newstudio Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 სტატისტიკის დეპარტამენტი ფინანსური რესურსის არარსებობის გამო 2010 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას აღარ ჩაატარებს. როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გრიგოლ ფანცულაიამ რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოსახლეობის აღწერას 2010 წელს ატარებს და საქართველოშიც აღწერა მომავალ წელს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, იმის გამო რომ სტატისტიკის დეპარტამენტს დაფინანსება უმცირდება, აღწერა 2 წლით გადაიდო. ამასთან, ფანცულაიას თქმით ბოლო აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა, ქართული კანონმდებლობით კი განსაზღვრულია, რომ აღწერა ყოველ ათ წელიწადში უნდა განხორციელდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტატისტიკის დეპარტამენტი აღწერის გადადებაში სერიოზულ პრობლემას ვერ ხედავს. ინფორმაციისთვის: 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სტატისტიკის დეპრატამენტის დაფინანსება 4 მილიონ 600 ათასიდან 2 მილიონ 700 ათასამდე მცირდება, ამ თანხის 90 პროცენტი კი თანამშრომელთა ხელფასებისთვისაა გათვალისწინებული. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...13043&ct=18 პ.ს. აბა კრიზისი დავძლიეთო?! დიდი ეჭვი მაქვს რომ აღწერა იმიტომ არ ჩატარდება, რომ არჩევნები ახლოვდება და მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაზუსტება არ აწყობთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 დიდი ეჭვი მაქვს რომ აღწერა იმიტომ არ ჩატარდება, რომ არჩევნები ახლოვდება და მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაზუსტება არ აწყობთადგილობრივ არჩევნებს თუ გულისხმობ, იქამდე მაინც არ მოხერხდებოდა მაგ აღწერის ჩატარება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 დიდი შოკი იქნება აღწერის შემდეგ... შევარდნაძის მიერ 2002 წელს გაბერილი რიცხვები დაიმსხვრევა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 Saturn ადგილობრივ არჩევნებს თუ გულისხმობ, იქამდე მაინც არ მოხერხდებოდა მაგ აღწერის ჩატარება.არა, საპარლამენტოს და საპრეზიდენტოს...ზუსტად მაგ დროისთვის დამთავრდებოდა ანალიზი ციფრების Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.