lasha_alo Posted November 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 (edited) ნებისმიერი დიქტატორი= არარაობასღეს, 5 ნომებერს, ბელორუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების განხილვის საკითხს მოამზადებს და შემდეგ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტების მიმართვას ბელორუსის პარლამენტს გადასცემს განსახილველად. აღსანიშნავია, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ მაკეიმ რადიო "თავისუფლების" ეთერში განაცხადა, რომ ბელორუსის პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს საკითხს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. მისივე თქმით, ეს საკითხი პარლამენტის მიერ განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში უკვე მიმდინარე კვირას შეიძლება შევიდეს. მაკეიმ ასევე განაცხადა, რომ დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანისას აპირებენ საზოგადოების აზრს დაეყრდნონ, თუმცა ასევე დასძინა, რომ "საზოგადოების აზრი ამ საკითხის ირგვლივ არაერთგვაროვანია". შეგახსნებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა ამჟამად მხოლოდ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და რამდენიმე ტერიტორისტულ ორგანიზაციას აქვს აღიარებული. http://www.ghn.ge/news-1871.htmlრას გადაწყვიტავენ "არაერთგვაროვანი" საზოგადოებრივი აზრის" შესაბამისად? Edited November 5, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.