ლ ი ც ი Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 (edited) გახდება თუ არა ჯოჰარ დუდაევის მეუღლე ახალი კავკასიური ტელევიზიის სახე... უკვე საბოლოოდ გადაწყდა, ახალი სატელევიზიო არხის სახელწოდება "პირველად კავკასიური" იქნება და იგი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბაზაზე შეიქმნება. კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, გვარსა და სახელს არ დავასახელებთ, მაგრამ ზოგიერთ პოლიტიკოსს ძალიან უყვარს გამოთქმა - "პირველად საქართველოში"... ახლა კი როგორც ჩანს, ამ პატარა ქვეყნის ფარგლებსაც გავცდებით ("პირველობით")... ერთი შეხედვით, ამბიციური სახელწოდების უკან გრანდიოზული მიზნები იმალება, რომელთა გარკვევასაც "კვირის პალიტრა" შეეცადა. ეჭვი არავის ეპარება, რომ "პირველად კავკასიურის" საინფორმაციო პროპაგანდა მკვეთრად ანტირუსული, უფრო ზუსტად კი პუტინ-მედვედევის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული იქნება. მიგვიყვანს თუ არა ამგვარი საინფორმაციო ბრძოლა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის განახლებამდე, ამ საკითხის განხილვა სწორედ ახლა მიმდინარეობს და განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. ბადრი ნაჭყებია, ტელეკომპანია "მირ"-ის წარმომადგენელი: "ობიექტურად რომ ვთქვათ, უკვე მიმდინარეობს რუსეთთან დაპირისპირება საინფორმაციო სივრცეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნის საკაბელო ტელევიზიები "პირველად კავკასიურის" გადაცემებს ეთერში არ გაუშვებენ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ეს ტელევიზია შეიძლება რუსეთის ელექტორატის დემოკრატიულმა ძალამ გამოიყენოს. თქვენ იცით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში უკვე გვაქვს ანა პოლიტკოვსკაიას, აგრეთვე, კონსკაიას სახელობის ქუჩები.ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ იგეგმება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის დემოკრატიულ ძალებს შორის უფრო მეტი დაახლოება. არ გამოვრიცხავ ქართული მხარის თანამშრომლობას იმავე კასპაროვის ან კასიანოვის ფრთასთან, "მემორიალთან" და ა.შ. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ "პირველად კავკასიურის" მუშაობაში ჩართული აღმოჩნდებიან რუსეთის დემოკრატიული საზოგადოების ან პრესის წარმომადგენლები და ისინი იქნებიან კონსულტანტები... სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია, ანდრეი ნეკრასოვი იყოს ერთ-ერთი მათგანი. ეს დადებითადაც შესაძლოა შეფასდეს. პუტინისა და მედვედევის რეიტინგი მკვეთრად ეცემა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ჩემი აზრით, დემოკრატიული ძალების გაძლიერებაა მოსალოდნელი. ამ ფონზე, ტელევიზიის მიერ კონტაქტის დამყარება ზემოთ ხსენებულ ძალებთან მეტად მომგებიანი იქნება. ერთადერთი საფრთხე შესაძლოა, წარმოშვას რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებამ. შესაძლოა, სიფრთხილე იყოს საჭირო ამა თუ იმ თემის გაშუქებისას. მაგალითად, სოჭის ოლიმპიადას ჩერქეზული საერთაშორისო ორგანიზაციები (რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი გავლენა აქვთ. - ე.ა.) ბოიკოტს უცხადებენ იმიტომ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ჩერქეზთა მასობრივი გენოციდი განხორციელდა. ამ თემის განხილვას შესაძლოა რუსეთის მხრიდან სერიოზული გართულება მოჰყვეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ტელევიზია დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური კადრებით. რამდენადაც ვიცი, ამ არხის გენერალური პროდიუსერი იქნება ქართველი ჟურნალისტი ზურაბ დვალი". ზაალ კასრელიშვილი (კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე): "კარგი იქნებოდა, ეს ტელევიზია ჩვენს ორგანიზაციას დაეარსებინა. ევროკავშირის პროექტის "აღმოსავლური პარტნიორობის" შესაბამისად წარდგენილი გვქონდა კიდეც ტელერადიო მაუწყებლობის "კავკასიის" შექმნის ინიციატივა, რომლის განხილვასაც 2010 წლის იანვრიდან ველოდით. იდეა ჩვენი იყო, მაგრამ თუ მსგავს არხს ისედაც აკეთებენ, ამას მხოლოდ მივესალმებით... თუმცა, ხელისუფლების გარემოცვაში არ არიან ისეთი პერსონები, რომელთაც რეალური გავლენა აქვთ კავკასიაში და შეძლებენ ინფორმაციათა პირველწყაროდან მოპოვებას. ახალი ტელევიზიით შესაძლოა კავკასიაში რეალურ გავლენათა მქონე კავკასიელი პერსონები გავანაწყენოთ. ამიტომ არხის სამეთვალყურეო საბჭო ისეთი ხალხით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებსაც სერიოზული ავტორიტეტი და გავლენა ექნებათ და ამასთანავე, წლების მანძილზე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში არ იქნებიან შემჩნეულები. ვიმეორებ, შესაძლებელია, ეს ტელევიზია გახდეს ნატვრისთვალი კავკასიელებისთვის, მაგრამ ასევე შესაძლებელია, დესტაბილიზაციის წყაროდაც გადაიქცეს. ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსულ საფრთხეს არ ვგულისხმობ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ზოგადკავკასიური ერთიანობა თურქეთსაც სერიოზულ საფრთხეს უქადის. მაგალითად, თურქეთში ძალიან ბევრი ეთნიკური კავკასიელი ცხოვრობს, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ. მათ საკუთარი სახელისა და გვარის ტარების უფლებასაც არ აძლევენ. ტელევიზია ასეთ პრობლემებზე თუ თვალს დახუჭავს, ამით კავკასიელთა მრავალრიცხოვან არმიას გააღიზიანებს, სიმართლის თქმა კი თურქეთის სახლმწიფოებრიობისთვის აღმოჩნდება მიუღებელი.იმასაც გეტყვით, რომ ტელევიზიის დაკომპლექტების საკითხი ეჭვს მიჩენს, რომ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ახალი არხი გვექნება". ზურაბ დვალი, "პირველად კავკასიურის" გენერალური პროდიუსერი: "ჩვენი არხის მთავარი მიზანი და მესიჯი იქნება, რომ კავკასიელი ხალხი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ყველგან ცხოვრობდეს სტაბილურად, მშვიდ გარემოში, ზოგადად, რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს..."კულუარული ინფორმაციით, "პირველად კავკასიური" საზოგადოებრივი არხის ბაზაზე შეიქმნება და "ბინასაც" მის ტერიტორიაზე დაიდებს. იგი იმ შენობაში განთავსდება, სადაც გაზეთი "პრაიმ-ტაიმი", "თიბისი ტვ" და ტელეკომპანია "მირ"-ის წარმომადგენლობაა. სანდო წყაროს ინფორმაციით, შენობის გარემონტებული ნაწილის დათმობა "პრაიმ- ტაიმსა" და "ტიბისი ტვ"-ისაც მოუწევთ. საქართველოში "მირ"-ის წარმომადგენელი ბადრი ნაჭყებია კი აცხადებს, - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ხელშეუხებელი ვარო... თუმცა ვნახოთ... როგორც შევიტყვეთ, "პირველად კავკასიურის" გენერალური პროდიუსერის მოადგილე გახდება იანა ფრენერი, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის მეუღლე გახლავთ. "კვირის პალიტრისათვის" ექსკლუზიურად ისიც გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული ტელევიზიის ერთერთი მთავარი სახე შესაძლოა იყოს ჯოჰარ დუდაევის მეუღლე, ქალბატონი ალა დუდაევა. ის კვლავ საქართველოში იმყოფება. ამჯერად ხელისუფლებამ ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლისათვის თბილისის ცენტრში სამსართულიანი სახლიც დაიქირავა. წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონმა ალამ გადაცემა "სულის პეიზაჟები" უნდა წაიყვანოს. ჩვენ ქალბატონ ალას დავუკავშირდით. ალა დუდაევა: "არ დაგიმალავთ, ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან მაქვს მოლაპარაკებები. ჯერ არავითარი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ე.ი. გადაწყვეტილება არ მიმიღია. აჯობებს რამდენიმე დღეში შემეხმიანოთ და ყველა შეკითხვაზე გიპასუხებთ".კულუარული ინფორმაციით, ქალბატონი ალას ორჭოფობის მიზეზი ლონდონში მცხოვრები ბორის ბერეზოვსკის ფინანსები გამხდარა... მოარული ხმებით, "პირველად კავკასიურის" ტექნიკურ-ფინანსური უზრუნველყოფისთვის თანხები ბერეზოვსკიმ უნდა გაიღოს. ეს საკითხი კი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჯოჰარ დუდაევის მეუღლის ურთიერთობებზე, შესაძლოა, უარყოფითადაც აისახოს და ჩეჩნეთის პრეზიდენტის ქვრივი გადაცემის წამყვანობაზე არ დათანხმდეს. ზურაბ დვალი: "არ ვიცი, საიდან წამოვიდა ბერეზოვსკის ფინანსებზე საუბარი... მოლაპარაკება გვქვს ქალბატონ ალა დუდაევასთან იმის თაობაზე, თუ როგორი ფორმით ჩაერთვება ის ტელევიზიის მუშაობაში".http://www.ambebi.ge/masmedia/12914-gakhde...ziis-sakhe.html ლიცემერი: რავი, ჩემთვის , ამ შემთხვევაში მისაღებია იეზუიტურ-მაკიაველური დოქტრინა: "მიზანი ამართლებს საშუალებას"-თქვენთვის? + თქვენი აზრით, ღრუსების რეაქცია როგორი იქნება? Edited November 11, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 გადაწყდა? კიდე კაი, ვნერვიულობდი :buchti: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 (edited) გადაწყდა? კიდე კაი, ვნერვიულობდიყველაფერზე კაიფი არ შეიძლება, ქალბატონო მაკა Edited November 11, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 ვის და რაში სჭირდება ეს ყველაფერი? საინფორმაციო ომია ეხლა? რაიკინისა არ იყოს - а разве это хорошо? это противно! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 ყველაფერზეარა :buchti: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 ვის და რაში სჭირდება ეს ყველაფერი?kisa არადა საჭიროცაა და დროულიც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 (edited) ნეტავ რომელ ტერიტორიას აგვახევს რუსეთი ამ რადიო მაუწყებლობის გამო?არიან უგუნური და გონიერი ადამიანი ვისაც პერიდოულად სურს საქართველო გადააქციოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიგონად,ხეირობს უამრავი ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც, აფხაზები და ოსებიც, სასომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი,ქართველების ტერიტორიების, გაჭირვებისა და სისხლის ხარჯზე რუსეთისთვის პადნოშკების დადება ვისაც პატრიოტიზმი გონია მე მათ გონიერებაში ეჭვი მეპარება Edited November 11, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 ლ ი ც ი მე ესე არ ვფიქრობ. ეს არის "ომის" წარმოების ერთერთი ეტაპი - კონფლიქტი ამით ღვივდება და აი ამ იუზერის აზრიც არ გამართლდეს - ძალიან საშიში თამაშიარომელ ტერიტორიას აგვახევს რუსეთი ამ რადიო მაუწყებლობის გამო?არიან უგუნური და გონიერი ადამიანი ვისაც პერიდოულად სურს საქართველო გადააქციოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიგონად,ხეირობს უამრავი ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც, აფხაზები და ოსებიც, სასომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი,ქართველების ტერიტორიების, გაჭირვებისა და სისხლის ხარჯზე რუსეთისთვის პადნოშკების დადება ვისაც პატრიოტიზმი გონია მე მათ გონიერებაში ეჭვი მეპარებალ ი ც ი ეს "არხი" რაღაც "გულის ფხანის" პონტი უფროა, უარესი რომ არ ვთქვათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 ლ ი ც ი მე ესე არ ვფიქრობ. ეს არის "ომის" წარმოების ერთერთი ეტაპი - კონფლიქტი ამით ღვივდება და აი ამ იუზერის აზრიც არ გამართლდეს - ძალიან საშიში თამაშიაკონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი ხერხი კონფლიქტში შესვლაა, ხომ კახსოვს kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 მე ესე არ ვფიქრობ. ეს არის "ომის" წარმოების ერთერთი ეტაპი - კონფლიქტი ამით ღვივდება და აი ამ იუზერის აზრიც არ გამართლდეს - ძალიან საშიში თამაშიალ ი ც ი ეს "არხი" რაღაც "გულის ფხანის" პონტი უფროა, უარესი რომ არ ვთქვათძვირი გულის ფხანაა, ძალიან ძვირი, პოლიტიკაში გულის ფხანა კი უსუსური და უგუნური ხალხის მოგონილია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 ლ ი ც ი კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი ხერხი კონფლიქტში შესვლაა, ხომ კახსოვს kisaეს შენი "პოსტულატი" ძალიან კარგად მახსოვს ლ ი ც ი - ამის დავიწყება იქნება? თუმცა სხვა "ავტორიტეტულ" აზრებთან ერთად არსებობს მეცნიერება "კონფლიქტოლოგია" - და ეგებ იმაშიც ცაგეხედა, რა ვქნა? თუმცა არაფერი სასაცილო ამაში არ არის - ძალიან ვწუხვარ ხო, მართლა ეს "არხი" "რეალთივის"ა არ იყოს ერთი ჯაჭვის რგოლებია - აკლია ხომ იცი ერორებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს არხი. წინასწარ მიჭირს უარყოფითი ან დადებითი შეფასების გაკეთება.რაც შეეხება იმას თუ რომელ ტერიტორიას "აგვახევს" რუსეთი, "ნუ გავაღიაზიანებთ" და ა.შ. არ არსებობდა ეგ არხი, საერთოდ ტელევიზია და რადიოც არ არსებობდა, როცა რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმა. არ სჭირდება რუსეთს არანაირი დამატებითი მიზეზის ძებნა. მისთვის ის ფაქტი, რომ არსებობს მისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო საქართველო, უკვე არის ჩვენდამი მტრული და აგრესიული პოლიტიკის წარმოების მიზეზი. ამას ვერ წაუვალთ ვერსად თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვქონდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 თუმცა სხვა "ავტორიტეტულ" აზრებთან ერთად არსებობს მეცნიერება "კონფლიქტოლოგია" - და ეგებ იმაშიც ცაგეხედა, რა ვქნა?შენ წარმოიდგინე დაღეჭილი მაქვს...კისულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 (edited) ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს არხი. წინასწარ მიჭირს უარყოფითი ან დადებითი შეფასების გაკეთება.რაც შეეხება იმას თუ რომელ ტერიტორიას "აგვახევს" რუსეთი, "ნუ გავაღიაზიანებთ" და ა.შ. არ არსებობდა ეგ არხი, საერთოდ ტელევიზია და რადიოც არ არსებობდა, როცა რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმა. არ სჭირდება რუსეთს არანაირი დამატებითი მიზეზის ძებნა. მისთვის ის ფაქტი, რომ არსებობს მისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო საქართველო, უკვე არის ჩვენდამი მტრული და აგრესიული პოლიტიკის წარმოების მიზეზი. ამას ვერ წაუვალთ ვერსად თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვქონდეს.ვააა, რომელ საუკუნეზე უბნობ? ასე თურქეთიც იპყრობდა საქართველოს და ირანიც, პრიჩინა არ უნდა მისცა დღეს რომ გადაგიაროს,თქვენ კი ნაცმოელებს არც ომის შნო გაქვთ არც ომის თავიდან აცილების უნარი,პირიქით, პროვოკაციებზე მიდიხართ რომ რუსეთმა საქართველოს გადაუაროს და მერე ამაზე მაყუთი გააკეთოთ და სკამები შეინარჩუნოთ ანტირუსული ისტერიის ფონზე,ფატალიზმი და პოლიტიკა შეუთავსებელია,რუსებს სწორად შენნაირი ტიპაჟის ადამიანი ჭირდება ხელისუფლებაში რომ გადაგვიაროს და გადმოგვიაროს,შენნაირები კი მხოლოდ გინებიტ და ისტერიკით შემოიფარგლებიან,მეტის უნარი არ შეგწევთ მიუხედავად მრავალი სიტყვიერი გაფრთხილებისა და ჩემი მხრიდან ახსნა-განმარტებისა გრძელდება სიბინძურის ნიაღვარი პიროვნულად ჩემს მიმართ. იუზერს ედება სამდღიანი ბანი. იმედი მაქვს ამ დროის განმავლობაში იგი სწორ დასკვნებს გააკეთებს თუ როგორ უნდა მოიქცეს მომავალში ფორუმელებთან ურთიერთობის დროს. Edited November 11, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2009 მანანა არჩვაძე მადამ დუდაევას გადიდკაცებას რაფრა გედიტანს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.