Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

ყავა უშაქრო

ან

ჩაი "ლიმნიანი",

"KENT"-ი ღერებით და

ბედსაც არ ვემდური,

დამყვა ხასიათი,

ისე ჯინიანი,

შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური.

 

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,

სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,

ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,

ჰოდა,

თუნდაც ერთი იყოს,

მხოლოდ შენთვის მინდა.

 

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,

სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,

მოდი,

დაენახე წამებს გაჩერებულს,

მოდი,

გეხვეწები,

კოცნით დამღალე და

 

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,

ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და

ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,

რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან....

 

 

ნიკა ჩერქეზიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველი ის იყო, რომ

ერთ მშვენიერ დღეს

საქორწინო ოქროს ბეჭედი მიართვა

 

მეორე-გამთენიისას რომ გამოეღვიძა,

იდაყვზე დაყრდნობილმა კარგა დიდხანს უყურა ,

მერე დაიხარა და აკოცა

 

ხოლო მესამე და უკანასკნელი

ის გახდათ, რომ

სიყვარულს თავი დაანება

და სიკვდილამდე ცხოვრობდა მასთან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მესიჯი მოვიდა

მოკლე... კონკრეტული –

მე შენი გაცნობა მინდა!

სულ შენ გითვალთვალებ

და მუდამ მახსოვხარ

შენი დაბადების დღიდან...

 

ნომერი არ მეცნო,

ან არც დაფიქსირდა,

რა ვუყო? – ვერაფერს ვიზამ...

უნდა და გამიცნოს...

ვერც თვალი მოვკარი

ბოლოში ღიმილის ნიშანს...

 

დამაინტერესა...

ნეტა რანაირად

როდის და სად უნდა მნახოს?..

მერე ჩავიკითხე ტექსტი ბოლომდე და

წავაწყდი უცნაურ პათოსს:

 

სულაც არ გითანხმებ

შეხვედრის ადგილებს,

ჩემთვის არ იქნება ძნელი -

სადაც უნდა იყო

მოვალ და რომ მიცნო

ხელში მეჭირება... ცელი!

 

ბაკურ სვანიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცს პატიოსანს თუ სიღარიბე

და არ ქონება გეთაკილება,

ზიზღის ღირსი ხარ, მონა, ლაჩარი,

სირცხვლით არსად გაგემხილება.

ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,

არ გვედარდება, არ გვერცხვინება,

ვიყოთ ღარიბი და უსახელო,

არ გვსურს წოდება და წარჩინება.

ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,

წოდება ვის რას შემატებს ვითომ?

ის ოქროს ფულის ყალიბს ჰგავს მხოლოდ,

ბაჯაღლო ოქრო კაცია თვითონ.

დაე, ტანთ გვეცვას ძველმანი, ფლასი,

დე, გვაკლდეს ლუკმა, რაგინდ რა იყოს,

ბრიყვს ეცვას ფარჩა, ღვინო სვას თასით,

კაცი კაცია, რაგინდ რა იყოს.

ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,

მარტო აბჯარი ვერ შექმნის რაინდს,

კონკიც რომ ეცვას კაცს პატიოსანს,

გვირგვინის ღირსი იქნება მაინც.

შეხედეთ ამ კაცს, მას ლორდი ჰქვიან,

თვალს აბრიალებს, იფერებს პატივს,

სათაყვანებელ კაცადაც თვლიან,

მაგრამ ბრიყვია, ჭკუა აქვს ბატის.

ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,

ჯვრები, მედლები, სირმა ნაფრენი,

მისი წოდება და წარჩინება

სასაცილოა, სხვა არაფერი.

მეფემ წყალობით თუ გადმოგხედა,

აგაღზევებს და გაგათავადებს,

მაგრამ გულითაც რომ მოინდომოს,

პატიოსნებას ვერ გიტავაზებს.

ვინც რა უნდა თქვას, დიდი წოდება

კაცის ღირსება ნუ გეგონება,

ღირსებად მითქვამს პატიოსნება

და გამჭრიახი ჭკუა გონება.

გვჯეროდეს, გვწამდეს, დადგება ჟამი,

გადაიქცევა ცხადად ოცნება,

ღირსეულ ადგილს მოიპოვებენ

ქვეყნად ჭკუა და პატიოსნება.

ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,

ეს ჩემი სიტყვა არ გაწბილდება,

მოვა დრო, ქვეყნად გაქრება შუღლი

და კაცთან კაცი დაძმობილდება.

 

 

რობერტ ბერნსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მივეჯაჭვე ლამაზთვალას, არ ჩანს მშველი, რაღა ვქნა,

ვბორიალობ მინდორ-ველად როგორც შველი რაღა ვქნა.

 

მაგ ფერიის ღაწვმშვენისგან სიყვარული მედება,

მარტო შთენილს მომეძალა შფოთვა მშლელი, რაღა ვქნა.

 

კმარა რაც კი ნამი მდინა, ვშიშნეულობ რომ თავზე,

უცაბედად არ დამემხოს ზეცა მთელი, რაღა ვქნა.

 

ჩემს თვალთაგან კი მოწვეთობს სისხლრეული ცრემლები,

მაგრამ დღესაც უსაშველოდ ნაყოფს ველი, რაღა ვქნა.

 

ხალხი ამბობს, მიჯნურია კვლავაც გლახა ქიშვერი,

მართალ სიტყვას ვერ დავუშლი, არ ვარ მქმნელი, რაღა ვქნა.

 

 

ნემათულაჰ ქიშვერი

 

ნოემბრის ღამე მენატრება,

ხმელი ფოთოლი,

რძისფერი კვამლი_

დანთებული ჭიაკოკონის.

შეშლილი ქარი,

შემოდგომის დღეთა სურნელი,

გიჟური ლტოლვა,

სიყვარული განუკურნელი.

შენზე სიზმარი მენატრება

უცხო ფერებით,

რამეთუ ჩემს სულს

ვერასოდეს შეეშველები.

ისიც და ესეც,

მედარდება ათასი რამე,

ყველაზე მეტად -

მაინც შენ და

ნოემბრის ღამე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ახლოს ხარ,

მკლავები რომ გამოგიწვდინო,

ალბათ მოგწვდები.

ისე შორსა ხარ,

როგორც ვარსკვლავი შორეული

ჩემი ოცნების.

ისე ახლოს ხარ,

რომ დაგიძახო, გაიგონებ

ჩემს ხმას განწირულს,

ისე შორსა ხარ,

ისე გეძებ, როგორც თეთრ ხომალდს

ზღვაში ჩაძირულს.

ისე ახლოს ხარ,

გორიჯვრის ქარს შენი სუნთქვას კი

მოაქვს ჩემამდე,

ისე შორსა ხარ,

თითქოს გნახე მომავალ დროში,

ან ჩვენს ერამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეტავ...

 

ნეტავ შენი პერანგის ღილად გადამაქცია,

ღვინო გავხდე წითელი, ჭიქაში ჩამაქცია,

ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი,

ჩემით დათვრებოდი და ფეხზე ვერ დადგებოდი...

 

ნეტავ შენი სარკმელის ფარდა ვიყო, შრიალა,

ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო, წკრიალა,

ნატავ ვიყო მე შენი დარდი, ჯავრი, ფიქრები,

შენი ბინის მტვრად ვიქცე, ბედნიერი ვიქნები...

 

ნეტავ შენი ოთახის ნივთად გადამაქცია,

ნეტავ შენი ოცნების მამაკაცად მაქცია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოცი წლით შეწყვეტილი საუბრის გაგრძელება

 

გემუდარებით, ნუ დადებთ ყურმილს,

ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას,

ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს,

რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც.

 

იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი,

შვილების დედას რას გკადრებთ აბა,

მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი,

გაშლილი თმები და ჩითის კაბა...

 

ახლა ძნელია დაბრუნდეს ისევ

აპრილის სუნთქვა, იების ფერი,

გამწირე რისთვის, დავეძებ მიზეზს,

და სიყმაწვილე შორიდან მღერის...

 

ო, ქალბატონო, გეძებდით დიდხანს,

გახსოვთ, მჯეროდა მუდამ იმ ხატის,

მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა,

მართლა გიყვარდით, თუ არ გიყვარდით...

 

გათავდა, მორჩა, თავდება ამით,

ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი,

არ გაგიკვირდეთ, აპრილის ღამეს,

ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით.

 

ახლა კი დადეთ თქვენი ყურმილი,

რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ,

მე ვიცი ფასი თქვენი დუმილის,

და პატიებას გთხოვთ, ქალბატონო!...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,

ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,

მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი

და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.

 

და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა

და მიწად ვიქეცით როცა,

მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა,

ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.

 

მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით

და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.

ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე

და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.

 

გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,

რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -

 

თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,

ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:

წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,

ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის...

 

 

 

 

შოთა ნიშნიანიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ო,სატრფოვ, მოდი, მო, მორჭმული ერთი საათით,

მო, განაახლე ჩემი სული ერთი საათით.

მო, მეჯლისში და გაგვალაღე მომეჯლისენი,

გვიძღვენ ლხინი და სიხარული ერთი საათით.

ხამსცის თავანმა შუაღამის ბინდში იხილოს

მზე სხივსრული და სხივასხმული ერთი საათით.

ხამს მიეწიოს ბუხარას და სამარყანდს ვნება

და მიეცისკროს სიყვარული ერთი საათით.

ჰოი, ეს ღამე გაათენე, ჰოი, ყოველგან

აღკვეთე ძილი, მოსპე რული ერთი საათით.

ხამს გამოსჭრას და გამოჰკვეთოს ეს მკერდი მზემან,

ვით წყალმა - ტინის კლდეში ღრმული, ერთი საათით.

ხამს დარიოსის ქალაქად და ანუშირვანის

სატახტრევანოდ იქცეს გული ერთი საათით.

 

რუმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყარიბო მგზავრო, ჩამოვსხდეთ ერთად,

თვალთ გიბნელდება, კრთება თავანი,

სული მოითქვი, შემოდი ჩემთან,

ბინდდება, ჩადის მზე ჩამავალი.

 

საიდან მოხველ ან საით მიხვალ _

არ გეკითხები, არაფერს გერჩი,

მე გიპასუხებ, სახელს თუ მკითხავ

და სასოებით ჩაგიკრავ მკერდში.

 

დრო და სიკვდილი არ აკლებს ზრუნვას

ხალხს, და ქვეყანას ანგრევს ღალატი,

ყველაფერს შთანთქავს წყვდიადის ბრუნვა,

სიყვარულია მხოლოდ მარადი.

 

ვლადიმირ სოლოვიოვი

 

ვარდი ხარ?!ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,

ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,

რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,

ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

 

ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.

ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!

ჩავიდენ ცოდვას,ჩამოვალ შენთან,

რომ სული ჩემი შემოგთავაზო.

 

 

შანდორ პეტეფი

+

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განთიადისას ტოტზე ბულბულს მოვკარი თვალი,

სატრფოს ეკვროდა, უგალობდა მას ეშხით მთვრალი,

შემშურდა მათი, ჩემთვის ჩუმად ჩავიჩურჩულე;

ვისაც არა ჰყავს მეგობარი, ვა, მისი ბრალი!

 

 

 

 

 

 

სპარსული ფოლკლორი

+

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომხედე, შენმა სიყვარულმა ხელად მაქცია,

ქალაქი ვიყავ, უკაცრიელ ველად მაქცია.

 

შენზე ოცნებამ განმაშორა სახლსა და ნივთებს,

დარდების თანამოსახლედ და მხევლად მაქცია.

 

ნუ იტყვი იმას, დავრდომილი ვიყავი ვითარ...

შენმა დანახვამ რაინდად და ქველად მაქცია.

 

შენმა არსებამ, ოდეს ჩემში ვყავი საჩინო,

მოყვასთა შორის უცხოელად გადამაქცია.

 

მე სიყვარულზე დღედაღამე ზღაპრების თხრობამ

თვით სიყვარულად და ზღაპრების თემად მაქცია.

 

ჯელალ ედ-დინ რუმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"გიჟი" ლექსია

 

 

 

 

ცირკი

 

უკვე ზარია და ვღელავ თითქოს.

გულმაც რაღაცა მანიშნა ისევ.

და ცხოველების სუნი და სითბო

მძიმე ხელივით მომისვა პირზე

ცირკის არენამ.

 

გულს კი საყურე

უცვნია შენი და მეც მანიშნებს.

და ერთნაირად ჩაცმულ მსახურებს

კლოუნი ზურგზე აწყობს ბალიშებს.

 

აი, მუსიკაც!

ვისთან ხარ ნეტავ...

ანდა ამ კლოუნს რა მოუვიდა,

თოკზე შედგომას რომ ვეღარ ბედავს

და ცრემლის ნაკადს ასხამს ყურიდან.

 

არაფერს ფასი არა აქვს ისე

თუ არ დამალა შიში კლოუნმა.

და ალბათ ისიც მოიმტვრევს კისერს,

ხიფათი თუ ვერ იგრძნო დრუოლად.

 

მეც უნდა დროზე მეგრძნო ხიფათი,

თუმცა ხიფათზე სულ არ ვფიქრობდი.

მე მქონდა ფრთები და რაც მხიბლავდა,

დაუფიქრებლად მისკენ მივქროდი.

 

დუმილს და ყოყმანს გადაჩვეული,

დაუფიქრებლად მივქროდი ასე.

და ცა მიმქონდა, როგორც რვეული,

ჯერ გაურკვეველ ნიშნებით სავსე.

 

სურვილი იყო ჩემი ბატონი.

მეც ვუჯერებდი, რადგან მომწონდა

ჩემი სურვილი... და საათობით

ვმღეროდი, როგორც ბავშვი კოცონთან.

 

შენ არ გესმოდა, რადგან ბუნება

მაღლა ახედვას გიშლიდა მაშინ,

და სანამ თვითონ არ გაცდუნებდა,

ცის მეტს ვერაფერს ნახავდი ცაში.

 

მეც ვეჩვეოდი ამ ამბავს თითქოს

და უშენობით ყელამდე სავსე,

ვიძენდი ხუთი კაპიკის სითბოს

და ავტობუსის გაცვეთილ სკამზე

 

ვჯდებოდი ჩემთვის და დიდი წვიმის

მოახლოებას ვგრძნობდი გუმანით.

და მთებში, როგორც ლტოლვილთა მწკრივი,

ძლივს შედიოდა გარეუბანი.

 

პირველად იმ დღეს ვიფიქრე, მგონი,

რომ ავცდებოდით...

რომ ჩვენი გზები

სხვადასხვა იყო და ყველა ღონეც

იყო ამაო, თუ ღმერთის ნებით

არ მოხდებოდა...

 

ღმერთი კი ისევ

შორს იყო ჩვენგან, რადგან არავის

აღარ გვახსოვდა,

არ ვთვლიდით ღირსად.

მაგრამ სიმართლის ხმა, შემზარავი,

მაინც ცოცხლობდა.

და თურმე დღემდე

იმ ხმას კი არა, დანას ვმალავდი,

დანას,

რომელიც მკვლელობის შემდეგ

შემომაჩეჩეს ხელში ძალათი.

 

შენ კი ნამდვილად გეძინა მაშინ

და იზრდებოდი ძილში ტოტივით,

რომ გაგეღვიძა და უცხო ხალხში

გასულიყავი, როგორც მოტივი

ახალ სიმღერის...

 

ვინ გაჭრა, ნეტავ,

თოკი, რომელიც ჩვენ გვაერთებდა...

მე ახლა უფრო გარკვევით ვხედავ:

შენ ზიხარ მაღლა...

თითქმის კედელთან...

 

თოკი,

რომელიც ჩვენ გვაერთებდა,

ამ თოკს მაგონებს, რომელზეც ახლა

კლოუნი გადის.

შენ ზიხარ მაღლა...

ძალიან მაღლა...

თითქმის კედელთან...

 

მე კი მარტო ვარ და ბევრი დრო მაქვს,

რომ ყველაფერზე ვიფიქრო მშვიდად.

მე ვერ შევძელი იმ თოკზე დგომა

და შენ დაგკარგე.

და აღარ მინდა,

რომ ერთხელ კიდევ დავარტყა კეფა

რკინის იატაკს.

კლოუნს კი რაღაც

აშინებს ისევ და მხოლოდ ხელფასს

დაკარგავს, თუ ვერ გაბედა ახლაც.

 

მე შენ დაგკარგე და ეგ საყურე

ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა,

მარტო რომ ვზივარ.

აი, მსახურებს

აკრობატების ბადე გამოაქვთ.

 

ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად.

მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა.

მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით

ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს.

ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ,

როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად

მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით

მაჯილდოვებდა.

თვალი კი საფარს

და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა,

მაგრამ ამაოდ.

და ჩემი ქროლვა

შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან

და კლოუნებთან.

მაგრამ მე დრო მაქვს,

რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად,

ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად.

ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ,

მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან.

 

თუმცა საბრალო ადამიანი

ყოველთვის რჩება ადამიანად.

რაც უნდა ძველი იყოს იარა,

არ მოშუშდება მაინც მთლიანად.

 

არ გამოჩნდება მაინც გარედან,

მაგრამ ყოველთვის გემახსოვრება...

და რაც უხდება ცირკის არენას,

ის სასაცილოდ ხდის ჩვენ ცხოვრებას.

 

აი, ვეფხვების ცნობილი მწვრთნელიც

განებივრებულ ქალის უფლებით,

ეძახებს ვეფხვებს და ვეფხვიც ნელა

შემოდის,

როგორც ჭრელი ღრუბელი.

 

მუსიკამ დარბაზს გადასცა ყინვა.

ქალი კი გაწვა ცეფხვის ტორებთან

და ყველა ყალბი ალმასის ბრწყინვა

აღმოუჩინეს პროჟექტორებმა.

 

მე ვერ გამწვრთნიდა.

მე როცა მტკივა,

ვეძებ და ვებრძვი ხოლმე იარას.

ამიტომ მარტო დავრჩი და ვზივარ:

მხეცი, ქცეული ადამიანად.

 

ვისთან ხარ, ნეტავ...

ვინ არის, ნეტავ...

ვინ ისაკუთრებს შენს ცას და სითბოს...

ცირკის მსახური არენას ხვეტავს

და ალბათ ისიც ვეფხვებზე ფიქრობს.

 

მაგრამ არენა ისევ ნათდება

და გაწვრთნილ ძაღლებს ეკუთვნის ახლა

და პაწაწინა ძაღლის თათებმა

ვეება ბურთი ისროლეს მაღლა.

 

მაღლა შენ ზიხარ... თითქმის კედელთან...

აღიარებულ სიმართლის მსგავსად.

მე კი გიყურებ და მახსენდება

დაახლოებით ასეთი ფრაზა:

 

`მაშინ ის თვითონ დადგა კედელთან...

და თვითონ გასცა სროლის ბრძანებაც.

თვითონ უარყო, რაც აერთებდა

ან ქვეყანასთან და არ დანებდა

მტრის უხეშ ხელებს...~

 

მე კი მეგონა,

რომ შენთვის მხოლოდ სიკეთე მსურდა

და როგორც გზებით დაღლილ მეგობარს,

მიიხუტებდი ჩემს სურვილს გულთან.

 

მაგრამ ვცდებოდი და შენი შუქიც

ნატრობდა მხოლოდ თავისუფლებას.

დღეს კი ხეს გავხარ, რომელსაც უკვე

გადაუარეს თავზე ღრუბლებმა.

 

მეც ღრუბელი ვარ,

მაგრამ შენს მხარეს

არ წამომიღებს ქარი დღეიდან.

კლოუნი რასაც დაამტვრევს გარეთ,

ბნელ კულისებშიც თვითონ შეიტანს.

 

აღარ გავუშვებ ოცნებას არსად.

დავთმობ სულისთვის ყველაზე მთავარს

და ცირკის დიდი აფიშის მსგავსად

გარკვევით ვიტყვი: ვინ ვარ და რა ვარ!

 

და თუკი ვინმე მიმიტანს გულთან,

ასეთი ვინმე ამქვეყნად თუა,

მე უარს ვეტყვი და მხოლოდ უარს,

მხოლოდ და მხოლოდ უარს და უარს.

რომ ჩემი ტლანქი ვნებების გამო

კიდევ ერთი ხე არ დადგეს ჩრდილში,

არ იქცეს ჩრდილად და ყოველ ღამე

არ გაილიოს გაქრობის შიშით.

 

თვითონაც წვალობ და სხვასაც ერჩი,

შენ გიჭირს სუნთქვა და სხვასაც უშლი,

როცა სხეულში იბუდებს ეჭვი,

ვით შემთხვევითი მარცვალი ხნულში.

 

შემზარავია ეჭვის ობობა,

შემზარავია და თუკი აცლი,

შენც დაიჯერებ, რომ უნდობლობა

თანდაყოლილი გრძნობაა კაცის.

 

მე, რა თქმა უნდა, არ ვაზვიადებ

ტკივილს, რომელსაც ვიტან და ვუვლი.

მე ვიყავ მიწა და ჩემს წყვდიადში

ფესვივით მშვიდად ფეთქავდა გული.

 

ათასნაირი გული არსებობს:

ცხელიც და ცივიც,

შლეგიც და მშვიდიც...

ზოგი სავსეა, ანდა სავსებით

ცარიელია და მაინც მიდის.

 

მიდის ბუნების გზით და ბრძანებით,

წვას და წვალებას გადაჩვეული,

და მხოლოდ ფეთქვა არ ეზარება,

რომ ფიტულივით ზიდოს სხეული.

 

მაგრამ გათავდა!

მართლა გათავდა!

უნდა გადაწყდეს:

რა ვარ თუ ვინ ვარ!

და სანამ ჩემთვის დავთვლი ათამდე,

სულში გადნება ათი წლის ყინვა

 

და მზე ამოვა,

რომელსაც ასე

ველოდებოდი, ახლა კი ისიც

ამოვა დღემდე უჩინარ ცაზე

და ჩემს სიბნელეს დააყრის სიცილს.

 

თუმცა მე მზად ვარ, რომ მოვუმზადო

ახალ ტკივილებს სულიც და ხორციც.

და როგორც ბრძოლის შემდეგ მუზარადს

ჩემს ტკივილს ხელში ვიღებ და ვკოცნი.

 

ყველა სიმღერა ტკივილით ჩნდება,

ყველას დაყვება ტკივილის კვალი,

რომ შეამჩნიონ მაშინვე სხვებმაც,

რასაც ვერ ამჩნევს უბრალო თვალი.

 

და დაიჯერონ, რომ შენც გაძელი

და არ აკეთე მორჩილი სახით

ის, რასაც სტვენით და ღრიანცელით

მოითხოვს ცირკში მოსული ხალხი.

 

ზღვისა და მიწის და ცის მპყრობელი

უცნაურია სული ბუნების,

ხან თუ ბავშვივით გვედიდგულება,

ხან გვეხმარება როგორც მშობელი.

 

ის გვცვლიდა დღემდე

და კვლავაც შეგვცვლის,

რომ თვითონ მარად დარჩეს მთლიანი

და ამქვეყნიურ ვნებათა ცეცხლში

ყელამდე იდგეს ადამიანი.

 

ოთარ ჭილაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"გიჟი" ლექსია

 

 

 

 

ცირკი

 

უკვე ზარია და ვღელავ თითქოს.

გულმაც რაღაცა მანიშნა ისევ.

და ცხოველების სუნი და სითბო

მძიმე ხელივით მომისვა პირზე

ცირკის არენამ.

 

გულს კი საყურე

უცვნია შენი და მეც მანიშნებს.

და ერთნაირად ჩაცმულ მსახურებს

კლოუნი ზურგზე აწყობს ბალიშებს.

 

აი, მუსიკაც!

ვისთან ხარ ნეტავ...

ანდა ამ კლოუნს რა მოუვიდა,

თოკზე შედგომას რომ ვეღარ ბედავს

და ცრემლის ნაკადს ასხამს ყურიდან.

 

არაფერს ფასი არა აქვს ისე

თუ არ დამალა შიში კლოუნმა.

და ალბათ ისიც მოიმტვრევს კისერს,

ხიფათი თუ ვერ იგრძნო დრუოლად.

 

მეც უნდა დროზე მეგრძნო ხიფათი,

თუმცა ხიფათზე სულ არ ვფიქრობდი.

მე მქონდა ფრთები და რაც მხიბლავდა,

დაუფიქრებლად მისკენ მივქროდი.

 

დუმილს და ყოყმანს გადაჩვეული,

დაუფიქრებლად მივქროდი ასე.

და ცა მიმქონდა, როგორც რვეული,

ჯერ გაურკვეველ ნიშნებით სავსე.

 

სურვილი იყო ჩემი ბატონი.

მეც ვუჯერებდი, რადგან მომწონდა

ჩემი სურვილი... და საათობით

ვმღეროდი, როგორც ბავშვი კოცონთან.

 

შენ არ გესმოდა, რადგან ბუნება

მაღლა ახედვას გიშლიდა მაშინ,

და სანამ თვითონ არ გაცდუნებდა,

ცის მეტს ვერაფერს ნახავდი ცაში.

 

მეც ვეჩვეოდი ამ ამბავს თითქოს

და უშენობით ყელამდე სავსე,

ვიძენდი ხუთი კაპიკის სითბოს

და ავტობუსის გაცვეთილ სკამზე

 

ვჯდებოდი ჩემთვის და დიდი წვიმის

მოახლოებას ვგრძნობდი გუმანით.

და მთებში, როგორც ლტოლვილთა მწკრივი,

ძლივს შედიოდა გარეუბანი.

 

პირველად იმ დღეს ვიფიქრე, მგონი,

რომ ავცდებოდით...

რომ ჩვენი გზები

სხვადასხვა იყო და ყველა ღონეც

იყო ამაო, თუ ღმერთის ნებით

არ მოხდებოდა...

 

ღმერთი კი ისევ

შორს იყო ჩვენგან, რადგან არავის

აღარ გვახსოვდა,

არ ვთვლიდით ღირსად.

მაგრამ სიმართლის ხმა, შემზარავი,

მაინც ცოცხლობდა.

და თურმე დღემდე

იმ ხმას კი არა, დანას ვმალავდი,

დანას,

რომელიც მკვლელობის შემდეგ

შემომაჩეჩეს ხელში ძალათი.

 

შენ კი ნამდვილად გეძინა მაშინ

და იზრდებოდი ძილში ტოტივით,

რომ გაგეღვიძა და უცხო ხალხში

გასულიყავი, როგორც მოტივი

ახალ სიმღერის...

 

ვინ გაჭრა, ნეტავ,

თოკი, რომელიც ჩვენ გვაერთებდა...

მე ახლა უფრო გარკვევით ვხედავ:

შენ ზიხარ მაღლა...

თითქმის კედელთან...

 

თოკი,

რომელიც ჩვენ გვაერთებდა,

ამ თოკს მაგონებს, რომელზეც ახლა

კლოუნი გადის.

შენ ზიხარ მაღლა...

ძალიან მაღლა...

თითქმის კედელთან...

 

მე კი მარტო ვარ და ბევრი დრო მაქვს,

რომ ყველაფერზე ვიფიქრო მშვიდად.

მე ვერ შევძელი იმ თოკზე დგომა

და შენ დაგკარგე.

და აღარ მინდა,

რომ ერთხელ კიდევ დავარტყა კეფა

რკინის იატაკს.

კლოუნს კი რაღაც

აშინებს ისევ და მხოლოდ ხელფასს

დაკარგავს, თუ ვერ გაბედა ახლაც.

 

მე შენ დაგკარგე და ეგ საყურე

ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა,

მარტო რომ ვზივარ.

აი, მსახურებს

აკრობატების ბადე გამოაქვთ.

 

ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად.

მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა.

მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით

ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს.

ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ,

როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად

მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით

მაჯილდოვებდა.

თვალი კი საფარს

და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა,

მაგრამ ამაოდ.

და ჩემი ქროლვა

შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან

და კლოუნებთან.

მაგრამ მე დრო მაქვს,

რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად,

ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად.

ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ,

მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან.

 

თუმცა საბრალო ადამიანი

ყოველთვის რჩება ადამიანად.

რაც უნდა ძველი იყოს იარა,

არ მოშუშდება მაინც მთლიანად.

 

არ გამოჩნდება მაინც გარედან,

მაგრამ ყოველთვის გემახსოვრება...

და რაც უხდება ცირკის არენას,

ის სასაცილოდ ხდის ჩვენ ცხოვრებას.

 

აი, ვეფხვების ცნობილი მწვრთნელიც

განებივრებულ ქალის უფლებით,

ეძახებს ვეფხვებს და ვეფხვიც ნელა

შემოდის,

როგორც ჭრელი ღრუბელი.

 

მუსიკამ დარბაზს გადასცა ყინვა.

ქალი კი გაწვა ცეფხვის ტორებთან

და ყველა ყალბი ალმასის ბრწყინვა

აღმოუჩინეს პროჟექტორებმა.

 

მე ვერ გამწვრთნიდა.

მე როცა მტკივა,

ვეძებ და ვებრძვი ხოლმე იარას.

ამიტომ მარტო დავრჩი და ვზივარ:

მხეცი, ქცეული ადამიანად.

 

ვისთან ხარ, ნეტავ...

ვინ არის, ნეტავ...

ვინ ისაკუთრებს შენს ცას და სითბოს...

ცირკის მსახური არენას ხვეტავს

და ალბათ ისიც ვეფხვებზე ფიქრობს.

 

მაგრამ არენა ისევ ნათდება

და გაწვრთნილ ძაღლებს ეკუთვნის ახლა

და პაწაწინა ძაღლის თათებმა

ვეება ბურთი ისროლეს მაღლა.

 

მაღლა შენ ზიხარ... თითქმის კედელთან...

აღიარებულ სიმართლის მსგავსად.

მე კი გიყურებ და მახსენდება

დაახლოებით ასეთი ფრაზა:

 

`მაშინ ის თვითონ დადგა კედელთან...

და თვითონ გასცა სროლის ბრძანებაც.

თვითონ უარყო, რაც აერთებდა

ან ქვეყანასთან და არ დანებდა

მტრის უხეშ ხელებს...~

 

მე კი მეგონა,

რომ შენთვის მხოლოდ სიკეთე მსურდა

და როგორც გზებით დაღლილ მეგობარს,

მიიხუტებდი ჩემს სურვილს გულთან.

 

მაგრამ ვცდებოდი და შენი შუქიც

ნატრობდა მხოლოდ თავისუფლებას.

დღეს კი ხეს გავხარ, რომელსაც უკვე

გადაუარეს თავზე ღრუბლებმა.

 

მეც ღრუბელი ვარ,

მაგრამ შენს მხარეს

არ წამომიღებს ქარი დღეიდან.

კლოუნი რასაც დაამტვრევს გარეთ,

ბნელ კულისებშიც თვითონ შეიტანს.

 

აღარ გავუშვებ ოცნებას არსად.

დავთმობ სულისთვის ყველაზე მთავარს

და ცირკის დიდი აფიშის მსგავსად

გარკვევით ვიტყვი: ვინ ვარ და რა ვარ!

 

და თუკი ვინმე მიმიტანს გულთან,

ასეთი ვინმე ამქვეყნად თუა,

მე უარს ვეტყვი და მხოლოდ უარს,

მხოლოდ და მხოლოდ უარს და უარს.

რომ ჩემი ტლანქი ვნებების გამო

კიდევ ერთი ხე არ დადგეს ჩრდილში,

არ იქცეს ჩრდილად და ყოველ ღამე

არ გაილიოს გაქრობის შიშით.

 

თვითონაც წვალობ და სხვასაც ერჩი,

შენ გიჭირს სუნთქვა და სხვასაც უშლი,

როცა სხეულში იბუდებს ეჭვი,

ვით შემთხვევითი მარცვალი ხნულში.

 

შემზარავია ეჭვის ობობა,

შემზარავია და თუკი აცლი,

შენც დაიჯერებ, რომ უნდობლობა

თანდაყოლილი გრძნობაა კაცის.

 

მე, რა თქმა უნდა, არ ვაზვიადებ

ტკივილს, რომელსაც ვიტან და ვუვლი.

მე ვიყავ მიწა და ჩემს წყვდიადში

ფესვივით მშვიდად ფეთქავდა გული.

 

ათასნაირი გული არსებობს:

ცხელიც და ცივიც,

შლეგიც და მშვიდიც...

ზოგი სავსეა, ანდა სავსებით

ცარიელია და მაინც მიდის.

 

მიდის ბუნების გზით და ბრძანებით,

წვას და წვალებას გადაჩვეული,

და მხოლოდ ფეთქვა არ ეზარება,

რომ ფიტულივით ზიდოს სხეული.

 

მაგრამ გათავდა!

მართლა გათავდა!

უნდა გადაწყდეს:

რა ვარ თუ ვინ ვარ!

და სანამ ჩემთვის დავთვლი ათამდე,

სულში გადნება ათი წლის ყინვა

 

და მზე ამოვა,

რომელსაც ასე

ველოდებოდი, ახლა კი ისიც

ამოვა დღემდე უჩინარ ცაზე

და ჩემს სიბნელეს დააყრის სიცილს.

 

თუმცა მე მზად ვარ, რომ მოვუმზადო

ახალ ტკივილებს სულიც და ხორციც.

და როგორც ბრძოლის შემდეგ მუზარადს

ჩემს ტკივილს ხელში ვიღებ და ვკოცნი.

 

ყველა სიმღერა ტკივილით ჩნდება,

ყველას დაყვება ტკივილის კვალი,

რომ შეამჩნიონ მაშინვე სხვებმაც,

რასაც ვერ ამჩნევს უბრალო თვალი.

 

და დაიჯერონ, რომ შენც გაძელი

და არ აკეთე მორჩილი სახით

ის, რასაც სტვენით და ღრიანცელით

მოითხოვს ცირკში მოსული ხალხი.

 

ზღვისა და მიწის და ცის მპყრობელი

უცნაურია სული ბუნების,

ხან თუ ბავშვივით გვედიდგულება,

ხან გვეხმარება როგორც მშობელი.

 

ის გვცვლიდა დღემდე

და კვლავაც შეგვცვლის,

რომ თვითონ მარად დარჩეს მთლიანი

და ამქვეყნიურ ვნებათა ცეცხლში

ყელამდე იდგეს ადამიანი.

 

ოთარ ჭილაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...