვითონ მოგზაურობდა ტრადიციული ტექნოლოგიით აგებული ტივებით წყნარ ოკეანესა (მოგზაურობა "კონ-ტიკით") და ატლანტის ოკეანეში (მოგზაურობა "რა"-თი).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
ვისა აქვს ეხლა ამის წაკითხვის ხალისი??? ცოტა აბზაცები მაინც გამოგეყო შე დალოცვილო...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 years later...

გამარჯობა,როგორ დაგიკავშირდე FBზე?

არამგონია გიპასუხოს. 2010 წლის მერე არ შემოსულა და..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...