Jump to content
Planeta.Ge

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა შეკითხვებს უპასუხა


Recommended Posts

მოკლე ინფორმაციული რაკურსი:

 

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი 2000-დან 2006 წლამდე იყო არასამთავრობო ორგანიზაციის "იბერ-ირონის" თავმჯდომარე.

 

http://s53.radikal.ru/i140/0911/54/b3d1a2cff564.jpg

 

2006 წლელს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

 

სანაკოევის მთავრობაში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

თვისი პოსტი პრაქტიკულად დატოვა 2007 წლის ზაფხულში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, შედგა ჯენტლმენური შეთანხმება და ოფიციალური განცხადება ამის თობაზე გაკეთდა მხოლოდ 2008 წლის მარტში.

 

დღეს კი მან პოლიტფორუმზე ( http://politforumi.com ) უკვე გასცა შეკითხვებს პასუხი და, საკმაოდ საყურადღებო მინიშნებებიც გააკეთა...

 

გთავაზობთ მთლიან რეპორტაჟს:

 

 

* * * * * * *

- გაქვთ თუ არა ურთიერთობა ცხინვალის რეგიონის ოსურ მოსახლეობასთან

 

- ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთნ მაქვს არა მარტო ურთიერთობა, არამედ ნათესაური კავშირებიც, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემთან მათი ურთიერთობა კოკოითის კრიმინალური მმართველობის პირობებში შეიძლება მათთვის საზიანო იყოს, ეს ურთიერთობები არაა ღია.

 

- რამდენი ოსი ცხოვრობს ცხ. რეგიონში

 

- მოსახლეობის რაოდენობით მანიპულირება მარტო ქართული სენი არაა. ამა წლის სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებში კოკოითის განცხადებით მონაწილეობა მიიღო 55000 ამომრჩეველმაო, ამას დაუმატეს დარჩენილი მოსახლეობა და ჯამში მიიღეს დაახლოებით 80000 მოსახლე. თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ციფრი ძალიან შორსაა რეალობისგან. ჩემი გათვლებით მაქსიმუმი მოსახლეობისა შეიძლება იყოს 30-40 ათასი მოსახლე, და მათ შორის არც თუ ცოტაა მათი რიცხვი, ვინც მუდმივად არ ცხოვრობს ცხინვალში

 

- შესაძლებელია თუ არა საქ. და ქართული სოფლების გარეშე (რომლებიც გადამწვარია) ცხინვალის მოსახლოების მომარაგება პროდუქტებით და საერტოდ, საქ. ეკონომიკური კავშირების გარეშე როგორ მოახერხებენ არსებობას

 

- ამ კითხვით აშკარაა, რომ თქვენთვის არაა უცხო ეს რეგიონი.

ნამდვილად სამხრეთ ოსეთს, რომელსაც ვლადიკავკაზთნ აკავშირებს მხოლოდ როკის გვირაბი, რომელიც მკაცრი ზამთრის პირობებში ხანდახან რამოდენიმე თვითაც კი იკეტება-ხოლმე, საკმაოდ რთული იქნება საქართელოსთან ეკონომიკური კავშირების გარეშე თვისი მოსახლეობა დააკმაყოფილოს არსებობისთვის აუცილებელი პროდუქტებით.

ეს არის ის ხავსი, რომელზეც აუცილებლად უნდა ჩაებას ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ აუცილებელი პირობით - რომ ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად და ნდობის აღდგენის პირობებში

 

- რამდენი ოსი დაიღუპა 0.8.08.08. ომის დროს, რამდენი ბოევიკი და მშვიდობიანი მოქალაქე?

 

- ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი აქვეყნებს - შარშან აგვისტოს ომში დაიღუპა 162 ადგილობრივი მოსახლე და 48 სამხედრო, მათგან 10 მშვიდობისმყოფელი.

162 დაღუპულიდან რამდენი იყო ე.წ. ბოევიკი, გამიჭირდება თქმა, რადგან ყველა მამაკაცს ცხინვალში წლების განმავლობაში ჰქონდა იარაღი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ იარაღს ომის დროს გამოიყენებდნენ. ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ მათ ვუწოდოთ ბოევიკები - არ ვიცი!

 

- შეუძლიათ თუ არა ცხ. რეგიონის ოსურ მოსახლეობას ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა

 

- 2008 წლამდე მიმოსვლა შედარებით ადვილი იყო, შარშანდელი აგვისტოს შემდგომ ეს შესაძლებლობა ორივე მიმართულებით აშკარად გართულებულია, მაგრამ არა სრულად შეწყვეტილი

 

- როგორი კრიმინოგენული ვითარებაა ცხინვალში

 

- ცხინვალში ამჟამად რთული კრიმინოგენული ვითარებაა, და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ეს ვითარება სრულად არის გამოწვეული კოკოითის რეჟიმის მიერ, რადგან თავად არის კრიმინალური მმართველი, და ურთიერთობებს და ვითარებას ცხინვალში განაპირობებს კოკოითის კრიმინალური რეჟიმი.

 

- ვინ არის სანაკოევი და საიდან მოვიდა. დაინტერესდით მისი წარსულით და მისი ,,საგმირო საქმეებით"?

 

- მე 2006 წლის ოქტომბერში, როდესაც გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა პროექტში, რომელსაც შემდგომ „სანაკოევის პროექტი“ ვუწოდე, არ ვიცნობდი დიმიტრი სანაკოევს, და არც მასთან ვყოფილვარ არანაირად დაკავშირებული. თავიდანვე ჩემი და სანაკოევის პირადი ურთიერთობები საკმაოდ უსიამოვნო და დაპირისპირებული იყო.

მას მერე, რაც ეს პიროვნება უფრო ახლოს გავიცანი, დავინახე, რომ მე მქონდა მისდამი ჩემი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი, ვფიქრობ რომ მასაც ჰქონდა მიზეზი ასევე ჩემდამი არაკეთიგანწყობისა.

ვინ იყო ჩვენ ორს შორის მართალი, ეს კი ჩვენი წარსულით, ჩვენი საქმიანობით და პიროვნული თვისებებით უნდა შეფასდეს.

თუ თავად თქვენ გაქვთ მასზე საინტერესო ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა იყოს საჯარო, მზად ვარ შეგხვდეთ.

 

- რატომ მიიღეთ "სანაკოევის პროექტში" მონაწილეობა თავის დროზე?

 

- თავის დროზე 2006 წელს ვითარება რეგიონში უკიდურესად დაძაბული იყო. შეგახსენებთ სიტყვებს ირაკლი ოქრუაშვილისა, რომ 2007 წელს ცხინვალში შევხვდებიო.

მიუხედავად იმისა, რომ იმავე წლის ზაფხულში მე მქონდა შეხვედრები მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც იყო ერთგვარი ღია მინიშნება იმაზე, რომ თუ მე მონაწილეობას მივიღებდი ცხინვალში ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კოკოითის კონკურტენტად, მოსკოვი მე დამიჭერდა მხარს. ჩემი სურვილი - მონაწილეობა მიმეღო ცხინვალში საპრეზიდენტო კანდიდატად, და გამეწია კონკურენცია კოკოითისთვის, ცნობილი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და რეგიონით დაინტერესებული ქვეყნებისთვის, მაგრამ ოქტომბერში მომმართეს საქართელოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, და მთხოვეს, რომ მონაწილეობა მიმეღო ალტერნატიულ არჩევნებში, სადაც გაიმარჯვებდა დიმიტრი სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მითხრეს, რომ ეს არის სერიოზული გამოსავალი იმ მძიმე ვითარებიდან, რასაც არ იყო გამორიცხული, რომ მოყოლოდა სერიოზული სამხედრო დაპირისპირება.

 

- თქვენი ინფორმაციით იგეგმება თუ არა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში დეიურე გაერთიანების პროცესის დაწყება ახლო მომავალში და როგორი ამ თემასთან დაკავშირებით განწყობები ცხინვლაში და ვლადიკავკაზში?

 

- ახლო მომავალში პირადად მე ვთვლი, რომ ეს არ და ვერ მოხდება, რადგან რუსეთის იმიჯი როგორც მხსნელისა ოსი ხალხისა, რითაც ხსნის შარშან აგვისტოში თავის ჩართვას საქართველოს მიერ დაწყებულ ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციაში, რის შემდეგაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო, ამ შემთხვევაში სერიოზული დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს საერთშორისო არენაზე, მას კი ცხინვალი ამად არ უღირს.

 

- როგორია ამჟამად ოსი წარმოშობის/ეროვნების მოსახლეობის მდგომარეობა საქართველოში (სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარეთ)? არის თუ არა მათზე ზეწოლა, ნაციონალისტური შეტევები/შევიწროვება?

 

- ამჟამად საქართველოში მაცხოვრებელი ოსების რაოდენობა, ვინც თავის იდენტიფიცერებას ახდენს ოსურ ეთნოსთან, კატასტროფულად მცირდება. ამის მიზეზი არის არა მათი შევიწროვება ან დევნა, არამედ ქვეცნობიერი შიში საქართველოს სახელმწიფოსადმი, რომელმაც ისტორიულად ძალიან მოკლე პერიოდში - 20 წელიწადში სამჯერ 1989-1992, 2004 და 2008 წლებში ვერ შეძლო თავიდან აგვეცილებინა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახლოს სარწმუნოებრივად, მენტალურად და ნათესაურად მდგომ ორ ერს შორის სისხლიანი კონფლიქტი.

 

- რა ბედი ეწიათ იმ ოსი ეროვნების დაკავებულ პირებს, რომლებზეც ინფორმაციას ავრცელებდა ოსური მხარე?

 

- 2008 წლის 13 ოქტომბერს ქართულმა მხარემ ტყვედ აიყვანასამხრეთ ოსეთის ორი და რუსეთის ერთი მოალაქე - ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი და სოლტან პლიევი. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მათი მიკვლევა დღემდე ვერ ხერხდება.

პირადად მეც მივმართე საქართველოს სხვადასხვა შესაბამის სამსახურებს და ასევე საქართველოს ომბუდსმენს სოზარ სუბარს წერილით და გავუგზავნე ვიდეო- მასალა, სადაც ეს ადამიანები ცოცხლები არიან და აშკარად ჩნს რომ ტყვედ არიან აყვანილები. ბატონმა სოზარმა, თავის მხრივ ასევე არ დააკლო ძალისხმევა, მაგრამ უშედეგოდ.

მინდა აღვნიშნო, რომ ამა წლის მარტში ოსურმა მხარემ დააკავა გივი ჩიგოევი და თამარ ჩარაევა, რომლებსაც სამშობლოს ღალატში ედებოდათ ბრალი, და კოკოითი დაინტერესებული იყო მათი სამაგალითო დასჯით, მაგრამ მას მერე რაც მივმართე ბატონ სოზარ სუბარს და ვთხოვე, რომ ჩემი მიმართვა გადაეცა ბატონო ტომას ჰამარბერგისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარისთვის, ამის შედეგი დადგა ის, რომ მიუხედავად კოკოითის სურვილისა, ეს ორი ადამინი მისი პირადი პატიმარი ყოფილიყო, არ და ვერ უთხრა უარი ადამიანს, ვისაც სერიოზული ავტორიტეტი და პატივისცემა აქვს ცხინვალში. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ცოტა ხნის წინ ჰამარბერგს მიმართეს თხოვნით დახმარებაზე ამ უგზოუკვლოდ დაკარგულთა ახლობლებმაც. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ასევე შეეცდება გაითვალისწინოს ბატონი ჰამარბერგის თხოვნა და მიაწვდის ინფორმაციას დაკარგულებზე.

 

- არის თუ არა რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობა და მიმოსვლა სამხრეთ ოსეთთან?

 

- მიმოსვლა და ეკონომიკური ურთიერთობები არის მხოლოდ ფარული და მიზერული

 

- ირღვევა თუ არა მაჟამად ქართველების უფლებები ახალგორში?

 

- ახალგორში დარჩენილი ქართველების მიმართ გატარებული პოლიტიკა, რაც აშკარად არის მოსკოვიდან ნაკარნახები, არის შეძლებისდაგვარად მათი უფლებების გათვალისწინება და მათთვის შეძლებისდაგვარად ნორმალური ცხოვრებისთვის პირობების შექმნა. თუმცა რა თქმა უნდა ის ვითარება, სადაც მათ უწევთ ცხოვრება, შორსაა იდეალურისგან.

 

- როგორ გესახებათ კონფლიქტის მოგვარება ახლო და შორეულ პერსპექტივაში? ემხრობით თუ არა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის იდეას?

 

- ახლო მომავალში კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავ.

 

- 2008 წლის აგვისტომდე, ვთვლიდი, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებულიყო კონფლიქტი თბილისსა და ცხინვალს შორის, რაც შესაძლებელს გახდიდა ამ რეგიონის შემდგომა ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, მას მერე რაც მოსკოვმა აღიარა სამხრეთ ოსეთი როგორც სახელმწიფო, დადგა მოცემულობა, რასაც მიუხედავად ჩემი პიროვნული დამოკიდებულებისა, ვერ დავაიგნორებ.

 

- ზოგადად როგორი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა ამჟამად რეგიონში?

 

- სამხრეთ ოსეთში დღეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითრება. ეს ცხადია მოსკოვისთვისაც. და ალბათ ერთგვარი მცდელობა ამ ვითარებიდან გამოსავლის გზებისა იყო ის, რომ რამოდენიმე კვირის წინ მოსკოვში შედგა პირველი რუსულ-ოსური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორუმი, სადაც მთელის სიმწვავით იყო დაყენებული ის პრობლემები, რასაც კოკოითის რეჟიმის პირობებში აქვს ცხინვალში ადგილი.

 

- გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არ დაუშვას ქართველების დაბრუნება ახალგორში და ხელოვნურად პრობლემებს უქმნის ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას?

 

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და იმ საუბრებით, რაც მე მქონდა ახალგორის მოსახლეობასთან, სამწუხაროდ, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდგომ თვეებში ნამდვილად იყო ტენდენცია და ძალისხმევა საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომ ახალგორი დაცლილი ქართული მოსახლეობისგან. და ეს იყო მათი მხრიდან გამართლებული არგუმენტით, რომ ისინი სხვაგვარად ვერ უზრუნველყოფენ მათ დაცვას მათ მიერ უკონტროლო ტერიტორიებზე.

პირადად მე ვთვლი, რომ ახალგორიდან ქართული მოსახლეობის სრული გამოსვლა იქნება უდიდესი პოლიტიკური შეცდომა.

 

- საინტერესოა რა ოდენიბის თანხა გამოეყოფა სანაკოევის ადმინისტრაციას საქართველოს ბიუჯეტიდან და რაში იხარჯება ეს თანხა..

 

- 2008 წელს ადმინისტრაციის ბიუჯეტი იყო 18 მილიონ 993 ათასი ლარი. წელს ადმინისტრაციის ბიუჯეტია 10 მილიონი ლარი. თუ დავუჯერებთ დიმიტრი სანაკოევს, ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ამბობს, რომ ადმინისტრაციის ძირითდი საქმიანობაა - ვახდენ ციტირებას...

„ სოციალურ საკითხებზე, მათ შორის დევნილების დახმარებაზე ორიენტირებული სტრუქტურები. ასევე გვაქვს თეატრი და ანსამბლი, რომელსაც ჩვენი ადმინისტრაცია მხარს უჭერს. არსებობს ასევე რამდენიმე თვითმოქმედი კოლექტივი, რომელთაც ასევე მხარს ვუჭერთ. სხვა განსაზღვრული სტრუქტურები ჩვენ არ გაქვს“.

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...70&Itemid=1

 

თავად მიხვდებით სად და რამდენად ეფექტურად იხარჯება ეს კოლოსალური თანხები.

 

- რამ განაპირობა თქვენდამი ფორუმში, რბილად რომ ვთქვა, ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება?

 

- ვაჟაზე უკეთ ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ

"ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"

 

- მას მერე, რაც მოხვედით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რატომ ვერ შეძელით ამ კონცეფციის ამოქმედება, ისე რომ ამას შედეგი მოჰყოლოდა, რაც აუცილებლად აგვაცილებდა ომს შარშან აგვისტოში. რადგან როგორც ვნახე, თავის დროზე ამ კონცეფციამ სერიოზული დაინტერესება გაოიწვია ოსურ მხარეშიც?

 

- თავის დროზე, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება ჩავრთულიყავი ამ პროექტში, უმთავრესი ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ ჩემი ძალიხმევა გამომეყენებინა იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით მომხდარიყო ჯერ კონფლიქტის მოგვარება და საბოლოო ნდობის აღდგენა და შემდგომ ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების იდეის კულტივირება. მაგრამ სულ რამოდენიმე თვეში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში დავინახე, რომ სინამდვილეში არ იყო უარყოფილი საბოლოოდ ძალისმიერი რიტორიკა და მე მხოლოდ უნდა ვყოფილიყავი ინერტული თანამდებობის პირი, რომელზეც არაფერი იყო დამოკიდებული და არც საშუალება მქონდა ჩემი შესაძლებლობები გამომეყენებინა იმ ტრაგიკული შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც პირადად ჩემთვის სრულიად ცხადი იყო ჯერ კიდევ 2007 წლის აგვისტოში. შესაბამისად მე არ მინდოდა ამეღო ჩემს თავზე ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც აუცილებლად დამეკისრებოდა, თუ დავრჩებოდი ადმინისტრაციაში, სადაც ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მე თავი კონფორტულად მეგრძნო, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე თანამდებობა.

 

- რა წყაროებიდან ფინანსდებოდა და ფინანსდება ე.წ. სანაკოევის მთავრობა?

 

- 2007 წლის 10 მაისამდე, სანამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გახდებოდა ლეგიტიმური, მოგეხსენებათ, მაშინ საქართელოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციის დაკანონებაზე, მანამ დაფინანსება იყო გაუმჭვირვალი. პირადად მე პირველი კითხვები იმ თვეების განმავლობაში ადმინისტრაციის თანხების განკარგვასთან დაკავშირებით გამიჩნდა.

შემდგომ კი ე.წ. სანაკოევის მთავრობა უკვე ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან

 

- ქარქუსოვების ერთი ძმა გაქცეულია, მეორე საქართველოშია? რა ხდება, ვინ არიან ეს ქარქუსოვები და რა ვერ გაიყვეს თბილისის ხელისუფლებასთან?

 

- მინდა გითხრათ, რომ ქარქუსოვების ერთი ძმა ურუზმაგი არის დარჩენილი თბილისში, და მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეუცვლელი მოადგილეა. შარშან შემოდგომაზე კი ორი ძმა, ჯემალი და იანეკი, გაიქცა საქართელოდან და თავი რუსეთს შეაფარა. ჯემალ ქარქუსოვი არის სამხ. ოსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო იანეკი კი ბოევიკი და კაცისმკვლელი

კონკრეტულ ინფორმაციას იმის თობაზე, თუ რა ვერ გაიყვეს ძმებმა ქარქუსოვებმა თბილისის ხელისუფლებასთან - არ ვფლობ, თუმცა ხმები მათსა და სანაკოევებს შორის დაპირისპირებაზე ვრცელდებოდა

 

- როგორ უყურებთ ცხინვალის რეგიონის სამომავლო პერსპექტივებს რუსეთის პატრონაჟის ქვეშ?

 

- თუ რუსეთი შეძლებს კოკოითის ჩანაცვლებას უფრო პოზიტიური ლიდერით, რომელიც მოსკოვიდან გამოყოფილ ფინანსებს მიზანმიმართულად სამხრეთ ოსეთის სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავს, რუსეთის პატრონაჟის ქვეშ ამ რეგიონის გამოყვანა უმძიმესი ვითარებიდან არც თუ ისე შეუძლებელი იქნება. შესაბამისად ამისა, რუსეთი ამით შეეცდება დაანახოს მთელ მსოფლიოს მისი პოზიტიური წვლილი ამაში. ეს სრულიად შესაძლებელია თუ რა თქმა უნდა რუსეთს ეს აქვს დაგეგმილი.

 

- გაქვთ თუ არ რამე ინფორმაცია თუ რა ხდება ახლა პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში? როგორც ვიცი დიდი ლიახვის ხეობის სოფლებისგან განსხვავებით, სეპარატისტებს ეს სოფლები ჯერ არ გაუნადგურებიათ. არსებობს თუ არა რაიმე პერსპექტივა იმისა, რომ ქართული მოსახლოება შეძლებს მანდ დაბრუნებას?

 

- პატარა ლიახვის რამოდენიმე სოფელში არის ქართული მოსახლეობა დარჩენილი, თუმცა უმეტესად მოხუცები. ცხადია, რომ მათი ცხოვრების პირობები და უსაფრთხოება არ არის დაცული.

უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ პერსპექტივას ქართული მოსახლეობის დაბრუნებისა თავის სახლებში.

 

- ქალბატონო მაია, არსებობს თუ არა კონფლიქტის რეალური დარეგულირების კონკრეტული გეგმა, მონახაზი, რომელშიც ჩართული იქნება როგორც საქართველოში გათვალისწინებული პროპაგანდისტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ასევე ცხინვალის რეგიონში (რა თქმა უნდა, იმ პირობებში, რაც ჩვენ დღეს რეალურად გვაქვს)...

 

- 2004 წლიდან მოყოლებული 2008 წლის აგვისტომდე უმთვრესი შეცდომა საქართელოს ხელისუფლებისა იყო ის, რომ არ არსებობდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა და კონფლიქტის მოგვარების გზით საქართველოს სახელმწიფოს გამთლიანებისა. ცალკეული აქტიურობები სხვადასხვა დროს იყო მხოლოდ მეხანძრის პრინციპით ნაკარნახევბი აქტიურობები, საუკეთესო შემთხვევაში. თუმცა ასევე თვალსაჩინო იყო ის, რომ უმეტესობა პროქტებისა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად გათვლილი იყო პიარზე.

ჩემმა ორგანიზაციამ 2005 წლის იანვარში საქართელოს ხელისუფლებას შესთავაზა კონკრეტული კონცეფცია სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რამაც გამოიწვია ინტერესი როგორც ცხინვალში, ასევე რუსეთში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება არ იყო მზად იმისთვის, რომ ძალიან სერიოზული და დროში გათვლილი მოქმედებები განეხორციელებინა. მისთვის მთავარი იყო მყისიერი და ეფექტური შედეგი!

როგორც წესი ცხოვრებაში ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, და ასეთი სერიოზული კონფლიქტები მხოლოდ სურვილით და ცალკეული აქტიურობებით არ გვარდება.

 

- ამ მძიმე პირობებში არსებობს თუ არა ჯერ ერთი - პოლიტიკური ნება თქვენი და თქვენნაირად მოტივირებული საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეებისა და, თუ ეს ნება არსებობს, გაგაჩნიათ თუ არა მოქმედების გეგმა და, თუ არსებობს - რას ითვალისწინებს (თუ საიდუმლო არაა, რაღა თქმა უნდა) და, თუ არ არსებობს, რატომ?

 

- პირადად მე მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ოპტიმისტი ვარ, დღეს ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ეს კონფლიქტი თუნდაც შეჩერდეს, არაფერს ვამბობ მისი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე.

შესაბამისად მე კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მსგავსი თუნდაც 2007 წლამდე რომ მქონდა, უბრალოდ არ მაქვს. თუმცა ერთი ნამდვილად ვიცი - ეს კონფლიქტი ჩვენი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთ, რომ ჩვენს მომავალ თაობას არ გადავცეთ როგორც ღია ჭრილობა, და ამისთვის უმთავრესი იქნება ნდობის აღდგენა, რაც ყველაზე რთულია.

 

- რას ფიქრობთ ამ გეგმის თაობაზე:

"საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მიახლოებით 10 – 15 (ან 15-20) წლიანი სამოქმედო გეგმით.

ამ გეგმის განხორციელებისათვის უნდა იქნეს გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა, განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორი და აქედან გამომდინარე მიღებულ იქნას ოფიციალური გადაწყვეტილება:

ა). საქართველომ ტეერიტორიების დაბრუნების პირველ ეტაპზე უნდა გადადოს რომელიმე სამხედრო სტრუქტურაში გაერთიანების სურვილი (ნატო);

ბ). მიღებულ უნდა იქნას ოფიციალური დოკუმენტი სამხედრო ძალის არგამოყენების თაობაზე.

გ). რუსეთ საქართველოს ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის პრიორიტეტი;

დ). საერთაშორის მაშტაბით სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის არცნობის გარანტიების მიღება;

ე.) საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპაში მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმის მიღწევა.

აფხაზეთისა და სამაჩაბოლოს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება უნდა გაიყოს 5 ეტაპად:

1. მოსამზადებელი ეტეპი (2 წელი):

ა). რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა;

ბ). აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენა;

გ). საერთაშორისო ორგანიზაციების შუამდგომლობა;

დ). აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა;

ე. სეპარატისუტლი რეგიონების მოსახლეობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე

მუშაობის უფლება განურჩევლივ მოქალაქეობისა.

2. ეკონომიური ზეგავლენა (7 – 8 წელი). რუსეთის ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნეია ამ რეგიონებში მუდმივი ეკონომიური კრიზისი, რაც საქართველოს აძლევს დიდ უპირატესობას. ამ ეტაპზე ფინანსების დაბანდება უნდა მოხდეს არა თვით რეგიონში, არამედ მოსაზღვრე რეგიონებში ქართლში და სამეგრელოში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნას გამახვილებულ ზუგდიდსა და გორიში:

ა). თავისუფალი ეკონომიური და სავაჭრო ზონები გორისა და ზუგდიდის რაიონში;

ბ). კაპიტალის დაბანდება და ინვესტორბის მოწვევა;

გ). ქარხნების მშენებლობა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად დიდი

რაოდენობით შექმნა.

დ). სავაჭრო ზონების შექმნა;

ე). რეგიონებიდან შემოსული მუშების შეღავათიანი სამედიცინო დაზღვევა.

3. ეკონომიური ესპანსია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში (4 – 5 წელი), რომელიც ითვალისწინებს ქართველი ბიზნესმენების ეკონომიკურ მხარდჭერას:

ა). უპროცენტო კრედიტების გაცემა;

ბ.) პროდუქციის რეალიზაციის დახმარება.

4. მესამე ეტაპის განხორციელების შუა პერიოდიდან, პრპაგანდისტული მუშაობა სეპარტისტულ რეგიონებში (2 წლი მესამე ეტაპიდან + 2 წელი):

ა). მედია საშუალებების პრპაგანდის დაფინანსება;

ბ). კულტურული ღონისიებების დაფინანსება;

გ) ინდივიდუალური მუშაობის დაფინანსება.

5. ბოლო ეტაპი რეფერენდუმის მოწყობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების თაობაზე."

 

- ვფიქრობ, თქვენი გეგმა შეიძლება იყოს საინტერესო და მნიშვნელოვანიც, მაგრამ პირობით, რომ მისი განხორციელება იყოს შესაძლებელი.

დღეს ისეთი ვითარებაა რეგიონში, რომ ნებისმიერი, თუნდაც საუკეთესო გეგმა კონფლიქტის მოგვარებისა, იქნება წარუმატებელი თუ არ გაჩნდება ნდობა და ნება შემდგომ თანამშრომლობისა. ეს კი დღეს, კვლავ განვმეორდები, არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მისაღწევი ამოცანა.

 

- რა ბედი ეწია სანაკოევს, ხომ არ დააწინაურეს სადმე ფარულად?

 

- აბა, პირიქით, ჩამოალაბორანტეს, თუ 2006 წლის ნომბერში თავი ზარ-ზეიმით არჩეული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ეგონა, ახლა დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და თავისსავე საქმიანობას თავის ინტერვიუში თვითონვე ჩამოთვლის, რაც პრინციპში შეიძლება შევადაროთ რიგითი კულტურის სახლის დირექტორის მოვალეობებს

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...70&Itemid=1

 

- ცოტა პროვოკაციული კითხვა, რას ფიქრობთ ოსეთის (ჩრდილოეთ ოსეთის) დამოუკიდებლობაზე?!

ხართ თუ არა მომხრე...

და კიდევ ერთი კითხვა: განიხილავთ თუ არა თავს საქართველოს მოქალაქედ?!

 

- კითხვა სულაც არ მგონია პროვოკაციული, რადგან ვთვლი, რომ ჩემი დამოკიდებულება არანაირად არაა საინტერესო, ეს სრულად ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია.

მე არა თუ განვიხილავ თავს საქართველოს მოქალაქედ, მე დავიბადე საქართველოში და დღემდე ვარ საქართველოს მოქალაქე, თუმცა არ ვიცი მომავალში დავრჩები თუ არა საქართველოში.

 

- а вопрос у меня такой:где вы находились 888 ?и чем занимались все три дня пока нас убивали?

это основной вопрос ,на него будьте добры ответить ,а на следующий можно не отвечать

 

- 2008 წლის 7 აგვისტოს მე ვიყავი თბილისში, ჩემს სახლში და ძალიან მძიმედ განვიცდიდი იმას, რაც გაცილებით ადრე უკვე ვიცოდი რომ აუცილებლად მოხდებოდა. რამოდენიმე დღით ადრე მქონდა პირადად შეხვედრა რუსეთის მაშინდელ ელჩთან კოვალენკოსთან, შემდგომ მქონდა სატელეფონო საუბრები საგანგებო ელჩთან პოპოვთან, და ასევე მცდელობები საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებთან, რომ თავიდა აგვერიდებინა ის შემზარავი ტრაგედია, რაც მოსალოდნელი იყო. მაგრამ მე სრულიად უმწეო აღმოვჩნდი იმ ტრაგედიის წინაშე, რამაც პირადად ჩემთვისაც ისეთივე ტკივილი იყო, როგორც თქვენთვის, თუმცა განსხვავებით თქვენგან, მე უშუალოდ ეპიცენტრში მოვლენებისა არ ვიყავი.

 

- почему вы не произнесли ни на этом форуме ,нигде в эфире и просто в среде своего общения(давно известного )НИ СЛОВА соболезнования невинно убиенным вашим братьям и сестрам по крови,неужели ни одна клеточка вашего тела не вздрогнула?

 

- მინდა გითხრათ, რომ ეს არაერთხელ გამიკეთებია, მაგრამ საჯაროდ ინტერვიუებზე მიზეზთა გამო დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი უარს, და შესაბამისად ჩემი ხმა მხოლოდ ჩემს ახლობლებს ან საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებულ სუბიექტებთან პირადი შეხვედრების და საუბრების დროს ვაფიქსირებდი.

და მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მე გამოვყოფდი არა მხოლოდ ჩემს სისხლისმიერ ხალხს, რომელზეც მე უარი არასოდეს მითქვამს, არამედ ამ კონფლიქტის დროს დაღუპულ ქართულ მოსახლეობაზეც, რომელიც ასევე ჩემი ტკივილია.

 

P.S.

მინდა გითხრათ, რომ ჩემზე ცხინვალში არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით, ოღონდ რუსეთის კანონებით, თუმცა მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ. ასე რომ ცხინვალში ჩემი ჩასვლის შემთხვევაში კოკოითი აუცილებლად დამაპატიმრებს, თუნდაც ამ კურიოზული საქმით.

 

დიდი მადლობა ფორუმელებს გამოჩენილი ინტერესისთვის და საინტერესო კითხვებისთვის

Edited by ierofant
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ierofant

სამწუხაროდ მწვავე უკმარისობის გრძნობა მაქვს-ჩემს ფრიად მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა, დაგუგვლა ვერ მოასწრო?:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- ცოტა პროვოკაციული კითხვა, რას ფიქრობთ ოსეთის (ჩრდილოეთ ოსეთის) დამოუკიდებლობაზე?!
ეს სრულად ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია.

ამხანაგი ჩიგოევა-ცაბოშვილი აქ ან ცრუობს ან, ან... არ ვიცი რა ვთქვა, მძიმე სურათი იკვეთება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- რამ განაპირობა თქვენდამი ფორუმში, რბილად რომ ვთქვა, ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება?

 

- ვაჟაზე უკეთ ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ

"ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"

ესე იგი, ნამეტური კარგი ვარო. სასტაულია .

 

მაშ-ს ასე:

 

ვინც სიყვარულის ძალას არ იცნობს,მას აფროდიტე უმოწყალოდ სჯის.აი,როგორი მისაგებელი მიაგო მდინარის ღმერთის კეფისოსისა და ნიმფა ლარიოპეს მშვენიერ,მაგრამ ციერსა და ამაყ

ვაჟს,ნარკისოსს.ახალშობილს მისანმა უწინასწარმეტყველა,რომ მიაღწევდა სიბერემდე,თუ არ იხილავდა თავის სახებას.თავდაპირველად არ ირწმუნეს მისნის ნათქვამი,მაგრამ დრომ ცხადყო მისი ჭეშმარიტება :ჭაბუკს არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა,მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევდა სიყვარულის ღირსად.მისი მშვენიერებით კი ბევრი იხიბლებოდა.

ერთხელ,როდესაც ნარკისოსი ჩრდილოვან ტყეში ნადირობდა,ნიმფა ექომ დაინახა და შეიყვარა მთელი არსებით .მაგრამ საბრალო ნიმფას მზვაობარ ჭაბუკამდე მიეღწია თავისი გულისთქმა.იგი დუმდა და მხოლოდ სხვათა სიტყვებს იმეორებდა.ექჯს ეს სასჯელი მოუვლინა ჰერამ,რადგანაც ნიმფებთან მონებივრე ზევსთან მიმავალ ქალღმერთს იგი გზად აყოვნებდა ხოლმე ხანგრძლივი ყბედობით,ხოლო ნიმფები თავს შველოდნენ ამასობაში.

მდუმარე ნიმფა აღფრთოვანებული შეჰყურებდა ხოლმე მშვენიერ ჭაბუკს.მის გულში სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებდა,მაგრამ ფოთლებში მიმალული ხმას ვერ იღებდა.

ექო არავის ეჩვენებოდა,სიყვარულისგან გატანჯული გახდა,ჩამოხმა.მისგან ხმა დარჩა მხოლოდ და ნაღვლიანი გამოძახილი.ხოლო ნარკისოსი ,უწინდებურად გულზვიადი,თავის თავზე შეყვარებული,სხვათა სიყვარულს უარყოფდა.

ერთხელ,მისგან უსიყვარულოდ მიტოვებულ ნიმფას აღმოხდა:“შეიყვაროს და ვერ შეეხოს თავის სიყვარულს!“ აფროდიტემ შეისმინა ექოს ვედრება.ნადირობისას ნარკისოსი მიადგა ვერცხლისფერტალღა წყაქროს.ჯერ ვერ მიეგნო მისთვის ვერც მწყემსს,ვერც მონადირეს,მას არ ამღვრევდა არც ნადირი,არც ჩიტი,არ ეხებოდა ხის ტოტიც კი.გარშემო ერტყა მწვანე ბალახი,ხოლო მზისაგან იფარავდა უსიერი ტყე.ხვატითა და ნადირობით გადაღლილინარკისოსი ცივ წყაროსთან მივიდა და წყურვილის მოსაკლავად დაიხარა.როგორც სარკეში, ისე ირეკლებოდა ყველაფერი ანკარა წყალში.კიპარისების სიმწვანე ჩანდა,ზეცის სილურჯე.მთელი თავისი ისმშვენიერით წარმოისახა წყალში ნარკისოსიც.აქ უწია მას აფროდიტეს სასჯელმა.განცვიფრებული შესცქეროდა იგი თავის სახებას და დაუძლეველი სიყვარული ეუფლებოდა უსხეულო აჩრდილს ეტრფოდა.თავისი თავი აოცებდა,გონება ებინდებოდა,ტრფობით იწვოდა და ხედავდა,იწვოდა ისიც,ვინც მას უმზერდა.სურდა ამბორი, მაგრამ წყალი ,სურდა ხელების შემოჭდობა,მაგრამ წყალში თავს ვერ იჭერდა.ნარკისოსი არ სცილდებოდა წყაროს,თვალმოუშორებლად შეჰხაროდა თავის სახებას.არც ჭამდა,არც სვამდა,არც ეძინა.ბოლოს სასოწარკვეთილმა ნარკისოსმა თავი ბალახებზე დახარა და სილამაზით გაოცებული თვალები დახუჭა.

ტყეში ნიმფებმა რომ გაიგეს ნარკისოსის გარდაცვალების ამბავი,მორთეს ტირილი,მათ ხმას აძლევდა ექოც.ხოლო როდესაც საფლავი გათხარეს,საკაცე, ცეცხლი,ჩირაღდნები რომ გაამზადეს,ცხედარი ვერ იპოვეს .იმ ადგილას სადაც ნარკისოსს ბალახზე თავი დაეხარა, ამოსულიყო მშვენიერი თეთრი ყვავილი.ამ სიკვდილის ყვავილს ნარგიზს (ნარცისს)უწოდებენ. :hello:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

რამ განაპირობა თქვენდამი ფორუმში, რბილად რომ ვთქვა, ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება?

 

- ვაჟაზე უკეთ ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ

"ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"

 

ესე იგი, ნამეტური კარგი ვარო. სასტაულია .

აააააააააააააააა როგორ არ დაგეზარა წაკითხვააა:D

დამერე მითის მოყოლააა:D

მე მააგლითად მაგ საკითხზე მოკლე აფორიზმი მაქვს გამზადებული-

врагов и друзей замечай на своём уровне. уровнем ниже неудачники и завистники.уровнем выше-бог

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ! მოვედი, ვნახე, გამიკვირდა :)

დაჟე ჩემს კითხვებზე გასცა პასუხი :)

 

ისე, სერიოზულად თუ ვიტყვი, არ მოველოდი ასეთ კომპეტენტურ პასუხებს და დღემდე უცნობ და საინტერესო ინფორმაციებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ესე იგი, ნამეტური კარგი ვარო. სასტაულია .

 

მაშ-ს ასე:

 

ვინც სიყვარულის ძალას არ იცნობს,მას აფროდიტე უმოწყალოდ სჯის.აი,როგორი მისაგებელი მიაგო მდინარის ღმერთის კეფისოსისა და ნიმფა ლარიოპეს მშვენიერ,მაგრამ ციერსა და ამაყ

ვაჟს,ნარკისოსს.ახალშობილს მისანმა უწინასწარმეტყველა,რომ მიაღწევდა სიბერემდე,თუ არ იხილავდა თავის სახებას.თავდაპირველად არ ირწმუნეს მისნის ნათქვამი,მაგრამ დრომ ცხადყო მისი ჭეშმარიტება :ჭაბუკს არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა,მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევდა სიყვარულის ღირსად.მისი მშვენიერებით კი ბევრი იხიბლებოდა.

ერთხელ,როდესაც ნარკისოსი ჩრდილოვან ტყეში ნადირობდა,ნიმფა ექომ დაინახა და შეიყვარა მთელი არსებით .მაგრამ საბრალო ნიმფას მზვაობარ ჭაბუკამდე მიეღწია თავისი გულისთქმა.იგი დუმდა და მხოლოდ სხვათა სიტყვებს იმეორებდა.ექჯს ეს სასჯელი მოუვლინა ჰერამ,რადგანაც ნიმფებთან მონებივრე ზევსთან მიმავალ ქალღმერთს იგი გზად აყოვნებდა ხოლმე ხანგრძლივი ყბედობით,ხოლო ნიმფები თავს შველოდნენ ამასობაში.

მდუმარე ნიმფა აღფრთოვანებული შეჰყურებდა ხოლმე მშვენიერ ჭაბუკს.მის გულში სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებდა,მაგრამ ფოთლებში მიმალული ხმას ვერ იღებდა.

ექო არავის ეჩვენებოდა,სიყვარულისგან გატანჯული გახდა,ჩამოხმა.მისგან ხმა დარჩა მხოლოდ და ნაღვლიანი გამოძახილი.ხოლო ნარკისოსი ,უწინდებურად გულზვიადი,თავის თავზე შეყვარებული,სხვათა სიყვარულს უარყოფდა.

ერთხელ,მისგან უსიყვარულოდ მიტოვებულ ნიმფას აღმოხდა:“შეიყვაროს და ვერ შეეხოს თავის სიყვარულს!“ აფროდიტემ შეისმინა ექოს ვედრება.ნადირობისას ნარკისოსი მიადგა ვერცხლისფერტალღა წყაქროს.ჯერ ვერ მიეგნო მისთვის ვერც მწყემსს,ვერც მონადირეს,მას არ ამღვრევდა არც ნადირი,არც ჩიტი,არ ეხებოდა ხის ტოტიც კი.გარშემო ერტყა მწვანე ბალახი,ხოლო მზისაგან იფარავდა უსიერი ტყე.ხვატითა და ნადირობით გადაღლილინარკისოსი ცივ წყაროსთან მივიდა და წყურვილის მოსაკლავად დაიხარა.როგორც სარკეში, ისე ირეკლებოდა ყველაფერი ანკარა წყალში.კიპარისების სიმწვანე ჩანდა,ზეცის სილურჯე.მთელი თავისი ისმშვენიერით წარმოისახა წყალში ნარკისოსიც.აქ უწია მას აფროდიტეს სასჯელმა.განცვიფრებული შესცქეროდა იგი თავის სახებას და დაუძლეველი სიყვარული ეუფლებოდა უსხეულო აჩრდილს ეტრფოდა.თავისი თავი აოცებდა,გონება ებინდებოდა,ტრფობით იწვოდა და ხედავდა,იწვოდა ისიც,ვინც მას უმზერდა.სურდა ამბორი, მაგრამ წყალი ,სურდა ხელების შემოჭდობა,მაგრამ წყალში თავს ვერ იჭერდა.ნარკისოსი არ სცილდებოდა წყაროს,თვალმოუშორებლად შეჰხაროდა თავის სახებას.არც ჭამდა,არც სვამდა,არც ეძინა.ბოლოს სასოწარკვეთილმა ნარკისოსმა თავი ბალახებზე დახარა და სილამაზით გაოცებული თვალები დახუჭა.

ტყეში ნიმფებმა რომ გაიგეს ნარკისოსის გარდაცვალების ამბავი,მორთეს ტირილი,მათ ხმას აძლევდა ექოც.ხოლო როდესაც საფლავი გათხარეს,საკაცე, ცეცხლი,ჩირაღდნები რომ გაამზადეს,ცხედარი ვერ იპოვეს .იმ ადგილას სადაც ნარკისოსს ბალახზე თავი დაეხარა, ამოსულიყო მშვენიერი თეთრი ყვავილი.ამ სიკვდილის ყვავილს ნარგიზს (ნარცისს)უწოდებენ.

ხოოო, ერთობ საინტერესო პოსტია, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shiola

ხეხე:)

იცი რა პლუსი აქვს ფორუმის კითხვას დაურეგისტრირებლათ?-წერის სტილს მანერას წინადადების წყობას აკვირდები. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

TATASTROFA

სამწუხაროდ მწვავე უკმარისობის გრძნობა მაქვს-ჩემს ფრიად მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა, დაგუგვლა ვერ მოასწრო?

:( სამწუხაროდ, ჩემო ტატ, ვერ გეტყვი - რატომ ვერ ან არ გასცა შენს მეტად მნიშვნელოვან შეკითხვას ამომწურავი პასუხი, ან იქნებ დუმილი იყო პასუხი? ვინ იცის, ვინ იცის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...