Jump to content
Planeta.Ge

აკი კორუფცია აღარ არისო?


Recommended Posts

ადრე ერთ ეკონომიკის თემაში დავწერე,რომ ეკონომიკა არა გვაქვს მეთქი და მხოლოდ კრედიტებით და დონორების ფულებით ვარსებობთ მეთქი,შეიცხადე. :D ისაც ვსთქვი,რომ ამ ფულს უაზროთ ანიავებენ მეთქი და აი შენ სტატია და გადახედე აბა.არ დაიწყო ოღონდ საიტზე აქცენტის გაკეთება. :D:

 

 

http://www.ambebi.ge/ekonomika/12587-qthit...rebis-fuli.html

 

 

როგორ იხარჯება დონორების ფული

 

 

ბრიუსელის დონორთა კონფერენციიდან, სადაც საქართველოსთვის 4,5 მილიარდი დოლარის (63% - დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი, კრედიტია, დანარჩენი კი გრანტები) გამოყოფის საკითხი გადაწყდა, ერთი წლის შემდეგ 1,2 მილიარდი დოლარია ათვისებული.

 

 

 

თანხის ერთი ნაწილი მთავრობამ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღო, ნაწილი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გაანაწილეს. ფული უმეტესად გზებისა და დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და რემონტზე დაიხარჯა. ამ უწყებებმა სამუშაოებისთვის კომპანიების შესარჩევად 200-მდე ტენდერი გამართეს. კოალიციამ, რომელშიც 7 ორგანიზაცია, მათ შორის ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", ევრაზიის ფონდი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა" გაერთიანებული, 20 ტენდერის მონიტორინგი მოაწყო. ტენდერის ჩატარებისას და თანხების ხარჯვისას არაერთი დარღვევა აღმოჩნდა.

 

 

ირინა ლაშხი (ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"): "თითქმის ყველა ტენდერი დარღვევებით არის მოწყობილი. ხშირად ტენდერის პირობები იცვლება - თანხები იზრდება, ჩასატარებელი სამუშაოები მცირდება. ბევრ შემთხვევაში გზების მშენებლობაზე კომპანიების შესარჩევი ტენდერი იმაზე ადრე გაიმართა, ვიდრე მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა. არის შემთხვევები, როცა დონორს გზის კონკრეტული მონაკვეთისთვის კრედიტის გამოყოფა ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, მაგრამ ტენდერი ჩატარებული იყო. მაგალითად, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მშენებლობა საზეიმოდ გაიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არ იყო გაცემული. მსოფლიო ბანკს, რომელმაც ეს პროექტი უნდა დააფინანსოს, საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია. ამ ორგანიზაციამ თავდაპირველი პროექტი ქართულ მხარეს დაუწუნა და მისი ხელახლა დამუშავება მოითხოვა. გზების, სახლების მშენებლობისთვის ქვიშა და ღორღია საჭირო, რასაც მდინარის კალაპოტებიდან იღებენ. ამ ინერტული მასალის მოპოვებაც შესაბამისი ნებართვების გარეშე მიმდინარეობს".

 

 

თამარ გურჩიანი ("ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"): "დონორების გამოყოფილი ფულით ბოლნისში, მარნეულსა და გორში დაახლოებით 4.603 ობიექტი აშენდა და გარემონტდა. გარემონტებული შენობების ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულებებში მათი ზუსტი რაოდენობა არ ჩანს. ტენდერების უმეტესობა - 169 ტენდერი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამართა. მათი უმთავრესი პრობლემა დაუგეგმაობა და თანხების უყაირათო ხარჯვა იყო. სარემონტო სამუშაოები არ ხორციელდებოდა კანონის დაცვით და არ იყო ეფექტური. აშკარა მაგალითი: სახელმწიფო შესყიდვები პრივატიზებულ ობიექტებზე განხორციელდა. მაგალითად, გამოცხადდა კონკურსი, მოეწყო ტენდერი და წლეულს მარტში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ორსართულიანი სახლის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, პრეზიდენტის ბრძანებით 2008 წლის ნოემბრიდან პრივატიზებული იყო. გამოვიდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა კერძო საკუთრებაში არსებული შენობის მოსამზადებელ სამუშაოებსა და რემონტზე თანხა არამიზნობრივად დახარჯა. ხშირია შემთხვევები, როცა პრეტენდენტი ტენდერზე წარმოადგენს ერთ ფასს, კონკურენტებზე უპირატესობას მოიპოვებს, რადგან გადამწყვეტ კრიტერიუმად მიჩნეულია ფასი და არა ტექნიკური რესურსები, კომპანიის გამოცდილება და სხვა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ კი სამუშაოს ღირებულება 40-50%-ით და ზოგჯერ უფრო მეტადაც იზრდება. ჩვენ დავითვალეთ ყველა ტენდერი და ლოტი და ტენდერის შემდეგ დაფინანსება ყველგან გაზრდილია.

 

საპროექტო ორგანიზაცია შპს "ოპიზართან" თავდაპირველად ხელშეკრულება 1,183 მილიონი ლარის სამუშაოებზე გაფორმდა, ტენდერში გამარჯვებიდან რამდენიმე კვირაში მას სამუშაოს ღირებულება დაახლოებით 63%-ით, 1,925 მილიონ ლარამდე გაუზარდეს. იგივე მოხდა "ნიუ ენერჯისთან" დადებულ ხელშეკრულებაშიც. ტენდერში გამარჯვების შემდეგ მას გაწეულ სამუშაოში თავდაპირველზე 58%-ით მეტი გადაუხადეს. წლეულს გამართულ ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულმა შპს "არქსტუდია პერისტილმა" სატენდერო წინადადების ღირებულებად 77 ათასი ლარი აღნიშნა, თანხა შემდეგ გაურკვეველი მეთოდით გადაანგარიშდა და საბოლოოდ 83,5 ათასი ლარი გადაუხადეს. კომპანია "ბლოკ-ჯორჯიამ" სამუშაოში დაბალი ფასის, 1,11 მილიონი ლარის მოთხოვნით მოიპოვა უპირატესობა და ტენდერის შემდეგ სერვისის ფასი 44%-ით გაზარდა.

 

 

 

ცალკე პრობლემაა დონორებისგან მიღებული ფულის ბიუჯეტში ასახვა. თითქმის შეუძლებელია დადგენა, მშენებლობა დონორების ფულით დაფინანსდა, თუ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. რაც ხელთ გვაქვს, ბადებს ეჭვს, რომ დარღვევები დანარჩენ ტენდერებშიც არის".

 

მონიტორინგის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ის სახლებიც დაათვალიერეს, სადაც დევნილები არიან შესახლებული. აღმოჩნდა, რომ სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ და ზოგჯერ სანახევროდაა ჩატარებული.

 

თამარ კორძაია ("ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"): "კატასტროფული მდგომარეობა დაგვხვდა გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიკლინიკის შენობაში. კანალიზაციის სისტემა მოშლილია და შესახლებულ დევნილებს წყალი საწოლებზე ჩამოსდით. საერთო საპირფარეშოში წყლის გუბეები დგას და ანტისანიტარიაა. როცა დაგებული პარკეტი ერთი წლის შემდეგ მოძრაობას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურში 9 კოტეჯი ინდმეწარმე "ბესარიონ გაბიძიშვილს" გაარემონტებინეს, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი, 50 ათას ლარამდე გადაუხადეს. ეს შენობები ავარიულია, ჭერი წყლისგანაა ჩამონგრეული. სოფელში არ არის საშუალო სკოლა და მისასვლელი გზა დაზიანებულია, ამიტომ დევნილები ამ კოტეჯებში დღემდე არ შესახლებულან. მსგავსი მდგომარეობაა გორის, მარნეულისა და სხვა რაიონებში გარემონტებულ შენობებში. თითქმის ყველგან დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, ჟონავს წყალი, კედლები დახეთქილია და შპალერი შეულესავ კედლებზეა გაკრული. გამოდის, დახარჯული ფული წყალშია გადაყრილი, დევნილები კი უკმაყოფილო არიან".

მუნიციპალური განვითარების ფონდი მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება და მათ დასკვნებსაც სუბიექტურს უწოდებს. ფონდში ახალგაზრდა იურისტების მასალები გამოითხოვეს და როგორც აცხადებენ, თუ ფაქტები არ დადასტურდა, არასამთავრობოებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ.

 

ლაშა გოცირიძე (მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი): "დევნილებისთვის სახლები მოკლე დროში, დაახლოებით თვე-ნახევარში აშენდა და შეუძლებელია, ასე უცბად აშენებული სახლები იდეალური იყოს. ხარვეზები არის, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება. ჩვენი მოთხოვნაა, თუ ერთი წლის განმავლობაში ხარვეზები გამოვლინდება, მშენებელმა საკუთარი ხარჯით უნდა გამოასწოროს. ყველა ხარვეზი წლის ბოლომდე გამოსწორდება. რაც შეეხება გზების მშენებლობას, ის რეტროაქტიურად დაფინანსდა. ანუ, მთავრობას უფლება აქვს გადაწყვიტოს, გზის რომელიმე მონაკვეთის მშენებლობის თავისი სახსრებით დაფინანსება, მოაწყოს ტენდერი და შემდეგ დაელოდოს დაფინანსებაზე დონორის გადაწყვეტილებას. ამით კანონი არ ირღვევა".

 

 

 

კოალიციის წევრების თქმით, დოკუმენტებით კონტროლის პალატაც დაინტერესდა, თუმცა მასალებს ჯერ არ გაცნობია. თავის მხრივ, არასამთავრობოები ამბობენ, რომ მათგან რეაგირებას არ დაელოდებიან და ტენდერების შესწავლას განაგრძობენ.

 

 

ნონა ქვლივიძე

"ეკოპალიტრა"

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აკი კორუფცია აღარ არისო?, სატურნ შემოიხედე

ვინც გითხრა აღარ არისო, იმას მიმართე პრეტენზიით. ჩემთან რა გინდა? :D

 

მხოლოდ კრედიტებით და დონორების ფულებით ვარსებობთ მეთქი
ერთი წლის შემდეგ 1,2 მილიარდი დოლარია ათვისებული

საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იცი რამდენია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იცი რამდენია?

 

 

მაგას არ გეკითხები და სხვაგან ნუ მიგყავს ბაზარი. :D

 

ვინც გითხრა აღარ არისო, იმას მიმართე პრეტენზიით. ჩემთან რა გინდა

 

ბელადი ამბობს და ე.ი. გვატყუილებს? :D

 

კორუფციაზე შენ არ გითქვამს.მე ვთქვი იმ თემაში,(მეზარება ძებნა და სათაურიც არ მახსოვს ზუსტად)რომ ეკონომიკა საერთოდ არა გვაქვს მეთქი და ვალებზე ვართ დამოკიდებული მეთქი,რაც შენ შეიცხადე. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეკონომიკა საერთოდ არა გვაქვს მეთქი და ვალებზე ვართ დამოკიდებული მეთქი,რაც შენ შეიცხადე.

საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის მიახლოებით 7 მილიარდი ლარი. 1.2 მილიარდი დოლარი არის მიახლოებით 2 მილიარდი ლარი. საიდან მოდის დანარჩენი 5 მილიარდი ლარი ჯერ ამაზე გაეცი პასუხი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის მიახლოებით 7 მილიარდი ლარი. 1.2 მილიარდი დოლარი არის მიახლოებით 2 მილიარდი ლარი. საიდან მოდის დანარჩენი 5 მილიარდი ლარი ჯერ ამაზე გაეცი პასუხი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე.

 

 

აბა ჯერ დადე ეგ ინფორმაცია და მერე ვიღაცა ეკონომისტს დავიხმარებ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კორუფცია ეხლა რო ყვავის, ედიკას დროს არცდაგვესიზმრებოდა

 

უბრალოდ ედიკას დროს ბარდაგი იყო

 

ეხლა "ორგანიზებულია" ყველაფერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ე.ი. 7 მილიარდი მახსოვდა, მაგრამ 5.5 ყოფილა. 2009 წლისთვის აპირებდნენ 7 მილიარდზე გასვლას და ეტყობა ომმა და ფინანსურმა კრიზისმა იმოქმედა. ნებისმიერ შემთხვევაში 3.5 მილიარდი არაა არც დახმარება და არც გრანტი.

http://img692.imageshack.us/img692/9752/geor.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.ი. 7 მილიარდი მახსოვდა, მაგრამ 5.5 ყოფილა. 2009 წლისთვის აპირებდნენ 7 მილიარდზე გასვლას და ეტყობა ომმა და ფინანსურმა კრიზისმა იმოქმედა. ნებისმიერ შემთხვევაში 3.5 მილიარდი არაა არც დახმარება და არც გრანტი.

 

http://www.mof.ge/default.aspx?sec_id=3159&lang=1

 

ომმა როგორ დააზარალა როცა 07 წლის შემდეგ გაზრდილია კიდევ.ეს გეგმაა და დეფიციტი არა გვაქვს საერთოდ? ეხლა ვნახავ კარგად. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა "ორგანიზებულია" ყველაფერი

 

 

ეგ არის, "ხელშეუხებელი" ერთეულები ანაწილებენ ტენდერებს, გრანტებს და ა.შ.

მთავარია პარტია არ დაავიწყდეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცალკე პრობლემაა დონორებისგან მიღებული ფულის ბიუჯეტში ასახვა. თითქმის შეუძლებელია დადგენა, მშენებლობა დონორების ფულით დაფინანსდა, თუ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. რაც ხელთ გვაქვს, ბადებს ეჭვს, რომ დარღვევები დანარჩენ ტენდერებშიც არის".

 

რა ამაზე მეტი არ არის გრანტები?

 

 

http://img33.imageshack.us/img33/7665/40814044.png

 

 

იმასაც მიაქციე ყურადღება,რომ ტენდერებში გამარჯვების შემდეგ(რა თქმა უნდა დაკრეშვით)ამ ობიექტების სამშენებლო ფასები 60%–ით იმატებს. :))

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიდან მოდის დანარჩენი 5 მილიარდი ლარი ჯერ ამაზე გაეცი პასუხი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე.

 

საიდან და რეკეტიდან და ბიზნესზე ზეწოლიდან.

კონკრეტულ და ცინხალ ფაქტს დავდებდი მაგრამ ვიღაცას გავაუბედურებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს საგარეო ვალი 4 მლრდ 628 მლნ 962 ათასი ლარს შეადგენს

18.05.2009 21:36 დაიჯესტი .საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წლის 30 აპრილის მდგომარეობით 4 მლრდ 628 მლნ 962 ათას ლარს შეადგენს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მრავალმხრივი კრედიტორებისგან საქართველოს მიერ აღებული ვალი საანგარიშო პერიოდში 2 მლრდ 932 მლნ 093 ათას ლარზე ფიქსირდება, მათ შორისაა მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია – 1 მლრდ 591 მლნ 965 ათასი ლარი, ევროგაერთიანება 125 მლნ 074 ათასი ლარი, აზიის განვითარების ბანკი 120 მლნ 949 ათასი ლარი, საერთაშორისო სავალუტი ფონდი 1 მლრდ 025 მლნ 373 ათასი ლარი.

 

ორმხრივი კრედიტორების მიმართ საქართველოს ვალი 857 მლნ 606 ათასი ლარია, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კი – 825 მლნ 050 ათასი ლარი.

 

სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტები 30 აპრილის მდგომარეობით 14 მლნ 213 ათას ლარს შეადგენს, მათ შორისაა გერმანია 6 მლნ 078 ათასი ლარით, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 8 მლნ 135 ათასი ლარით.

 

2008 წლის 30 აპრილს საქართველოს საგარეო ვალის ოდენობა 3 მლრდ 349 მლნ 113 ათასი ლარი იყო. 2009 წლის მარტის ბოლოს კი – 4 მლრდ 697 მლნ 281 ათას ლარს.

http://www.polity.ge/georgia/economics/581...28--962---.html

 

 

ეს ინფორმაცია ზუსტია ვინმემ იცით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nostradamusi

საიდან და რეკეტიდან და ბიზნესზე ზეწოლიდან

კი არსებობს მასეთი მოსაზრება რომ გადასახადის აკრეფვა ბიზნესზე ზეწოლაა :eeh:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმასაც მიაქციე ყურადღება,რომ ტენდერებში გამარჯვების შემდეგ(რა თქმა უნდა დაკრეშვით)ამ ობიექტების სამშენებლო ფასები 60%–ით იმატებს

 

 

კარგი.მაგ ბიუჯეტის შესავებ ხარჯებში შედის გარე პროდუქციაზე მოგება.ანუ გარედან შემოტანილი პროდუქციის განბაჟება,მოგებული თანხის პროცენტი და ა.შ.მოკლედ მითხარი,რა დარგები არის განვითარებული საქართველოში და ამას გვერდს ნუ უვლი. :))

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მოკლედ მითხარი,რა დარგები არის განვითარებული საქართველოში

მე ეკონომისტი არ ვარ. ბიუჯეტი დაგიდე და ფაქტია რომ იგი ივსება. ნაწილი ანუ 1.2 მილიარდი ვიცით საიდანაა, დანარჩენი კი საქართველოში იკრიფება გადასახადების სახით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...