lasha_alo Posted November 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 აქტიური ლიბერალები- ეს ტერმინი რამოდენიმე თვის წინ facebook ში ერთ-ერთი დისკუსიის დროს იხმარა ყოფილმა "კომსომოლამ"- თემურ იაკობაშვილმა, რომელიც თავის სტუდენტობაში უნივერსიტეტის "კომკავშირის პროჟექტორის" თავმჯდომარის მოადგილე იყო და ალბათ აქტიურად "ამხელდა" მორწმუნე ან ზოგადად "არაკომსომოლა" სტუდენტებს, რომელთა აქტივობით 80 -იანებში აღადგინეს აწყურის ციხე და გადარჩა გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლებიც თავს არიდებდნენ კომუნისტურ დღესასწაულებზე მარშირებას და რომლებიც დასანახად ვერ იტანდნენ იაკობაშვილის მსგავს კარიერისტ თანაკურსელებს. ამ ტერმინით მან დღევანდელი, "ქმედებაზე ორიენტირებული", "მებრძოლი თანამოძმეეები", ბოკერია, რამიშვილი და მათი მიმდევრები დაახასიათა. ხალხი რომელთაც არ იციან "მტრის" და განსხვავებული ხედვის "დანდობა" - ეს ხალხი "უშიშარია" და "შეურიგებელი". თუ ეს ლიბერალიზმია და ამას აქტიური ეწოდება, მაშინ დანარჩენ, მათ ნაცნობ ლიბერალებს, რომელებიც ასეთი დაუნდობელი და თანამიმდევრული არ არიან "პასიური ლიბერალები" უნდა ვუწოდოთ. მათ "აქტიური ლიბერალები" მეგობრობის "პატივს" სდებენ, თავიანთ ნათლობა-ძეობა-დაბდღეებზე პატიჟებენ, ხანდახან რაღაც-რაღაცეებში, საყოფაცხოვრებო თუ სამსახურებრივ კეთილმოწყობაში ეხმარებიან, ხან ციხეში მოხვედრილ ახლობელ-ნათესავებს ურიგოდ, პრეზიდენტის შეწყალებით უთავისუფლებენ, ხანდახან კრიტიკის უფლებასაც აძლევენ, მაგრამ "ძაან დაუკრეფავში გადასვლას" თუ დაიწყებენ- ჰოოოო, ეს ჰოოოოო... მოკლედ დოჩანაშვილის "ლამაზქალაქელები" გახსოვთ ალბათ, ზუუუსტად ასე - "იკუნტრუშეთ", მაგრამ ძაანაც არ მოგივიდეთ. "პასიური" ლიბერალებიდან" "აქტიურებში" გადასვლა ლიმიტირებულია და მრავალი, რთული, ერთგულების ტესტის გავლას ითხოვს, თუმცა ასეთი ბედნიერებიც ალაგ-ალაგ ჩნდებიან და ამაყად გადადიან "დედა-პარტიის" თბილ , დაცულ, უზრუნველ წიაღში. თუმცა "პასიურების" ძირითადი მასა ამ მხრივ "უპერსპექტივოაა" და "აქტიურები" მათზე თავიანთ, ვიწრო წრეში, დაცინვით და ზიზღით საუბრობენ, ეს ძირითადი მასა "ჩერეშჩურ ინწელიგენტნია" და "ბოლომდე" არასანდოა. მაგრამ დგება "დიდი გამოწვევების" მომენტები, როცა "პასიურ ლიბერალებს" ხარკის გადახდა ევალებათ და ამ დროს მათი მხრიდან არასწორი, "არამეინსტრიმული" ნაბიჯი ან პოზიცია დაუშვებელია, მაშინ ყველა ერთი უნდა გახდეს და ერთი პეტიცია, "ვიღაც "ფორუმელის" შექმნილი, ხდება მათი "ლუსტრაციის მანიფესტი". "ვიღაც ფორუმელი" ილია მეორის ლანძღვის უფლებას იცავს და ესენიც უერთდებიან, აბა რაა ეს ადამიანის უფლებაა, ვინც გინდა ლანძღოს, ვისი რა საქმეა? როგორ, თუ "პლეიბოის" თუ "ჰასტლერ მეგეზინის" აქვს რაღაცის უფლება ამერიკაში, ჩვენც ხომ ლიბერალური საზოგადოება ვართ, მერე რა რომ პრეზიდენტის ცოლის უდიერად მოხსენებისათვის სპეცსამსახურებმა შეიძლება სასიკვდილოდ გაიმეტონ პარლამენტარი, მერე რა რომ "აქტიურ ლიბერალებზე" განსხვავებული აზრისათვის ციხეში ათეულობით ადამიანს შეთითხნილი ბრალდებით აგდებენ, მერე რა რომ მედია საშუალებები თითქმის მთლიანად ამ "აქტიურების" ხელშია, მერე რა რომ ფეხბურთის არასწორი მსაჯობისათვის, მათჩის კომისარს გუბერნატორი ფიზიკურად უსწორდება , რომ არავის ამ პეტიციის ხელმომწერთაგან მოხუცი , მძიმედ ავადმყოფი პატრიარქი არ დაუცავს თუნდაც ადამიანური თანაგრძნობის სიტყვებით- ასეთ და უარეს არალიბერალურ მოქმედებაზე "პასიურები" პეტიციებს არ ადგენენ- ეს "პეტიციები და კოლექტიური წერილები ზოგადად ხომ კომუნისტური გადმონაშთია"და "ტეხავს", მაგრამ ეს, სპეციალური პეტიციაა, ეს ჰო, ეს ჰოო... 2009 წელი "ვიღაც "ფორუმელი" "აქტიურების" მხრიდან ილია მეორის "ლანძღვის უფლებას" იცავს. 1907 წელი "ვიღაც იმერელმა" მაშინდელი "აქტიურების"- ბოლშევიკების "უფლება დაიცვა" და ილია მოკლა დიიიდი პროგრესი აქვს ქართულ ლიბერალიზმს ერთ საუკუნეში , დიდი. აფერუმ "პასიურებო".!!! P.S. განმუხტვისათვის , ერთი ნამდვილი ამბავი , "ქართლის ცხოვრებიდან" - გასული საუკუნის 90 იანებში, სვანეთში მოგეხსენებათ დიდი განუკითხაობა და კრიმინალი "სუფევდა", ერთხელაც, კრიმინალებმა სადღაც, ზემო სვანეთში, ინგლისელი, ხანდაზმული ტურისტები გაძარცვეს და ერთი- ორიც "წაუთაქეს", ეტყობა ნადავლი ეცოტავათ. რაღაც დროის შემდეგ , ერთი ჩემი ქალაქელი მეგობარი ,მესტიელ მეგობარს, ამ ამბავს, აღშფოთებული უყვება :" წარმოდგენე კაცო, უცხოელი სტუმრები გაძაცვეს- გაძარცვეს , მერე ეს მოხუცები ცემეს კიდეც, ეს რა ხდება" მესტიელი მეგობარი შეწუხებული ოხრავს:" გაძარცვეს არა, აუჰ, აუჰ, ეს რა მომხდარა, ეს რა მომხდარა!"-ო, და ცოტა ხნის მერე ფიქრიანი სახით ამატებს "ისე, ნეტა ეს ჩხუბი ვისი ბრალი იქნებოდა?"-ოhttp://liberali.ge/node/790 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.