Jump to content
Planeta.Ge

ვიქტორინა საქართველოს და საერთოდ მსოფლიოს ისტორიაში


Recommended Posts

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

განსაკუთრებით საყურადღებოა მდინარე ნილოსის ქვემო წელში მდებარე ქალაქ ტანის მიდამოში 1963 წელს საფრანგეთიდან წარგზავნილი არქეოლოგების მიერ

აღმოჩენილი იქაური ფარაონის საფლავის ქვა იეროგლიფური წარწერითა და ძალაუფლების სიმბოლოს _ ქორის გამოსახულებით: ორივე თათში კეთილდღეობის სიმბოლო აქვს ჩაბღუჯული (თითოში _ თითო). ეს სიმბოლო მიაგავს ქართულ ასომთავ-რულ „დ»-ს, რომელიც, თავისთავად, გამოსახავს მზეს ჰორიზონტის ხაზზე, რაც აღნიშნავს ახალი წლის პირველი დღის დადგომის მომენტს _ იქაური კალენდრის საფუძველზე. ამ ფილაზე კვეთილობა ძვ.წ. 1020-იან წლებშია შესრულებული ფარაონის სახელისა და თარიღის მიხედვით. იმ წლებში ქართის//ქართუს//საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო ბაბილი//ბაბილონი, რომელიც შუამდინარეთის, მესოპოტამიის სახელით შემდგომში ცნობილ მხარეში მდებარეობს. ბაბილში მდებარე სასახლეში ცხოვრობდა ქართის მეფე, სახელად ნაბუ-კოდორ I. მან სახელი გაითქვა სახელმწიფო აღმშენებლობით, კულტურის გაფურჩქვნაზე ზრუნვით და იმდენად კარგი სახელი დაიმკვიდრა, რომ ძვ.წ. 604 წელს გამეფებულ მეფე ნაბუ-კოდორ II-ს თავის დროზე მშობლებმა-მეფემ და დედოფალმა სწორედ პირველი ნაბუ-კოდორ მეფის პატივსაცემად დაარქვეს მისი სახელი, რითაც დაბადებიდანვე იზრუნეს თავისი ქვეყნისადმი ერთგულების, თავდადების ნიშნით მის აღზრდაზე. მან მშობლების იმედი გაამართლა და ნაბუ-კოდორ „დიადის» სახელი დაიმკვიდრა. 19 წლისა თავისი ვრცელი სახელმწიფოს ჯარს მეთაურობდა; ალაგმა რამდენიმე წლის წინ მის დასავლეთ ნაწილში ტერორისტული გზით დამკვიდრებული უცხოელები და განდევნა; ნილოსის ქვემო წელში მდებარე ძირძველი, მისი წინაპრების კუთვნილი მიწა-წყალიც დაიბრუნა. ნაბუკოდორ დიდის ყმაწვილობისა და მოწიფულობის დროინდელმა ორმა სურათმა დღემდე მოაღწია და მრავალჯერ გამოქვეყნდა. რადგან ქართის სახელმწიფო იყო ნაბუკოდორ II-ის მეფობისას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მიმდებარე მხარეც, უნდა დავეთანხმოთ იმ ფაქტორს, რომ ძვ.წ. IVს-ში ფარნავაზ I, ძვ.წ. I ს-ში მითრადათა დიდიც იმ ძველქართულ მხარეებს სამართლიანად ფლობდნენ, მართავდნენ და უცხოტომელი ტერორისტებისათვის მათ დათმობას არ აპირებდნენ.

კიდევ უფრო წინათ, ძვ.წ. XI ს-ში, ქართველთა ყოფნას მდინარე ნილოსის ქვემო წელში არსებულ ქალაქ ტანაში მოწმობს ფრანგი არქეოლოგის მიერ 1963 წელს იქვე აღმოჩენილი ზემოხსენებული მეფის საფლავის ქვაზე ქორის თათში ჩაბღუჯული ქართული ასომთავრული „დ»-ს ქვემოთ ქართული „მხედრული» ანბანით მიწერილი სიტყვის „იბერ» არსებობა. ამით მისმა შემქმნელმა საზოგადოებას მიანიშნა, განუმარტა, რომ თათში ჩაბღუჯული გამოსახულება იბერთა ანბანით წერია. ასევე ძველია გამომწვარ თიხაზე აღბეჭდილი, მეფე-ქალის შესაფერად, დარბაისლურად შემოსილი, გვირგვინოსანი კოლხი მედეას გამოსახულება. ხელთ უპყრია არა თვალ-მარგალიტით მოოჭვილი მდიდრული, არამედ მწიფე მტევნებით დახუნძლული ვაზის რტოს უბრალო კვერთხი; კაბის შუა წელზე კი ქართული მხედრული ასოებით სიყვარულით ამოუქარგავს თავისი ქვეყნის სახელი _ «აიია».

უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ძველი სახელწოდებაა „ქართი». სიტყვა „ქართი» ჩვენიანებმა შექმნეს ორი სიტყვის: „ქიანა ართი»-ს შერწყმით. ორივე სიტყვა მეგრულია. ქიანა-ქვეყანას, მიწა-წყალს, სახელმწიფოს ნიშნავს, „ართი» არის ერთი, ერთიანი, ანუ ის, რისი მთლიანობის მოშლაც მიუტევებელი დანაშაულია.

ჩვენს უძველეს დამწერლობას (ლურსმნულს) მისი შემქმნელი ჩვენიანები „ემეგრ»-ულს უწოდებდნენ წერილობით მრავალჯერ აღბეჭდილ ტექსტებში. ასეა ეს განმარტებული ბრიტანეთის, კოლუმბიისა და სხვა ენციკლოპედიებშიც, ლურსმნული დამწერლობის სახელმძღვანელოებში. ზემო თქმულის გათვალისწინებით სავსებით გარკვეულია, რომ ქართის სამეფო ჯერ კიდევ წარღვნამდე შექმნეს მეგრელებმა ანუ ეგრებმა და პირველი ცნობილი მეფე იყო სახელად ალული; შემდგომში ათმა იმეფა მიმდევრობით, რასაც მოჰყვა მერეხი (ძლიერი წვიმა სეტყვით) და იმ კუთხის დატბორვა, სადაც იყო ქალაქი ერეხი. «ერეხელი ვარ, ერეხელი, მერეხელი, ამისთანა საარიკო»... _ ომახიანი სიმღერით იხსენებენ იმ სტიქიურ მოვლენას ჩვენიანები. ეს სიმღერა _ «ერეხელი» _ ზუგდიდის გუნდმა შეასრულა სსრკ-ს დედაქალაქის _ მოსკოვის უდიდეს დარბაზში 1937 წელს საქართველოს რესპუბლიკის საზეიმო ორკვირიანი ღონისძიების მსვლელობისას. მშვენივრად მღერიან მას ბიჭუნების გუნდ «მართვეს»//(არწივის ბარტყები) ათი წლის წინანდელი წევრები. სასურველია ამ ძველთაძველი ქართული//მეგრული//კოლხური სიმღერის ხშირად გადაცემა რადიო-ტელევიზიით, დადგმა ცეკვითა და სიმღერით ჩვენი სათანადო ანსამბლების მიერ. ეგრი „ჯვარს» ნიშნავს შუმერულში ანუ ძველ მეგრულში. სინამდვილის გათვალისწინებით, ჩვენი სახელმწიფოს ძველი სახელწოდებაა „ქართი» და არა „საქართველო». სასურველია ამჟამად პრესაში ამ ძველი სახელწოდების აღდგენა და დამკვიდრება, რათა აღარ დაგვჭირდეს იმის ახსნა-განმარტება, რომ ამჟამინდელი საქართველო ხუთი-ექვსი ათასი წლის წინ (შესაძლოა, უფრო წინათაც) დაარსებული სამეფო „ქართი»-ს გამგრძელებელი პოლიტიკური რეალობაა.

წინა წერილებში განვიხილეთ, რომ „ლურსმნული» ანუ მეგრული//ეგრული დამწერლობით მოღწეულია ჩვენი მეფის, სახელად ური-ენგურის შესახებ ტექსტები, ასევე, მისი ბიუსტები, მთლიანი ქანდაკებები, მის სიცოცხლეშივე მის სამეფო კარზე შექმნილები. ამ მეფეს კეთილი, ქართული სახე აქვს. მან გაიყვანა სარწყავი არხები, ააგო დიდი ტაძრები. ეს სასიკეთო საქმიანობა განაგრძეს მისმა მემკვიდრეებმა. ამ მეფემ შექმნა წერილობით მსოფლიოში დღეისათვის ცნობილი უძველესი-პირველი წესების,

კანონების კრებული. შემდგომში ის კიდევ მეტად გააუმჯობესა მისმა ერთ-ერთმა შვილთაშვილმა _ მეფე ჰამურაპმა//ჰამურაბმა. ურ-ენგური ძვ.წ. 2000-ან წლებში ზეობდა. მის მომდევნო პოლიტიკოსებზე სიტყვას ამჟამად აღარ გავაგრძელებთ. გაკვრით შეგახსენებთ, რომ „მთიანი ქართის» ანუ მითანის ქვეყნის მეფე რატის ასულია თათუ, რომელიც 14 წლისა გაათხოვეს ძვ.წ. XIVს-ის შუა წლებში ქვეყანა გიმეთის (შემდგომში ეგვიპტე რომ უწოდეს) ფარაონ ექნ-ამონზე. მან გამეფების მეხუთე წლისთავზე ქართების სარწმუნოება „ათენა» (გამთენებელი) შემოიღო თავის ვრცელ სახელმწიფოში, თავადაც „ათენას მიმდევარი» _ ექნ-ათენა დაირქვა, ცოლს თათუს, სადედოფლო სახელით, ნეფერტიტი-ამონას _ სახელი გადაარქვა და ნეფერტიტი-ათენა უწოდა, შვიდ შვილსაც თავიდანვე სახელებში „ათენა» ჩაურთო; ანქი-სე-პა-ათენა, მერი-ათენა, ვაჟს-თუთა-ანქი-ათენა უწოდა. შემდგომში ვაჟი გაფარაონდა და საზოგადოების ზემოქმედებით, წლების შემდეგ, „ათენას» ნაცვლად „თუთა-ანქი-ამონი» დაირქვა. ეს სახელი ჩვენში, სამწუხაროდ, ტუტან-ხამონის სახით არის ცნობილი-რუსული ენის გავლენით. „თუთა» მთვარეა მეგრულში და გიმეთურშიც (ძველ ეგვიპტურში), „ან» _ ცაა, „ქი» _ მიწაა. „გიმე» მეგრულში ქვემოს ნიშნავს და მართლაც მიესადაგება „გიმეთის» სახელწოდებას, რადგან ის ნილოსის სწორედ ქვემო წელში მდებარეობდა. ქართული/მეგრული და გიმეთური//ეგვიპტური მრავალი საერთო სიტყვის, ცნების მსგავსი ასო-ნიშნების არსებობას ბატონმა ლადო ალფენიძემ წიგნი მიუძღვნა, რომელსაც „სფინქსის ღიმილი» უწოდა. ის ძალიან საინტერესოა. უნდა გვახსოვდეს, რომ გადმოცემით ქართის//საქართველოს მეფე აია//აიეტი და ფარსის//პერსიის//სპარსეთის დამაარსებელი მეფე პერსე ძმები იყვნენ. ამით შთამომავლობას გადაეცემოდა ცოდნა ქართებისა და პერსების//ფარსელების//სპარსების ათასწლეულების წინათ ნათესაობის შესახებ. დიდი ხნის წინ პერსიას ერქვა „მედია»//მედეთი _ იქ ქართველი ქალის მედეას, მის შემდგომ კი მისი ვაჟის-სახელად „მედე»-ს მეფობისას შერქმეული სახელი. მანამდე ქართველთა ერთ-ერთი ტბის (ამჟამინდელი სახელწოდებით, კასპიის ტბის) ირგვლივ მიმდებარე მიწა-წყალს ერქვა „არია» ანუ „არიელების ქვეყანა». მკვლევართა განმარტებით, ცნება „არია» დაკავშირებულია „არ»-ძირთან, ფუძესთან და ნიშნავს „მიწათმოქმედების გამომგონებელს», „მიწათმოქმედებასთან სისხლხორცეულად მიჯაჭვულ ერს». იმავეს ნიშნავს ჩვენი ერის სხვა სახელწოდებები: „გეორგები» (გე-მიწაა, დორგი-დარგვაა მეგრულში), ივირ-ქი, „ივირ ქიანა» („ივირ» მიწათმოქმედებაა სუანურში); მათესალა//მათუსალა (მთესველი//მიწათმოქმედი ერი, აქედან _ თესალონია _ ქვეყნის სახელი); მახაჩქალი (ჩრდილო-დასავლეთ კასპიისპირეთში. «ხაჩქვა», თოხვნაა მეგრულში); მარგიანა (კასპიის ანუ მედეთის ტბის აღმოსავლეთით). სიტყვა მარგიანას ძირია «მარგალი», რაც ნიშნავს მეგრელს. ქ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:rules: :buchti: :D

 

თქვენ ალბათ მეგრელი ბრძანდებით :ravic: აღმოსავლეთმცოდნე-ასირიოლოგი ვარ და ზოგი რამ პირველად მესმის :) მიუხედავად იმისა რომ ამ მეცნიერების შესწავლას რვა წელი შევალიე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Led_Zeppelin

ძალიან საინტერესო ინფოა-საიდანაა? ალაზნისპირელის ხომ არაა?

სხვათAშორის ადრე სსრკს დროს რუსულ პერიოდიკაში მაქვს წაკიტხული სომხების პუბლიკაცია ჩვენს წარმართობისდოინდელს როგორ ჩემულობენ..ჩვენი ბრალია ქართველების-ქრისტიანობიდან რომ ვამაყობთ უძველესი ეტნოსი-პოპულარიზაცია უნდა წარმარტობისდროინდელსაც:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ძველ ასურეთში მეფის პირად ტუალეტის ინვენტარში იყენებდნენ თიხის ჭურჭელს, რომელსაც ლახანუს ეძახდნენ. მასში ყრიდნენ მეფის კუთვნილ რაღაცა(ეე)ბს. როცა ლახანუ ივსებოდა ის შორეულ ქვეყანაში მიჰქონდათ, რათა მასში ჩაყრილი რამე-რუმეები მეფისათვის ავისმოსურნეს მაგიური დანიშნულებით არ გამოეყენებინა.

კითხვა: რა იყოს ეს. ანუ რას ყრიდნენ ლახანუში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველ ასურეთში მეფის პირად ტუალეტის ინვენტარში იყენებდნენ თიხის ჭურჭელს, რომელსაც ლახანუს ეძახდნენ. მასში ყრიდნენ მეფის კუთვნილ რაღაცა(ეე)ბს. როცა ლახანუ ივსებოდა ის შორეულ ქვეყანაში მიჰქონდათ, რათა მასში ჩაყრილი რამე-რუმეები მეფისათვის ავისმოსურნეს მაგიური დანიშნულებით არ გამოეყენებინა.

კითხვა: რა იყოს ეს. ანუ რას ყრიდნენ ლახანუში?

 

ოტხოდი შტოლი? თუ მოჭრილი თმა და ფრჩხილები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენს უძველეს დამწერლობას (ლურსმნულს) მისი შემქმნელი ჩვენიანები „ემეგრ»-ულს უწოდებდნენ

ეს ვინ დაწერა უკაცრავად? საიდანაა ეს ინფო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იოლი კითხვა:

ძველ ეგვიპტეში მათ პირველ რიგში შველოდნენ ხანძრისას, შუასაუკუნეების ევროპაში - მათ პირველებს ყრიდნენ ცეცხლში. ვინ არიან ისინი?

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქურუმები? ანუ შემდეგში ჯადოქრებად წოდებულნი? :D

 

დაცხა :D ჯადოქრები ძალიან ახლოსაა :) ცოტა კიდევ დააზუსტე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კეთილი შევეცდები.... :D

 

 

 

 

სხვა მცენარეულ პროდუქტებთან ერთად რომაელები და ბერძნები ყოველდღიურად იყენებდნენ ზეთისხილის მწვანე ყლორტებს...

ჩვენ რას ვიყენებთ ახლა მათ ნაცვლად დღეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...