ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ლომი ჩემი საფარი შენ ხარ კედელი,მე კი რა გითხრა, ისიც არ ვიცი მე შენი ფიცხი ვარ მუშკეტერიდა არა შენი დიასახლისი. არ მიყვარს სრბოლა ქარს მინდობილიდა არც დუელი გადადებული,არ არის ბედი ჩემი დობილი ლომის თვეში ვარ დაბადებული. ემოციები ისე მმართავენ,როგორც წყნარ ზღვაში ხომალდს მესაჭე,არ იქნებოდა ღმერთი მართალი,მშვიდი ბუნებით რომ დავესაჯე... გჭირდები, როგორც ოთახს კედელი,გჭირდები, როგორც გუთანს სახნისი,მე კი ქალი ვარ და მუშკეტერიდა არა შენი დიასახლისი... მე და შენ მე სიფრიფანა პოეტი ქალი,შენ გოლიათი ჩემგან ძლეული...შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი,ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული. ფერად სათვალით მე არ გიყურებ,არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი,მოდი და მხრებით გადამიხურე დიდი იმედის პატარა ქოხი! მე ვარ ტკივილი მცირე და დიდი,მე ვარ შენ ირგვლივ ახლოც და შორიც,მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდიჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის. შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს,შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული. ია სულაბერიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ყავა უშაქროანჩაი "ლიმნიანი","KENT"-ი ღერებით დაბედსაც არ ვემდური,დამყვა ხასიათი,ისე ჯინიანი,შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური. წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,ჰოდა,თუნდაც ერთი იყოს,მხოლოდ შენთვის მინდა. მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,მოდი,დაენახე წამებს გაჩერებულს,მოდი,გეხვეწები,კოცნით დამღალე და გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი დაისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.... ნიკა ჩერქეზიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ნაფეხურები მშრალი თან სველი,წასული ქალი, ძველი სესხები,სინამდვილეში სასწაულს ელიდა სინამდვილეს ვეღარ ეხები. გაგა ნახუცრიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ...მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,მოდი,დაენახე წამებს გაჩერებულს,მოდი,გეხვეწები,კოცნით დამღალე და... გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი დაისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან. ნიკა ჩერქეზიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ...და თითქოს ვიღაც იდგა ბაქანზე,ვიღაც, ძალიან ძვირფასი ჩემთვის,და არ ვიცოდი, რომ ჩუმად მეთქვაან დამეყვირა მისი სახელი. მე არ ვიცოდი მისი სახელი,მისი თვალების და თმების ფერიდა მხოლოდ ვგრძნობდი, რომ წვეთებივითჰგავდნენ ერთმანეთს ჩვენი ფიქრები... ოთარ ჭილაძე თვალნი დამიშრიტე - მაინც დაგინახავ,ყურები დამიფსე - მე მაინც მოგისმენ,ბაგედაგმანულიც გფიცავ - ჩემს შინა ხარ,ფეხებწაკვეთილიც მოვაღწევ როდისმე...მიმწყვიტე ხელები, გულით - ვით ცალხელიმაინც ამოგწვდები, გულს თუ გამიჩერებ -ეს ტვინი დაიწყებს ფეთქვას, დამიჯერე.თუ ტვინსაც დამიწვავ და დამიღადარებ -მე სისხლით გატარებ... რაინერ მარია რილკე თავისუფალი არის უფალი,კაცი კი ტყვეა თავისი ბედის,წუთისოფელი-ციხე მუხთალი,სიცოცხლის ბოლო სიმღერა გედიs ალეკო გოგოტიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 აბლაბუდებით ვქსოვე სიზმარი,ღამემ სული და ძილი შემიძრა...და მაშინ როცა გიპოვე თითქმის,სასაცილოა, გამომეღვიძა.ნაცნობი ოთხი კუთხე კედლისა,სუნი ნაცნობი, ფარდა და კარიდა ჩემს მაგივრად დაუყვედრებლადსაწოლზე ვიღაც ტიროდა ღამით.ხმაური ქუჩის ჩუმი და მკვეთრიოთახში ეგდო, როგორც ხალიჩა,დილამ დახედა სიზმარს ღიმილით,გაათრია და გარეთ დახლიჩა.ვერ მოვასწარი, ზმანება ჩემიდამეხატა ან წიგნად მეკინძადა დამენანა, ეს მერამდენედშენს გარეშე რომ გამომეღვიძა... შენ ცეცხლს დამინთებ, დაველოდებითჩანაკვეცხლებას ხმელი შეშების...სიმინდს შემიწვავ, შემეშინდებაწითელ მარცვლებზე ხელის შეხების...გაგეღიმება, ეს მერამდენედჩემში პატარა ბავშვთან შეხვედრა...შენი ხელიდან მაჭმევ სიმინდს დაამიტომ შენი სუნი ექნება...მერე ჩვენ ალბათ შუაღამემდე,ეგებ დილამდეც, დავითვლით ნათქვამს...და ყველაფერი ირგვლივ იმ ღამესშენთან ალერსის ნებასაც დამრთავს...მკითხავ ათასგვარ ჭკვიანურ კითხვასდა სულელური პასუხით დაგღლი...შეგიშინდები შეშის ტკაცუნზეან სადმე თუკი იყმუვლებს ძაღლი.წამოდგები და მკლავს გაიყოლებ,მიწას მიაყრი ცეცხლსა და ნახშირს...და ამისრულებ ერთადერთ სურვილსსულ ორ სიტყვაში - " წავიდეთ სახლში”... ბიაკო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ... შენი დილა ლოცვით იწყება.მე კი ვცდილობ, ყულაბიდან მაკრატლის წვერითამოვიღოლარიანები.შენი შუადღე მზადებაა ღამისთევისთვის,მე კი, უკვე მერამდენედ, ვმალავ ჩემს სტიქარს.შენთვის მარხვა სულისა და სხეულის განწმენდაა,მე კი ამ დროსყოველი ქუჩის კუთხეში სიყვარულს და შაურმასერთ ფასად ვყიდულობ.შენი საღამო მოფერებაა არეულ თმებზე: ''ჩემი ანგელოზი ბიჭი"...მე კი ვერც გეუბნები, რომ - ანგელოზები გადაშენდნენ, დედა! გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი, აპრილს ჩავუსახლდეთ გულში, ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე, ჩუმად გაკვირდება ნუშიც. ხელი არ გამიშვა, შემისისხლხორცე და ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს, სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია, მხრებში გამართული ვივლი. გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები, რომ შენ გამელუმპო თქეშით, მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი, ჩიტივით შეგიფარებ მხრებში. სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია, მაგრად მომიჭირე ხელი, ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო... ალბათ უშენობა შემშლის... ალბათ ასეთი ვარ ცოტა არეული, დამყვა ხასაითი მარტის ამინდივით, დიდი სიყვარულიც უცებ მოვარდნილი ვიცი ჩემებური უფრო კაპრიზივით. ფეხქვეშ ამერია დღესაც დედამიწა და ცის დამხობაზე არ მაქვს სინანული, ალბათ ასეთივე ცოტა უცნაური დამაქვს ოცნებებიც,ზოგჯერ ტირანული. ქარის წისქვილებთან ბრძოლით დავიღალე ფრთები შევალეწე გავხდი ინვალიდი, ალბათ ჩემებურიც ვიცი გაბრძოლება, ბოლო გაღიმებაც კარგი, სიკვდილის წინ. ალბათ ასეთი ვარ ცოტა უცნაური, და ნუ გამიკარებთ ხალხნო სიახლოვეს, ვიცი აგიწეწავთ ყველას მშვიდ ცხოვრებას, მერე ხელს ჩავჭიდებ ისევ სიმარტოვეს... გიო ანდრონიკაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 მეფეებივით ფიქრობენ მთები...ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს...მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...მთვარემ არაგვში შეასწრო თითქოს... ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -ლამის არაგვი შევსვა პეშვებით,ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,უფრო უარეს ხევში ვეშვები. წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზემაშინ გადირბენს, როცა არ ელი,და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,აჩემებული და საყვარელი. მაგრამ შენ უკვე ტყუილად ბორგავ,დამთავრდა ვნება - დარჩა ამბავი....და სველ აფიშას კითხულობა ქოლგადა თავისი გზით მიქრის ტრამვაი... და სიბნელიდან გამოდის ბავშვი,რომელსაც ბევრი სინათლე სურდა,რომელმაც უცებ იპოვა ქარშიდიდი მსგავსება საკითარ სულთან ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.გადიან წლები და ფიქრით დაღლილსგადაუხდელი მრჩება ვალებიდა მეკარგება მშობლების სახლი:აუტანელი და საყვარელი.მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლიდა გადმოფინოს თეთრი აფრებიდა შენი ნაზი სხეულის თრთოლვითათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ... აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები!უკვე მესამედ ყივის მამალიდა ღმერთმა იცის, სად დავმთავრდები,შენგან წასული და ბრმად მავალი. ოთარ ჭილაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ჩემს ჭაღარას ნუ ენდობი, ჭაღარაა მეწისქვილის მცხოვანება შეენდობა შეგანგლული არის ფქვილი! გიორგი ლეონიძე რა გითხრა?.. ჩვეულებრივ...გაზაფხულდა.გული უშენობის გუბეშივე...მე, ისევ ისეთი აზარტულიდა ისევ ისეთი უხეში ვარ. ვიბრძვი ისეთივე შემართებით!რა ვქნა?! არაფერი არ გამოდის...ალბათ მილიონჯერ მემართები,მარტო შუადღიდან საღამომდე. რა გითხრა?.. სიჩუმე ჩამოვარდა...ახლა სიჩუმისთვის გამიწყრები.ღამე მშვიდობისა ჩემო კარგო,იქნებ დროა ჩემი დავიწყების... გიო გურჯი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 რაღა დროს მარტია? მე მაინც მოვალ დაკოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან,ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი,მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან... ბოლომდე გამიძელ, მე ვცდი და დაგხატავ,ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე, ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაშიდა ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე... რაღა დროს მარტია?! ვნებას არ ვეურჩოთ, ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით, გახსოვს, ბავშვობაში შენი სახელებით გადაჭრელებული რომ მქონდა რვეული? .. კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს, გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია, ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი,მეტყვი : "მაისია, რაღა დროს მარტია?" ოქტომბრის შვიდია,გამოთვრნენ მუზები.და სულაც არ მინდა რომ შენზე დავწერო.დავითვლი ჯიბეში დარჩენილ თეთრებს დავაჩუქებ მათხოვარს სიკეთის საწევროს. თითქოსდა სხვაგან ვარ,არავის ვუყურებთვალებიც სხვისი მაქვს,მგონია დავბერდი.უკვე მერამდენე ყალბი აღსარება,არ ვნანობ თუ ადრე ოცნებებს დავდევდი. დღე არის საოცრად ცივი და ფერმკრთალი,ან ღამეს ღამეში სადღა დავემალო.მე არ ვარ პოეტი, უბრალოდ გიყვები,შენი ანემია რომ არ დამემართოს. რამდენი კონკია დავხატე ზღაპარში ,უკვე ვეღარ ვირჩევ ვინ არის საჩემო.ძალიან მიჭირის და თავს ვერ ვუმკლავდები,რომ აღარ მახსოვდე, რომ აღარ დაგწერო. შენ - ჩემი ქრონიკული სიყვარული მე - შენი ქრონიკული მონატრება, სახადი, რომელიც ჩემია და რომელიც არასოდეს მომეხდება. შენ - ჩემი სისუსტე და სიძლიერე, მე - შენი შიში და შეშფოთება. "თქვენ, ალბათ, თავადის ქალობა გსურთ, დაბრძანდით , გარეთ ეტლი გველოდება" დღეები მიდიან და გვშორდებიან.ბადე სადღაც გდია დასაკემსი, მე - რა გჭირს, ხომ არ დამეღალე?და ცივი პასუხი "არაფერი". "იქნებ სიზმარია ყველაფერი ?" იყუჩე, ნუ ცდილობ გაიღვიძო, ცხოვრების მტანჯველ სისატიკეს ნუ ცდილობ თვალებში გაეხირო. და თავადს უმიწოს და უმოსახლოს მომდევს წუთიერი შეშფოთება- ვაითუ თავადის ქალს მოჰბეზრდეს და წავიდეს - გარეთ ეტლი ელოდება... შენ ჩემს მომავალში უკვე სახლობ,ვარ შენი სიყვრულის მონა-სპარსი.მინდა, სიკვდილამდე გიერთგულო,კოცნით დამიამო მონაპარსი. დაგწერ ლექსებად და მოთხრობებადფიქრად გადაგაბნევ თბილ თვალებში,ოღონდ ხელს ნუ მკრავ და გადამაგდებ,გულთან დაგაყუჩებ, ჩემს მკლავებში. ჭორფლებს გადაგითვლი თეთრ ლოყებზე და თითოს თითოჯერ შევეხები,ვაითუ, ერთხელაც შემიწირავს მაგ შენი სიმკაცრის ქვემეხები. ვაითუ, სიყვარულიც დამიშალოიქნებ და შეჩვევასაც გაექცევი,მე - შენი სიყვრულის მონასპარსი,შენთან ბრძოლის ველზე დავეცემი. გიო ანდრონიკაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 აწ...მეზობლის გოგომ შეიგვიანა:ვეღარ იპოვა ამწყდარი ღილი...გაზაფხულია...წუხელ ნიავმაცჩვილ ალუჩაზე მოიჭრა კბილი.აწ ორთავენი ერთად ივლიან.სიყვარულია ისეთი ტკბილი:კვლავ გაიტყუებს ალუჩა ნიავს,კვლავ ააწყდება გოგონას ღილი. ლაშა გახარია ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები.მე დილით საწოლიდან კი არა,ჩემი სხეულიდან ვდგები. მერე ვკითხულობ სიზმრებიდანყველაზე სკანდალურ აბზაცებს,რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს დარომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს.მერე აყვირდება გაზქურაზეჩემი დაჭეჭყილი ჩაიდანი(შენ უცხო განცდა გეუფლება,თითქოს რაღაც ცუდი ჩაიდინე).ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები!მე დილით საწოლიდან კი არა,ჩემი სხეულიდან ვდგები.ხედავ? მეორდება, მეორდება!როგორ უსასრულოდ მეორდება,როგორც ყველაფერი, ეს სტრიქონიცუცვლელი სახით მეორდება.და მეც უსასრულოდ ვიმეორებ,რომგაიღვიძებენ მკვდრები,რომ დილით საწოლიდან კი არა,ჩემი სხეულიდან ვდგები,რომ გუშინ ქუჩაში მიმავალჩემს საკუთარ თავს შევეჩეხე,რაღაც უცნაურად ემოსა დაემოსა რაღაც შავი ჩოხა.ალილუია! მეშინია!ალილუია! მეშინია!ალილუია! «მე» ჩემია.ალილუია! «მე» შენია.ძილი მსურს, ანუ: ჩემს სხეულშიისე მყუდროდ უნდა მოვკალათდე,რომ არ გავიღვიძო შემწვარი მზისსხივის უკანასკნელ მორკალვამდე.მოდის ფიქრი _ ჩემი საცოლე დაამბობს, სანამ სათქმელს ავწონიდე,რომ მკვდრებს არასოდეს ეღვიძებათ,თანაც, როცა დგები საწოლიდან. ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები!მე დილით საწოლიდან კი არა,ჩემი სხეულიდან ვდგები! პაატა შამუგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ,ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს. “მიყვარს.... არ მიყვარს...” ფოთლებზე ვითვლიდა ბოლოს კენტად მრჩება “არ მიყვარს”,ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი,მომიტაცებს და მთაში წამიყვანს. ყოველ ცისმარე არვეს გავდენი,ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტადდა შენზე ფიქრით ნაღალატევიგვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ... მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი,თბილისის კართან შენ თუ შემხვდები,“არ მიყვარს...” “მიყვარს...” ფოთლებს მივძახი,მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები. შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდელოდინისფერი მაცვია კაბაც,მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე),ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც... სანათა სასაცილოა ეს სიყვარული —სანთლის კიდეზე აკრული ღვენთი...დღეს მეც მომინდა გულწრფელად გითხრა,რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის.მე ბრბოს კაცი ვარდა ბრბოს ფუსფუსირა ცხადად მოჩანს, ალბათ, მანდედან,თუმც, კიდევ კარგი,რომ წმინდანივითშუქი არ მადგას შარავანდედად.და შემიძლია — მიყვარდე ჩუმად,ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო,მთელი ცხოვრება ისე გიკითხო,რომ არასოდეს დაგიზეპიროდა არ მომბეზრდეან შენგან წყენაგულში არ დამრჩეს პატარა ხინჯად...ასე უბრალოდ და გამეტებითყორე თუ უყვარს სუსხიან ჭინჭარს;მე ჭინჭარი ვარ...ვაზივით მკერდზევერ დაგესხმებიმაღალ მტევნებად...ვნების კვირაადა უფალს, ალბათ, არა სცალია —ჩვენთვის — ევნება...შენ ტირი...მე კი ვერ ამიჩვილებასე უბრალოდ გულს:ბრბოს კაცი ვარ...ისიც არ ვიცი:ტირი თუ შენიმწვანე თვალების ფერფლი მაცვივა... გიორგი ლობჟანიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 მთიულური მოტივებიდან სისხლს მიჩქროლებს ქალაშავა,შენი კაბის შარიშური,ბოღმამ მთვარე გააშავა,მზეს მოედო შავი შური. ასე კარგი რა ხარ,ქალავ,თან ასეთი შორეული,არაქალა–ბარაქალა,გიმზერ ჟრჟოლამორეული. დაგიმწიფდა ბაგე ხოხობს,იწვი,ჭიაკოკონაო,ო,ჰო,ჰო,ჰო,ჰო,ჰო,ჰო,ჰო,რა კარგი ხარ გოგონაო. მოგიხელთებ ქალავ,მალე,აგიხლართავ თითებს თმაში...ამ სითბოს და სიმხურვალესგაუძელი,აბა,მაშინ. ნიკა ჩერქეზიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.სიყვარული მთაში ირმის ძახილიადა ბოლოს კი სევდიანი გაღიმება. სიყვარული ცრემლებია დაკარგული,იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _სიყვარული ტალღააო ნაკადულის,თუ წავიდა, აღარ მოვა. მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,ეს ლექსები მაშინდელი ქარებიადა ტკბილ-მწარე მოგონება. შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!.. ვახუშტი კოტეტიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 (edited) მინდა,ჟინიანი,ურჩიგამეტებით,ფეხქვეშ დავიყაროგონჯიპლანეტები.მინდა,აზიურად,უტყვი გამალებით,უკიდ-უნაპიროვსერო ტრამალები.უდაბნოს ჯიშის დამზის შვილთათვალების,ვიწრო და უხეში,კერპი გამოხედვა,მონათა ლეგიონს,ვაძგერო ხმალივით.ვთესო დავამრავლო,ფლოქვების თქარუნში,ცხენის ფერდებიდანახსნილი აკვნებისუძღები ნაყოფი.ავზილო ალაფისისხლში დააწმყოში.სარზეწამოცმულიმონათა თავებით,შევკრა გალავანი,დავიდგა კარავი....მიწისთვის ნაჩუქაროქრო-იაგუნდისყორღანზე გადმოვდგეურცხვი და თავხედი,უდაბნოს გავხედოუკვდავუსასრულოსცხელსა დამშობლიურსგულზე ამოვკაწროდ ი დ ე ბ ასახელად.ქვიშაში გავწმინდონამგალა ხმალი და...ჩემსთ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა სმივუძღვნა მსოფლიო. ლუბა ელიაშვილი Edited July 2, 2011 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.