Jump to content
Planeta.Ge

სახელობითი გამოკითხვა რუსეთთან დაკავშირებით


Recommended Posts

lasalexx

ეს მოღალატეების ლუსტრაციის თემაა?

შენ თუ ატყობ ნელ–ნელა დიმპიტაურიზაციის გზას რომ დაადექი და ყველგან რაღაცეები გელანდება?

 

Siknadmo

რა მოტივი მაქვს რომ ვიბრძოლო, რისთვის, იმისთვის რომ სატურნმა ხელფასი აიღოს?

შენს ცხოვრებაში არის რამე რასაც ფულს და სმა–ჭამას არ უკავშირებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენს ცხოვრებაში არის რამე რასაც ფულს და სმა–ჭამას არ უკავშირებ?

ჰოჰ, შენ ხომ სულ მუქთაზე ემსახურები ამ ხელისუფლებას რაააა, მოითრია ხოშიანი ხელფასი, კაის ჭამს, კაის სვავს, ალბათ ხოშიანი მანქანაც გაქვს, გაფუფუნდა და პატრიოტიზმზე მელაპარაკება, მიდი და დიცავი, შენ დაიბრიდე პირველი მერე მიჰყვნენ შენისთანები და მერე ვიფიქრებ რა ვქნა :vini:

არა, ეხლა ცხვარივით წაგყვები სასაკლაოზე რომ შენისთანებმა იბაირამონ,

იმიტომ ვიბრძოლო რომ ნაცმოძრაობა იყოს კარგად, მეტი საქმე არ მაქვს რომ მე თითი არ გავანძრიო თქვენი კეთილდღეობისთვის :D:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

I კითხვა

 

შედეგი არ ექნება, თუ მოინდომეს, მაინც დაგვიპყრობენ ,მაგრამ თავმოყვარეობის ამბავში კი, უნდა ვიბრძოლოთ. თვითოეული სახლისთვის და თვითოეული ეზოსთვის.

II კითხვა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ჰოჰ, შენ ხომ სულ მუქთაზე ემსახურები ამ ხელისუფლებას რაააა

მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები, მაგრამ ჩემზე არ იყო ახლა საუბარი. შენთვის კონკრეტულად არსებობს რამე ამ ქვეყანაზე, რაც ფულს არ უკავშირდება?

 

მოითრია ხოშიანი ხელფასი, კაის ჭამს, კაის სვავს, ალბათ ხოშიანი მანქანაც გაქვს

არც ისე ხოშიანი, მაგრამ რაც მაქვს ჩემი ცოდნით მაქვს. თუ შეგიძლია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, შენც შეგიძლია ანალოგიური სამუშაოს შოვნა უპრობლემოდ. საჯარო სამსახური თუ არ გინდა კერძო სტრუქტურაში უფრო მეტსაც გადაგიხდიან, ვიდრე მე მიხდიან საჯარო სამსახურში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები, მაგრამ ჩემზე არ იყო ახლა საუბარი. შენთვის კონკრეტულად არსებობს რამე ამ ქვეყანაზე, რაც ფულს არ უკავშირდება?

არც ისე ხოშიანი, მაგრამ რაც მაქვს ჩემი ცოდნით მაქვს. თუ შეგიძლია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, შენც შეგიძლია ანალოგიური სამუშაოს შოვნა უპრობლემოდ. საჯარო სამსახური თუ არ გინდა კერძო სტრუქტურაში უფრო მეტსაც გადაგიხდიან, ვიდრე მე მიხდიან საჯარო სამსახურში.

რა ცოდნა გაქვს ასეთი შემოვიხედავ და ფორუმში ხარ :D

ამ ხელისუფლებას ემსახურები და გაწყობს,

შენ გაქვს მოტივი რომ ეს ხელისუფლება დაიცვა და შესაბამისად იომო, მე არანაირი მოტივი არ მაქვს,

ჩემი აქ არაფერია, არც ჩემი ახლობლების,

მე არავინ არაფერს არ მეკითხება, გინდ ვყოფილვარ გინდ არა,

ჩემი უფლების დასაცავად გამოვედი და მიმბეგვეთ შენ და შენნაირები,

თქვენი გაიტანეთ,

მე არ მაქვს შეგრძნება რომ ეს ჩემი სახელმწიფოა, აბსლუტურად უცხო მენტალიტეტის როჟები მართავენ ამ ქვეყანას და მე ამ როჟებს ვკიდივარ,

ეს საქართველო არაა,

რომ იბრძოლო ან საკუთრება უნდა გაგაჩნდეს, ან შენი უფლებები უნდა იყოს დაცული, ან სამშობლოდ უნდა მიგაჩნდეს, მე სამშობლო უკვე წამართვით, იმიტომ რომ აქ ჩემი არაფერია, არც პატივისცემა, არც კაცობა, ყველაფერს დასცინით და ყველაფერი გათელეთ ფექვეშე და მარტყო მაყუთზე და სხვის დარეგკეტებაზე ფიქრობთ,

ან კაი, რწმენისთვის უნდა იბრძოლო, რომელი რწმენის დამცველები თქვენ ხართ ეკლესიის მტერი, აგნოსტიკოს ათეისტები,

თქვენ დაიცავთ ჩემს რწმენას რუსი სალდატებისგან? :):

ეხლა მითხარი მე რისთვის ვიბრძოლო-შენთვის და შენნაირებისთვის,

ერთი მოტივი მითხარი,

ღირსებისთვის? კაცობისთვის? მამულისთვის? რწმენისთვის? თავისუფლებისთვის? სამართლიანობისთვის? დემოკარტიისთვის?

რომელი ერთი გაქვთ თქვენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა მითხარი მე რისთვის ვიბრძოლო

არ მაინტერესებს ეგ. ბრძოლა არაა ყველას საქმე და არც არავინ არ გაძალებს ბრძოლას. მე ერთი კითხვა დაგისვი:

შენთვის კონკრეტულად არსებობს რამე ამ ქვეყანაზე, რაც ფულს არ უკავშირდება?

და ვერ მპასუხობ პირდაპირ.

 

ღირსებისთვის? კაცობისთვის? მამულისთვის? რწმენისთვის? თავისუფლებისთვის? სამართლიანობისთვის? დემოკარტიისთვის?

მე პირადად თუ მეკითხები, არ ვაპირებ ახლა საკუთარი თავის გარჩევას შენთან ამ თემაში. ეგ ყველაფერი თუ არა ნაწილი შენ თვითონ რომ გქონდეს კარგი იქნება. მაშინ არ გაგიჩნდება ის ასოციაციები სამშობლოსა და ფულსა და სმა-ჭამასთან დაკავშირებით.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეხლა მითხარი მე რისთვის ვიბრძოლო

თუნდაც საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად :D

 

Saturn

შენ თუ ატყობ ნელ–ნელა დიმპიტაურიზაციის გზას რომ დაადექი და ყველგან რაღაცეები გელანდება?

სად ყველგან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მაინტერესებს ეგ. ბრძოლა არაა ყველას საქმე და არც არავინ არ გაძალებს ბრძოლას. მე ერთი კითხვა დაგისვი:

და ვერ მპასუხობ პირდაპირ.

კი ბრატიშკა, არსებობს, სამშობლო, კაცობა, რწმენა, ღირსება,

ის რაც თქვენ არ გაგაჩნიათ, არ გიყვართ,

ქართული ტრადიციები და რწმენა თქვენთვის მიუღებელია და თქვენ დაიცავთ ჩემს სამშობლოს?

და მე დავდგე თქვენს გვერდით?

გავკარის სამშობლოს ტრადიციებისა და რწმენის გარეშე,

გავკარი სახლემწიფოს, სამართლიანობისა და ეკონიმიკის გარეშე

და გავკარი ჩემს თანამემამულეებს რომლებსაც ღირსება არ გააჩნიათ :D

ერთსაც ვიტყვი რაც ყველაზე მთავარია რა, მე ვნახე ლომებო თქვენი ომი აგვისტოში ვნახე როგორც იომეთ..

და ეხლა ამაზე უკეთ იომებთ?

 

თუნდაც საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად

საკუთარ სიცოცხლეს ასე უფრე გადავირჩენ ვიდრე სატურნის ნაირი ხელმძღვანელების ხელში :):

გამაგზავნიან წინა ხაზზე თვითონ კი დაახვევენ ანტალიაში ან სადმე და პოლიტიკური უბეჟიშჩეს მოითხოვებენ,

მე კიდევ უნდა მოვკვდე მაგის გრიმიტისთვის :D:

 

შიმშილის ზღვარზე მიიყვანეთ ხალხი და თქვენი გასიებული კუჭებისთვის უნდა ვიომოთ, მამინდომეს აქ :user::

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

საკუთარ სიცოცხლეს ასე უფრე გადავირჩენ ვიდრე სატურნის ნაირი ხელმძღვანელების ხელში

უფრო გადავირჩენ რას ნიშნავს? სოხუმი რომ აიღეს, იქ არ დაუწყიათ გარჩევა ვინ იომა და ვინ არა :)

 

და ხელმძღვანელობას, რაც შეეხება ეგეც ჩვენი ბრალია რომ ასეთი ხელმძღვანელობა გვყავს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრის შემთხვევაში თქვენი აზრით საჭიროა თუ არა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა ოკუპანტისადმი?

 

3) არ ვიცი

 

განვმარტავ: ზოგადად, რა თქმა უნდა, არა თუ საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ გააჩნია რა შემთხვევაში. თუ ძალები არაპროპორციულია და შეიარაღებული წინააღმდეგობა მშვიდობიან მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს, ასევე მათი და სახელმწიფო ქონების განადგურება-დაკარგვას, ინფრასტრუქტურის განადგურებას გამოიწვევს, გონიერმა ხელისუფალმა და ხალხმა სჯობს მოიცადოს იქამდე სანამ სასურველი მომენტი არ დადგება, ვგულისხმობ ისეთ მომენტს, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი რისკები არ ან ნაკლები იქნება. სისულელეა 1000 ტანკს და 50 ბომბდამშენს პნევმატური იარაღით ეომო და ჯამში ქვეყანა ავღანეთს, უკეთეს შემთხვევაში ჩეჩნეთს დაამსგავსო. ეს ერთი.

მეორეც, რატომ მაინცა და მაინც "ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრის შემთხვევაში"???

როგორი კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ, პატრიოტულად, ვაჟკაცურად, სამართლებრივად თუ გონივრულად, კონტროლირებადი თუ არაკონტროლირებადი ტერიტორია ერთნაირად, ერთი მიდგომით უნდა დაიცვას სახელმწიფომ! აფხაზეთიც და სამაჩაბლოც ისეთივე განუყოფელი და უძველესი ტერიტორიებია საქართველოსი, როგორც სხვა დანარჩენი, იქაც ისევე არ აქვს ოკუპანტს დგომის უფლება, როგორც აქ.

მოკლედ, შეიარაღებული წინააღმდეგობის არგაწევა ხშირად შეიძლება არა სისუსტეს ან მოღალატეობას, არამედ გონივრულობას ნიშნავდეს. უკანდახევა და მტრისზედმეტად თავდაჯერებულობა, მის მოდუნებას უწყობს ხელს და ბრძოლის უძველესი და ნაცადი ხერხია.

 

 

არის თუ არა თქვენი აზრით რუსეთის პოლიტ ელიტა კეთილგანწყობილი ქართველი ხალხის მიმართ?

 

 

2) არა

 

და არც არასოდეს ყოფილა! არც ჩვენი და არც დედამიწის ზურგზე სხვა რომელიმე ქვეყნის მოსახლეობის თუ ხალხისადმი! მეტიც, ის საკუთარი ხალხისადმი არ ყოფილა კეთილგანწყობილი, არასოდეს!

ნებისმიერი ხალხი მათთვის ის მონები არიან, რომელნიც ხეოფსის პირამიდას, ჩინეთის კედელს ან მაჩუ პიკჩუს აშენებდნენ, თითო აგურის დადებას 100 კაცის სიკვდილს დაუფიქრებლად დაყველა საშუალებით შესწირავენ. ეს ვიცით ყველამ. ყველა დიდი იმპერია ასეა და ასე იქნება მუდამ. :D

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო გადავირჩენ რას ნიშნავს? სოხუმი რომ აიღეს, იქ არ დაუწყიათ გარჩევა ვინ იომა და ვინ არა

 

და ხელმძღვანელობას, რაც შეეხება ეგეც ჩვენი ბრალია რომ ასეთი ხელმძღვანელობა გვყავს

აფხაზეთის ომი იყო ეთნოკონფლიქტი და ქალაქის დაცემის შემთხვევაში მოხდებოდა ეთნოწმენდა,

 

რუსების შემოსვლის შემთხვევაში თბილისში ეთნოწმენდა არ მოხდება,

მარადიორობის საშიშროება იქნება და ისიც გასაგებია ვისი მხრიდან :D:

 

ღრმად ვარ დარწმუნებული რომ რუსები მხოლოდ ერთ შემთხვევაში შემოვლენ თბილისში,

ნაცმაცუნების პროვოკაციების გამო, მე არ ვაპირებ ვიყო საზარბაზნე ხორცი,

იმიტომ რომ ვიცი როგორც იომეს აგვისტოში და როგორ მიატოვეს საკუთარი ხალხი,

ჯარი კი გაიქცა-მთავარსარდლის ბრძანებით ისე რომ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციაც კი არ ყოფილა,

 

მე ვიომო და სატურნები გაიქცნენ??? და მერე უცხოეთსი პასობიები აიღონ ჩემნაირი დურაკების ხარჯზე, შანსი არაა :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არსებობს, სამშობლო, კაცობა, რწმენა, ღირსება,

ის რაც თქვენ არ გაგაჩნიათ, არ გიყვართ

ვიდრე სატურნის ნაირი ხელმძღვანელების ხელში
მე ვიომო და სატურნები გაიქცნენ???

შენ მე არ მიცნობ და ენას ტყუილად ნუ ასარსალებ. საკუთარ პოსტში კიდევ ერთხელ რომელიმე ფორუმელის კნინობითი ფორმით მოხსენიების შემთხვევაში შეგეზღუდება პოსტვა მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მოკლედ, შეიარაღებული წინააღმდეგობის არგაწევა ხშირად შეიძლება არა სისუსტეს ან მოღალატეობას, არამედ გონივრულობას ნიშნავდეს. უკანდახევა და მტრისზედმეტად თავდაჯერებულობა, მის მოდუნებას უწყობს ხელს და ბრძოლის უძველესი და ნაცადი ხერხია.

შეადარე რა მოუვიდა ფინეთს და რა მოუვიდა ბალტიისპირეთს, ასე რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა უპირობოთ სჯობს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...