Jump to content
Planeta.Ge

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,


Recommended Posts

მისაღებია თუ არა თქვენთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნების ფასად?

 

ამაზე ძალიან რა უნდა გინდოდეს ადამიანს და ბარეღამ ყველანი ორი ხელის აწევით თანახმა ვიქნებოდით (ნუ, როგორც ჩანს სატურნის გარდა), მაგრამ არც დააბრუნებენ და არც შემოგვთავაზებენ საერთოდ.

მოუნდებათ და როგორ ძალითაც ტერიტორები აგვახიეს, ისე ძალით შემოგვისვამენ ორბიტაზე.

 

საქმე იმაშია და მე ჟოაოსთან ნაკამათები ვარ მაგაზე, რომ მე განსხვავებული, "წვეტიანი" მოსაზრება მაქვს: რუსული ორბიტა ბუნებაში აღარ არსებობს კაი ხანია.

არსებობს ამერიკული გავლენის სფეროები, ებრაული გავლენის სფეროები და არაბული (მუსლიმანური) გავლენის სფეროები. ავხსნი რატომაც:

"ორბიტაზე ჯდომა", ანუ სხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ ყოფნა რომ ხდებოდეს, ამისთვის იმ სხვა ქვეყანამ წლების განმავლობაში შენს ქვეყანაში სისტემურად და ძირფესვიანად უნდა ანგრიოს(ან აშენოს) შენი ქვეყნის იდეოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული, ისტორიული, ტრადიციული, რელიგიური პოლიტიკა და ცხოვრება, სახელმწიფოებრივი რეგალიები კი პირიქით, მაქსიმალურად განგიმტკიცოს და გაგიფართოოს, ანუ ჩაგინერგოს რწმენა რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ხარ, სინამდვილეში კი მარიონეტად გაქციოს და ქაღალდის ნავივით საითაც სულს შეგიბერავს იქითკენ გაგაცუროს, რადგან უკვე თავის აუზში უგდიხარ; რუსეთი კი ამას არასოდეს აკეთებს, ის უბრალოდ მოდის, განადგურებს და გიპყრობს, ძალით გართმევს ყველაფერს, მათ შორის პირველ რიგში სახელმწიფოებრივ თავისუფლებას: ტერიტორიებს, ინფრასტრუქტურას, ეთნოსს, ენასაც კი. აბა, დააკვირდით აშშ არასოდეს იპყრობს ქვეყნებს, მაგრამ ისე იქცევა რომ ყველა მისკენ მიილტვის, რუსივით არ შემოგივარდება შენ ენაზე სწავლას არ დაგიშლის, სამაგიეროდ ფულს მოგცემს თუ ინგლისურს ისწავლი,სასწავლებლებს გაგიხსნის, სამუშაოებს გააჩენს სადაც ინგლისურის ცოდნით გაცილებით მაღალ ხელფასს მიიღებ და შენ იფიქრებ რომ ინგლისური პრესტიჟულია, ეკლესიაში შესვლას და ლოცვას არ დაგიშლის, პირიქით ფულს მოგცემს მათ ასაშენებლად, სამაგიეროდ შენ იფიქრებ რომ ეკლესიაში ღმერთი და ანგელოზები კი არა წვერებიანი ბიზნესმენები და აგენტები არიან, რაც ყველაზე მთავარია ქვეყნის დაპყრობით ერს ვერ გაანადგურებ, გენოციდის შემთხვევაშიც კი პრაქტიკულად შეუძლებელია ყველა ამოწყვიტო, პლუს გადარჩენილებში გაცილებით გამძაფრდება და გაძლიერდება ეროვნულობის შეგრძნება, აშშ კი დაგიბეჭდავს პრიალა, ილუსტრირებულ ისტორიის წიგნებს, დაგიმზადებს კლიპებს, გადაგიღებს ფილმებს შენს ქვეყანაზე, ხალხზე, ისტორიაზე, ტრადიციებზე, სამაგიეროდ შენ ჩათვლი რო გოიმები და ჩამორჩენილები ვართ, რადგან ამავდროულად იგივე აშშ, გაცილებით დიდი დოზით და გაცილებით უკეთესი ხარისხისას საკუთარს გთავაზობს ყველაფერს და არჩევანს აღარ გიტოვებს რომ ის არ მოგეწონოს უფრო. ვოტ ი ვსე.

შვრება ამას რუსეთი ოდესმე? არა. ხოდა არა აქვთ მაგათ ორბიტა. თუ დაგვიპყრო და ძალათ წაგვართვა ყველაფერი ეს უკვე ორბიტაზე ჯდომას კი არ ნიშნავს, ჩვენ თავად ვიქნებით იმ ორბიტის ნაწილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მისაღებია თუ არა თქვენთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნების ფასად?

ვინმეს დაავიწყდა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე ერთხელ უკვე ვიყავით, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მაინც ვერ ხდებოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს მოწვევით, რუსეთის პატრიარქი კირილე თბილისს ეწვევა. ამის შესახებ ორი ქვეყნის პატრიარქების ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა რუსეთის პატრიარქის ვიზიტის ზუსტი ტარიღი ჯერჯერობით უცნობია.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...97&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

Saturn

თქვენ ამნეზია გაქვთ?

kisa

საიდან ასეთი "გენიალური" დასკვნა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმეს დაავიწყდა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე ერთხელ უკვე ვიყავით, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მაინც ვერ ხდებოდა?

ვერ მივხვდი, რომელ დროს გულისხმობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ მივხვდი, რომელ დროს გულისხმობ

როცა რუსეთმა დასვა შევარდნაძე, დაუნიშნა ნამესტნიკები(გიორგაძე, ნადიბაიძე, კვირაია), შევედით სნგ-ში, ვპირდებოდით მათი ბაზების შენარჩუნებას 30 თუ 90 წლით და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...