Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს ეს კინო ნანახი.. განსაკუთრებით 1 ნაწილი..

 

რას იტყვით, ვინც არ ეთანხმება რა არგუმენტი აქვს რომ გააბათილოს ფილმში მოცემული არგუმენტები?

 

 

ვისაც არ აქვს ნანახი ვურჩევდი უყუროს..

 

http://avoe.ge/movies/one.php?mid=8298

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

მე მაქვს ნანახი, ძალიან გრძელი შესავალი აქვს

მთლიანობაში კარგია, მაგრამ წყაროებიც რომ მიეთითებინათ ხოლმე უფრო კარგი იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

http://en.wikipedia.org/wiki/Religulous

ეს მოგეწონება შენ

ნანახი მაქვს, ესეც კარგი რამეა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Nukriko

ნანახი მაქვს, ესეც კარგი რამეა..

არგუმენტები 0, მხოლოდ ბევრი საინტერესო ფაქტია გაშიშვლებული(თან იუმორით)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ფილმი არ ვარგა გაწელილია და ცოტა აბდაუბდა..მასალები კარგი აქვთ. მსგავს ფილმებთAნ შედარებიტ უფრო სოლიდურად გამოიყურება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 2 months later...
წყაროებიც რომ მიეთითებინათ ხოლმე უფრო კარგი იქნებოდა.

ნამდვილად, გეთანხმები ჭანო.

 

გუშინ, Nukriko-მ მთხოვა ჩემი აზრი დამეწერა ასტროლოგიური (და არა ასტრონომიული) ფილმის "Zeitgeist"-ის შესახებ. როგორც იქნა მოვახერხე და ვუყურე ფილმს. მოკლედ რომ ვთქვა ჩემი აზრი ამ ფილმთან დაკავშირებით, ვიტყვი, რომ ის ძალიან სუსტი და არამდგრადი ფილმია. მასში დამახინჯებულია ბევრი რამ, მაქსიმალური მცდელობაა ამა თუ იმ მოვლენის ერთმანეთთან როგორმე დაკავშირების და პარალელების გავლების, მაშინ როცა ქრისტიანობა მკვეთრად განსხვავდება წარმართული რელიგიური მითოლოგიური წარმოდგენებისაგან. ყველაზე მთავარი კი რაც ამ ფილმის სუსტ წერტილს წარმოადგენს არის ის, რომ მათი თეორიები აგებულია (ასე ვთქვათ) წამყვანი რელიგიური მიმდინარეობების ("ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების") მიერ წარმართული (არაქრისტიანული) მითოლოგიებიდან და რელიგიური წარმოდგენებიდან ქრისტიანულად გასაღებულ ატრიბუტებზე. ისეთ ატრიბუტებზე, როგორიცაა ქრისტეს დაბადება (ვითომდა 25 დეკემბერს), ეგრეთ წოდებული "სამი მეფის" მონახულება "ყრმა" იესოსი, მარიამის გაღმერთება და სხვა მრავალი.

 

პირველ რიგში ეს ფილმი ცდილობს "დარტყმა" მიაყენოს ეკლესიებს. სინამდვილეში, ეკლესიურ სწავლებებზე და მათ მიერ ჩადენილ სამარცხვინო საქციელზე იერიშის მიტანა, არ ნიშნავს ბიბლიაზე და ქრისტიანობაზე იერიშის მიტანას. მართალია, ეკლესიებმა გადმოიღეს, ანუ შეითვისეს წარმართული მითოლოგიური ელემენტები, რომლებაც საერთო არაფერი აქვთ ქრისტესთან, ქრისტიანობასთან და ღმერთთან, ეს ფილმი, ვერც ბიბლიას აყენებს დარტყმას და ვერც ნამდვილ ქრისტიანობას. თუმცაღა, ეს ფილმი, საკმაოდ ლამაზად ხდის ფარდას ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მიერ წარმართული ელემენტების ქრისტიანულ ატრიბუტებად გასაღებაში.

 

პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის რომ:

 

http://s005.radikal.ru/i212/1002/f5/39b25be5f6cc.jpg

 

● ბიბლია იესოს დაბადების თარიღად 25 დეკემბერს არ ასახელებს. ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა. ის დაიბადა 1-2 ოქტომბერს. შორს რომ არ წავიდე და ბიბლიური ქრინოლოგიის ახნა არ დავიწყო, უბრალოდ მოვიყვან რამოდენიმე წყაროს, რომელშიც ნათქვამია, რომ იესოს დაბადების თარიღად ეკლესიამ 25 დეკემერი შეარჩია, რაც არც იესოს დაბადების ნამდვილ თარიღს წარმოადგენს, არც ქრისტიანობის, არც ბიბლიის და არც ღმერთის იდეა არ იყო და არ არის ამ თარიღის იესო ქრისტეს დაბადების თარიღად დასახელება. ეკლესიამ უბრალოდ გადმოიღო და შეითვისა წარმართული მითოლოგიური ელემენტები, რათა წარმართი ხალხი თავისთან მიეზიდა.

 

"ევროპაში ძველი დროიდან შემორჩენილი ან ახლა გაბატონებული შობის წეს-ჩვეულებათა უმეტესობა ნამდვილად ქრისტიანული კი არა — წარმართულია და ისინი ეკლესიამ შეითვისა ან დაუშვა. . . შობის პერიოდის საზეიმო ჩვეულებების უმეტესობას საფუძვლად რომის სატურნალიები დაედო" (Encyclopædia of Religion and Ethics [ედინბურგი], ჯეიმზ ჰეისტინგზის რედაქციით, ტომი III, გვერდები 608, 609).

 

ენციკლოპედია "New Catholic Encyclopedia", ტომი II, 656-ტე გვერდზე სიმართლეა ნათქვამი: "ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებები არც დღეს გვატყობინებენ, არც თვეს".

 

მიუხედავად ამისა, ეს ფილმი [ზეიტგეისტ], ეკლესიის მიერ ათვისებულ წარმართულ თარიღს გვისახელებს იესოს დაბადების თარიღად.

 

ა. გელოვანის "მითოლოგიური ლექსიკონის" თანახმად, "მითრა — ძველ სპარსელთა (ირანელთა) მზის, შუქის ღმერთი. . . დაიბადა 'მზის აღორძინების' დღეს — 25 დეკემბერს". ასევე, ნოდარ გაფრინდაშვილის "მითოლოგიურ ლექსიკონში" კარგადაა ნათქვამი ეკლესიის მიერ შერჩეული და გამოცხადებული თარიღის შესახებ: "მითრას დაბადების დღედ ითვლებოდა 25 დეკემბერი (როცა იწყება დღის მატება) ქრისტიანობამაც ქრისტეს დაბადების დღედ 25 დეკემბერი გამოაცხადა". ამრიგად, წარმართული დაბადების დღის აღნიშვნა გაგრძელდა უბრალოდ სახელების შეცვლით, მითრა შეიცვალა ქრისტეთი. ანუ, სინამდვილეში ეკლესიებმა აირჩიეს ისეთი დღე, რომელიც წარმართი ადამიანებისთვის მისაღები იქნებოდა და ეკლესიამდე მისაყვანი "გზა" უფრო ნაცნობი და მისაღები იქნებოდა. სინამდვილეში, ვერც ეს ფილმი [ზეიტგეისტ] და ვერც სხვა ნებისმიერი ფილმი ან სამეცნიერო ნაშრომი, ვერ დაასაბუთებს, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა. როგორც ხედავთ, ამ ფილმის [ზეიტგეისტ]-ის მთავარი ამოსავალი წერტილი, რომ თითქოს იესო 25 დეკემბერს დაიბადა, ეფუძნება მხოლოდ ეკლესიების მიერ ყოველგვარ არგუმენტსა და საფუძველს მოკლებულ "ლამაზად" შერჩეულ წარმართულ მითოლოგიურ თარიღს და არა რაიმე ისტორიულ ან უფრო მეტიც, რაიმე ბიბლიურ მტკიცებულებას.

 

ფილმში წარმოდგენილ მცდელობას, როგორმე დააკავშირონ ქრისტე და მისი მოვლინება ასტროლოგიასა და ასტოლოგიურ საძირკვლებს, არის მხოლოდ მცდელობა, რომლეიც ეფუძნება, ქრისტიანობიდან განდგომილ ეკლესიურ სწავლებებს, რომლებმაც თავიანთი რელიგიური სწავლებები და დღესასწაულები თავისი თარიღებითურთ წარმართულ მითოლოგიაზე ააგეს, რასაც ზემოთ ციტირებული ნაშრომებიც ადასტურებენ.

 

ცხადია, ფილმში წარმოდგენილ ყველა დეტალზე არ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ზემოაღნიშნულის გარდა, შევეხები მასში მოყვანილ კიდევ რამოდენიმე დეტალს რაც სამკარისად მიმაჩნია რომ ფილმი არ მივიღო სერიოზულ, არგუმენტირებულ და დასაბუთებულ ფაქტად.

 

● ფილმი იესოს დაბადებას უკავშირებს სამ ვარსკვლავს და ამბობს, რომ ეს "სამი ვარსკვლავი" წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ (ვითომ ბიბლიურ) "სამ მეფეს" რომლებიც იესოს ეწვივნენო და მას საფუძვლად ასტროლოგიურ მოსაზრებებს უდებს.

 

http://s14.radikal.ru/i187/1002/9b/99d00583223c.jpg

 

"სამი მეფის" სტუმრობა, საერთოდ არაა ბიბლიური. ის ამ ფილმის ავტორ[ებ]მა, მთლიანად მითოლოგიური წარმოდგენებიდან გადმოიტანეს; ფილმში ის ბიბლიურ და ქრისტიანულ სწავლებად გაასაღეს.

 

● უფრო მეტიც, მთლიანობაში, ეს ფილმი წარმოადგენს ასტროლოგიური მოძღვრების დემაგოგიას რომლითაც თითქოს ხსნის ყველაფრის თავსა და ბოლოს, მაგრამ სინამდვილეში კი არაფერს; ის ვერანაირად ვერც ხსნის და ვერც ადასტურებს იესოს მოვლინებას, მის არსს და მის მომავალს. ფილმი ასტროლოგიური (ზოდიაქოების) ბიბლირ დეტალებთან მიკიბ-მოკიბულ დაკავშირებებსა და პარალელების გავლებას ცდილობს; გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ თითქოსდა ბიბლია, ასტროლოგიური ჩანაწერების ყველაზე დიდებულ საუნჯესა და კრებულს წარმოადგენს. ამ დროს კი პირიქით; ასტროლოგია (ანუ ვარსკვლავთმისნობა, ვარსკვლავთ მრიცხველობა) როგორც იუდაიზმში, ისე ქრისტიანულ სწავლებებში, (ნუ ავურევთ ერთმანეთში „ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების სწავლებებს იმასთან, რასაც ბიბლია ასწავლის) ასტროლოგია ღვთის მიერ იკრძალებოდა და გაიგივებული იყო მკითხაობასთან, მისნობასთან და მაგიური საშუალებებით მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება-ამოცნობასთან. სინამდვილეში, არც ქრისტეს და არც მის მიმდევრებს არაფერი ჰქონდათ მაგიასთან, ასტროლოგიასთან და წარმართულ მითოლოგიასთან. ბიბლიაში ნათქვაია: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი . . . ამის გამკეთებელი სძულს უფალს“ და «ახლა ადგნენ და გიხსნან ცათა თაყვანისმცემლებმა [ბიბლიის ზოგი თარგმანის თანახმად ‘ცათა მზომელნი’], ვარსკვლავთა შემყურეებმა, რომლებიც ცოდნას აფრქვევენ ახალმთვარობისას და გეუბნებიან, რა მოგივა! აი, ნამჯას დაემსგავსნენ . . . ასეთები იქნებიან შენთვის შენი მომნუსხველები, რომლებთან ერთადაც ირჯები ახალგაზრდობიდან. თითოეული თავის მხარეში იხეტიალებს. არ გეყოლება მხსნელი».

 

● აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმართული მითოლოგია, არის მხოლოდ მითოლოგია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და მითუმეტეს I საუკუნის ნამდვილ ქრისტიანობასთან. ქრისტიანობისგან განსხვავებით, მითოლოგიაში მზეს, მთვრარეს, ცხოველებს, საგნებს და თვით ადამიანებსაც ისე ეთაყვანებოდნენ როგორც ღმერთებს. ქრისტე და ქრისტიანები არასოდეს ეთაყვანებოდნენ მსგავს რამეებს და "ვინმეებს". სინამდვილეში, ქრისტიანებიც და ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტეც, თაყვანს სცემდა ერთადერთ ღმერთს, სამყაროს შემოქმედს, რომელმაც შექმნა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ადამიანები და ა.შ. (იოანე 17:1-3; 20:17).

 

 

● ფილმის მესამე ნაწილი, კარგად გადმოსცემს იმ რეალობას, რასაც თვითმარქვია "ქრისტიანული" რელიგიები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში.

 

 

 

რომ მათ (ე.წ. ქრისტიანული რელიგიების ეკლესიებმა) გადმოიღეს წარმართული ელემენტები და ქრისტიანულად გაასაღეს. მათ დაამახინჯეს ქრისტიანული სწავლებები და წარმოდგენები ღვთის შესახებ. ისინი ადამიანების სამართავად ქმნიდნენ უამრავ რელიგიურ-პოლიტიკურ სტრუქტურებს; დოგმებს, თავიანთშეკრებებზე დადგენილ წესებსა და მცნებებს.

 

http://s001.radikal.ru/i196/1002/89/b4a9de3c09f4.jpg

 

საღად მოაზროვნე ადამიანებს ცეცხლშიც კი სწვავდნენ, სულ ცოტა მრავალნაირ სასჯელებს უწესებდნენ და ამ სახით, ადამიანებს თავისუფალი აზროვნებისა და მოქმედების საშუალებას ართმევდნენ!

 

http://s12.radikal.ru/i185/1002/01/ddc5102af522.jpg

 

ასეთი ქმედებით, ისინი მხოლოდ იმას ადასტურებდნენ რომ არაფერი ჰქონდათ საერთო ქრისტიანობასთან და ქრისტესთან. რელიგიური მარწუხების მეშვეობით ცდილობდნენ და ცდილობენ ადამინების მართვას, მათზე ზეგავლენის მოხდენას და ამგვარად ადამიანების დამონებას.

 

ამ ფილმა, პირადად მე, არაფერი ახალი არ მომცა. პირიქით, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეკელსიური სწავლებები, რომლებიც ეფუძნება არა ბიბლიას და იმას რასაც იესო ასწავლიდა სინამდვილეში, არამედ წარმართული მითოლოგიებს; ამ მხრივ, ეს ფილმი, პირველი და უკანასკნელი არაა, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების ე.წ. ქრისტიანობაზე საუბრობს. ამიტომ, მართებულადაა აღნიშნული ამ ფილმში, რომ "ქრისტიანულმა სამყარომ" წარმართული მითოლოგიებიდან გადმოიღო თითქმის ყველაფერი.

 

სამწუხაროდ, ფილმი უმართებულოდ აიგივებს "ქრისტიანული სამყაროს ეკლესიურ ქმედებას" ნამდვილ ქრისტიანობასთანდა ერთ ხაზზე აყენებს პირველი საუკუნის ქრისტიანობასა და მეოთხე საუკუნის შემდგომ ჩამოყალიბებულ "რელიგიურ მანქანას", რომელსაც მხოლოდ სახელი "ქრისტიანობა" ერქვა და სხვა არაფერი.

აღარ ჩამოვაყალიბებ ფილმში მოცემულ ყველა სხვა ნაძალადევ პარალელებს, თითქოსდა ქრისტიანობა წარმართული რელიგიების პარალელების ერთობლიობას წარმოადგენდეს, თუმცა შევეხები ზოგიერთ წვრილმანებს:

 

 

● მაგალითად, თითქოს ქრისტიანობამ წარმართული ეგვიპტური მითოლოგიიდან აიღო მარადქალწული მარიამის გაღმერთება; არადა ამ დროს, პირველი საუკუნის ქრისტიანები, (ქრისტიანული სამყაროს ეკლესიაბისგან განსხვავებით) იესოს დედას მარიამს არც აღმერთებდნენ და არც ეთაყვანებოდნენ.

ამ ფილმში ერთმანეთშია ამღვრეული და შერეული განდგომილი ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების სწავლებები და დამოკიდებულებები პირველი საუკუნის ნამდვილ ქრისტიანობასთან და ერთიანად წარმოადგენს ეკლესურ სწავლებებს და ქრსტიანობას, იმგვარად ეს ფილმი, ცდილობს იმის თქმას, რომ თითქოს ქრისტიანობა თავის სათავეს ისევე იღებდეს წარმართული მითოლოგიებიდან, როგორც "ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები" იღებენ.

 

● ფილმი აგრეთვე საუბრობს 'გვირგვინზე' და 'შარავანდედზე', თითქოსდა წარმართული მითოლოგიიდან ქრისტიანობაში დამკვიდრებულზე.

 

http://s004.radikal.ru/i205/1002/ac/4d5f462c4a15.jpg

 

სინამდვილეში კი, ქრისტიანობამ კი არა, ე.წ. "ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა" გადმოიღეს მსგავსი ელემენტები წარმართული მითოლოგიებიდან. ა. გელოვანის, "მითოლოგიურ ლექსიკონში" (თბილისი, 1983, გვ. 351) ვკითხულობთ: "ნიმბუსი (ლათ. Nimbus — ნისლი, ღრუბელი) — შარავანდედი, ნათლის გვირგვინი, სხივთა ჩაღი, გვირგვინად რომ ედგათ თავზე გმირებსა და ღმერთებს, როგორც მზის ემბლემა; ადგას აპოლონის ძველ გამოსახულებებს, ჰელიოსს. რომაულ ხელოვნებაში იმპერატორებსაც ადგამდნენ. ქრისტიანობამ ადრევე გადმოიღო, ქრისტეს და წმინდანებს ამკობდნენ მრგვალი სხივოსანი წრით".

 

"ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში" ნათქვამია: "ელინისტურ და რომაულ ხელოვნებაში მზის ღმერთ ჰელიოსსა და რომის იმპერატორებს ხშირად სხივთა გვირგვინით გამოსახავდნენ. ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში წარმართული წარმოშობის გამო ერიდებოდნენ მის გამოსახვას. მაგრამ მალე ქრისტიანი იმპერატორების ოფიციალურ პორტრეტებში წრიული ნიმბები გამოჩნდა. ამ საიმპერატორო ატრიბუტით IV საუკუნის შუა პერიოდიდან ქრისტეს შემკობაც დაიწყეს . . . ქალწული მარიამისა და სხვა წმინდანების შარავანდედით გამოსახვის ჩვეულება გავრცელებული არ იყო VI საუკუნემდე" (1976, მიკროპედია, ტ. IV, გვ. 864).

 

დასკვინისას კი მინდა ორიოდე სიტყვით აღვნიშნო, რომ ეს ფილმი არის მხოლოდ მცდელობა და მეტი არაფერი; მცელობა, ასტროლოგიური ელემენტების მეშვეობით წარსული მოვლენების ერთმანეთთან გადაჯაჭვა-დაკავშირებას მიკიბვ-მოკიბვისა და სინამდვილის დამახინჯებულად წარმოდგენის საშუალებით და "ქრისტიანული სამყაროს ეკელსიების" მცდარი დამოკიდებულებების საშუალებით ნამდვილი ქრისტიანობის ეგრეთ წოდებულ ქრისტიანობასთან გაიგივებას. ამ დროს, ასტროლოგია, თავად წარმოადგენს იმას, რასაც სხვაზე ლაპარაკობს:

 

"დასავლური ასტროლოგია უშუალოდ უკავშირდება ძვ. წ. მესამე ათასწლეულში მცხოვრებ ქალდეველთა და ბაბილონელთა წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებს" - ნათქვამია ენციკლოპედიაში "The Encyclopedia Americana", ტ. II, გვ 557.

"ასტროლოგია ეფუძნებოდა ორ ბაბილონურ წარმოდგენას: ზოდიაქოს ნიშნების რწმენას და ციურ სხეულთა გაღმერთებას . . . ბაბილონელთა რწმენით, პლანეტები ისეთივე გავლენას ახდენდნენ ადამიანზე, როგორც მათთან დაკავშირებული ღვთაებები" (Great Cities of the Ancient World, ლ. სპრეიგ დე კამპი, ნიუ-იორკი, გვ. 150).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეორე ნაწილზე განმარტებებსაც სიამოვნებით წავიკითხავდი

 

T_A_T

 

დავწერდი უფრო დეტალებში თითოეულ ფრაზაზეც კი, მაგრამ სიმართლე გითხრა მეზარება და არც ინტერესი მაქვს დიდი. ის რაც ზემოთ დავწერე, ვფიქრობ საკმარისია იმის დასანახად, რასაც ასტროლოგების ეს ფილმი ცდილობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

იმიტომ ვიკითხე რომ ფინანსებში ვერ ვერკვევი აფსოლუტური უმეცარი ვარ და მაინტერესებდა ფილმში მოყვანილი სქემა მსოფლიობანკის და დოლარის ჰეგემონიისა რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

2 სიტყვით თუ ვინმე ამიხსნის მადლობა-ცოტა შემზარავია მოსასმენად იმდენად ემთხვევა 2003 წლის მერე განვითარებულ მოვლენებს საქართველოში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 months later...

პირველ ფილმში იტყუებიან რელიგიაზე. აგერაა გარჩევები და სიცრუის ილუსტრირება, ადრე მაქვს თვალი გადავლებული:

 

http://www.thedevineevidence.com/jesus_similarities.html

http://www.preventingtruthdecay.org/zeitgeistpartone.shtml

http://anti-zeitgeistmovie.info/

 

ეს ფილმი ადრე მაქვს ნანახი და თავიდან საინტერესოდ მეჩვენა. მაგრამ მერე ერთი რამე შევამჩნიე - საბანკო სექტორზე და ომებზე "ინფორმაციის" დამატება ფილმის ავტორებისთვის მეორე ხარისხოვანი იყო. ამით პირველ რიგში, ცაიტგაისტის რელიგიური ფილმების გატეგორიიდან ამოღება ცადეს და გამოუვიდათ კიდეც, თუმცა ფილმის უმთავრესი მიზანი ღმერთის დაცინვა და ხალხის გაათეისტებაა.

 

სხვა მხრივ, საინტერესოა მოვლენების ალტერნატიული ახსნა და შეიძლება სინამდვილესაც შეესაბამებოდეს. ადამიანებს მეტი აზროვნებისკენ თუ მოუწოდებენ და ტელევიზიით მიღებული ინფორმაციის განსხვავებულად ინტერპრეტირებას შეაჩვევენ მაგას რა ჯობია. თუმცა ამის მაგივრად ბევრმა ფილმში არსებული თეორიები სინამდვილედ მიიღო და დაიჯერა : )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასტროლოგია ღვთის მიერ იკრძალებოდა და გაიგივებული იყო მკითხაობასთან, მისნობასთან და მაგიური საშუალებებით მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება-ამოცნობასთან. სინამდვილეში, არც ქრისტეს და არც მის მიმდევრებს არაფერი ჰქონდათ მაგიასთან, ასტროლოგიასთან

მაგარი საინტერესო მიმოხილვა იყო ფილმისა მაგრამ პოსტის ამ ნაწილში ვერ დაგეთანხმები პირადი მოსაზრების გამო და თუ რატომ შემიძლია გიპასუხო. გაინტერესებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი საინტერესო მიმოხილვა იყო ფილმისა

Robi

 

გავწითლდი. :givi:

 

ასტროლოგია ღვთის მიერ იკრძალებოდა და გაიგივებული იყო მკითხაობასთან, მისნობასთან და მაგიური საშუალებებით მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება-ამოცნობასთან. სინამდვილეში, არც ქრისტეს და არც მის მიმდევრებს არაფერი ჰქონდათ მაგიასთან, ასტროლოგიასთან

 

მაგრამ პოსტის ამ ნაწილში ვერ დაგეთანხმები პირადი მოსაზრების გამო და თუ რატომ შემიძლია გიპასუხო. გაინტერესებს?

პოსტის რომელ ნაწილს გულისხმობ? მე რომ გავამუქე მაგ ნაწილს გულისხმობ?

 

თუ ამას გულისხმობ რაც იმ მიმოხილვაში მეწერა:

 

სინამდვილეში, არც ქრისტეს და არც მის მიმდევრებს არაფერი ჰქონდათ მაგიასთან, ასტროლოგიასთან და წარმართულ მითოლოგიასთან. ბიბლიაში ნათქვაია: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი . . . ამის გამკეთებელი სძულს უფალს“ და «ახლა ადგნენ და გიხსნან ცათა თაყვანისმცემლებმა [ბიბლიის ზოგი თარგმანის თანახმად ‘ცათა მზომელნი’], ვარსკვლავთა შემყურეებმა, რომლებიც ცოდნას აფრქვევენ ახალმთვარობისას და გეუბნებიან, რა მოგივა! აი, ნამჯას დაემსგავსნენ . . . ასეთები იქნებიან შენთვის შენი მომნუსხველები, რომლებთან ერთადაც ირჯები ახალგაზრდობიდან. თითოეული თავის მხარეში იხეტიალებს. არ გეყოლება მხსნელი».

 

რომელს გულისხმობ დაწერე, დამაინტერესდა. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...