Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს პატრიარქი ხვალ ბაქოში ჩაბრძანდება


Recommended Posts

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ხვალ ბაქოში ჩაბრძანდება. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ საპატრიარქოდან აცნობეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აზერბაიჯანში თანმხლებ პირებთან ერთად ჩაბრძანდება და მონაწილეობას მიიღებს 5 ნოემბერს შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშაზადეს დაბადების 60 და კავკასიის მუსულმანთა მეთაურობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში.

კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიწვევა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ამასთან, საიუბილეო ღონისძიებებზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქი კირილი და სხვადასხვა ეკლესიების სულიერი ლიდერები.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

 

საინტერესოა რაზე ისაუბრებენ.. . ან საერთოდ თუ ისაუბრებენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიუბილეო ღონისძიებებზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქი კირილი

 

 

ჩვენს ისტერიჩკებს ეს უნდოდათ კიდევ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[”ინტერპრესნიუსი”]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო ”ტრენდი აზერტადჟ”-ზე დაყრდნობით იუწყება.

 

წყაროს ცნობით, ალიევმა საქართველოს საპატრიარქო დელეგაცია მიიღო სრულიად საქათველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხელმძღვანელობით.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოთქვა კმყოფილება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების ყველა სფეროში წარმატებით განვითარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ალიევმა საუბრისას ხაზი გაუსვა რელიგიათაშორისი დიალოგის აუცილებობას, რომელიც რეგიონში გავლენის მქონე რელიგიური მოღვაწეების მიერ უნდა განხორციელდეს. ამასთან აღნიშნა, რომ ასეთი დიალოგი რეგიონში ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების დიდ შესაძლებლობებს შექმნის.

 

ქვეყნის მეთაურმა ხაზი გაუსვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მონაწილეობის მნიშვნელობას საერთაშორისო კონფერენციაში ”რელიგიათაშორის დიალოგი: ურთიერთგაგებიდან ურთიერთთანამშრომლბისთვის”, რომელიც 6 ნოემბერს ბაქოში გაიმართება.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბაქოში გუშინ გაემგზავრა. იგი კავკასიის მუსულმანთა განყოფილების თავმჯდომარის შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშა-ზადეს 60 წლის და მისი შეიხ-ულ-ისლამის რანგში ყოფნის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

 

უწმინდესი თბილისში 8 ნოემბერს დაბრუნდება.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=10662

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...