Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რაიმეს ელით ამ აქციისგან?

მიდიხართ თუ არა?

ეთანხმებით თუ ნაკლებად?

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ-ივერიაში" გაიმართება 7 ნოემბერთან დაკავშირებით, პარტიების მიერ მომზადებული "ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდის შესახებ პოლიტიკური დასკვნის წარდგენა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს გზის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ თავიანთ დასკვნებს ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით. დასკვნები წარმოდგენილი იქნება დეტალურად, თითოეული სფეროს მიხედვით.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დასკვნების წარდგენას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსისის წარმომადგენლები.

2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით, დღეს, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის ლიდერები და აქციის სხვა მონაწილეები 15:00 საათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან, საიდანაც ფეხით მსვლელობით რუსთაველის გამზირისაკენ დაიძვრებიან.

პარლამენტის შენობის წინ აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციები სამპუნქტიან რეზოლუციას წაიკითხავენ, სადაც მათი მოთხოვნები იქნება ჩამოყალიბებული. მოთხოვნები ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლებენ.

აქციის ორგანიზატორები არიან ~მოძრაობა 7 ნოემბერი~, ~ქართული აკადემია~, ~დაიცავი საქართველო~, ~დაიცავი სიცოცხლე~, ~ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის~, ~ადვოკატთა პროფკავშირები~, ~კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის~ და სხვა. აქციაში მონაწილეობას არასაპარლამენტო ოპოზიციაც მიიღებს.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

სად მივდივართ კაცო, რედისონში? თუ სხვაგანაცაა კიდევ, სადმე, რამე?

და რა? ფაქტია, ოპოზიციამ თავად გაიჩალიჩა ის, რომ მათი ქმედებანო ნონსენსის შემცვლელი და აბსურდული გახდა. ასეა ეს, ჩემო ლაშა, ოპოზიციის მოქმედებამ აზრი დაკარგა, ოპოზიცია დეზორიენტირებულია და აზრზე არ არის რა უნდა გააკეთოს

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად მივდივართ კაცო, რედისონში? თუ სხვაგანაცაა კიდევ, სადმე, რამე?

კი ეს

2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით, დღეს, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის ლიდერები და აქციის სხვა მონაწილეები 15:00 საათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან, საიდანაც ფეხით მსვლელობით რუსთაველის გამზირისაკენ დაიძვრებიან.

პარლამენტის შენობის წინ აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციები სამპუნქტიან რეზოლუციას წაიკითხავენ, სადაც მათი მოთხოვნები იქნება ჩამოყალიბებული. მოთხოვნები ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლებენ.

აქციის ორგანიზატორები არიან ~მოძრაობა 7 ნოემბერი~, ~ქართული აკადემია~, ~დაიცავი საქართველო~, ~დაიცავი სიცოცხლე~, ~ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის~, ~ადვოკატთა პროფკავშირები~, ~კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის~ და სხვა. აქციაში მონაწილეობას არასაპარლამენტო ოპოზიციაც მიიღებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რედისონს და რუსტაველზე სეირნობას ურჩევნიათ ერგნეტში დაახვიონ და იქ მოაწყონ აქცია -ბავშვები გამოუშვით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ვზივარ სახლში

ძირიტადად მაინც საზოგადოებრივი ღონისძიებებია დაგეგმილი

ეს ფილმი მაინტერესებს მაგრად:

სასტუმრო “რედისონში” “კონსერვატიული პარტიის” მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება გაიმართა.

როგორც “კონსერვატორები” აცხადებენ, ფილმი ეხება 6 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილ კრიმინალურ ფაქტებს.

“ჩვენ აქ წარმოვადგინეთ მხოლოდ ის კრიმინალური ფაქტები, რომლის პირდაპირი დასტურიც არსებობს. არსებობს ოფიციალური მასალა, ზოგი თავად პრეზიდენტისა და მისი ჩინოვნიკების მიერ აღიარებული, ზოგი კი სხვადასხვა გზით აღიარებული, რომ ამ ადამიანებმა კონკრეტულად ამა და ამ პერიოდში ჩაიდინეს საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული თავისი ხალხის წინააღმდეგ”, - აცხადებენ “კონსერვატორები”.

ფილმი 8 წუთიანია და კონკრეტულ ეპიზოდსა თუ ფაქტს მოსდევს იმ მუხლის დასახელება სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

“კონსერვატორების” თქმით, თუნდაც ეს ფაქტები კმარა იმისათვის, რომ დადგეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი და სასამართლოს გადაეცეს მათი საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

7 ნოემბრის აქციის მონაწილეები უკვე რუსთაველის გამზირს უახლოვდებიან.

პარლამენტისკენ მსვლელობა მამუკა ჩარკვიანის სიმღერის - „ჰიმნი თავისუფლებას“ ფონზე მიმდინარეობს; აქციის მონაწილეები შემართული მუშტებით მოემართებიან. აქციის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შემოუერთდნენ მათ და ერთად მივიდნენ პარლამენტის შენობასთან. აქციას მოსახლეობა თანდათანობით ემატება და მათი რაოდენობა დაახლოებით ათასამდეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქციის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შემოუერთდნენ მათ და ერთად მივიდნენ პარლამენტის შენობასთ

და რა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2009 წლის 7 ნოემბერი

მთელი დღე ვირემონტე მეორე სახლში, ძვლივს გავირეცხე თავი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აქციის მონაწილეები შემართული მუშტებით მოემართებიან

მტრედები ეყოლებათ მაგ მუშტებში და რომ მივლენ პარლამენტთან გააფრენენ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვიყავი აქციაზე.

ლ ი ც ი

ფაქტია, ოპოზიციამ თავად გაიჩალიჩა ის, რომ მათი ქმედებანო ნონსენსის შემცვლელი და აბსურდული გახდა. ასეა ეს, ჩემო ლაშა, ოპოზიციის მოქმედებამ აზრი დაკარგა, ოპოზიცია დეზორიენტირებულია და აზრზე არ არის რა უნდა გააკეთოს

ეს არ იყო ოპოზიციის მოწყობილი აქცია. არასამთავრობოების მიერ იყო ორგანიზებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ეს არ იყო ოპოზიციის მოწყობილი აქცია. არასამთავრობოების მიერ იყო ორგანიზებული

ოპოები რედისონში ტუსავდნენ სად ეცალათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადეირა

მთელი დღე ვირემონტე მეორე სახლში, ძვლივს გავირეცხე თავი

არადა სულ ტყუილად

ორი სახლი უკვე კაპიტალიზმი და ხალხის მტრობაა

რევოლუციის მერე ჩამოგართმევთ და მიუსაფარ მიშისტთა თავშესაფარს გადავცემთ

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...