Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები

Recommended Posts

და(მე)ქორწინე

ხომ იცი რომ ამის გარდა

ალტერნატივა

აბსტრაქცია

და არჩევანი

მოქალაქე M

არ გაგვაჩნია?!

გამიღიმე

ხომ იცი, რომ სისუფთავეა

ურთიერთობის საწინდარი?!

(მომე)ალერსე

ხომ იცი, რომ ყოველ ალერსით

სიყვარულის ერთი ფერ(ილუზ)ია ჩნდება

Nევერლანდ – ში?!

დამიწექი და ამიყენე სურვილები

რომ ერთად გავიტანოთ

ჩვენი აბნეული თაობის

ნალოლიავები ტკივილი

გარეთ, შორს და უმისამართოდ.

ჩაისახე

შენში

ჩემი

დაღლილი

ოცნებების გაგრძელება

და გადაულოცე უპერსპექტივობა

კაიფის ქვეშ გაჩენილ

ჩვენ ბავშვებს...

მომიყევი

როგორ თამაშობდი

გაცვეთილი სიტყვებით

და სიმულირებული ორგაზმებით

(არ ვიეჭვიანებ გპირდები)

მასწავლე გაფრთხილება და სა(თუთობა)

უ(თუთობისას) ვერნერის ბაღში

არ დამივიწყო და

არ მიმატოვო

(ჩუმად და ღამით)

გევედრები...

მიმანიშნ - მიმახვედრე

რომ თავისუფლება

გრძნობებსა და ეპიზოდებად

დაშლილ სიცოცხლეში

სიკვდილამდე ერთად ყოფნაა

და არა თამაში!

(თუნდაც ჭვავის ყანაში)

გადამარჩინე

ეგოიზმს

კარიერიზმსა

და დუეტში ანანიზმს

ანუ ველურ კაპიტალიზმს ერთი სიტყვით

ანდა

ოცდასამჯერ დალეწილ საწოლზე

დანთხეულ

ოცდასამი უცხო არსებისა და ჩემი

გულისცემის ერთჯერად ამოვარდნებს

შეფარდებულს

ამდენივე შეხვედრის და განშორების ლოვესტორყ-ზე

ანუ მარტოობას ერთი სიტყვით

გადამარჩინე!

შეგიძლია, ვიცი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერიდეთ პოეტებს

ერიდეთ პოეტებს.

ერიდეთ ამ უმაქნის იდიოტებს,

თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,

ტვინში სტენდით სახანძრო უსაფრთოებითვის,

ორი წვეტიანი ვედროთი და და ერთი “ეკლერით”,

ძალაყინით, ნაჯახით და ინსტრუქციით,

ევაკუაციის გეგმით:

როგრ უნდა დავარწიოთ თავი ხანძარს.

უმოკლესი გზით.

ერიდეთ პოეტებს.

ერიდეთ, როგორც კეთროვანებს,

როგორც რუდიმენტულ ბანჯგვლებს,

როგორც გამონაყარს,

როგორც შხამიან სოკოს, ან შხამიან სიტყვას.

ერიდეთ პოეტებს,

წარმართ ქურუმებს მკვდარი ღმერთების.

ერიდეთ მათ გამომისტერიებულ მზერას,

მომხიბლავ ღიმილს, აუხსნელ შარმს,

თბილ გამოხედვას, ლამაზ სიტყვებს,

ერიდეთ მათ კივილს, უილაჯოდ გაშვერილ ხელებს,

გაფარჩხულ თითებს. თვალი მოარიდეთ მათ ტანჯვას.

ცხოვრების უაზროდ ფლანგვას, არაღებული ჰონორარის ხარჯვას.

ერიდეთ პოეტებს,

ამ ასოციალურ ელემენტებს,

წესრიგის მტრებს, ბახუსის ძმაკაცებს,

სუტენერებს, სუიციდით შეპყრობილებს,

ერიდეთ მათ ლამაზ სიფათებს,

რადგან მათ უკან დაჩეხილი გონებაა

წითელი სტენდით სახანძრო უსართხოებისათვის,

ერიდეთ მათ სათნოებას და უსასოობას,

ერიდეთ სახლებთან ახლოს სიარულს,

რომ თავზე არ დაგეცეთ მეოთხე სართულიდან

გადმოხტარი მოხუცი პოეტი.

ერიდეთ ტყვის, რომელმაც

ახალგაზრდა პოეტის საფეთქელში გაირა.

ერიდეთ პოეტებს,

ყველგან სადაც თავს დაცულად და უსაფრთოდ გრძნობთ,

ერიდეთ პოეტებს, როდესაც თვითკმაყოფილება შეგიპყრობთ,

ერიდეთ წიგნებს, რომლებითაც თქვენს ხარჯზე კარგად გაერთენ,

ერიდეთ დუქნებს, სადაც პოეტები თვრებიან, ან უკვე გამოთვრენ.

ერიდეთ ყველას, ვისი მზერაც ცარიელი არ არის,

ერიდეთ ყველას, ვისი ფრთებიც ცვილის არ არის,

ერიდეთ ლამაზ სიტყვებს, ლამაზ ფრაზებს,

საერთოდ მოერიდეთ სილამაზეს.

თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,

სულშიც ხანძარით, ბევრი ყუნული დაძარით,

ბევრი მყინვარი დაადნეთ,

მოერიდეთ გლობალურ დათბობას,

მოერიდეთ ნებისმიერ დათმობას,

ერიდეთ პოეტებს.

თომა ოტიელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,

ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.

ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია

და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.

მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,

ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.

მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,

ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.

ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს

ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,

თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს

ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.

იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,

ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,

სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,

გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.

თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,

მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!

და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _

მე თუ აკაცია?..

ვახუშტი

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

უცხო ქალბატონო!

სულში სიამაყე მინდა ვაბატონო,

დავალ მოგონებით გართული,

როგორ მებრალებით უცხო ქალბატონო,

თქვენ რომ სულ არ გესმით ქართული.

იცით? ამ გალობას ჩემი წინაპრები,

უფალს შესწირავდნენ ალერსით,

როგორ საბრალო ხართ, უცხო ქალბატონო,

თქვენ რომ "იავნანა" არ გესმით.

თუ არ გიდარდია, თუ არ განგიცდია,

რას ნიშნავს, სამშობლო დატოვო,

ამას ვერასოდეს თქვენ ვერ მიმიხვდებით,

ჩემო უსამშობლო ბატონო.

ქართულ ვაჟკაცობას, ქართულ მოფერებას,

ქართულ მიწის სურნელს დაგიდებთ,

მაგრამ, მაპატიეთ, უცხო ქალბატონო,

თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე წახვედი...

ისე წახვედი, ერთი სიტყვაც არ გაიმეტე!

დამტოვე სევდის ნაშამქორალ, გადამწვარ ტყეში.

ისე წახვედი, ერთი ცრემლიც არ გაიმეტე!

მე კი წამლეკეს უსასრულოდ მღელვარე თქეშით.

ისე წახვედი, შენი მზერაც არ შეაჩერე!

და უგულობით ცეცხლის ალმა გამთიბა ფერფლით.

ისე წახვედი, რომ ეგ ხელიც არ გაიმეტე!

მე კი ამ თრთოლვით ვერ შევძელი, ვერ შეგაჩერე.

ისე წახვედი, მოგონებაც არ დამიტოვე!

ახლა კი აწმყომ აღარ იცის იღონოს რამე.

ისე წახვედი, თითქოს შენთვის ვიყავი მახე!

გულისფანცქალით დააღწიე კაკანათს და მე

ლოდინისთვის დამტოვე მარტო, მოვა კი ღამე?..

ავტორი: გიორგი ბოგველი (ანუ მე)

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

{სონეტები}

მითხარი რამე!..

(ალტერნატიული პოეზია)

I

მე შენზე ფიქრში დღეებს ვაღამებ, რომ უფრო ხშირად მეწვიო სიზმრად. ტანჯული ფიქრით კითხვები მახრჩობს, ნუთუ გამწირე და მიმატოვე. ჩემგან შორსა ხარ, სიახლოვეს კი ვიღაც სხვა ახშობს, ვიღაც სხვა გხატავს მე კი ტანჯვა დამასამარებს, შემიწირავს შენზე ფიქრები და-მონატრება ჩემს თვალს ცრემლად რომ დაატალღებს. მითხარი რამე! რომ ასე არაა, შენ ჩემზე ფიქრით უნდა ცოცხლობდე, ჩემსკენ ილტვოდე მთელი არსებით და სიკვდილამდე მე დამემონო. მოდი, შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად, ცხოვრება თუნდაც სრულად გვწირავდეს. არ მივცეთ ეშმას ნება მტანჯველი ჩვენს შორის ჩადგეს ბინდის სვეტებად. არ დავნებდები, არ მივცემ ნებას ჩემს სიყვარულში ლაქებად ქცევას ტანჯვას და ეშმას. შენ ჩემზე ფიქრით უნდა სუნთქავდე და ცრემლად ღვრიდე დაკარგულ წამებს. მითხარი რამე! რომ შენთან დარდი აღარ მიხმობდეს, რომ თვალი შენი ჩემს ზმანებას არ დაადარდებს, რომ გული ისევ აივსება ათას გრძნობებით... ეს მონატრება სამუდამოდ დამასამარებს და სხეულს ჩემსას დაიპყრობენ შავი ლანდები. მე შემიწირავს შენზე ფიქრები, შენ კი ინატრებ ცრემლად დაღვრილ დაკარგულ წამებს. მოდი კვლავ ჩემთან, ისევ დავსხდეთ მდინარის პირას, ისევ ვლანდოთ მზის სხივებთან ჩვენი ნაკვთები. ცხოვრებას ვხედავ სიყვარულით მე მხოლოდ შენთან და შენს თვალებში ახლა ცრემლი რომ ანადგურებს. ჩემგან შორსა ხარ, სიახლოვეს კი ვიღაც გულს გითბობს, ვიღაც სხვას სურს შეიწიროს ეს სიყვარული. არ მისცე ნება, არ გასთელონ შავი დარდებით, რომ მონატრებამ შენშიც ჰპოვოს დასაბუდარი.

უკვე სულ ერთია ფიქრიც და ვარამიც, შენ ახლა ჩემი ნისლიღა გქვია, ვიცი არ მოხვალ-მე კი ტანჯვა დამასამარებს. უკვე სხვისი ხარ??. მითხარი რამე!..

II

კიდევ ერთი დღე და მეორეც მიჰყვება ალბათ, უშენოდ არ ვარ, კვლავ დამძირავს უსასრულო ფიქრის ხლართები. ცხოვრება მიდის მე კი მრჩება მონატრების მძიმე ლანდები, მითხარი სად ხარ! მუზებმა იპყრეს დასუსტებული ჩემი სხეული და ისევ გიხმობს, გნატრობს და ცდილობს კვლავ დაზაფროს მფლანგველი წამი ცხოვრებას ფიქრად რომ ანიავებს. მე შემიწირავს შენზე დარდები, შენ კი ინატრებ ცრემლად დაღვრილ დაკარგულ წამებს.

დილა ღამდება და სითეთრეს მიაქვს ეს ღამეც. მირჩიე რამე! რომ უშენოდ ცხოვრება შევძლო, სიცოცხლე შევძლო, სუნთქვა შევძლო და სიყვარული მონატრება რომ ათახსირებს. გახსოვს? მითხარი, ჩემზე ფიქრისას გული როგორ ცდილობს გაგექცეს, თვალს როგორ უნდა აირეკლოს ჩემი ლანდები და ხელებს-ისევ იგრძნოს ის ღამე. ახლა კი შორს ხარ და მონატრება სუმთლად მაგიჟებს, ფიქრიც კი მზარავს რომ სიახლოვეს ვიღაც გულს გითბობს, ვიღაც სხვა გხატავს მე კი ტანჯვა დამასამარებს.

უკვე სულ ერთია ფიქრიც და ვარამიც, შენ ახლა ჩემი ნისლიღა გქვია, ვიცი არ მოხვალ-მე კი შენთვის ვაჩერებ წამებს. უკვე სხვისი ხარ??. მითხარი რამე!..

III

მე შენში მიყვარს ნიავი დილის თმებში ბილიკებად რომ გიწნავს სხივებს, შენი თვალები-სიყვარულისკენ რომ იწევს ისევ და ბაგეთა კიდე-ჩემზე ფიქრისას რომ თრთიან ისევ. მე შენში მიყვარს ეგ სისპეტაკე და მონატრება სხეულს რომ იწვევს, ჭიანჭველებად მიდი-მოდიან და შენს გულს ჩემსკენ იხმობენ ისევ. ეგ შემოხედვა-ღიმილის სივრცე, მე მიყვარს შენში და სიცოცხლეს მივსებს, წამებს მიგრძელებს წუთებად აქცევს და შენთან ყოფნის საათებს ასწრებს. ჩემსავით არც მას სურს რომ დამთავრდეს, ფიქრებად იქცეს, წარსულში დარჩეს. მე შენში მიყვარს სიმორცხვეც ისევ, ბაგეთა კიდეს ჩრდილად რომ მისდევს, ლოყებს რომ გიწვავს და ფერებს ივსებს. არ დასრულდება, არა არ მჯერა! ვიცი რომ ჩემთან იქნები ისევ. მითხარი რამე! რომ თვალი შენი ჩემს ზმანებას არ დაადარდებს ისევ და ისევ.

უკვე სულ ერთია ფიქრიც და ვარამიც, შენ ახლა შორს ხარ და სითბოს ივსებ, ვიცი არ მოხვალ-მე კი შენთვის ვიცოცხლებ ისევ.

IV

მე არ მოვკვდები, ეს ცხოვრება ვერას დამაკლებს, არც დარდი და სევდა შეიწირავს ჩემს უცხო სხეულს. უშენოდ ყოფნა მხოლოდ ერთხელ დამასამარებს, მაგრამ ფიქრებში ვიარსებებ მე სამუდამოდ. შენში ვიცხოვრებ, შენით ვიცოცხლებ თუ ბედმა მიხმო და ვერც ცრემლებით ვერ ამოშლი ჩემს ანარეკლებს. მე თუ მოვკვდები მხოლოდ იმიტომ რომ შენთან ვიყო, ჩემი სიცოცხლეც შენთან ერთად ფიქრებად იყოს და მონატრება ჩემს სხეულთან ერთად დავმარხო. მე არ მოვკვდები, უშენობა არ დამაჩოქებს, არ მივცემ ნებას შენს თვალებზე ცრემლად იდინონ, მხოლოდ იტირებ მაშინ როცა მოგენატრები და სიყვარული უჩემობას კვლავ შენთან იხმობს. დილით ადრე მე გაგაღვიძებ სინათლის სხივით და თვალებს მოგჭრი რომ შემთხვევით არ დამინახო, ნიავს მე ვეტყვი სახეს ცრემლი არ მოგაკაროს და სევდა შენგან სამუდამოდ ქარს გაატანოს. მე არ მოვკვდები, ეს ცხოვრება ვერას დამაკლებს, არც დარდი და სევდა შეიწირავს დატანჯულ სხეულს. უშენოდ ყოფნა მხოლოდ ერთხელ დამასამარებს, მაგრამ ფიქრებში ვიარსებებ მე სამუდამოდ.

V

იქნებ მაშინ თქვა გაგიბედოს ცოდვილმა გულმა, როცა ჩემს სხეულს დაინახავს შენი თვალები, მაშინღა მითხრა ფიქრად ძილში სულ რომ მლანდავდი და უჩემობას დაუტანჯავს შენი ნაკვთებიც, მაგრამ არ მოხვალ და არც თვალი იკადრებს ცრემლებს, სიყვარულისთვის გულს არ მისცემ დარდის უფლებას. მე კი ვიცოცხლებ, არ მოვკვდები, არ დავიჩოქებ, შენამდე მოვალ და დაგიწვავ უდარდელ ლტოლვას, ფიქრებს აგიმღვრევ, გრძნობებს მივცემ ფრენის უფლებას, უსიყვარულოს მე ჩემს გრძნობას გაგინაწილებ, მითხარი რამე! რომ მიიღებ სიყვარულს სტუმრად, მე ჩემსას გეტყვი და შენს გულთან მივაღწევ მალე. მითხარი რამე! რომ შენთან დარდი აღარ მიხმობდეს, რომ თვალი შენი ჩემს ზმანებას არ დაადარდებს, რომ გული ისევ აივსება ათას გრძნობებით... და ფიქრს გავყვებით სადაც მხოლოდ ჩვენთვის ითოვებს.

VI

ისევ განრისხდა ეს ბუნება ჩემზე ნაწყენი შენზე ფიქრებში უსასრულოდ რომ ვათევ ღამეს, ისევ დაეცა ეს წყეული მეხი ჩემს მუზებს და ხელის თრთოლვით გადავხატე წყვდიადში ღამე. ბუნება იბრძვის, ცას არ აძლევს ძილის უფლებას ის კი ცრემლებით ანიავებს მის დიად სახეს. ჩემსავით იბრძვის, არც მას უნდა შეეწიროს ამ წყეულ ღამეს, სიმარტოვესთვის არც ის დათმობს თავის მშვენებას. მინაზე წვეთი ნიაღვარს მისდევს, შენ კი ჩემს გულში სამუდამოდ ხატავ ამ განცდებს. უსასრუბამ დაიმონა კვლავ ჩემი სახე და უსასრულო ფიქრებად ღვრის მონატრების უშენო წამებს. ნეტავი სად ხარ... ვინ აწყნარებს ახლა შენს გრძნობებს, ვის უჭირავს ბუნებისგან შეშინებული მტირალი სახე. ჩემგან შორსა ხარ, სიახლოვეს კი ვიღაც გულს გითბობს, ვიღაც სხვას სურს შეიწიროს ისევ ეს ღამეც. არ მისცე ნება, ნუ გაატან სილამაზეს ამ წყეულ დარდებს.

უსასრულობამ დაიმონა კვლავ ჩემი თვალი და ამ ფიქრებში შემიწირავს ალბათ მეც მალე. ბუნება იბრძვის მე კი წყნარად ვლანდავ შენს სახეს, უკვე სხვისი ხარ??. მითხარი რამე!..

VII

წუხელ რა საშინელი იყო ის ღამეც, გარეთ თითქოს ტიროდა ყველა და ცრემლებს არც კი იმჩნევდა მთვარე. უძილობისგან ძლივს ადგა ეს დღეც და მორიდებით იმშრალებს სახეს, გარეთ კი მაინც ცრის... მზეს არ სურს ნუთუ გააშროს წუხანდელი წყეული ღამე.

როგორ ვარ მე?.. კიდევ ერთი კითხვა მადარდებს, დღე კი უსასრულოდ ცდილობს გაგრძელდეს, თითქოს არცა ვარ და არც გუშინ ვყოფილვარ თურმე. ვცდილობ უშენოდ სული გადარჩეს, სხეულს კი თუნდაც ახლავე გავცემ. მითხარი რამე! რა მოვუხერხო უშენობით დატანჯულ ნაკვთებს, ამ გულს ან თვალებს, გონებას - ფიქრად რომ ღვრის ამ წამებს.

VIII

მითხარი რამე! მირჩიე რამე! ნუთუ ასე უნდა დამთავრდეს, ნუთუ ასე უნდა დავმთავრდე... არც სიყვარული და მხოლოდ ღამე, არც მოგონება, არც მონატრება და წყეული სიცარიელე.

არა არ მჯერა! არა არ მჯერა!.. შეშინებული ჩემი სხეული, დაბნეული ჩემი თვალები... ვცდილობ გავერკვე, ფიქრებს ვაწვალებ. სხეული მითრთის, ხელის გულებზე სისველე, და მხოლოდ ღამე... სიბნელეს თეთრი ლაქები არღვევს, ალბათ თენდება, მაგრამ ეს სახე, მისი თვალები და ბაგეთა კიდე, მახსოვს... დამტოვა, ტანჯვა მახრჩობდა, ის კი სხვისთვის ფლანგავდა დარდებს.

ნუთუ დამთავრდა... კოშმარად დარჩა, სიზმარი იყო და წარსულში დარჩა...

- უკვე გათენდა?.. - ნაცნობი ხმაა.

- იცი… მიყვარხარ, უსაშველოდ ძლიერ მიყვარხარ... - პასუხის ნაცვლად.

ავტორი: გიორგი ბოგველი (ანუ მე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეც თქვენი ახალი მეგობარი ;) დილამშვიდობისაო ყველას

გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ

უკვე სამი დღეა, ღამესთან ერთად

თქვენს კაფი(კალკობას) ვუმზერ გამალებით

თვალმა რეჩხი მიყო, ფიქრებთან ერთად

ნუთუ ამოწურეთ შესაძლებლობები?

:yes: :P

ახალი თემა გავხსენი კაფიაობისთვის და იქ გადავინაცვლოთ ვისაც რამე შეგიძლიათ :P

http://planeta.ge/index.php?showtopic=40649

Edited by G.BoSnake
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არცა რა... მარტო!

მე აღარ მინდა უსასრულოდ ვწერო ლექსები,

ოცნება ჩემს გულს აიძულებს მძიმედ იფეთქოს.

მე აღარ მინდა გაცვეთილი სტროფების ლანდი,

- მარტოობაში უშენობამ ისევ იმეფოს.

არც მონატრება აღარ მინდა წყეული ფარსის,

- ცრემლები ლოყებს სამუდამო ღარებს რომ ატყობს.

არც მოგონება აღარ მინდა არც სიყვარულის,

ოდესღაც იყო, ახლა სევდა გრძნობებსაც ალპობს.

არც სიბრალული არ მჭირდება მაგ თანაგრძნობის,

მე მხოლოდ სიკვდილს ჩავიხუტებ და ის გამათბობს.

არც სადღეგძელო არ მჭირდება როცა მოვკვდები,

ეგ შეცოდებაც და ცრემლებიც ფარსია მარტო.

არცერთი წამი ბედნიერი და სიტყვა - კარგო...

ცხოვრებამ ასე უშენობით უაზროდ განვლო.

მე ათასიდან მხოლოდ ერთი გრძნობაღა მახრჩობს,

არც ბოროტება, არც სინანული, არც სევდის რანჩო.

მე მეშინია უჩემობის და შიშის მარტო,

არც სიყვარული, არც შენი ხმა და მხოლოდ ვდარდობ,

დარჩები გაღმა, დაუცველი შენს ფიქრთან მარტო,

მოგენატრები, დაგჭირდები, იქნებ ინანო...

მაგრამ დროისგან გაცვეთილი ჩემი სხეული,

მოგონებადღა იარსებებს და ძვლები მარტო,

აღარც სიყვარულით სავსე თვალები,

არც სიხარულით გაწელილი გრძელი წამები,

აღარც ხელები შენს ფერებას რომ ნატრობს მარტო

და მხოლოდ ძვლები დარჩენილი, მიწა და „ბანქო“.

ავტორი: გიორგი ბოგველი (ანუ მე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთები ვართ პოეტები

იცი... ასეთები ვართ პოეტები, ერთი შეხედვით, პოეტურები, რომანიტიკოსები, შეყვარებულები ყველა და ყველაფერზე, მაგრამ მაინც ვერ გაგვიგია რა არის სიყვარული, ვერ აგვიხსნია და ვერ გავრკვეულვართ. ასე მგონია, ყველაფერზე შეყვარებულებს, სიყვარული მაინც არ შეგვიძლია, მხოლოდ ვწერთ, ათასგვარი მეტაფორით ვცდილობთ გამოვხატოთ, ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ ის მაინც მიუწვდომელია.

ასეთები ვართ პოეტები, გულჩათხრობილები და ჩაკეტილები, არავის ვუშვებთ ჩვენს გრძნობებთან, ისინი მარტო ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ-არა. შემეწინააღმდეგა ისევ საკუთარი მე.

- ცხოვრებაში ერთხელ მაინც თქვი სიმართლე! თუნდაც საკუთარ თავთან, ამას ხომ მაინც ვერავინ გაიგებს. ის ისევ შენში დარჩება, მხოლოდ შენ გეკუთვნის....

მიჭირს ყველაფრის აღიარება და ვერც ჩემი თავისთვის გამინდია ეს გასაჭირი. მასაც ისევე ვატყუებ, როგორც ყველას. ყველას და ყველაფერს და სახეზე მაინც ვცდილობ შევინარჩუნო ღიმილი. არა... ყველაფერი უნდა ვთქვა, უნდა ვაღიარო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩემმა სულმა, ჩემმა სხეულმა და გულმა, ასე გამალებით რომ მიცემს ხოლმე.

იციი... - შევეცადე გავსაუბრებოდი საკუთარ თავს და ჩემში დაგროვილი ნატანჯი გრძნობები სააშკარაოზე გამომეტანა - მე არ ვიცი რა არის სიყვარული... მაგრამ...

ისევ გავჩერდი. ნუთუ ახლაც ტყუილის თქმას ვაპირებ... ვის ვატყუებ ან რატომ, რისთვის?!. გამბედაობა არ მყოფნის, გამბედაობა რომ ტყულებით სავსე ცხოვრება ერთხელ მაინც სიმართლით ვაღიარო!

....მაგრამ ვიცი, როგორი ტანჯვის მოყენება შეუძლია მას. მე არ ვიცი რა არის ბედნიერება, მაგრამ ვიცი რა ტკბილია, როცა სიყვარულით ხარ ბედნიერი. არც ის ვიცი, არსებობს თუ არა ასეთი ბედნიერება, მე ხომ მხოლოდ ტყუილის მესმის, მარტო მასთან მაქვს საერთო და მხოლოდ მას შეუძლია გამიგოს. ისაა ჩემი მესაიდუმლე, ჩემი თანამოზიარე, მაგრამ.... ახლა უკვე მეტოქეც. - აქ შევჩერდი და დავუფიქრდი ჩემსავე ნაბოდვარს, რომელსაც საკუთარ თავს ვუყვებოდი. ალბათ გავგიჟდი... კი ნამდვილად გავგიჟდი და ეს სიგიჟეც ამ წყეული გრძნობების დამსახურებაა. იმ ფარსი სიყვარულის, რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზურად გავიხადე და მისით ვცდილობ ვიგრძნო შვება, ტკივილი, ტანჯვა და ნეტარებაც, ნეტარება ათასჯერ ნაფიქრისა და ნაცრემლის შემდეგ.

....მე არ ვიცი რა არის სიყვარული, მე მხოლოდ მისი გამოყენება ვიცი. ასეთები ვართ პოეტები, ჯერ ვაყვარებთ თავს და შემდეგ, როცა უკვე სულში ცდილობს გაჯერდეს სიყვარული, ვტოვებთ მათ. ვტოვებთ რომ დაიტანჯნონ ამ სიყვარულით და ამით შვება ვიგძნოთ. ჩვენ, პოეტებს, არ შეგვიძლია სიყვარული!.. მხოლოდ გრძნობებით ვთამაშობთ. სიყვარულს ვაღვიძებთ სხვაში და შემდეგ, თავადვე ვცდილობთ დავიტანჯოთ ამ გრძნობით. დიახ... დავიტანჯოთ! ჩვენთვის ეს ყველაფერი უბრალო დოპინგია, კიდევ ერთი მელნით სავსე კალამი, რომ გრძნობებმა კვლავ გაცვითოს ათასი ფურცელი, მელნით გაჟღინთოს და მუზების კონად შეკრას.

- დროებით შევჩერდი და აღელვებულმა წყლის ნაცვლად მუქ ბოთლში ჩასხმული ღვინო მოვიყუდე. გემო არც გამიგია ისე დავლიე თითქმის ნახევარი და, როცა მაგიდაზე დავდგი, მერეღა შევამჩნიე, რომ წინ ისევ წყლით სავსე ბოთლი მედგა... და გავაგრძელე:

- მე ბევრჯერ შემყვარებია... არა, უფრო სწორად, შევყვარებივარ - შევუსწორე საკუთარ თავს - ხო, შევყვარებივარ, მაგრამ ესეც მხოლოდ იმისთვის მჭირდებოდა, რომ ჩემში მუზა გაეღვიძებინათ. მუზა, რომელიც მაიძულებდა მეწერა. მეწერა დაუსრულებლად თუ რას ვგძნობდი, როცა ვხედავდი როგორ ითვისებდა ვიღაც სხვა ჩემს არსებას, როგორ ვუფორიაქებდი ფიქრებს და გულში მხურვალე კოცონს ვანთებდი. შემდეგ კი მარტოს ვტოვებდი ამ განცდებთან და ამით დატანჯული, მათზე ფიქრით შეყვარებული მხოლოდ ფურცლებს ვუხმობდი გვერდით. მე მსიამოვნებდა ეს განცდა, განა ის რომ სხვას ვანადგურებდი შიგნიდან და ვაიძულებდი გრძნობებში დამხრჩვალიყო, ცრემლით სახეზე ბილიკები დაეტოვებინა - არა, მსიამოვნებდა როგორ მტანჯავდა მეთვითონ ეს გრძნობა, შეგრძნება იმისა, რომ ვიღაცას უყვარხარ, შეიძლება მეც მიყვარდებოდა, მაგრამ ამას არ ვამხელდი.... და ისევ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფიქრებს ეიძულებინა ჩემთვის მეწერა. მე არ ვიცი რა არის სიყვარული....

ასეთები ვართ პოეტები, ეგოისტები და მეტი არაფერი. გვიყვარს მხოლოდ საკუთარი გრძნობები, განცდები, ფიქრები და სხვისას მხოლოდ ფურცლებზე ვტოვებთ. ვის რაში სჭირდება ეს ფურცლები?!. - უნებლიედ დავუსვი კითხვა საკუთარ თავს. ის კი ისევ დუმს, მე ამდენს ვლაქლაქებ, მას კი მხოლოდ მოსმენა შეუძლია... არაუშავს, ესეც კარგია როცა სხვას ვერავის უზიარებ შენს ფიქრებს, სხვას არავის აინტერესებს შენი ნატანჯი სული. და ამ დროს თავადვე გავეცი პასუხი:

- ნატანჯი სულიო, მაგრამ ჩვენ ხომ თავად ვაიძულებთ სულს იტანჯოს?!. იმიტომ რომ არ შეგვიძლია სიყვარული, მხოლოდ გრძნობებით ვთამაშობთ, რომ ყოველთვის გვქონდეს საწერი რაღაცაზე ან ვიღაცაზე, რომ მუზას ვაიძულოთ საყელო გამობმული ძაღლივით გვყავდეს დაბმული გონებაში. ვაყეფოთ როცა დაგვჭირდება, ვაჭამოთ სხვისი გრძნობები და განცდები - როცა მოშივდება და ისევ ვაიძულოთ აგვაღებინოს ხელში კალამი, კიდევ ერთი, მორიგი მსხვერპლით გაჯერებული ფიქრები ფურცლებზე გადმოგვატანინოს და ამავე შეთხზული ნალექსარებით ახალი მსხვერპლი მოვხიბლოთ.

გავჩერდი... შევწყვიტე საკუთარ თავთან ლაპარაკი და დავფიქრდი. უბრალოდ დავუფიქრდი იმ ყველაფერს, რაც აქამდე ჩემ მე-ს გავუზიარე. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ვიგრძენი, რომ რაღაც ჩამწყდა სხეულში და ისე მძიმედ წავიდა ქვემოთ, დაჯდომა მაიძულა.

ნუთუ ასეთი უგულო ვარ... არა! ეს არ შეიძლება ასე იყოს... ტყუილია! ვის გაუგონია უგულო პოეტი... არა! არ ვარ ასეთი... მაგრამ, იქნებ ყველა პოეტი ჩემსავით სევდას იგროვებს სულში მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ქონდეს დასაწერი, უბრალოდ საწერი და მეტი არაფერი.

ფიქრისგან დაღლილი ვიჯექი ჩემთვის აივანზე და ღამის თბილისს გავყურებდი. კარგი ხედია ჩემი სახლიდან და გარკვევით შეიძლება გარჩევა ყოველი უბნის, დასახლებისა და თბილისური ეშხის. მომწონდა ეს ადგილი და მახარებდა კიდეც, რომ მქონდა ჩემი სულის დასამშვიდებელი წამალი - ჰორიზონტი და ცის სიღრმეები.

ცოტა ხნის შემდეგ უფრო გამიჩნდა ჩემი თავის მიმართ სიძულვილი. ვგრძნობდი, როგორ ეპარებოდა სულს თანდათან ეს გრძნობა და მაფორიაქებდა. უკვე აღარ მჯეროდა იმის, რაც საკუთარ თავს ვუთხარი და გავუზიარე. ნუთუ მართლა ასეთი ვარ?.. უგულო პოეტი! - გავიფიქრე და გამეცინა...

ახალი მსხვერპლი კი უკვე არჩეული მყავდა... ვაიძულო ვაფიქრო ჩემზე??. თუ საკმარისია?! უკვე ისედაც მეყოფა ის შხამი და გესლი, რაც წარსულში ცრემლად დაიღვარა... ოდესმე ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს დასასრული?!. მეყოფა გრძნობებით თამაში, ის ჩემთვის ისეთივე სათამაშოა, როგორც ბავშვისთვის თოჯინა... ხოდა საკმარისია! დროა გავიზარდო და ჩემთან ერთად მივცე ნება ფიქრებს, გრძნობებსა და განცდებს ახალი ეტაპი დაიწყონ ცხოვრებაში.

სად ხარ ჩემო თავო?!.. გაიღვიძე!! შენთან სალაპარაკო მაქვს! მორჩა, დამთავრდა... წერტილი უნდა დაესვას ამ უაზრო შემოქმედებას მხოლოდ ტკივილს რომ აგრძნობინებს ჩემს სხეულს, სულს და გულს, რომელსაც დაბნეულობისგან სუმთლად დაუკარგავს რეალობის შეგრძნება და საერთოდ გრძნობა, გრძნობა სიყვარულის...

- რომ იცოდე რა ტკბილია... - ჩამესმა უეცრად ხმა.

მე მხოლოდ სევდა ვიცი რა მძიმეა!.. სიყვარული??. მე არ ვიცი რა არის ეგ და ალბათ ვერც ვერასდროს შევძლებ გავიგო. ვერ შევძლებ სიყვარულს... მე მარტო მისი დაწერა შემიძლია, რომ ის საუცხოოა, რომ ის შეუდარებელია, რომ ის ბედნიერებაა, ტკბილია, ერთგულია, ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე, უსაზღვრო და სურათი ჩარჩოს გარეშე... მაგრამ თავად კი არ შემიძლია იმაზე ფიქრიც კი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ერთხელაც, ოდესმე თავად ვიგრძნო და განვიცადო. შევიგრძნო მისი სიტკბო, ერთხელ და სამუდამოდ, და გრძნობებსაც ვასწავლო თამაშზე უკეთესი რამ, ის, რაც ცხოვრებას ერთ დიდ ბედნიერებად აქცევს...

არა!.. მე დავამთავრე. აღარც ახალი მსხვერპლი მინდა დავტანჯო და არც თავად მინდა ნატანჯი გრძნობების წერა. მე უკვე სიყვარული მინდა!.. არა ისეთი, აქამდე რომ განვიცდიდი. არა, სისულელეა. მე უფრო აღმატებული მინდა, უფრო მეტი ექსტაზი, დოპინგი აღარ მაკმაყოფილებს, შეეჩვია ჩემი გრძნობები უკვე მას ისე, როგორც ნარკოტიკს და ახლა უფრო ძლიერი რამე მჭირდება... ის რაც აქამდე არ განმიცდია. სიყვარული! ნამდვილი სიყვარული... შევძლებ კიი შევიყვარო ვინმე ასე?? ან შეძლებს ვინმე - ჩემზე ფიქრით ბედნიერად გრძნობდეს თავს, ბედნიერი იყოს რომ მის გვერდით ვარ, რომ მუდამ მეყვარება და ტკივილი არ აწუხებდეს, რომ ოდესმე დადგება წამი და მე დავტოვებ...

ალბათ, ამ წერილსაც წაიკითხავს ის ახალი მსხვერპლიც... მაგრამ მე დავამთავრე თამაში! აღარ მინდა ნაგლეჯი სიყვარული, მე ნამდვილი და მთლიანი, ერთიანი სიყვარული მინდა ყოველგვარი გახეული ჯიბის გარეშე... მხოლოდ ბედნიერება და არავითარი ტანჯვა, მხოლოდ ცხოვრება სიყვარულისთვის და არა სიყვარული ცხოვრებისთვის, როგორც აქამდე ვაკეთებდი... მხოლოდ ერთგულება და არავითარი სევდა განშორებას რომ ახლავს თან, ფიქრები მასთან უსასრულოდ ყოფნაზე და არა დღის სასრულამდე...

თურმე არც ისეთი უგულო პოეტი ყოფილხარ ჩემო თავო... ან უკვე გიყვარს...

ავტორი: გიორგი ბოგველი (ანუ მე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფრი…

სხეული დუმს...

ბაგე არ იძვრის,

ლოყები ხურს...

თვალი განიცდის,

გული თრთის...

სისხლი არ მისდის,

გარეთ კი ცრის...

ზეცაც დამტირის.

მეც მომატყუეს...

ვიჯერე დღის,

სიყვარულისთვის

გამფლიდეს... ცრის!..

გონება დუმს...

ფიქრი არ იძვრის,

სევდა მიდუღს

და შენ კი ფრი...

მორჩა წამები,

სიბნელე ცრის...

კვლავ მენატრები,

ბრავო, ჩემო ბატონი,ბ რ ა ვ ო !G.BoSnake

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...