lasha_alo Posted November 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2009 სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი დღეს ბაქოში ჩაბრძანდება. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ საპატრიარქოდან აცნობეს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აზერბაიჯანში თანმხლებ პირებთან ერთად ჩავა და მონაწილეობას მიიღებს 5 ნოემბერს შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშაზადეს დაბადების 60 და კავკასიის მუსულმანთა მეთაურობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში.კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიწვევა რამდენიმე დღის წინ მიიღო.საიუბილეო ღონისძიებებზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქი კირილი და სხვადასხვა ეკლესიების სულიერი ლიდერები.მგონი კავშირშია და განვიხილოთ ,ოღონდ კორექტულად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2009 რის გულისთვისაც უჭერს მხარს რუსული ეკლესია ჩვენსას ყველასთვის ცნობილია, თუმცა ამის გამოყენება აუცილებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 lasha_alo რისი თქმა გინდა ამ თემით?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 რისი თქმა გინდა ამ თემით?!რა გავლენას ახდენს ქართუ-რუსულ ეკლესიური ურთიერთერთობები პოლიტიკაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 lasha_alo რა გავლენას ახდენს ქართუ-რუსულ ეკლესიური ურთიერთერთობები პოლიტიკაზეალბათ ისეთს, რა გავლენასაც ახდენს პოლიტიკა ეკლესიურ ურთიერთობებზე... და რუსეთის ეკლესია საერო ხელისუფლებაზე უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა ბევრ საკითხებში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 (edited) ილია მეორე - ჩვენ არასდროს დავთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სამუდამოდ დამკვიდრდესსამხრეთ კავკასიაში არასტაბილური ვითარება არ შეიძლება მუდმივად შენარჩუნდეს. სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით, ეს განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ბაქოში, კავკასიის მუსლიმანთა განყოფილების ხელმძღვანელთან შეიხულისლამ გაჯი ალახშუკურ ფაშაზადესთან შეხვედრის დროს განაცხადა. "ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში. ყოველთვის ვნატრობდით, ჩვენი ქვეყნები ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი, თუმცა ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა: დარღვეულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სამუდამოდ დამკვიდრდეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იგი აღდგეს", _ ბრძანა უწმინდესმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაღალი შეფასება მისცა შეიხულისლამის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების დამსახურებებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად."საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან კავკასიის საერთო ბედი აკავშირებს. ბევრ შემთხვევაში ჩვენი ბედისწერის მოვლენები ერთმანეთის მსგავსია“, _ აღნიშნა თავის მხივ ფაშაზადემ. მისივე თქმით, არის ძალები, რომელთაც ხალხებს შორის უთანხმოების დათესვა სურთ."შესაძლოა, ეს უმნიშვნელო ინციდენტებია, მაგრამ პროვოცირებულია იმ ძალების მიერ, რომელთაც შუღლის ჩამოგდება სურთ", _ აღნიშნა ფაშაზადემ.მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის უმთავრეს პრობლემად ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რჩება."საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კავკასიაში სერიოზული პრობლემები დაკავშირებულია სომხეთის პრეტენზიებთან მეზობლების მიმართ. მე მჯერა, რომ თქვენ ყველა ძალას იხმართ, რათა კავკასიაში მშვიდობა დამყარდეს და სეპარატიზმი აღმოიფხვრას“, _ მიმართა ილია მეორეს კავკასიის მუსლიმანთა სულიერმა ლიდერმა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბაქოში იმყოფება. უწმინდესი მონაწილეობს შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშაზადეს დაბადების 60 და კავკასიის მუსლიმანთა მეთაურობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited November 5, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 რატომ არ აგინებს საქ. პატირარქი რუსეთის პატრიარქს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted November 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 რატომ არ აგინებს საქ. პატირარქი რუსეთის პატრიარქს?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 Siknadmo რატომ არ აგინებს საქ. პატირარქი რუსეთის პატრიარქს?იქნებ გულში აგინებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 Saturn იქნებ გულში აგინებსრა დღეში ხარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 8, 2009 (edited) ანტიეკლესიური კამპანია გრძელდება, ცუდად დაამტავრებს ხელისუფლება იმჰო Edited November 8, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.