Jump to content
Planeta.Ge

დაზარალებულები კარვებში-თბილისში კონცერტები


Recommended Posts

თბილისში კონცერტები (რივერდანსიო, ეხლა კიდე ვიღაც ჩამოყავთ)

 

მრავალმილიონიანი ფილმების გადაღება (რუსეთის ნამდდვილი სახე უნდა დავანახოთ)

 

ამ დროს კი:

 

ონის რაიონის სოფელ ჯინჭვისში მიწისძვრით დაზარალებული 15-მდე ოჯახი ისევ კარვებში ცხოვრობს.

სოფელში დღეს "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, "ალიანსის" თანათავჯდომარეები დავით გამყრელიძე, სოზარ სუბარი და სხვა წევრები ჩავიდნენ.

 

15-მდე ოჯახი ამ დრომდე კარვებში, დანარჩენები კი, სახელდახელო ფიცრულებში ან სახლთან ახლოს მდგარ სხვა დამხმარე ნაგებობებში ცხოვრობენ.

როგორც სოფლის მოსახლოებამ "ალიანსის" წევრებთან შეხვედრისას აღნიშნა, ხელისუფლება ჯერ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებებს იძლევა.

ამასთან, მოსახლეობას დღეს სოფლის გამგებელი ესტუმრა და დაპირდა მათ, რომ მეორე კატეგორიის დაზიანების სახლების აღდგენას უკვე ხვალიდან დაიწყებენ. თუმცა, სოფელში დაპირების შესარულებაში ეჭვი ეპარებათ, ვინაიდან ასეთი დაპირებები დიდი ხანია, ესმით.

რაც შეეხება კარვებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათი თქმით, დენის გამათბობელის გამოყენება უკვე დაიწყეს და დენის გადასახადიც ძვირი უჯდებათ.

არიან ოჯახები, რომლებსაც კარვებში მცირეწლოვანი ბავშვებიც ჰყავთ. მათი თქმით, უკვე ზამთრდება და არ იციან, რა გამოსავალი იპოვონ.

ონის რაიონში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა პირველ კატეგორიას 711, ხოლო მეორე კატეგორიას 2200 ოჯახი მიაკუთვნეს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

რას იტყვით უზერებო?! მორალურია ეს საქციელი?! და ძალიან გთხოვთ, ხალხი არ ვარგაო ამით ნუ გაამარტლებთ ხელისუფლების ამორალობას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას იტყვით უზერებო?! მორალურია ეს საქციელი?! და ძალიან გთხოვთ, ხალხი არ ვარგაო ამით ნუ გაამარტლებთ ხელისუფლების ამორალობას!

 

 

ამაზე რამდენი მაქვს ნალაპარაკები? დაჟე ზურაბიშვილსაც ვკითხე და ყველას ჰკიდია ეს ხალხი.

 

 

რაც შეეხება ამ ხელისუფლებას,ერთი დიდი პიარია და მეტი არაფერი.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფელში დღეს "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, "ალიანსის" თანათავჯდომარეები დავით გამყრელიძე, სოზარ სუბარი და სხვა წევრები ჩავიდნენ.

 

 

ვა წეღან რატომ ვერ წავიკითხე ეს და გაჭრა ხომ იცი ჩვენთან სტუმრობამ. :) თუ ცოტას ფინანსურათაც დაეხმარებიან,არ დაეკარგებათ პატივისცემა.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ვა წეღან რატომ ვერ წავიკითხე ეს და გაჭრა ხომ იცი ჩვენთან სტუმრობამ.

პლანეტა ძალაა :jump: :jump: :jump:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება ამ ხელისუფლებას,ერთი დიდი პიარია და მეტი არაფერი.

 

 

თურმე ღია ცის ქვეშ მართავს მინისტრთა კაბინეტის შეკრებას კახეთში და ეს არ არის მასხარად აგდება მაგ ხალხის? რაც მაგ პიარში ფული დაიხარჯა ერთ სახლს ხომ აუშენებდნენ იმ დაზარალებულებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[”ინტერპრესნიუსი”]

ოქროყანაში მდებარე სახელმწიფო აგარაკებიდან დევნილებს ასახლებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან” აცნობეს, სახელმწიფო აგარაკებში 90-იან წლებში შესახელებულ დევნილებს პოლიცია ასახალებს.

 

- ”გამოასახლეს ახობაძეების 9-შვილიანი ოჯახი. ბინაში ერთი სამი თვის, და ერთიც სამი წლის, გულზე ნაოპერაციები ბავშვი და მათი ორსული დედა ცხოვრობდნენ, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ოჯახს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ქალაქის პოლიციის სამმართველოს 20 თანამშრომელი დაადგა თავზე და სახლის დატოვება უბრძანა. ჩვენ მათ ვთხოვეთ, წარმოედგინათ დოკუმენტი, რის საფუძველზეც გამოსახლება მიმდინარეობს. მათ ასეთი საბუთი ვერ წარმოგვიდგინეს”, - აღნიშნა დოლიძემ.

 

მისივე თქმით, იგი დაუკავშირდა ქალაქის მთავრობასაც, შინგან საქმეთა სამინისტროსაც და თხოვა ოჯახის გამოსახლება იმ დრომდე გადაავადონ, ვიდრე დროებითი თავშესაფარი ექნებათ.

 

- ”ამ აგარაკებში სხავადასხვა კატეგორიის ადამიანები არიან შესახლებულები - ზოგი მათგანი დევნილია, ზოგი - თბილისის ომის დროს დაზარალებული და ა.აშ. ჩვენ თავლწინ გამოასახლეს მეორე დევნილის ოჯახიც. რა ელით სხვებს, არავინ იცის”, - განაცხადა დოლიძემ.

 

მისივე თქმით, ოქროყანის მოსახლეობა გზის გადაკეტვას აპირებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურმე ღია ცის ქვეშ მართავს მინისტრთა კაბინეტის შეკრებას კახეთში და ეს არ არის მასხარად აგდება მაგ ხალხის? რაც მაგ პიარში ფული დაიხარჯა ერთ სახლს ხომ აუშენებდნენ იმ დაზარალებულებს?

 

 

მხოლოდ გადამღები ჯგუფის გამგზავრება-კვება ხელფასზე დაახლოებით 3000 ლარი იხარჯება თითო ჩართვაზე და პრეზიდენტის, ამდენი მინისტრის, გუბერნატორების და ყველა ამათი დაცვის და ესკორტის ჯერ მარტო ბენზინის ფული დათვალე, V8 და 4.0 მატორზე პატარა მანქანა არცერთს არ ყავს + ყველა ამ ჩასვლაზე მთელი ეს სასტავი რესტორანში გრიალებენ, იმხობენ თავზე.

 

ისე, არ გამიკვირდება მაგათაც რო აუშენონ სახლები. მშენებლობაზე მაგარ ფულს ჭრიან. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მხოლოდ გადამღები ჯგუფის გამგზავრება-კვება ხელფასზე დაახლოებით 3000 ლარი იხარჯება თითო ჩართვაზე და პრეზიდენტის, ამდენი მინისტრის, გუბერნატორების და ყველა ამათი დაცვის და ესკორტის ჯერ მარტო ბენზინის ფული დათვალე, V8 და 4.0 მატორზე პატარა მანქანა არცერთს არ ყავს + ყველა ამ ჩასვლაზე მთელი ეს სასტავი რესტორანში გრიალებენ, იმხობენ თავზე.

 

 

მაგასაა რომ ვამბობ ირაკლი მეტი არაფერს,რომ ეს ხელისუფლება პიარია ცარელა და დედა ეტირებათ.მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მინდა.

 

 

ეხლა მოვედი ნიუ–იორკში ვიყავი და ადრე რომ მევასებოდა იქ ცხოვრება,გამოქცევაზე ვიყავი იმისთანა გნიასია,მაგრამ ძალიან მაგარი ქალაქია.ეს ისე ვთქვი რა. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აგასაა რომ ვამბობ ირაკლი მეტი არაფერს,რომ ეს ხელისუფლება პიარია ცარელა და დედა ეტირებათ.

უკვე ნატირები აქვთ, უბრალოდ თან ქვეყანასაც მიათრევენ უფსკრულში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...