ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 დავლიოთ? ოხ არამომშორდით თავიდანმე ახლა რატომღაცდალევა არ მინდა!არ დავლევ თუ სუფრასქალი არ ამშვენებსნაღვინარ თვალებითგრძნობას რომ ახელებსადგება ირწევავით ქარში თოლიამე მაშინ ქალისთვისვგიჟდები მგონიადავლიოთ? ოხ არამომშორდით თავიდანრატომღაც უქალოდქეიფი არ მინდა! ელგუჯა უძილაური გველის წიწილაერთხელ ბილიკზე შემომხვდაგველის წიწილა პატარასაომრად წამოიმართათავი გველეშაპს ადარავერ გავიმეტე არ მოვკალბრძენთა ნათქვამი ესეათავისზე სუსტის დაჩაგვრაჯაბანი კაცის წესიაეს კი ვუთხარი ძმობილოგზა-გზა ნუ ივლი ხშირადამე თუ არ მოგკალ სხვა მოგკლავსდა დაგიჯდება ძვირადავუთხარ და ჯოხით სათუთადგადავიყვანე გზიდანაქვეყნად სიკეთის მთესველსაღმერთი დალოცავს ციდანაგველის წიწილს კი გველურმაბუნებამ არ მოუთმინაჯოხზე ზედ შემოეხვიადა სამჯერ მწარედ უკბინადა ჩავწვდი კარგით და ცუდითბუნების ნაირ ფერობასგველი არ მოიშლის გველობასადამის მოდგმის მტერობასკაცი ავი და ბოროტიავთა საქმეთა მცდელობას. ელგუჯა უძილაური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 გოგოა და... შვენის სიტყვა _ ,,სიფრიფანა,, გაიზრდება, მოიხდინოს _ ,,აშოლტილი,, შეხედავ და არის სიტყვა _ ,,სიკისკასე,, გაზაფხული _ სააპრილოდ გაფოთლილი, ძმას უნდა რომ, _ გული ქონდეს მადლიანი. იცინოდეს, თვალში სხივი უნათებდეს, მამას უნდა: კოხტა იყოს, ჯანმრთელი და აზრიანი, ბედს ეწიოს, ცხოვრებაში უმართლებდეს. ბიჭს უყვარდეს, გულიანს და შეუპოვარს. ჯიგრიანად, ხელის გულზე ატარებდეს. მზედ დახვდეს და, მთვარედ დასვას, ნათელ ცაზე, ვარსკვლავებად შემოისხან პატარები. დედას უნდა. რა და..… დედა ენაცვალოს, ეს ფიქრები, კარგად მახსოვს, რას მოება. . . გოგოა და გაიზარდოს დიდი ქალი, შეხედონ და. . . გავდეს სიტყვას _ ,,სათნოება,,. ლუბა ელიაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 (edited) კაცებო! ქალებს გაუფრთხილდით და გული ფიანდაზად გაუშალეთ სახეზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ!ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,მადლი ხელის გულზე მოუყარეთ ქალებს დაულოცეთ ქალობა და ბაღის ყვავლივით მოუარეთ!თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა ქალი ათასგვრად გაქცევსქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებსწამოგაყენებს და კაცად გაქცევს...ჰოდა ამ საუნჯეს გაუფრთხილდით მადლი ხელის გულზე მოუყარეთ ქალებს დაულოცეთ ქალობა და ბაღის ყვავილივით მოუარეთ ! კაცი? -კაცი ოხერია-თქმა იციან ქალებმა,ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლებათ...სახლში ცოლი თუ გაუწყრა შუბლს იწმენდენ ოფლიანს კარებს გაიჯახუნებენ სხვაგან გაერთობიან.კაცი?კაცი უტეხია,როგორც ლოდი საყორე,არაყს დალევს,ღვინოს დალევსდა გულს გადააყოლებს,წარბი თუ არ გაუხსენი წავა არც მოგინატრებსახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდეან მანქანას გააგელვებს ანდა ვაგონს გაყვებავინმე გვერდით თუ არ უდგას იქნებ არც ენაღვლება... ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროს და შაითანსცხოვრებაში ყველანაირგაჭირვებას აიტანს.რაც არ უდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც .თუ დასჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდანმაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანსმარტოობის წლები მკერდში გაერჭობა ხანჯლებად. შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნებაქალს?ქალს მარტო ნუ დატოვებთ სანამ ქვეყნად არსებობთ...ქალი? საფერებლად გაჩენილა კაცებო .... Edited July 2, 2011 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ქალის პორტრეტი თვალებში - ცრემლი,სულში - იარა,ყვავილი - ბევრი,დრომ - გაიარა. ნაოჭი - შუბლზე,დარდი - ფარული,ნახეთქი - გულზე,მზერა - ქალური. ნაპობი - ბაგე,მოწვეტავს სხამი,ღრუბელი - ცაზე,შეკრული რკალი. ნატანჯი - სახე,ნიღაბი - ცარცის,ვუყურებ მახეს,ფუნჯებით გაცრილს. გუაში - სველი,ჩარჩოს ღიმილი,სამყარო - მთელი,ტილოს ტირილი. კონტურებს ხევდაცრემლები ლალის,სურათის - სევდაპორტრეტი - ქალის. ზუსტად არ მახსოვს, თუ არ ვცდები, თეკლე ბატონიშვილი-ს ლექსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 მუსიკა წყნარი, კოქტეილი, კაფე "აზია", ჭიქა მარტინი, და ცხოვრებაც რა ლამაზია... ბლუზის ჰანგები უერთდება სინაზეს ფერთა, ლამაზო ქალო, მოდი ერთად წავიდეთ ღმერთთან! ნაზია ღამე. არ მასვენებს მრუში ფიქრები: ხვალაც აქ მოვალ, თუ ცოცხალი ისევ ვიქნები! ახლა კი მოდით, დავასხათ და ვინც არ დალიოს, ვეღარ მოესწროს სიკეთეს და დამდეგ ალიონს! . . . . . . . . . . . . ისევ მუსიკა, კოქტეილი, კაფე "აზია", ცოტაც მარტინი, და ცხოვრებაც რა ლამაზია. გიო საჯაია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ნუ მესიზმრები, რაა!შემომჩენიხარ აბა რად?წუთისოფელი რაა,ისიც - ლანდების ამარა? მერედა, განა ცხრაა -ერთი მრგებია წილადა.ნუ მესიზმრები, რაა! -ნუ გადამაქცევ ძილადა ზაზა ბიბილაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ვერ დამათრობდა კარგი თამადაც-ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე,რატომ შემხედე ასე თამამად,თვალები რატომ შემომანათე. ოთარ ჭილაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ავწიოთჩვენი სიყვარულისპატარა კუბოდა ჩავფლათ სადმეუხმოდ!როგორც ძე უდღეური... იზა ორჯონიკიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 მე მაპატიე,ვერ დავემგვანეიმ ქალს, რომელსაცღამ-ღამობით, ფიქრით ხატავდი...მე მაპატიე,ვერ ვიქეცი სურვილის მონად...ვეღარ გითხარი _რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი...სხვა სიყვარული...მონატრება...სხვაგვარი თრთოლვა...ვეღარ გითხარი,დროც არ იყო ამის სათქმელი,რადგანაც გულში სევდამ მოთოვა...ბოლოს კი მაინც...უხმაუროდ...ისე წავედი,შემოდგომისპირს როგორც იცისხოლმე ფოთოლმა. ცირა ბარბაქაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ვმარცვლავ ღამეს დაიცვლება ფონი,ფიქრებში მხოლოდ წუხილი სახლობს,მე მსურს: -შენამდე არ იყოს შორი,შენ გსურს: -ჩემამდე არ იყოს ახლო. გიო არაბული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 წევხარ. ეწევი. კაცმა რომ თქვას, ახლა გაფრენას წინ არაფერი ეღობება, ფანჯრების გარდა... გიო არავიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 (edited) შენთან ვარ - განა შენი ვარ,რადა მჩემულობ ლომო,მე შენთან რა დამრჩენი ვარ -ძაანაც მოინდომო. მე სადაც მინდა, იქა ვარ -შენ იქნებ მკლავსაც მხვევდე,მე კი, ლაღი და თავნება,ცხრა მთის იქითა ვფრენდე. მე ჩემი გამკვირვებია:ალბათ, გიჟი ვარ, თორემ,ჭკვათმყოფი ვინ გაექცევამაგ შენს უნაზეს ტორებს?! სულ ჩემთვის გაგნათებიაშუბლი მკაცრი და ფართო.ყოველთვის როდი მიყვარხარ -ხშირად მიყვარხარ მარტო. ოღონდ, როდესაც მიყვარხარ,რა სათქმელია ცხრა მთა -სხვა პლანეტიდან მოგივალუუსწრაფესად წამთა. სულერთი არის მანძილი,უდროოცა და დროცა -მაშინვე შენთან გავჩნდები,მომესურვება როცა. სუმთლად აბუჩად ავიგდებმოუცლელობას, მოცლას.მოვალ და მოვისურვილებმაგ შენს გამშოლტველ კოცნას.... ადამს მე არ ვარ ევა, თუმცა, ვარ ქალი,შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია:გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალიშენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია! ხუმრობა იქით შენ შეგიყვარდამოცილებული შენს სხეულს ძვალი,ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა,რომელსაც ღმერთმა უწოდა "ქალი" ! ..მე სიფრიფანა პოეტი ქალი,შენ გოლიათი ჩემგან ძლეული...შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი,ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული სულამბერიძე ია Edited July 2, 2011 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 მე ვარ... როგორ გითხრა? არანორმალური ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,ცხოვრებით ვთამაშობ !დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..მოგისმენ,მოგისმენ !მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარსდა პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,რომ მე და სინანულსბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალურიდა ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...და მე,მთავარ როლში,არანორმალური სევდა მომერია ! ნათია ჯანაშია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 ვიდრე საავდრო ღრუბელს ავშლიდედა აფეთქდება ვიდრე სურვილი,შენ მოხვალ ჩემთან,რომ დამამშვიდო,შენ მოხვალ ჩემთან სასწაულივით... არჩილ სულაკაური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2011 გათენებულა...რახანია...მე კი ღამეში...კვლავ სიზმარ-სიზმარ დაგეძებდიდღეს ჩემთან არმყოფს... ნიკა ჩერქეზიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.