Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები

Recommended Posts

გამომიგონე...

ღამის ჩრდილიდან

გამოთალე შენი ოცნება

და დამამსგავსე!..

მერე მოდი და

ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,

უპატრონე ჩემს მონატრებას.

ნუ შეაკავებ

შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას,

რომ ჩემს ხელებზე,

ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,

რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,

როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები,

და ამ სიზმრიდან

საბოლოოდ ამომათრიოს...

გამომიგონე...

მე ხომ ასე გამიჭირდა

შენთან მოღწევა!..

შყვარებული

შემოდგომის ყოველ ფოთოლზე,

მეოცნებე შორეულ ზღვაზე

და ყვევილების სჩუმეზეც ვნებააშლილი –

მე ხომ მხოლოდ შენს

მონატრებას ვეღარ ვიტევდი...

მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი

ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა

შენსკენ მომავალს,

მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ

შენს გამოჩენას,

მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე

და ჩემს სახეზე შეხორცებული –

ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი,

მე ხომ შენამდე მოვაღწიე,

მე ხომ დაგნებდი...

გამომიგონე...

შმიყვარე როგორიც გინდა!

დამამსგავსე შენს სურვილებს,

შემიცვალე ყოველი ნაკვთი...

მე ხომ უზომოდ დავიღალე

და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა,

მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები

მზეს მონატრებულ კედლებს შორის

ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს –

დამტოვე შენთან!

მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები,

მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს,

მოჰბანე ჭუჭყი...

მკითხე,

თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან,

მკითხე,

თუ როგორ შემოვაცვდი ნაწვიმარ ქუჩას,

როგორ ჩამქოლეს,

შმატოვეს დაღუპვას როგორ,

როგორ მივედი უზარმაზარ, ფოლადის კართან,

შიგნითაც როგორ შემიტყუეს, ჩაკეტეს კარი,

როგორ ვსტიროდი უსასრულო, ნაცრისფერ ზამთარს

და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი...

ძველ ლოთობაზე,

სიგიჟეზეც რაიმე მკითხე,

ძველ სიგიჟეზე – ათასჯერ რომ შევცვალე ახლით,

თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ

და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი...

იტირე ჩემი წარსულისთვის,

იტირე დიდხანს!

იტირე ჩემში,

ჩემს გარშემო,

და კიდევ იქით...

მოვედი შენთან,

დაღლილი ვარ,

აღარ მაქვს სახე!..

ჩმს მონატრებას უპატრონე,

მაჩუქე ფიქრი!

გამომიგონე...

შეაერთე ყოველი ნატვრა!

გამომიგონე – ლამაზი და

ერთგული შენი!

თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე,

შემომიტყუე... შემომიშვი მეც ამ საზღვრებში,

მხოლოდ შენს მკერდზე გაითენე ჩემი დღეები,

შაკოწიწე ჩემი მზერა – ჩამალე შენში...

გამომიგონე...

დამამსგავსე შენს ერთ–ერთ სიზმარს,

შენს ერთ–ერთ ნატვრას –

ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს...

მე შენთან ვდგავარ,

დავიღალე მე უშენობით!

მე შენთან ვდგავარ,

მოვაღწიე,

დამტოვე შენთან!

მე დაცლილი ვარ,

მე შიგნიდან გამომწვარი ვარ –

არ შემრჩა ქარი,

და არც ცეცხლი,

და არც სიჩუმე...

მოვედი შენთან – უპატრონე ჩემს მონატრებას,

მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები!

მე გამაწამა,

გადამთელა ქალაქის სევდამ!

მე გამაწამა,

მე ჩამქოლა კედლების ხროვამ...

გადააფარე შენი თმები

ამ კედლებს, ქალაქს...

გადააფარე ჩემს სურვილებს

ველური ვნება!..

მოვედი შენთან, შემიკედლე, დამბანე სული,

მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს,

მერე ზაფხული მომანატრე... მერე მიჩვენე,

ზაფხულში თვითონ შემიძეხი – როგორც ყვავილი,

შენი ტუჩებიც მომანატრე ყველა კოცნის წინ,

შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჭრილობა,

გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი,

დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე...

დამტოვე შენთან, მიპატრონე, მატირე შენში,

გამომიგონე...

დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს!

ზვიად რატიანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს გოგოს მაღალი წელი,

ლამაზი ტუჩები, სავსე მკერდი

აქვს,

აქვს სილამაზე და ის ჩემია,

აქვს სიყვარული და ის ჩემია,

აქვს ერთგულება და ის ჩემია,

ვარ კმაყოფილი, ვარ უდარდელი.

აქვს ყველაფერი და ის ჩემია.

და არ ვიცოდი მე _ სიყვარული.

და ერთხელ ვნახე ის სხვასთან ერთად,

საუბრობდნენ,

ბევრჯერ მინახავს ის სხვასთან ერთად

მოსაუბრე

და მაშინ ვნახე, არ ვიცი რატო,

და მაშინ ვნახე მე სიყვარული

და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:

ეჭვი და სიყვარული.

გურამ რჩეულიშვილი

.........................

უშნოდ ლამაზია ეს ქალი,

ადამიანისფერ თვალებით,

სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი

სახე აქვს დაღლილი ფერებით.

მზეზე სახრჩობელა კიდია,

სხივებმა ატმები დახოცეს,

ეს ქალი სამყაროს კიდეა,

ჰორიზონტზე რომ აკოცეს.

სული აქვს აპრილზე მუზადი,

მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,

ტანი აქვს თლილი და უზადო,

ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.

ოთახი საღამოს ემდურის ,

გაყინულ ცოლივით მთავრეა,

არ იყო ის ქალი ერთგული

და ახლა ვნებების ქარია.

სევდისგან ეცვლება ნაკვთები

ამ ღმერთის საცოლე პითიას,

ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები,

ეს ქალი ცოცხალი მითია.

იები ამ ქალის სულს ზრდიან,

მგონია,ეს ქალი თამარს შობს,

ეპოქა ქალივით სუსტია

და კაცის ნერვებზე თამაშობს

გიორგი ზანგური

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,

არ დავუთმობ არავის,

რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,

არც დავადგამ არავის.

ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,

არ ვუმადლი არავის,

არა მაქვს რა გასაცემი,

არც სესხსა ვთხოვ არავის.

მე არავის ვემონები,

არც ვბატონობ არავის,

მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,

ქედს არ ვუხრი არავის.

გავიხარებ, გავლაღდები,

არ ვიდარდებ არავის,

თუ არავის ვენაღვლები,

არც მე ვნაღვლობ არავის.

რობერტ ბერნსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცთა და ანგელოზთა ენებზედაც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წიწილი.წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდომლო, და მქონდეს ისეთი რწმენა, რომ მთების დაძვრა შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის , და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგია (კორინთელთა მიმართ 1-3). Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ არყოფნიდან მოვედით

და ვნახეთ ყოფნა რაც არი,

აზრი ამ ქვეყნად ყოფნისა

თითქოს არი და არც არი.

წინ–წყალი,უკან მეწყერი,

ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.

ბედნიერებას ვეძებდით,

მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.

სიკვდილი დედა ყოფილა,

სიცოცხლე–დედინაცვალი.

ვახუშტი კოტეტიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,

სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,

ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,

გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,

გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,

მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს,

და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს,

მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს,

და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,

არტერიებად დაბერილ, ალადასტურის მკლავებს,

ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან, გვალვით დასიცხულ მგზავრებს,

ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერ თვალებას, ლამაზს,

შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,

და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,

შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს,

და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,

მერე შევსვამდი სამივეს უნაგირო ცხენზე,

პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე,

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს,

და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს,

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,

სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი."

გიორგი შალამბერიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის

და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება

მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,

მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი

მაკლია მაშინ და მენატრება,

როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი

არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,

შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი

და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს

სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...

უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,

და მაინც თუკი ჩემი იქნები

თუნდაც მილიონ წელიწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -

შენ იასამნის აგდის სურნელი,

მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,

ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის

და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება

მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,

მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება".

.....................................................

"სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,

სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,

ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,

გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,

გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,

მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს,

და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს,

მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს,

და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,

არტერიებად დაბერილ, ალადასტურის მკლავებს,

ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან, გვალვით დასიცხულ მგზავრებს,

ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერ თვალებას, ლამაზს,

შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,

და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,

შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს,

და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,

მერე შევსვამდი სამივეს უნაგირო ცხენზე,

პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე,

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს,

და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს,

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,

სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი."

გიორგი შალამბერიძე

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,

რა უფეროა უშენო დღე

და რა წყეული უშენო ღამე,

მითხარი რამე!

მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,

როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას,

როგორ ვიტკიებ უშენო წამებს,

მითხარი რამე!

მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,

როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი,

როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე,

მითხარი რამე!

მითხარი რამე, თორემ სულ მალე,

დაგავიწყდები, მითხარი რამე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა,

სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა, ტირილის მიზეზი არავინ იცოდა,

გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა, "მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა,

უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა, მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა...

მერედა ვინ იცის ვინ რატო ტიროდა? პაწიას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა!

და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა, ეჩვენებინა რომ გული სტკიოდა.

არავის უყვარდა- ის ასე ფიქრობდა, არავინ ფიქრობდა- მან ასე იცოდა,

გოგონამ იცოდა, ეგონა, ფიქრობდა, რომ მის შესახებ არავინ იცოდა...

მისი სიყვარულით ქვეყანა იწვოდა, მის ლამაზ თვალებზე ხომ ბევრი ფიქრობდა,

მისი გრძნობისკენ ყველა მიილტვოდა, მაგრამ გოგონა არავის ინდობდა,

პაწიას უყვარდა და გული სტკიოდა, პირველ სიყვარულს მწარედ მისტიროდა,

ძველი სიყვარული მასზე არ ფიქრობდა, მაგრამ გოგონა ხომ მაინც ფიქრობდა!

...ტიროდა...

არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა,

ძველი სიყვარული მასზე არ ფიქრობდა, მაგრამ გოგონა ხომ მაინც ფიქრობდა"!..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რომ გდარდობ-

ისა ხარ,

მე რომ გნატრობ-

ისა ხარ...

როცა ელავ-

მზისა ხარ,

როცა ღელავ-

ზღვისა ხატ,

როცა გულს გთხოვ-

ქვისა ხარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!

არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.

სიყვარული მთაში ირმის ძახილია

და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,

იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _

სიყვარული ტალღააო ნაკადულის,

თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,

ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,

ეს ლექსები მაშინდელი ქარებია

და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..

ვახუშტი კოტეტიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...შენ უკვე წევხარ ან ახლა წვები,

სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი,

მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა,

რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი

კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე

შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე,

და დაეჭვებულ მიჯნურის მსგსვსად

ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს...

ოთარ ჭილაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით...

ტუჩის შეხებით...

კოცნით კი არა!

-მოალერსებით...

გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით ფერებით...

ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი...

დაგიკოცნიდი-

სულს...

გულს...

თვალებს ასე სევდიანს...

ბაგეს მთრთოლვარეს...

მერე გულში ჩაგიხუტებდი.......

დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან....

და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს...

დაგიკოცნიდი-

ღიმილს...

ცრემლებს...

"ნეტას" ნაღვლიანს........

შენ რომ გდომოდა .........

მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთიულური მოტივებიდან

სისხლს მიჩქროლებს ქალაშავა,

შენი კაბის შარიშური,

ბოღმამ მთვარე გააშავა,

მზეს მოედო შავი შური.

ასე კარგი რა ხარ,

ქალავ,

თან ასეთი შორეული,

არაქალა–ბარაქალა,

გიმზერ ჟრჟოლამორეული.

დაგიმწიფდა ბაგე ხოხობს,

იწვი,

ჭიაკოკონაო,

ო,

ჰო,

ჰო,

ჰო,

ჰო,

ჰო,

ჰო,

ჰო,

რა კარგი ხარ გოგონაო.

მოგიხელთებ ქალავ,

მალე,

აგიხლართავ თითებს თმაში...

ამ სითბოს და სიმხურვალეს

გაუძელი,

აბა,

მაშინ.

/ნიკა ჩერქეზიშვილი/

.......................................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ურჩი ჭავლები -

გილოკავენ ხორბლისფერ ძუძუს,

ლურჯი ჭალები -

მოფენილია გვირილით...

სიწრფელე მამრის

შენდამი ითხოვს ჩურჩულს,

შეცდომა არის

გრძნობათა მხელა ყვირილით.

უმარტივესი,

უბრალო სიტყვით გეუფლები, -

არც ხრმალ-დამბაჩით,

არც მაჭახლით და ხირიმით, -

“წამოხვალ-მეთქი?!” -

ყურში ჩურჩულით გეუბნები,

“თუნდაც სიკვდილში!” -

შენ მეუბნები ტირილით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...