Jump to content
Planeta.Ge

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს


Recommended Posts

http://s43.radikal.ru/i099/0911/1c/b8ef8671182d.jpg

 

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს

 

06 / 11, 2009 13:49

 

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს.

ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკა რურუამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს წარადგინეს.

სამინისტროში გაიმართა კონტრაქტზე ხელმოწერაც, რომლის მიხედვითაც, 2010 წლის 10 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს.

როგორც ახალმა მწვრთნელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებში რთული მდგომარეობაა, ქართულ ფეხბურთს აქვს რესურსი.

“ყველანაირად ვეცდები, ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენო და ნაკრებს წარმატება მოვუტანო”,-აღნიშნა ქეცბაიამ.

თემურ ქეცბაიამ ექტორ რაულ კუპერი შეცვალა, რომელთანაც ქართულმა მხარემ კონტრაქტი გააუქმა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

რავი, ჩემი აზრით კარგია, რას იტყვით?

 

პ.ს. ადმინისტრაციას ვთხოვ ცოტა ხანი აცოცხლეს ეს თემა პოლიტიკაში, მერე თავად გადავიტან სპორტის განყოფილებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაი ხანია ესე არაფერი გამხარებია...

 

დავიწყებ ისევ ნაკრების გულშემატკივრობას :eshmak:

 

3-4 წლის წინ ყველაფერი ვიცოდი ნაკრებზე, სად, როდის, რა თამაშობდა, სავარაუდო შემადგენლობა და რამე... ახლა ლაივსკორზე თუ მოვკრავ და ფორუმზე თვალს მხოლოდ ანგარიშებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაი ხანია ესე არაფერი გამხარებია...

კი, ნამდვილად სასიხარულო ინფორმაციაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი, ჩემი აზრით კარგია, რას იტყვით?

 

 

თუ ბავშვების ფუტბოლში არ ჩაიდო ფული და თუ კორუფცია არ მოისპო მაგ სფეროში,არაფერი გამოვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქეცბაია უკვე მეცოდება...''თავს გაიფუჭებს'' კალაძისნაირების ხელში...

 

სჯობს დარჩენილიყო კვიპროსში,ნორმალური ცხოვრება აქვს,ხალხი აფასებს... აქ კი ეგრევე დედის გინებას დაუწყებენ,თუ გუნდის კაპიტანმა 2 გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

კალაძისნაირების ხელში...
თუ გუნდის კაპიტანმა 2 გოლი საკუთარ კარში გაიტანა

რას ჰქვია კალაძისნაირების ხელში? ისე ამბობ გეგონება კალაძის კლასის ფეხბურთელები ამოსარჩევად იყოს ნაკრებისთვის. მილანში თამაშობს კაცი ბოლო-ბოლო! ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცეები, კურიოზია მაგრამ ხდება ასეთი კურიოზები ფეხბურთში. ამის კაცზე მუდმივად წამოძახება და შეჭმა არაა სწორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

კი,მილანში თამაშობს,სადაც მილიონების გამო ნამდვილად ''ბოლომდე იხარჯება''.

კალაძეს 2 გოლი რომ გაეტანა მეტოქის კარში,მთელი საუკუნე მაგაზე იქნებოდა ლაპარაკი და უარყოფითზე წყალი უნდა ჩავიგუბო პირში?

რაც გააკეთა,ის ვთქვი,მეტი არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მილანში თამაშობს კაცი ბოლო-ბოლო!

Saturn

კი, სათადარიგოთა სკამზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქეცბაია რომელიღაცა ბერძნული გუნდის მწვრთნელია არა?

lasha1997

წამოვიდა დიტო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მილანში თამაშობს კაცი ბოლო-ბოლო!

 

Saturn

კი, სათადარიგოთა სკამზე

და ტრუსიკებს ამარიაჯებს ჟურნალებში.კიდე ბერლუსკონის ბრატუხაა. მამა ყავს კაი ჯიგარი!ბიზნეს დაპოლიტპარტნიორები ხომ ნუიტყვი:eshmak:

ქეძბაიას ჩემი სრული მხარდაჭერა და სიმპატიები.

ვნახოთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ჰქვია კალაძისნაირების ხელში? ისე ამბობ გეგონება კალაძის კლასის ფეხბურთელები ამოსარჩევად იყოს ნაკრებისთვის

კალაძის ტვინისა და მონდომების ნახევარი მისცა დანარჩენ ქართველ ფეხბურთელებს...

 

ეუფ რა იდეალური ქინებოდა კალაძის ტვინი და ქინქლაძის ნიჭი... :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წამოვიდა დიტო

 

 

ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე იყო წელს.მე მგონი პანაიათიკოსის მწვრთვნელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე იყო წელს.მე მგონი პანაიათიკოსის მწვრთვნელია.

იყო, გამოუშვეს.... ერთი წაგება არ აპატიეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეუფ რა იდეალური ქინებოდა კალაძის ტვინი

Jonathan Livingston

+ კომპასი, რომ თავისი და სხვისი კარების ადგილ მდებარეობა არ შეეშალოს :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...