Jump to content
Planeta.Ge

აკი კორუფცია აღარ არისო?


Recommended Posts

  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Jonathan Livingston

ანუ კორუფცია მოისპო.

ან მნიშვნელოვნად შემცირდა მაინც...?

მოსპობა არ არსებობს. შემცირებით შემცირდა კი. პატრულს ფული როდის მიეცი რომ ჯარიმა არ გამოეწერა, შეგიძლია გაიხსენო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

პატრულის ნორმალური მუშაობა არ ნიშნავს კორუფციის მოსპობას.

 

მე მინახავს როგორ აძლევენ ფულს საჯარო რეესტრში...

 

მე მინახავს როგორ აძლევენ ფულს სააღსრულებლოში...

 

მინახავს როგორ მიუციათ ფული სასამართლოში...

 

ცოტაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

მე მინახავს როგორ აძლევენ ფულს საჯარო რეესტრში...

 

მე მინახავს როგორ აძლევენ ფულს სააღსრულებლოში...

 

მინახავს როგორ მიუციათ ფული სასამართლოში...

ხოდა თუ გინახავს, როცა ნახულობ ან პოსტ ფაქტუმაც შეიძლება, შეატყობინე პოლიციას ამ ფაქტის შესახებ. სხვანაირად როგორ წარმოგიდგენია კორუფციის შემცირება, ყველგან კამერას ხო არ დააყენებენ რომ დააფიქსირონ ქრთამის აღების ფაქტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა ადამიანს პლანის მოწევისთვის 8 წელს აძლევდნენ, იძულებული ხარ ამგვარ გარიგებაზე წახვიდე.

 

სააღსრულებლოს კაცი მოკვდა

 

საჯარო დაიჭირეს ბოლობოლო... მარა 3 წელი წველიდა აზერბაიჯანელებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

საჯარო დაიჭირეს ბოლობოლო

აი ხედავ? ხო დაუჭერიათ? სისტემური რომ ყოფილიყო ეგ კორუფცია როგორც შევარდნაძის დროს, არავინ არ დაიჭერდა მაგ კაცს.

lasha1997 შემოიხედე :D

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სისტემური რომ ყოფილიყო ეგ კორუფცია როგორც შევარდნაძის დროს, არავინ არ დაიჭერდა მაგ კაცს.

რა მნიშვნელობა აქვს სისტემური იქნება თუ არა... კორუფცია არსებობს, და საკმაოდ მძლავრიც..

 

სისტემური კორუფცია უფრო პოლიცია - პროკურატურა - სასამართლოშია და თვითმმართველობის რეგიონალურ ორგანოებში..

 

და რაც ყველაზე მთავარია იქ, რის გამოც ეს თემა გაიხსნა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

რა მნიშვნელობა აქვს სისტემური იქნება თუ არა

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სისტემური კორუფციის შემთხვევაში მისი (კორუფციის) წახალისება ხდება ხელისუფლების მხრიდან, ზემდგომი ორგანოების მხრიდან. მაგალითად ცნობილი ფაქტია, რომ შევარდნაძის ეპოქაში პოლიციის განყოფილებების უფროსებს უნდა მიეტანათ ყოველთვიურად განსაზღვრული თანხა სამინისტროში. საიდან უნდა მიეტანათ? მოქალაქეებისგან უნდა აეღოთ. ანუ ხდებოდა კორუფციის წახალისება. ახლა მიდგომა რადიკალურად განსხვავებულია. მათ ეუბნებიან, აიღებთ ფულს? მოგიწევთ ნარების ხეხვა კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე კორუფცია აღარ ატარებს სისტემურ ხასიათს და დაყვანილია ერთეულ შემთხვევამდე, რასაც საკუთარი ინიციატივით აკეთებენ ერთეულები.

 

სისტემური კორუფცია უფრო პოლიცია - პროკურატურა - სასამართლოშია

პოლიციაში როგორაა, შენ თვითონ არ თქვი პატრული კარგად მუშაობს და ფულს არ იღებსო? გამომძიებლები იღებენ მასიურად ფულს? თითო-ოროლა იმბეცილი ყოველთვის იქნება, ეგეთი შემთხვევა ნებისმიერ ქვეყანაში ხდება.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

პატრული არ მიგულისხმია...

 

ხოლო დანარჩენში თითოოროლაცაა და საკმარისზე მეტიც, რომ კორუმპირებული სისტემა უწოდო.

 

მთავარი თემის გახსნის მიზეზია.. იქაა ყველაზე დიდი, მძლავრი და სისტემური..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

პატრული არ მიგულისხმია...

 

ხოლო დანარჩენში თითოოროლაცაა და საკმარისზე მეტიც, რომ კორუმპირებული სისტემა უწოდო

ტყუილია ეგ. პოლიცია დღეს საქართველოში არაა კორუმპირებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტყუილია ეგ. პოლიცია დღეს საქართველოში არაა კორუმპირებული.

საწ####ბი ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს გააქვთ თავები.პატრული არ ითვლება.:D

 

 

საწ####ბი ცენზურაში გადის.აი ადმინ? :):

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

საწ####ბი ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს გააქვთ თავები

სამწუხაროდ დაბალ და საშუალო რგოლებში არსებული ხელფასების პირობებში ზუსტად მასეა საქმე.

 

პატრული არ ითვლება

პატრულზე ვერ ამბობთ ვერაფერს იმიტომ რომ მისი მუშაობა კარგად ჩანს, ზედაპირზეა. მაგრამ ავიღოთ თუნდაც სამინისტროს აპარატის რიგითი თანამშრომელი. თქვენი აზრით რა გზით შეიძლება მან ფული იშოვოს (არალეგალურად)?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატრულზე ვერ ამბობთ ვერაფერს იმიტომ რომ მისი მუშაობა კარგად ჩანს, ზედაპირზეა. მაგრამ ავიღოთ თუნდაც სამინისტროს აპარატის რიგითი თანამშრომელი. თქვენი აზრით რა გზით შეიძლება მან ფული იშოვოს (არალეგალურად)?

 

 

კარგი რა სატურნ,მე დაბალ ფენაზე არ ვთამბობ და გამომძიებლებიდან დაწყებული ზემოთ,ყველა ფულს აკეთებს.პროკურატურა არ არის კორუმპირებული? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

გამომძიებლებიდან დაწყებული ზემოთ,ყველა ფულს აკეთებს

არა. ტყუილია. შენ არ გაქვს შეხება აქაურ სისტემასთან და მსჯელობ იმის მიხედვით რაც ადრე იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გამომძიებლები არანაირ ფულს არ აკეთებენ. რა თქმა უნდა აქ მასიურად ფულის კეთება იგულისხმება თორე როგორც ზემოთ მოგახსენეთ თითო-ოროლა შემთხვევა ხდება ხოლმე.

 

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან იმ სფეროდან რაც ვიცი. ნასამართლეობის ცნობა. ადრე გადაიხდიდი ფულს და ისეთ ცნობას გაგიშანშალებდნენ, როგორიც გინდოდა. უფრო მეტიც, გარკვეული საფასურის ნაცვლად შეგეძლო საერთოდ ნასამართლეობის ბარათი გაექროთ კართოთეკიდან. მიდი აბა ახლა გააკეთე იგივე. ელექტრონული სისტემა გვაქვს შექმნილი, რომელიც აღრიცხავს ყველა შეკითხვას და გაცემულ ცნობას გამცემის ვინაობის მითითებით. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ სისტემაში რამე დარღვევის გაკეთება. ძალიან დიდი რისკია.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

 

ხო კარგი და ნეტავი სიმართლეს ამბობდე.მეც ეგ გამიხარდება,მაგრამ..........დიდ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...