lasha_alo Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 არ გავს ეს სტატიები ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გადაცემას და მომკალით გრეჩიხაზე:"პოლიტიკა მას ღვინის ტიკჭორა ჰგონია, როცა მოუნდება მოხსნის თავს. ბოროტი ენები ამბობენ, ვალები აყვირებსო... არადა სულ სხვანაირად შეიძ ლებოდა ყოფილიფო ყველაფერი. 90-იანი წლებში, ერთ-ერთ რედაქციაში ახალგაზრდა კაცმა დარეკა. `ჯი-ვი-ეს~-იდან~ ვარ, საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვეთ და მოდით დაწერეთო. შეხვედრიდან დაბრუნებულმა ჟურნალისტმა ორი სიტყვით აღწერა `ფლოსტებიანი მეღვინე კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ დედამიწა მის გარშემო ბრუნავს~. სახელმწიფო ხელშეწყობით აყვავებული ღვინის `ჯივიესურმა~ წარმოებამ, მას პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია გაუჩინა. პირველად 1999 წლის პარლამენტში მეგობარ დავით გამყრელიძესთან ერთად გამოჩნდა, უმკლავო მაისურითა და სანდლებით. თბილისში გამოსული ბიჭი, პარლამენტში არიფის გამომეტყველებით დააბოტებდა და სადაც შეჯგუფებულ დეპუტატებს დაინახავდა, იქვე ახლოს დაბნეული სახით დადგებოდა. პირველი რამდენიმე თვე მისთვის აშკარად სასჯელი იყო. ჟურნალისტებს ხშირად დაუნახავთ, პარლამენტის ფლიგელებს შორის დერეფნებში გზააბნეული როგორ იგინებოდა გასასვლელის ძებნაში. გინება პოლიტიკაში მისი სავიზიტო ბარათი გახდა. გაუწონასწორებელი, ფეთქებადი ხასიათი და ძველბიჭური სტილი ბოლომდე შეინარჩუნა. იგი პარლამენტშიც, მიტინგზე, ოპერაშიც და `ბასეინზეც~ სანდლებიანი ბიჭივით იქცევა და მისი მოთხოვნა ყველგან ერთია: `მისმინე ბიჭო!~ იგი იმდენი აქეს, შინ და უბანში, რომ დაიჯერა, თითქოს ბიზნესი თავისით ააწყო, თითქოს შევარდნაძის დროს სასათბურე პირობები არ შეუქმნეს მას და მის ბიზნესს, ისევე როგორც მეგობარ გამყრელიძეს და მის `ალდაგს~. `მოქალაქეთა კავშირის~ საპარლამენტო სიების ახალ სახეებად გამოცხადებულთა შორის მოხვედრაც საკუთარ განსაკუთრებულობას მიაწერა და არა სასათბურე ბიზნესიდან მიღებულ მოგებებს.. და დაიჯერა განუმეორებლობა. ახალი პარლამენტის შეკრებიდან 2-3 თვეში, როცა ჟვანია უცხოეთში ვიზიტად გახლდათ, ლევან გაჩეჩილაძე ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა დავით გამყრელიძესთან ერთად, რომელიც ე.წ. `ახალ სახეებს~ სათავეში ჩაუდგა და გაურკვეველი მოთხოვნებით ოპოზიციად გამოაცხადა თავი. მაშინ კულუარებში ლაპარაკობდნენ, რომ გამყრელიძეს პრემიერ-მინისტრობა, გაჩეჩილაძეს კი ფინანსთა მინისტრობა სურდა. ამას მათ მათი მაშინდელი ნათლიმამა, დონ ნიკო კარლეონედ წოდებული ლეკიშვილი ჰპირდებოდათ. ასე იყო თუ ისე, გაუგებარი გახლდათ რას უწუნებდნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრობას გაჩეჩილაძე და გამყრელიძე და რატომ სურდათ დაჟინებით მინისტრობა. ფაქტი კი ერთი რამ გახლდათ, მას შემდეგ ოპოზიციის რიგებს ორი აბსოლუტურად ბუნდოვანი პიროვნება შეემატა, გაურკვეველი მიზნებით, არათანმიმდევრული ნაბიჯებით და უპროგნოზო გადაწყვეტილებებებით. ტერმინი `აგრესიული ოპოზიცია~ სწორედ გაჩეჩილაძის მოსვლის შემდეგ დამკვიდრდა. თუ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აგრესიული ოპოზიცია მხოლოდ შეუპოვარი განცხადებებით განისაზღვრება, გაჩეჩილაძემ ქართულ სინამდვილეში `მოჩხუბარი~, `ყველაფერზე წამსვლელი, მოხულიგნო ელემენტის ტიპაჟი დაამკვიდრა, თავისი უპასუხისმგებლო და არაადექვატური თამაშის წესებით. მასაც იგივე კომპლექსი აქვს, რაც, ზოგადად ქართულ ოპოზიციას. გაჩეჩილაზეც მიიჩნევს, რომ ხალხი იმიტომ არსებობს, რომ მიტინგზე შეიყაროს, მისი ისტერიული ბრძანებითი ტონი უსიტყვოდ მიიღოს, იმაზე მეოცნებემ, რომ ოდესმე მისი პრეზიდენტი `გრეჩიხა~ გახდება. "გრეჩიხების" ხანის დაწყებას დიდ ხანია ელოდება რუსეთს შეხიზნული ქართული ქურდული სამყარო. სე იქცა ცაგარეიშვილი გივარგი ქართულ პოლიტიკაში ფრიად წარმატებულ პოლიტ-კალიად. ახალ-ახალ პარტებსა თუ საბჭოებში შესვლაც უყვარს და გამოსვლაც, მაგრამ ადრენალინი მაინც მაშინ ურტყავს ტვინში, როცა რაიმეს ტოვებს. არადა, სულ ასე როდი იყო. 1995-1999 წლებში მთელი ოთხი წელი მშვენივრად გაძლო შინაგან საქმეთა სამინისტროში, განყოფილების უფროსის რანგში, მომდევნო ხუთი წელი თავს კომფორტულად გრძნობდა ძია გოგის (თოფაძის) „ყაზბეგში“ - იურიდიული სამსახურის უფროსად. ვარდების რევოლუციის მერე პარლამენტარად წარსდგა - მრეწველების ფრაქციაში. ხტუნაობას კი 2007 წლიდან მიჰყო ხელი. გულმა ირაკლი ოქრუაშვილისკენ გაუწია და მრეწველთა პარტიაც დასტოვა და ფრაქციაც. ოქრუაშვილის პარტიის დამფუძნებლად მოგვევლინა. ჯერ ხტუნვა-ხტუნვის გამოცდილება არ ჰქონდა აკრეფილი, მაგრამ იმთავითვე ეტყობოდა, რომ რაიმეს დატოვება მისი სტიქია იყო. ეს მაშინ შეეტყო, რომ როცა მახარაშვილმა და თეო ტლაშაძემ უმრავლესობა დატოვეს, ცაგარეიშვილმა ხოტბა-დიდება აღავლინა - გმირები არიანო. იმდენად შეიჭრა როლში, რომ უმრავლესობის 140 დეპუტატს, სულ ღირსებაშელახული, უღირსი კაცები ეძახა, „სულში აფურთხებენ მთელი ეს წლები და ხმას არ იღებენო“. უმრავლესობის რამდენიმე წევრმა ხმა ამოიღო, ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს და რომ არ მოიხადა, მუშტიც ამოიღეს და კარგადაც მიბეგვეს ცაგარეიშვილი გიორგი. ცაგარეიშვილსაც მეტი რა უნდოდა, ხელად თავდასხმაზე ალაპარაკდა. ეგ თავდასხმა ჩემს პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდებაო. თურმე, პოლიტიკური განცხადებაა, როცა ვინმეს უღირსსა და სულში ჩაფურთხებულს ეძახი საჯაროდ, მარტო იმიტომ რომ შენსავით არ დახტის კალიასავით. ალბათ ცაგარეიშვილისგან აიღო მაგალითი გუბაზ სანიკიძემაც - საქონელი რომ უწოდა საქართველოს ელექტორატის უმრავლესობას, რაკიღა ხმა ნაციონალებს მისცეს. ძროხა ხარ, კამეჩი ხარ, ღორი ხარ - თუ ხმას ნაცნომძრაობას აძლევ, და პირიქით, სულაც რომ ძროხა იყო, სულაც რომ კამეჩი იყო, სულაც რომ ღორი იყო - თუ ხმას ოპოზიციას აძლევ - ადამიანი ხარ. ასეთია მათი პროფაშისტური ლოგიკა. ეს ლოგიკა განავითარა მერე ოპოზიციაში მარგალიტებიან-წყნეთის აგარაკიანად გადამხტარმა ნინიკომაც - ვინც ჩვენთან არაა, მიშასთანააო. „ბაბომ ტკაც“-თქო რა. მათ აწყობთ საზოგადოება ასე რადიკალურად იყოს პოლარიზებული - ან იქით, ან აქეთ. ალბათ ეს ესახებათ თავიანთი რიგების გავსების ერთადერთ წყაროდ. თუმცა, დავუბრუნდეთ ცაგარეიშვილს. ცაგარეიშვილი პირდაპირ ეთერში აღვარღვარებდა ცრემლებს - ოქრუაშვილისადა გამო, მის თანამებრძოლ ქალბატონებს გმირებად იხსენებდა და სულ მალე კი მორიგი სკუპი ჰქმნა - გია თორთლაძემ და ცაგარეიშვილმა სიკო და ნიკოს ერთსულოვნებით ისკუპეს ოქრუაშვილის პარტიიდან. ეს 2008 წლის 3 მარტს მოხდა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ რჩებოდნენ ეროვნულ საბჭოში - უპარტიო სუბიექტებად. ცაგარეიშვილი შიმშილობდა კიდეც, შაქრის შემცველობაც დაუვარდა სისხლში. პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის სიით აღმოჩნდა, მაგრამ სხვებმა რომ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, ისიც შევიდა და გია თორთლაძეც. პარლამენტში შევიდნენ და ეროვნული საბჭო დასტოვეს. ეს მოხდა 2008-ს ივნისში. ჩვენაო, ბატონ დათიკო გამყრელიძის დიქტატს ვერ ავიტანთო. დიაქტატი დაიქტატიაო. მასე ბარემ მიშიკოს დიქტატს ავიტანდითო. ჩვენი აზრები აქ ღალატად აღიქმება და მანდ რა ეშმაკი გვინდაო? ჩვენაო, არც ურთიერთლანძღვის რეჟიმი გვინდა და არც სააკაშვილისაო. თორთლაძემ და ცაგარეიშვილმა 2008-შივე ახალი პარტიაც დააფუძნეს - დემოკრატიული პარტია. „პადოშა“ პარტიის თვამჯდომარედ მოგვევლინა, ცაგარეიშვილი - გენერალურ მდივნად. დღეს ამას თავის გამოუსწორებელ შეცდომად მიიჩნევს. თუმცა კი „გამოასწორა“ - 2009 წლის 30 მარტს დემოკრატიული პარტია დასტოვა. პარტიის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, შეწყალების კომისია დემონსტრაციულად დასტოვა. შეწყალების კომისია რომ დატოვა, მედიას გულამოსკვილი უმტკიცებდა, რომ 3-4 თვეში ხელისუფლება შეიცვლებოდა. „მოსწონს თუ არა ვინმეს, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. უბრალოდ ჩვენი პარტია ამ ყველაფრის გადაწყვეტას ცოტა სხვაგვარად ფიქრობს. ჩვენ გვეშინია ერთი რამის - სააკაშვილმა საბოლოოდ არ დაასამაროს იმედები საქართველოს განვითარებისა. თუ მან მოიჯახუნა კარი და ისე წავიდა, რომ ეს ქვეყანა დააქცია, მაშინ ბოდიში და რად გვინდა ასეთი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო მმართველობა, მონარქია ან საერთოდ ეს ქვეყანა? ნურავინ იფიქრებს რომ თორთლაძეს ან ცაგარეიშვილს სააკაშვილის სწრაფი წასვლა არ უნდა, მაგრამ გვინდა რომ ეს ყველაფერი უსისხლოდ მოხდეს. არ გვინდა განმეორდეს 90-იანი წლები. ვიცი რომ ამის გამკეთებელი არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიციაა, მაგრამ სააკაშვილი რას იზამს, კაცმა არ იცის! 7 ნოემბერს, ღვთის წყალობით, არავინ დაღუპულა, მაგრამ მაშინ სააკაშვილს, ბურჯანაძეს, ნოღაიდელს... დასახოცად ვყავდით განწირულები. ახლა მამრაძე რომ ამბობს, ნინომ და ზურამ ეს ყველაფერი ფანჯრიდან დაინახესო - თქვე კაი დედმამიშვილებო, თუ დაინახეთ ეს ჯალათები რას გვიშვებოდნენ, რატომ არ ჩამოხვედით და არ დადექით ხალხის გვერდით? მაინცდამაინც უნდა ჩავძაღლებულიყავი იქ და შადრევანზე გადამეხია მუცელი და მერე ჩამოხვიდოდით?“ ცაგარეიშვილი მედიას უმტკიცებდა, შევუერთდებით თუ არა საცხრააპრილო აქციებს, ამის შესახებ პარტია ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებასო. მალე პარტიის კი არა, მისი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. პარტიაც დატოვა და ფრაქციაც. საპარლამენტო უმცირესობაც და ანტიკრიზისული საბჭოც. რამდენიმე დღის წინ, გვიმტკიცებდა ნურავინ იფიქრებს რომ ან თორთლაძეს, ან მე სააკაშვილის სწრაფი წასვლა არ გვინდაო, რამდენიმე დღეში კი გვამცნო, მეო, ბატონო აქციებს მინდა შევუერთდეო, აი, თორთლაძეს კი მიაჩნია საკააშვილის წასვლის დრო ჯერ არ დამდგარაო, მე კი მის პოზიციას ვეწინააღდეგები, მიშა წასასვლელია და ხალხთან უნდა დავდგეო. თავიდან პარლამენტში, თავის კაბინეტში მოინდომა საკნის დადგმა. რა, თუკი მემერჯვენეები ბურჯანაძის კაბინეტთან კოტრიალობდნენ, მე რატომ არ შეიძლება დავდგა საკანი ჩემ კაბინეტშიო. მერე, რო არ მიასუნინეს, რუსთველზე, 132-ე საკანში მოკალათდა და იხტიბარი არ გაიტეხა, აქა სჯობია, ხალხი მოდის, გვამხნევებსო. რამდენიმე დღის წინ ბურჯანაძე-ნოღაიდელს ლაფში ჩურჩხელასავით ავლებდა და ახლა ნინიკოს დაფინანსებულ მიტინგებს შეუერთდა, ეს კი ხალხის მოთხოვნით გაამართლა - რა ვქნა ბატონო, ხალხი ქუჩაში მეძახისო. „საკანში 40 დღეზე მეტია ვარ, ვცხოვრობ ისე როგორც საკნების ქალაქს შეეფერება. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ე.წ. პრეზიდენტის გადამკიდე ყველაფერი თავდაყირა დგას. ჩემი ცხოვრებაც ამ ქვეყანას ჰგავს: აფორიაქებული, არეული და აღშფოთებული. სხვებისგან განსხვავებით, ისე ვცხოვრობ, როგორც ჩემი ამომრჩეველი. მათთან ერთად ვეჭიდები საერთო საქმეს. ამ ეტაპზე, სხვა გზა არ მაქვს. ამომრჩეველი ქუჩაში მეძახის.“ რომ შეახსენეს, პარლამენტში შესვლასაც ხალხის მოთხოვნით ამართლებდითო, უკან არ დაიხია, დიახაც, მაშინ ასეთი მოთხოვნა იყო, მაგრამ ამომრჩევლის პოლიტიკური გემოვნება იცვლებაო. არადა, გემოვნების ცვლა რა შუაშია, როცა თავად არ ასვენებს გამჩენი? ეს ქართული ხატოვანი გამოთქმა თავად უყვარს და ხშირად ხმარობს ხელისუფლებასთან მიმართებაში. არადა სწორედ მის ტანზეა გამოჭრილი. დატოვებას რაც შეეხება, იმასაც ხშირად გაიძახოდა ხოლმე პარლამენტის დატოვებას ვაპირებო. მერე ესეც ხალხის ნებას დაუქვემდებარა, როცა ჩემს ხალხს დასჭირდება მაშინ დავტოვებო. მაგრამ პარლამენტს ცოცხალი თავით არ ტოვებს, მერე რა რომ წამდაუწუმ გაიძახიოდა, დავტოვებ-დავტოვებო. დიახაც გაიძახოდა და არა ამბობდა - გაიძახოდა ცაგარეიკას შემთხვევაში გრამატიკული შეცდომა კი არა სწორი ფორმაა... საერთოდ გადახტომამდე ჰოპას დაძახებაც მისი სტილია. სანამ ოქრუაშვილთან გადაბარგდებოდა, მარტო თავის მაგიერ კი არა, იკაკოს ნაცვლადაც დაიძახა „ჰოპა“ - მისი სლოგანი გააჯაზა. მართალია, ამის გამო, მერე ორქუაშვილმა მას ჯაზი კი არა, ჰევიმეტალი ასმენინა, მაგრამ მაინც. წლეულს ზაფხულს გაიძახოდა, პარლამენტი გარდაიცვალა, ვასაფლავებთო, მაგრამ მკვდარი პარლამენტი როდი დატოვა. ისე ურიგო არ იქნებოდა პარლამენტისთვის რამაზ ჩხიკვაძე-აკოფას ტექსტის პერიფრაზით ემღერა, აი, სალომე ყანჩელის ხანუმას რომ უმღეროდა: „შენც ლამაზი, მეც ლამაზი ხანუმჯან“ გადაეკეთებინა „შენც მკვდარი და მეც მკვდარი პარლამენტოჯან“ (პალიტიკურად, პალიტიკურად...). გაიძახოდა, არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ პარლამენტს, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნებაო. იცის არ დაინიშნება და იტყვის, რა ვქნა არ ინიშნებაო. ამ ზაფხულს მედიას ისიც კი გაუმხილა, რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ - ცალად აღარ ვივლი, რომელიმე პარტიაში შევალო. მოლაპარაკებები მაქვს, არასაპარლემენტო ოპოზიციასთან, მაგრამ ჯერ არ დავაკონკრეტებ, ძალიან ვფრთხილობ, არ ვჩქარობო. თანო, პოლიტიკური სპექტრის დამწმენდის პროცესი მიდისო. „მეც ბევრი რამ გადავაფასე, არ უნდა დავუშვა კიდევ შეცდომა, მეყოფა რაც დავუშვი... ვინც მე პარტიების ცვლაში მადანაშაულებს, ყველა მათგანს მინიმუმ ექვსჯერ მაინც აქვს გამოცვლილი პარტია... უინსტონ ჩერჩილმა რამდენჯერმე შეიცვალა პარტია და როცა საბოლოოდ გადაბარგდა კონსერვატორებში, ჰკითხეს რატომ იცვლით პარტიებსო. მან ძალიან კარგი პასუხი გასცა: ჩემთვის მთავარია დიდი ბრიტანეთი და არა პარტიული მრწამსიო. ჩემთვისაც მთავარია ჯერ საქართველო და მერე პარტიული მრწამსი. თუ რომელიმე კონკრეტული პარტიის მრწამსი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება, ბუნებრივია, რომ მე იმ პარტიას დავტოვებ“. მადა ნახე რა. ჩერჩილობა მოინდომა. ბურჯანაძის ტეტჩერობა არ გვეყოფოდა, ახლა ამან არ მოინდომა ჩერჩილობა? „ნიჩევო“, კატამ მეფეს შეხედაო რაღა... თანაც, ჯერ არ შესულა და უკვე დატოვებას აპირებს. ხომ გეუბნებით, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. არ ასვენებს გამჩენი. ბოლოს, „რედინოსში“ დიდი გრეჩიხას ფართიზეც მივიდა, დააბრახუნა კიდეც, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხი უკვე დაიღალა ამ ხელისუფლებით და აუცილებელია რაიმე სტრატეგიის ჩამოყალიბებაო. რა ქნას, ისევ გრეჩიხას უკმევს გუნდრუკს, აბა თანაკურსელმა ალასანიამ არ გაიკარა - მიუხედავად იმისა რომ წამდაუწუმ უგზავნიდა სახოტბო ფოსტებს - მედიით. აქო, აქო, მაგრამ ვერა და ვერ მიიღო მისგან „პრიგლასიტელნი“. „არავინ არაფერს ივიწყებს. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე შეიძლება არ წამოგაძახონ შენი არასასიამოვნო წარსული, მაგრამ ამას ყოველთვის ცხვირიდან გადენენ. არავის არაფერი შერჩენია“ - ეს სიტყვებიც „ცაგარეიკა ჩერჩილს“ ეკუთვნის... მიხვედრილი „ნაგაიშნიკარი“ ბიჭია. რას ვერჩით? ამ ხალხისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის?! ავტორი რეზო შატაკიშვილი [Click to enlarge] რადიკალური ოპოზიცია დაუფარავად აცხადებს, ოპოზიციის ნაწილი არჩევნების გზით აპირებს ხელისუფლების შეცვლას, ჩვენა კიდენა, რადიკალურ, შეურიგებელ, უკომპრომისო ბრძოლის ფორმას ვირჩევთო. რა გამოდის? ისინი არ აპირებენ ამ ხელისუფლების შეცვლას დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით. ვის სცენარში იწყებენ თამაშს ე.წ. ქართველი რადიკალები? ჩვენს ოპოზიციას აბაბანებს ბუბა კიკაბიძის ხსენებაზე, იცით რატომ? ბუბა კიკაბიძემ აგვისტოს ომის მერე, პირდაპირ მიათხლიშა რუსულ მედიას - რუსეთის ხელისუფლებას სააკაშვილის ჩამოგდება და ქვეყნის სათავეში ბურჯანაძის მოყვანა სურდაო. სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ, ერთმა ჭკუადამჯდარმა კაცმა მითხრა, რომ ბურჯანაძეს თავისი ნებით არ დაუტოვებია ნაცმოძრაობის სია, რომ ბურჯანაძეს სწორედ სააკაშვილმა დაატოვებინა სია, რათა თავიდან აეცილებინა მისი სპიკერობა. რატომ? იმიტომ რომ სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში რუსეთს არ გაიოლებოდა ქვეყნის პირველი პირის `ბარხატნად~ ჩანაცვლება მეორე პირითო. არც თუ ცალფეხა მოსაზრებაა. თავად განსაჯეთ, დათო ბაქრაძეს რომ სული მიეყიდა ეშმაკისთვის, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელად ქმედუუნაროდ გამოაცხადებდნენ, ან სულაც ქვეყანას დაატოვებინებდნენ და რუსეთი ხელად მიიღებდა სანუკვარ შედეგს _ საქართველოს ხელისუფლების შეცვლას. ახლა, რა ხდება? რუსეთი საქართველოში აპრობირებულ ორ მეთოდს აჯვარებს. ქვეყანაში დესტაბილიზაცია - ერთი და პანკისით მანიპულირება - მეორე. საზოგადოებასაც კარგად ახსოვს 2001-2002 წლების პანკისური ეპოპეა. ეს კარგად ახსოვს ირაკლი ალასანიასაც, რომელსაც დიდი წვლილი აქვს მაშინ ამ პრობლემის შეძლებისდაგვარად უმტკივნელულდ მოგვარებაში და კარგად ხვდება რასაც ნიშნავს იგივე თემის კვლავ წამოწევა. ამიტომაც არ უმშვენებს გვერდს ნინიკოს. რადიკალები გვპირდებიან რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას მალე გაახმაურებენ. ეს მაშინ ხდება, როცა რუსი მესაზღვრეები, მშობლიურ სოფელში ტყის საჭრელად წასულ ხალხს იტაცებენ, საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებენ და შემდეგ მათზე კომენტარს ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსნადრე ბარათაშვილი აკეთებს. მაგარია არა, ოსური ადმინისტრაციაში რომ ბარათაშვილი იქნება? ისე, შადიმანიც ბარათაშვილი იყო. შადიმანობა ისევ ჩვენი სენია. ქართველის სიძულვილი ისე რომ დაგაბრმავებს რომ მტერს შეეკვრები. ანდა, მთლად უარესი, როცა სიბრიყვის წყალობით, შეუკრავად რომ დაუდგები მას მოჯამაგირედ და გაუაზრებლად გააკეთებ მის საკეთებელს. ალბათ მალე გამოტყვრება მავანი პოლიტიკოსი და კვერს დაუკრავს რუსეთს რომ პანკისში ბლომად არიან ტერორისტები. რა, არ გვახსოვს, რა კაკაფონია ატეხეს ტალიავინის დასკვნის მერე, როგორ უნდოდათ რომ ტალიავინის კომისიას ყველაფერი სააკაშვილისთვის და საქართველოსთვის დაებრალებინა. როგორ, რა აღტკინებით გაჰკიოდნენ დასკვნის იმ ნაწილებს, სადაც შენიშვნები იყო გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მისამართით და როგორ ჩქმალავდნენ დასკვნის იმ ნაწილს, სადაც ტალიავინის კომისია პირდაპირ და დაუფარავად ადანაშაულებდა კრემლს მომხდარში? ამ ყველაფრის მერე მაინც არ უნდა მოვეგოთ გონს? არ უნდა მივხვდეთ საიდან ამოდის ამ ხალხისთვის მზე? ამ ყველაფრის მერე აქვსღა აზრი, ასეთები რეალურად შეკრულები არიან რუსეთთან თუ მხოლოდ სიძულვილისგან დაბრმავებულები მოქმედებენ ასე? დავუშვათ და მტერია სააკაშვილი ამ ქვეყნისა, განა მისმა სიძულვილმა ისე უნდა დაგაბრმაოს რომ შენგან სამშობლოს მტრად შერაცხულს გადაუსწორო სამშობლოს ღალატში? განა დიდი ჭკუა უნდა იმის ამოკითხვას - რა ზრახვები ამოძრავებთ მიხეილის გუშინდელ ნოტარიუსებს და ლაქიებს დღეს? განა დიდი მიხვედრა უნდა რა ჯანდაბამ გაახსენა რუსეთის უშიშროებას პანკისი და თრუსო? რა მოგვენატრა, რუსული ბომბების ბათქა-ბუთქი? არ გვეყო რაც მოგვხვდა? არა, ბატონო, თურმე იმ რუსეთთან რომელმაც შარშან გვბომბა, მიწები გვგლიჯა, ბიჭები გვიხოცა, ახლა ნუ იტყვით და თურმე კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ და თურმე ამაში მიშა გვიშლის ხელს სააკაშვილი. რამდენი პრეზიდენტი უნდა გადაუგდოთ რუსეთს ბარტყვით რომ მისი მუცელი ამოვავსოთ? რამდენი პრეზიდენტი უნდა დავამხოთ რომ კრემლი გავახაროთ? არჩევნები არ გვინდა, უკომპრომისოდ უნდა ვიბრძოლოთო. შაჰის ხალათებს საერთოდ უხვად არიგებენ ხოლმე, მაგრამ არც ისე უხვად რომ ის დემონსტრაციების ყოველ მონაწილეს ჩამოურიგონ. იმ ხალათებს თავად მოისხამენ. პორტფელებს დაირიგებენ, ხალხს კი, რომელიც თირკმელებს აიტკიებს ცივ ნოემბერში - უპარდონოდ გაისტუმრებენ შინ. ან ამაშიღა გეპარებათ ეჭვი? პოლიტიკოსები (უფრო სწორია თქმა პოლიტიკანები), დღევანდელ ხელისუფლებისგან ძალაუფლების გამოსაგლეჯად იბრაძვიან. იბრძვიან ისე თავგამეტებით, რომ თავსაც იმეტებენ და სამშობლოსაც, მათ თავიანთი მიზნები აქვთ. მათ ნამუსზე იყოს, რამდენად ბნელი და რამდენად ნათელია ეს მიზნები, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებას რა გვაქვს მიზნად? მარტო იმიტომ რომ ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები ნერვებს გვიშლიან თავიანთი ბრტყელი ტლიკინით, საკმარისი საფუძველია მტრის საქმის საკეთებლად? ან თირკმელების ასატკიებლად? ხშირად გაიგონებთ ფრაზას - ესენი ვინ დაგვასვეს თავზე! თვითონ ეს ფრაზა არ გახსენებთ ზვიად გამსახურდიასდროინდელ პერიოდს? დღეს უკვე სტაჟიანი დამამხობლები ხომ სწორედ ასე აქეზებდნენ საზოგადოებას რომ თურმე ზვიად გამსახურდიამ ხალხს თავზე დაასვა - გურამ პეტრიაშვილი, ირინე ტალიაშვილი, მანანა ძოძუაშვილი და სხვები? არ გეცნობათ ტექსტები? ან ის არ გახსოვთ რა დაგვიჯდა მათი „თავიდან გადმოყრა“? პეტრიაშვილის გამოსვლები ნერვებს უშლიდათ, მერე იგივე პირებს ხმაც არ ამოუღიათ მხედრიონის თარეშზე. როგორც ჩანს, მხედრიონის პარპაში არ ლახავდა მათ ღირსებას. სულაც არ იყვნენ ღირსებაშელახულნი, როცა ქათმებივით შინ იკეტებოდნენ შებინდებისთანავე. ირინა ტალიაშვილის გამოსვლები ღირსებას ულახავდათ და ლუიზა შაკიაშვილის გამოსვლები მტლად ედებოდა მათ „ღირსებას“. მედეა თუშმალიშვილი ნერვებს უშლიდათ და მედიკო მეზვრიშვილი ულაგებდა... ან ის რამ დაგვავიწყა, როგორ ხვდებოდნენ მაშინ შევარდნაძეს - აგვაყვავებსო. აგვაყვავა? არა, ედიკა თვითონ ახლაც ჰყვავის კრწანისში კაი ყაყაჩოსავით, მაგრამ ჩვენ? ან ნერვს არ გიტოკებთ, როცა ვიღაც-ვიღაცები, ვისაც თავის დროზე კრინტიც არ დაუძრავს 90-იან წლებში დახვრეტილ მიტინგებზე, დღეს რომ დაუსრულებლად ლაპარაკობენ 7 ნოემბერზე? ან ის, რომ ბევრი მათგანი სულწასული ელოდა, როდის დაიღვრებოდა სისხლი, რომ ხელისუფლება აქ ვეღარ გაჩერებულიყო? უკაცრავად და, ხომ არ დაგავიწყდათ, ვისი სისხლი დაიღვრებოდა თუ დაიღვრებოდა? ან ახლა, ღმერთმა დაგვიფაროს და თუ სისხლი დაიღვარა, ვისი სისხლი დაიღვრება? მოზამბიკელების? საინტერესო "ჟურნალისტიკა" მკვიდრდება ჩვენთსან...როდის გავალთ საბჭოეთის მარწუხებიდან?! სამარცხვინოა,თუნდაც ეს ლექსიკა და წყევლები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 lasha_alo საინტერესო "ჟურნალისტიკა" მკვიდრდება ჩვენთსან...როდის გავალთ საბჭოეთის მარწუხებიდან?! სამარცხვინოა,თუნდაც ეს ლექსიკა და წყევლები დრონი.გე ჟურნასლისტიკა არ არის, ეს არის პროპაგანდის კანტორა. დამიჯერეთ, ამას შეფასებითი კატეგორიებით არ ვწერ, უბრალოდ ვიცი, თანაც დანამდვილებით. ახლა, ბევრი ლაპარაკი არ მსურს, ბოლოს და ბოლოს ჩემი კოლეგები არიან... მაგრამ ბევრი ქაქი აქვთ ნაჭამი წარსულში და ახლაც იგივეს აწვებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.