Jump to content
Planeta.Ge

თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე


Recommended Posts

Mirian Gamrekelaschwili

კითხვა: ძნელია იყო თეა თუთბერიძე? ანუ რა გრძნობაა როცა ამდენი უცნობი შენს მიმართ უსაფუძვლო აგრესიას ავლენს?

 

 

არა, სულაც არ არის ძნელი :D. თეა თუთბერიძე ხარ თუ მირიან გამრეკელაშვილი რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი. მთავარია შეგეძლოს იმის თქმა რასაც ფიქრობ და აკეთო ის რაც სწორად მიგაჩნია.

 

ადამიანებს, როგორც წესი საფუძვილიანი კრიტიკა აღიზიანებთ და არ მოსწონთხოლმე. ამ შემთხვევაში ამ აგრესიას არც არანაირი აზრი აქვს და არც ყურადღებას ვაქცევ :D. უბრალოდ ვხალისობ ასეთ ადამიანებზე :D. ზოგჯერ მეცოდებიან კიდეც, რადგან მათ აგრესიის გამომჟღავნების მეტი არაფერი შეუძლიათ. მაგალითად არ შეუძლიათ მოისმინონ განსხვავებული აზრი, დაფიქრდნენ, გაიაზრონ და ცივი გონებით განსაჯონ რაც მოისმინეს.

 

 

 

 

 

 

 

babuagiorgi

ჟურნნალისტი ბრძანდებით?

 

როცა საჭიროდ ვთვლი ვჟურნალისტობ კიდეც. თუმცა პროფესიით იურისტი ვარ :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 532
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Siknadmo

თეა გრძნობთ თუ არა, თუ როგორ უყვართ საქართველოს მოქალაქეებს

და როგორი განცდაა ეს?

საერთოდ რას ფიქრობთ ხალხზე, ზოგადად საქ. მოქალაქეებზე

 

 

თქვენ წარმოიდგინეთ და კი. ხშირად მიგრძვნია ბევრისგან. არ დაიჯერებთ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ეს უფრო მიქმნის დისკომფორტს, ვიდრე ისეთი ხალხი ვისაც არ მოვწონვარ :D

 

რას უნდა ვფიქრობდე? ვფიქრობ იმას რომ სამოქალაქო თვითშეგნება გვაკლია, საკუთარი თავის გარდა არაფერი გვადარდებს, იმის ნაცვლად რომ სახელმწიფოს დავეხმაროთ, ავაშენოთ და გავაძლიეროთ, საკუთარი მუცლების გარდა არაფერზე ვფიქრობთ და კიდევ ბევრი "სიკეთეები" გვახასიათებს, მაგრამ შორს წამიყვანს ამ ყველაფრის ჩამოთვლა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LacosTe87

თეა ამაყობთ თუ არა თქვენი განვლილი ცხოვრებით და კარიერით?

 

თქვენი აზრით, ყველაზე უპატიებელი და მიუღებელი, რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ 2003 წლიდან დღემდე.

 

რომ ვამაყობდე ალბათ მაგდენიც ჯერ არ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ჩემი "განვლილი ცხოვრების" არ მცხვენია ნამდვილად. იმედი მაქვს შევძლებ მომავალში ვიამაყო კიდეც და ვიამაყებ მაშინ თუ ჩემის ქვეყნის განვითარებაში შევძლებ ღირსეული წვლილი შევიტანო.

 

ის რომ პასუხისგებაში არ მისცა ყველა ის ადამიანი, ვისაც კანონის წინაშე აუცილებლად უნდა ეგოთ პასუხი იმ უკანონობებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს (მაგალითად შევარდნაძე, როინ მეტრეველი, შოთა კოპაძე, კოტე კემულარია და კიდევ ძალიან ბევრი ის ადამიანი ვინც ნამდვილად ციხეში ჩასასმელი იყო - კგბ-ს აგენტები). მიუღებელია შერჩევითი მართლმსაჯულება. ამას ვერასდროს ვერ დავეთანხმები. ის რომ არ მიიღეს ლუსტრაციის კანონი, ის რომ შეაჩერეს რეფორმაბი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათ რეიტინგზე ახდენდა გავლენას და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tb_parazitka

მე რა მაინტერსებს იცი ტეა

 

 

რატომ წამოხვედი უნივერსიტეტიდან?

 

იგნორი მაკ

 

სტუდენტი ვიყავი იმ მარაზმს ვებრძოდი უნივერსიტეტში რაც იყო და ლექტორსაც მაგ მეკეთებინა ისევ, თუ სტუდენტებისთვის მესწავლებინა?

თსუ-ს როგორც ჩანს არასდროს არაფერი ეშველება სამწუხაროდ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

teamiyvarxar

ციტატა

ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, ჩემთვის ღირსეული, როგორც ადამიანი და ასევე მღვდელთმთავარი ამბროსი ხელაია იყო. ამით ყველაფერი ნათქვამია

 

 

ამით არაფერია ნათქვამი. მე დაგისვი კონკრეტული კითხვა და გთხოვ კონკრეტულად მიპასუხო. შენი აზრით, არის თუ არა ილია მეორე უღირსი ადამიანი? ? ? ? ? ? ?

 

შიში ,,გრეხი "არაა თეა. ამ ლოგიკას ექვემდებარები ალბათ.

 

 

შენ იურისტი ხარ ( ,,იდეაში") როგორ შეაფასებდი გირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა მკვლელობებს იურიდიულად და ადამიანურად? დაისაჯნენ დამნაშავეები? ,,სამართალმა პური ჭამა?" ?

 

და თუ შენი ლოგიკა ეფუძნება იმას რომ პატრიარქი უნდა წავიდეს იმიტომ რომ საპატრიარქოში ბევრი ,,ცუდი ძიაა", უნდა წასულიყო თუ არა თანამდებობიდან ვანო მერაბიშვილი?

 

 

 

და რატომ ჩააგდე კითხვა სახ-გამოცდის შესახებ?

 

ადამიანის ღირსებაზე მგონი რომ არ უნდა მეტყველებდეს იყო რუსეთის კგბ-ს აგენტი! და იმის ნაცვლად რომ პრინციპულ პოზიციას იკავებდე და ამბობდე იმას, რომ რუსეთი არია შენი ქვეყნის მტერი ამის ნაცვლად რაღაც ბაიკებს არ ყვებოდე!

 

რობაქიძის და გირგვლიანის ამბებზე უკვე ერთ-ერთი კომენტარში ვისაუბრე და შეგიძლია იხილო.

 

 

სხვა დანარჩენზე კი - :D) :D) :D) :D) :D) :D) :D) :D) :D) :D) :D)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

tb_parazitka

კაცო რა გინდატ დაანებეტ ადამიანს ტავი

 

 

დიდი ხანია ტეა ცამქრალი იყოსავიტ კმარას მერე ტიტქმის არსად აგარ ცანდა

 

 

ხო უნდა ექნა რამე არა?

 

 

ჰოდა მეტი საქმე რო არ ჰქონდა დაიწყო სამგვდელოების ლანზგვა და კაიFი

 

რა გინდატ მარტალს ამბობს სიტყვის ტავისუფლებაო რო ყვიროდა ტუ ლაპრაკობდა ტუ რავი რაგაც მაგდაგვარი შუაშია ჩამოკიდული ის სიტყვა

 

 

სიტყვის ტავისუფლება იასნია ექნება, კმარაო ბოლო ბოლო რამდენიმე წლის წინ პირველი მოდიოდა მარტალია ზოგჯერ არ ჩანდა ფიზიკურად მაგრამ სულიერად და ხმით ხო რუსტაველზე იყო არა?!

 

 

ხოდა ეხა რუსტაველი გადაულოცა სხვებს და ტიტონ ფეისბუქიდან ყვირის.

 

 

ზოგადად ხო იციტ რო ადმაიანი ნეტ სივრცესი უფრო მეტის უფლებას აზლევს ტავს ვიდრე რეალში

 

მაგრამ აგერ ტეა ცოცხალი მაგალიტია რო ყველა ეგრე არაა და არსებობენ გამონაკლისებიც რომლებიც რეალშიც ერტნაირად იმასშVებიან და ნეტშიც

 

 

:sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vibla80

განათლების სისტემაში მართლა გიკავიათ ხელმძღვანელი პოსტი თუ ჭორია?

 

"თავისუფალი სიტყვა" ადამიანს ნებისმიერი სიმდაბლისა და სიდამპლის "გამოსახატავად" არ სჭირდება. ამიტომ, "ამებას" წარმოდგენაც არა აქვს რომ მისი ე.წ."მაღალი სტანდარტები" სინამდვილეში "უმდაბლესი" ცილისწამებაა და ცარიელი ლანძღვაა და რად გიდათ თავს ჯიუტად რომ უთანაბრებთ?

 

არ იცოდით? განათლების მინისტრი ვარ, თქვენ კიდევ გვარამიაგ გგონიათ ხომ? :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili:

 

 

დანარჩენზედაც - :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tartar

სპეციალურად დავრეგისტრირდი რამოდენიმე წუთის წინ, ამის იქით ჯერ არ წამიკითხია

 

ჩემი აზრით ასეთი ინტერპრეტაცია ილია მეორეს სიტყვების დამახინჯებაა.

 

 

პატრიარქს არ უგულისხმია რომ არსებობდა ომის თავიდან აცილების გზები აგვისტოში, როდესაც კედელთან ხარ მიყენებული და იარაღს გიმიზნებენ ორი არჩევანი გაქვს - ან წყნარად დგახარ და გასროლას ელოდები, ან იარაღს იღებ და თავს იცავ.

 

 

მე მგონია რომ პატრიარქი გულისხმობდა ბოლო წლებში რუსეთის მიმართ (და არა "მიმართებაში") განხორციელებულ პოლიტიკას, რომელიც ძირითადად წინდაუხედავი და საკმაოდ უაზრო იყო, ომი მხოლოდ ამ რამოდენიმე წლის მოქმედების ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენდა.

 

ამას გულისხმობდა პატრიარქი.

 

ამიტომაც არ მესმის რატომ არის ეს განცხადება ვინმესთვის შეურაცხმყოფელი. გამოდის რომ დაღუპულთა ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილები მხოლოდ რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდნენ და არა ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული უჭკუო პოლიტიკის მსხვერპლნი?

 

ეს უფრო გვაწყობს, თორემ მერე როგორ შევხედოთ ამ ოჯახებს თვალებში.

 

 

კარგით, მოდით ცოტა ხნით დაგეთანხმებით და ვთქვათ აგვისტოს ომი, როგორც თქვენ ამბობთ რუსეთის მიმართ (და არა "მიმართებაში") განხორციელებულ პოლიტიკის, წინდაუხედავი და საკმაოდ უაზრო მოქმედების ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენდა. მაშინ იქნებ ამოხსნათ, 90-იან წლებში შევარდნაძის დროს აფხაზეთში და ოსეთში რაც მოხდა ეს რაღა იყო? თუ თქვენ გგონიათ რომ რუსები იქ არაფერ შუაში იყვნენ???

რუსეთის ინტერესი წლების განმავლობაში არსებობდა საქართველოს მიმართ. ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ რუსეთს საქართველოს ყველა ხელისუფალთან ჰქონდა კონფლიქტი და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან. რუსეთს პრობლემები ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთანაც და ყველამ იცის, რომ გამსახურდიას რეჟიმი დაემხო სწორედ რუსეთის მიერ ქართველების ხელით. რუსეთს პრობლემები ჰქონდა თუნდაც მისივე დასმულ კაცთან - შევარდნაძესთან. სწორედ შევარდნაძის დროს დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ბუნებრივია, არ გამოსდის ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მისი კაცი არ არის. აქედან გამომდინარე პრობლემა ის კი არაა, რომ პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოწონთ, ან მისი პოლიტიკა, მათი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილი, განვითარება, პროდასავლური ორიენტაცია და ნატოსკენ სწრაფვაა. რუსეთი ყოველთვის ეცდება გავლენის შენარჩუნებას საქართველოზე, რადგან მას მიაჩნია, რომ თუ საქართველოს დაკარგავს საბოლოოდ, ის დაკარგავს კონტროლს კავკასიაზე. ნუ თუ ეს ასე რთული მისახვედრია?

 

 

 

 

 

 

blaug

რას ვერ აპატიებდი მამა ბუასილს? ესეც შენ სმაილები საკმარისი რაოდენობით. ვფიქრობ ამ კონფერენციის განმავლობაში უნდა გეყოს

 

 

ახალი ვიდეო რგოლების დაუმზადებლობას :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

 

salome javaxishvili

მე პასუხების განხილვის თემაში დავსვი კითხვები და იმედი მაქვს, სტუმარი მიპასუხებს.

 

არ ვიცი სად არის ეგ პასუხების განხილვის თემა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუჰ,შენ კიდევ აქ ხარ და ყოჩაღ შენს გამძლეობას. :D

 

ისე ამ დროს მარტო მე ვარ ხოლმე აქ და ალბათ მალე ლიცი დაპოსტავს ახალ ინფორმაციას. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

salome javaxishvili

ბრავო, აი ეს სხვა საქმეა! ეს ყველაზე დიდი სიმართლეა რაც კი თქვენგან მომისმენია ოდესმე.

 

 

ეტყობა სხვა დროს არ მისმენხოლმე :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nostradamusi

ქ-ნ თეა

კითხვა ბევრი მქონდა მაგრამ მხოლოდ ამ კითხვაზე მიპასუხეთ თუ გექნებათ ამის საშუალება

 

საპატრიარქომ კონკრეტულად რომელი პროგრესული პროცესი შეაჩერა ან შეაფერხა?

 

 

ძალიან ბევრი. უბრალოდ ახლა ამაზე რომ დავიწყო წერა ერთი დღე კიდევ ვერ მოვრჩები. გთავაზობთ facebook-ის ჩემს გვერდზე დამატებას და იქ ბევრ რამეს წაიკითხავთ მაგ კითხვაზე პასუხის კუთხით. მაგალითს მოგიყვანთ, როცა საპატრიარქო გამოდის და აკეთებს განცხადებას რომ ხელისუფლებამ უნდა გამოუშვას თურმე ის ხულიგნები, რომლებმაც საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს სცემეს, ამას თქვენ რას უწოდებთ??? ეს რომ სახელმწიფოს ასუსტებს და ასეთი რამ რომ არ უნდა ხდებოდეს იმედია ამას ხვდებით. მაგრამ ამ კუთხით მარტო საპატრიარქოსთან კი არა ხელისუფლებასთან მაქვს მთავარი პრეტენზია, რომ წავიდა იმ ნაბიჯზე რომ ის ადამიანები საპატრიარქოს მოთხოვნით გამოუშვა. რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს ანალოგიური ქმედებისთვის იმავე მუხლით თუ იცით? რატომ იმათზე არ მოითხოვეს მაშინ? თუ ოპოზიციური პარტიის აქტივისტობა თუ წევრობა ყველაფრის უფლებას იძლევა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

anamch

lasha_alo

 

სხვაგან ვილოცოთ თეას სულზე .ვაცალოთ ადამიანს პასუხის გაცემა.მართლა ფანტასტიური ენერგია და დრო დაგვითმო.

 

და სხვა რითი დაკავებული როო?

 

ძალიან ძალიან დაკავებულიაა?

 

აქეთ მადლობა გითხრას რომ საიტი დაუთმე

ტოჟე მნე ჟჟჟანა დარკკკ!

 

 

:D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D: :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

J&B

დიდი ბოდიში მარა რომელმა სამართალდამცველმა მისცა აქციის მონაწილეს დუბინკის წართმევის და ჩარტყმის უფლება ? ან საიდან მოიტანეთ ეს ინფო ?

 

ერთად-ერთ არხსზე არის მაგის ჩანაწერი და ეს არის იმედი, რადგან მხოლოდ ის გადასცემდა დილიდანვე მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში. შეგიძლიათ მიმართოთ და ოფიციალურად გამოითხოვოთ აღნიშნული მასალა და უყუროთ კარგად. დამონტაჟებული არ იქნება, რადგან პირდაპირი ეთერით აჩვენებდნენ ყველაფერს. მე დაახლობეით დილის 7 საათიდან ვუყურებდი მოვლენებს იმედზე. როგორც ვატყობ თქვენ ვერ ადევნეთ თვალი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

anamch

თეა, გულწრფელად რომ გითხრათ ძალიან არ მომწონხართ, თუმცა პროფესიონლაური თვალსაზრისით, შესაშური თავხედობა გაქვთ, რაც ცუდი არ არის... თავისთავად... თან ვაკვირდები რომ პროგრესიც გაქვთ...დინამიკაში.. ჩემი ამ პირდაპირი შესავლის მიუხედავდ მიპასუხეთ

 

კერძო ტელევიზიის დეფინიცია თუ გესმით და თუ გაიხსენებთ როგორ გაჩალიჩდა "მოწოდების ინსცენირება" სამებიდან თქვენ ხომ მაინც იცით სიმართლე...

რომ ბრძანებთ არცერტ ქვეყნასჰი ამასა რ აპატიებდნენოო

 

რომელ ქვეყნაში დახურავდნენ ასე ტელევიზიას, სპეცრაზმით და რომელ ქვეყნაში გაძარცვავდნენ მიცვალებულს ასე უღმერთოდ?! პლზ არ დამიგნოროთ.. არფაფერი პირადული, უბრალოდ არ მომწონხართ!

 

 

რომ გითხრათ ძალიან მადარდებს მოგწონვარ თუ არათქო მოგატყუებ ნამდვილად. ნამდვილად ვაფასებ ასეთ გულწრფელობას ადამიანში :D.

 

ანუ თქვენ გინდათ თქვათ რომ ნათია მიქიაშვილი ხელისუფლებამ მოისყიდა? კარგია :D. თუმცა მანამდედაც არაერთი ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება იყო 5-ში და 6-ში და მაშინ უნდა დაეხურათ მე თუ მკითხავთ იმედი, მაგრამ . . .

 

დახურვის მეთოდებზე და ფორმებზე მე თავიდანვე ვთქვი რომ ასეთ ფრომას არ ვეთანხმებითქო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბურზო

და მარტო ლაპარაკით რას შეცვლით ?

რატომ საქმით არ ამტკიცებთ ?

თუ ჯერ არ გცალიათ მაგისთვის ?

 

ყველაფერს თავისი დრო აქვს :D. სახლიდან გარეთ რომ გახვიდე, ჯერ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი, მერე მეორე, მერე მესამე და ა.შ. თუ თავიდანვე მეათე ნაბიჯს გადადგამ კისერს მოიტეხავ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თეა რა სახის რეფორმებს ჩაატარებდი საპატრიარქოში

 

პირველ რიგში ლუსტრაციას, მერე სხვა დანარჩენს. ეკლესიიდან უღირს სასულიერო პირებს გამოვაძევებდი პირველ რიგში. დარწმუნებული ვარ, დავით აღმაშენებელი ახლა რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად ჩაატარებდა კიდევ ერთ რუის-ურბნისის კრებას.

 

nostradamusi

ეს სერიოზული ბრალდებაა და მოგიწევთ დამამტკიცებელი მასალის წარმოდგენა.

 

გამოვიდეს და თქვას რომ არასწორია და მიმართოს სასამართლოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...