Guest ჭანო Posted November 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2009 ორ კვირაში მაქვს რეფერატი ამ თემაზე, ნელნელა ვეცდები ქართულ ენაზეც შემოგთავათოთ.ვინც ერკვევით ამ საკითხში ძალიან მადლობელი დაგრჩებით :sorry: ნახშირბადის მოძრაობას თავის ფორმებში, ბიოსფეროს, ატმოსფეროს, ოკეანეების და გეოსფეროს შორის ნახშირბადის ციკლი ეწოდება. ნახშირბადის ციკლი ბიოგეოქიმიური ციკლების შემადგენელი ნაწილია. ამ ციკლში არის ნახშირბადი სხვადასხვა ფორმით და პროცესები, რომლებსაც იგი გადაჰყავთ ერთი ფორმიდან მეორეში. ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ ცვლიან ატმოსფერო და მცენარეული სამყარო ნახშირბადს. მცენარეები შთანთქავენ CO2-ს ატმოსფეროდან ფოტოსინთეზის პროცესის დროს და გამოყოფენ CO2-ს უკან ატმოსფეროში სუნთქვის დროს. CO2 -ის მთავარ ცვლილებას ადგილი აქვს ოკეანეებსა და ატმოსფეროს შორის. დაშლილი CO2 ოკეანეებში გამოყენებულია საზღვაო ბიომატერიის მიერ ფოტოსინთეზში. ორი სხვა მნიშვნელოვანი პროცესი არის: წიაღისეული საწვავის წვა და მიწის ცვლილება. წიაღისეულ საწვავში იწვის ქვანახშირი, ზეთი, ბუნებრივი გაზი და ბენზინი, რომლებსაც მოიხმარებს ინდუსტრია, ელექტროსადგურები და ავტომობილები. შევნიშნოთ რომ ციკლის მიმართულება მიდის მხოლოდ ერთი გზით: ინდუსტრიიდან ატმოსფეროსკენ. მიწის ცვლილება არის ვრცელი თემა რომელიც შეიცავს ბევრ არსებით ადამიანურ მოქმედებებს. ისინია: აგროკულტურა, ტყის ჩეხვა და ტყის განაშენიანება. დიაგრამაზე ნაჩვენებია ნახშირბადის ციკლს ნახშირბადის მასასთან ერთად, გიგატონობით ყოველ ისარში და ყოველ პროცესში როგორც ცნობილია. ნახშირბადის მოცულობის ცვლილება ყოველი პროცესის დროს, განსაზღვრავს კონკრეტული ისარი იზრდება თუ მცირდება. მაგალითად, ოკეანე შთანთქავს 2.5 გტ(გიგატონა) ნახშირბადზე მეტს ატმოსფეროდან. აქ ნახშირბადის რაოდენობის ჯამი თანაბრდება, ოკეანის ისარი იზრდება 2.5 გტ-ით წელიწადში ხოლო ატმოსფეროს ისარი მცირდება შესაბამისად. მაგრამ სხვა შემთხვევაში არ თანაბრდება, წიაღისეული საწვავის წვა ზრდის ატმოსფეროში ნახშირბადის მარაგს დაახლოებით 6.1 გტ-ით ყოველ წელს, და ატმოსფერო ასევე ურთიერთქმედებს მცენარეებთან და ნიადაგთან. გარდა ამისა იცვლება მიწის საფარი ადამიანის მიერ. ნახშირბადის ციკლი არის ცხადად ძალიან კომპლექსური და ყოველ პროცესს აქვს გავლენა სხვა პროცესებზე. თუ პირველადი პროდუქტი გაფუჭდება, დავარდება და გაიხრწნება ნიადაგში. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ, გახრწნა ნიადაგისგან ატმოსფეროსკენ ასევე გააფუჭებს ამ ბალანსს, ასე რომ, ნახშირბადის მარაგი ატმოსფეროში იქნება მუდმივად? უსათუოდ არა, შეიძლება გაგრძელდეს მისი ციკლის მიმდინარე ტემპი რამდენიმე წლის განმავლობაში, და ამგვარად ატმოსფერო იძულებული იქნება შთანთქოს ჭარბი ნახშირბადი, რომელიც გამოყოფილი იქნება ნიადაგიდან. მაგრამ ეს ზრდა ატმოსფერული ნახშირბადის შეიძლება დასტიმულირდეს ოკეანისგან CO2-ის შთანთქმის ზრდით. როგორც ცნობილია, ნახშირბადის ციკლი უნდა იყოს დახურული სისტემა.სხვა სიტყვებით კი, ნახშირბადის ჯამი უნდა იყოს უცვლელი მსოფლიოში. მეცნიერები აქტიურად იკვლევენ ნახშირბადის ციკლს რომ ნახონ, თუ რეალურად აჩვენებს მათი მოაცემები ციკლის ბალანსს.ამ ტიპის გამოკვლევები იძულებულს ხდიან მეცნიერებს დაიჯერონ, რომ ჩრდილო ჰემისფეროს ტყეები ფაქტიურად შთანთქავენ 3.5 გტ ნახშირბადს წელიწადში, ასევე ცვლიან დედამიწის საფარს, იღებენ ნახშირბადს ატმოსფეროდან, არ ზრდიან მას ისე, როგორც დიაგრამაზეა ნაჩვენები. ექპერიმენტები გრძელდება ამ ინფორმაციის დასამტკიცებლად. http://earthobservatory.nasa.gov/Features/CarbonCycle/Images/carbon_cycle_diagram.jpg წყარო:ნახშირბადის წრებრუნვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 75 მილიონ მილიარდ ტონა ნახშირბადი მოიპოვება დედამიწაზე და მით წარმოადგენს 0,13% . 99,8% მყარ მდგომარეობაში, ძირითადად კირქვის სახით0,05 % წყალშია გახსნილი 38 000 მილიარდი ტონა0,002% ნიადაგში 1580 მილიარდი ტონა0,001% ჰაერში 820 მილიარდი ტონა0,001 % ბიოლოგიური მასა(მცენარე, ცხოველები და ა.შ.) 800 მილიარდი ტონა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.