Jump to content
Planeta.Ge

ნეკრასოვის ფილმი "რუსულის გაკვეთილები"


Recommended Posts

  • Replies 81
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იმენა ვერ ვნახე და მამენტ დიდი სურვილიც არ მაქ

 

 

ახალი არაფერი მინახია,ყველაფერი ნანახი მქონდა და ეს ფილმი რამდენჯერ უნდა გაიმეორონ ტელევიზიებმა? ამ ფილმის მთავარ აზრს უმეტესობა ვერ გაიგებს.ზატო რუსებისადმი სიძულვილი გაუათმაგდებათ და ამით ამ ყვარყვარეს ხელისუფლება იხეირებს მხოლოდ.საქართველო წააგებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსი რეჟისორის, ანდრეი ნეკრასოვის ფილმი "Уроки русского", რომელშიც ობიექტურადაა გაშუქებული რუსეთ-საქართველოს 15 წლიანი ომი.

 

უყურეთ ფილმს "Уроки русского".

 

 

ფილმის გადმოსაწერი ბმულები:

 

Уроки русского

 

--------------------------------------------------------------------------------

http://www.youtube.com/watch?v=RLGSq... A7CC5&index=0

 

http://www.youtube.com/watch?v=1mOFp... A7CC5&index=1

 

http://www.youtube.com/watch?v=EUvdp...3A7CC5&index=2

 

http://www.youtube.com/watch?v=CX5ut... A7CC5&index=3

 

http://www.youtube.com/watch?v=KIOGH... A7CC5&index=4

 

http://www.youtube.com/watch?v=hnKT8... A7CC5&index=5

 

http://www.youtube.com/watch?v=Ay5zC... A7CC5&index=6

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

27-01-2010

"რუსულის გაკვეთილების" პრემიერამ სანდენსის კინოფესტივალზე ანშლაგით ჩაიარა

 

"რუსულის გაკვეთილების" მსოფლიო პრემიერამ სანდენსის კინოფესტივალზე ანშლაგით ჩაიარა. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" კორესპონდენტი იტყობინება.

მისივე ცნობით, ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი ანდრეი ნეკრასოვისა და ოლგა კონსკაიას ფილმზე დასწრების მსურველებს ურჩევდა, ჩვენებაზე დასასწრებად სპეციალურ სიებში ჩაწერილიყვნენ, რადგან ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

 

"მათი დოკუმენტალისტიკა პატივს მიაგებს იმ ხალხის ბრძოლას, რომლებიც ძალაუფლებას არ ფლობენ; ზესახელმწიფოსა და მისი საინფორმაციო საშუალების საქმიანობას ასახავს და გამომაფხიზლებლად მოქმედებს",- ნათქვამია ფილმის ოფიაციალურ წარდგენაში.

სანდენსის კინოფესტივალზე ფილმი წარდგენილია ნომინაციაში - "მსოფლიო დოკუმენტური კინო" (World Cinema Documentary Competition).

 

ფილმის სინოფსისში, რომელიც ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ ფილმის ავტორებმა საქართველოს აჯანყებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის შესახებ ფილმის გადაღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საქართველოს რუსეთთან 5-დღიანი დამანგრეველი ომი ჰქონდა. აქვე აღნიშნულია, რომ ფილმის ავტორებმა "მოახერხეს, გაეშიფრათ ის პროპაგანდისტული ტყუილები, რომელსაც რუსული მედია ომის დღეებში აქტიურად ავრცელებდა". ანოტაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ ფილმში მოცემულია რეგიონის კომპლექსური ისტორიული სურათი, რომელიც მაყურებელს ეთნიკური კონფლიქტის არსში გარკვევაში ეხმარება. აქვე აღნიშნულია, რომ ნეკრასოვმა და კონსკაიამ დახატეს რუსეთის ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

"რუსულის გაკვეთილები" "სანდენსის" საავტორო კინოფესტივალზე კიდევ ერთ,. არასაკონკურსო კატეგორიაში მონაწილეობს, რომელსაც "ახალი ომის ისტორიები" ქვია (The New War Stories), წარდგენილია ფილმები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მიმდინარე ომების შესახებაა გადაღებული.

 

როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული კატეგორია აჩვენებს, როგორია "ომის რეპორტიორის" ახალი სახე, რომელიც მშრალად კი არ ასახავს ფაქტებს, არამედ კონფლიქტის არსში ჩაწვდომას და ექსტრაორდინალური კუთხით ჩვენებას ცდილობს.

 

http://www.ambebi.ge/kultura/15911-qrusuli...th-chaiara.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...