ლ ი ც ი Posted December 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2011 გაქრა ღირსება, ნუ ეძებ ნურსად,გაჰყვა ეპოქებს გაბნეულ მტვერად,მთელი სამყარო შემოიარედა უიმედოდ დაუშვი მხრები...გაქრა სინაღდე, ნუ ეძებ ნურსად,კონფორმისტებად იქცნენ სუყველა,ჭიქას ჭიქაზე გიჭახუნებენ,თუმცა უციან რა! უნდათ! შენგან... მაიკო ორბელიანი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2012 სოლჟენიცინის, გალიცინის,თუნდაც ვიცინის ქვეყანაში დახტის კვიცივით შავი ბოღმა თეთრი სიცივის.ჯერ პირჯვარს იწერს, მერე გესვრის, მერე გიცინის და კოცნად მოდის...რა რიგ შვენის რუხ მგელს კრავობა!..ჩასვრილი ლოთის შეთითხნილი არარაობა მოვა და გიხსნის, თუ რას ნიშნავს ძმობის რაობა! მაგრამ სხვა მხარეს იმზირება ჩემი თაობა...ხსნასაც იქ ელის, ერთგულებას იქ ეფიცება,ცხრა მთა–ზღვას იქით მოვლინებულთ კეთილ ბიძებად,ფერად წიგნებად,მათ, ვინც უსულოდ ღმერთის ძებნას თვლიან მიგნებად...სულ ასე იყო, ჰოდა ადათს ვერ მივაფურთხებთ:მტერთაგან მოყვასს შევარჩევთ და მამად ვაკურთხებთ,ენას მოვიჭრით, იმას დავსვამთ თავში სუფრისა,კაცობრიობის ხსნად ჩავუთვლით ხარშვას კუპრისას,და თანაც ვიტყვით, რომ ნებაა თურმე უფლისა,პირთან დაიწევს უსარგებლო ძარღვი შუბლისა...და იბერიაც... გასუქდება, ნუ გვეფიქრება!!!დავკარგავთ ცას და ხვედრი მიწაც აგვეფიცრება... ავტორი არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
me... Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 რომ მინდოდეს?! რომ მინდოდეს? ჰე, რას ვიზამ... სულსაც დაგალევინებ, ისე შემოგეპარები, სულ არ გაგაგებინებ. ფაცერსა და მახეს შენთვის შენვე დაგაგებინებ. ნატვრასა და ოცნებაში დღეებს გაგალევინებ. წყაროს პირას ჩაგიყვან და წყალს არ დაგალევინებ, ლაშქრად იყო სანაქებო ფარ–ხმალს დაგაყრევინებ! ხან გატირებ, ხან გაცინებ დაგიყენებ მაგ თვალებს. ეზო–ეზო, ღობე–ყორე გატარებ და გაწვალებ. დარდად გაქცევ დარდიმანდს და დარდს არ გაგამხელინებ, წუთისოფელს ნატვრაში და დარდში გაგალევინებ. რომ მინდოდეს? ჰე, რას ვიზამ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
me... Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 * * * არდავიწყებას დაგპირდები და როგორც ტკივილი, მომეძალები. როცა დაგკარგავ, ავტირდები და როცა გიპოვი მოგეკრძალები.როცა შეგხვდები დავდუმდები და ზეცის ფერებით დავიფარები. როცა მინატრებ დავბრუნდები და როცა გადაგღლი, გავიპარები. არდავიწყებას დაგპირდები და შენი სიშორით განა ვიცვლები, შენი ცრემლებით ავტირდები და შენი ტკივილით გარდავიცვლები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2012 კონსტანტინე ლორთქიფანიძე საბარგო ავტომობილი საღამო იყო, მგზავრთა ლანდებსძირს იტაცებდა ხიდიდან წყალი;მაშინ გიხილე და სიკვდილამდეშეიქმენ ჩემთვის დაუვიწყარი. ნანინასავეთ იმწამსვე ვიცანჩემთან შეზრდილი შენი ხმაური,მოგიახლოვდი და გულის ფიცარსეხეთქებიდა ზღვა სიხარული. მოგუგუნებდი რკინის მხედარი,აბნევდი სუნთქვას კვამლის რგოლებადმე შენზე ტკბილი შესახედავიჯერ არც მყოლია, არც მეყოლება, რა სასიამოდ მიძგერდა გულიწყნარ ღამეებით მდუმარე პოეტს,ასე მგონიოა, რომ დაკარგულიმშობელი დედა მაშინ ვიპოვე. გიცქერ და გულში ისევ ღვივდებაის ძველი ცეცხლი და სითამამაე,და ხელმეორედ თითქმის იბრდღვნებასაბედისწერო ოქტომბრის ღამე. ქარბუქი, თოვლი, თეთრი ველები...თვალთან ვერ იტან თითს, ისე ბნელა;ასეთ ღამეში ლენინელებიწამოდგნენ მტერთან შესარკინებლად........ მართლა გმირი ხარ, ტყვიით დატენილსარ შეგიცვლია ნაბიჯი გზიდან,რევოლუციის მოღალატენი შენ დასახვრეტად გადაგიზიდავს. დანის პირებში გამოყვანილიგადიქცეოდი ომში დევებადრა დრო გინახავს! ეხლა ყვავილიც საქართველოში არ ითელება. სიმშვიდის ტალღა უხვად დაღვრილა,დამცხრალა ცეცხლი ჩვენი თვალების,მაგრამ იცოდე, ძირსა არ დახრილაწითელი დროშა კომუნარების. თუ გუშინ დროშებს ცისკენ ვარხევდით.ეხლა სხვაგვარი ბრძოლა გვახარებს,გვსურს ცის მაგიერ, ბოლი ქარხნების გადავახუროთ სამშობლო მხარეს. მითხარი, დაგრჩა მაინც ოდნავადის ძველი ღონე, ცეცხლი შეშლილი ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
a-stiqi-a Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავშიტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელიიქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვსშენი ლამაზი თვალების ფერი.ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლისმსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდიდღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამშეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქშიჭორი!..გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ დამოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდადამფრთხალი ქუჩა...ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეშიმათხოვრის მუჭას...გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენდაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულშენთან ვიქნები ალბათ.შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდათავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად (კი, ზღვაც ამაყობს თავისხმაურით, მაგრამ იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება).ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდაძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთანმოსვლამდე.რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემისათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მექცეული ვიყავი კითხვად... მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიციშენ როგორ გითხრა! და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებყველაფერს გეტყვი?- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ,ის არის ბევრად იმაზე მეტი!..მე ვარ მდინარე!ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდესდა მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოსმარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემიაწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდმიდის, მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღესჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ესარის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ესყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვმაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა,შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებსდა დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვითმაგიდაზე გადაშლილ რუკას. სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდგარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან, მაგრამპირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვსცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცასმუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნაშენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდაგავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურისქალი?პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ არსებობსისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს დაბოლოს უნდა ისევე გადიქცეს ისევე კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით დაძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!..ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზეძვირფასს მისწერო...არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევმინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისე ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი, ჩემოძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროსდა ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს... არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათარაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდიკარგო! უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო, ჩვენარაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავისშესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენიახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო, მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროაშენი პასუხი ზეპირად ვიცი – მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერებავშვივით დაიწყებ სიცილს.შენ შეიცვალე.მეც შევიცვალე.სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვისისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი.შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდესდაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,არც დამიკარგავს არასდროს თითქოს, მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი “იყო და არაიყო რას” მასგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არავარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისეზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლაიმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვეძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ დამხოლოდ.შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებმზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს, უნდა მოისხა შენ ანგელოზისმსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინიყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი და ოცნებებში მხვდებოდიმხოლოდ...მარტო ვარ შუა ოკეანეში,სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები დადაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ანსიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზასგადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მევერ ვიპოვნი სასურველ ფერებს... ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მენეტაში დაგახრჩობ მერე.მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში. შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომმე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:-რა დაგემართა!-ვერა მცნობ?-მე ვარ!მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა არ ვიცი,ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომდაივიქყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი,რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.უკვე თენდება.თენდება უკვე, ღამე ტყვესავით ნებდება დილას. წვიმის წვეთები, როგორცცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობაძალიან მიჭირს...(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი).მე მენატრები, როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი). მე მაინცმჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნებახვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს, უეჭველი კი ის არისმხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.მე ვარ მდინარე!ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდესდა მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლეგეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრასნატრობ (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწეროუნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა).შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვისხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი: მე შენსხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდანგასული გემი!შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არცსიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარაორი არსება, ორივე, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივითტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხამს.შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერიარ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით: მგონი ვიღაცამ ჩართორადიო,-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი,... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენმაინც გახსენი იგი. მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალებისიქით!...ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაცარაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოსთუნდაც მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავშიტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელიიქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვსშენი ლამაზი თვალების ფერი.ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლისმსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდიდღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამშეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქშიჭორი!..გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ დამოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდადამფრთხალი ქუჩა...ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეშიმათხოვრის მუჭას...გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენდაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულშენთან ვიქნები ალბათ.შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდათავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად (კი, ზღვაც ამაყობს თავისხმაურით, მაგრამ იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება).ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდაძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთანმოსვლამდე.რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემისათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მექცეული ვიყავი კითხვად... მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიციშენ როგორ გითხრა! და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებყველაფერს გეტყვი?- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ,ის არის ბევრად იმაზე მეტი!..მე ვარ მდინარე!ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდესდა მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოსმარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემიაწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდმიდის, მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღესჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ესარის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ესყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვმაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა,შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებსდა დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვითმაგიდაზე გადაშლილ რუკას. სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდგარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან, მაგრამპირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვსცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცასმუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნაშენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდაგავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურისქალი?პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ არსებობსისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს დაბოლოს უნდა ისევე გადიქცეს ისევე კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით დაძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!..ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზეძვირფასს მისწერო...არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევმინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისე ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი, ჩემოძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროსდა ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს... არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათარაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდიკარგო! უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო, ჩვენარაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავისშესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენიახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო, მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროაშენი პასუხი ზეპირად ვიცი – მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერებავშვივით დაიწყებ სიცილს.შენ შეიცვალე.მეც შევიცვალე.სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვისისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი.შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდესდაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,არც დამიკარგავს არასდროს თითქოს, მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი “იყო და არაიყო რას” მასგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არავარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისეზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლაიმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვეძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ დამხოლოდ.შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებმზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს, უნდა მოისხა შენ ანგელოზისმსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინიყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი და ოცნებებში მხვდებოდიმხოლოდ...მარტო ვარ შუა ოკეანეში,სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები დადაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ანსიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზასგადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მევერ ვიპოვნი სასურველ ფერებს... ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მენეტაში დაგახრჩობ მერე.მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში. შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომმე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:-რა დაგემართა!-ვერა მცნობ?-მე ვარ!მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა არ ვიცი,ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომდაივიქყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი,რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.უკვე თენდება.თენდება უკვე, ღამე ტყვესავით ნებდება დილას. წვიმის წვეთები, როგორცცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობაძალიან მიჭირს...(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი).მე მენატრები, როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი). მე მაინცმჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნებახვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს, უეჭველი კი ის არისმხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.მე ვარ მდინარე!ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდესდა მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლეგეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრასნატრობ (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწეროუნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა).შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვისხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი: მე შენსხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდანგასული გემი!შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არცსიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარაორი არსება, ორივე, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივითტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხამს.შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერიარ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით: მგონი ვიღაცამ ჩართორადიო,-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი,... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენმაინც გახსენი იგი. მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალებისიქით!...ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაცარაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოსთუნდაც მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც ძალიან მაგონებს საკუთარ ფიქრებს,საოცარია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 ...მე ამ ქალაქში დიდხანს ვცხოვრობდი,აქ შევეჩვიე ხანგრძლივ ხეტიალს, შემხვდა ბოროტიც, მაგრამ ბოლომდისბოროტი კაცი არ შემხვედრია. კარგი უჩანდა პირი მოლოდინს, დრო მავიწყებდა წარსულს სევდიანს,შემხვდა კეთილიც, მაგრამ ბოლომდისკეთილი კაცი არ შემხვედრია... ვახტანგ ჯავახაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 ლ ი ც იუფრო ხშირად შემოდი ყოველთვის გაგვიხარდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 ქარაფებთან გავლადელგმის დარად დარიალში ვიჭრები,მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო! თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო! მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,შენი თმები მაგონდება, მზექალო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2012 შავ არაგვზე ამაყია შენი სული შავ არაგვზე ამაყია შენი სული,ამაყია ფიქრთა ლურჯი რკალები,ღიმილი გაქვს მწუხარებით შენისლული,როშკის ტბებზე კრიალა გაქვს თვალები. შენი ფიქრი მოცურავე გედია,ოცნებები მწვერვალების ნისლები,როცა გხედავ დარდიანს და სევდიანს,მეც მაშინვე მწუხარებით ვივსები. მე მიტაცებს თაფლისფერი თმების სუნი,ძირს დახრილი ხორბლისფერი მკლავები,შავ არაგვზე ამაყია შენი სული,როშკის ტბებზე კრიალა გაქვს თვალები gioo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2012 machkatela ზოგადად არ მიყვარს ლექსები მაგრამ ეს კარგია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2012 (edited) ოკlasha_alo გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,რომ ამოვა ენძელა და ია,საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,ციხისძირთან შემეყრება გველი,ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს. მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.. გოდერძი ჩოხელი Edited March 16, 2012 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2012 ჩემი შვილია მე გავაჩინე, ჩემი შვილია...თუ გნებავთ, მკერდი მომკვეთეთ ახლა.ყოველი წუთი - ეს იგივეა,რაც მიჯრით გულში ტყვიების დახლა.ჩემი პირმშოა... ნაწილი - ჩემი.ჩემი გული და ჩემი ცხეული...ასეთიც მიყვარს, ასეთიც მტკივა -ქურდიც, მეძავიც, ლოთიც, სნეულიც!...მე ვათენებდი მასთან ღამეებს,პირველ ნაბიჯებს მასავით ვდგამდი...მას რომ დაცემულს სისხლი სდიოდა,ის სისხლი გულში მე ახლაც დამდის.ჩემი შვილია... ჰო, ჩემი, ჩემი.ახლა თუ გნებავთ, მომკვეთეთ მკერდი.რომ ვჭირდებოდი, მე დავეხმარე,მე დავუდექი ბეჩავი, გვერდით!...ნარკომანია, კახპა, თუ გეი... შვილია ჩემი, შვილია ჩემი...თქვენ ვერ მიხვდებით, რა დარდი მძიძგნის,თქვენ ვერ გაიგებთ რა ხდება ჩემში...სხვანაირია, არავის არ გავს,და ეს სხვაობა ჭკუიდან შემშლის!...მე ვიღიმები... ზოგჯერ ვღიღინებ... მან რომ არ იგრძნოს სულის ქვითინი...მე ახლაც მესმის ცრემლიან ცხადში,მისი ბავშვური ხმა და ტიტინი....მე გავაჩინე, ჩემი შვილია!...მე ვაგებ პასუხს მისთვის და მასზე!..და მაინც ყველამ, და მაინც ყველამილაპარაკოს საკუთარ თავზე. Mariam Kozmanishvili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2012 და მაინც ყველამ, და მაინც ყველამ ილაპარაკოს საკუთარ თავზე. დიახ ლიცი ბატონო,,,ვეთანხმები ლექსის ავტორს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2012 ტყეში ამბავი მოხდა საწყენი-პატარა ბიჭმა მოკლა ჩიორა,დედის ამარა დარჩნენ ბარტყები,დედა კი მათ ბედს არ ჩიოდა. დადის ტოლებში და თან ტრაბახობსშურდულიანი ბიჭი ტიკტიკა,დედა ჩიტი კი იმავ საღამოს,ს უ ლ ს ხ ვ ა ჩ ი ო რ ა ს გ ა ე ჭ ი კ ჭ ი კ ა. ქარმა ღრუბლები წვიმად არღვია,სწუხდნენ ბარტყები სულ მთლად სველები,რადგან ბუდე იყო თავღიადა წვიმას ჰქონდა გრძელი ხელები სოფოოოო )) laci ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.