lasha_alo Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 პანკისში რეალურად იმყოფებიან ე.წ. ვაჰაბიტები" იტაცეს ჩეჩნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აჰმედ ზაკაევის ახლო ნათესავი საიდ ჰუსეინ ტაზბაევი. ერთი კვირაა, მისი კვალი ვერავინ იპოვა. ტაზბაევი თბილისში, ზაკაევის ძმის სახლში ცხოვრობდა და როგორც გაირკვა, მისი გატაცება თბილისიდან მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და ჩეჩნური დიასპორაც ძალზე ფრთხილად ცდილობდა ზაკაევის ნათესავის მოძებნას, ჩვენთვის ეს ამბავი მაინც გახდა ცნობილი. რა იყო აღნიშნული გატაცების მიზეზი, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" მამუკა არეშიძე ექსკლუზიურად ესაუბრა.- საიდ ჰუსეინ ტაზბაევი, მართლაც გაიტაცეს. ეს პერსონა აჰმედ ზაკაევის მეგობარია. ისინი ერთი ტეიპის წარმომადგენლები არიან. საიდ ჰუსეინ ტაზბაევი ჩეჩნეთში ცნობილი პუბლიცისტი გახლდათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი ცხოვრობდა იმ სახლში, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ზაკაევის ძმამ შეიძინა თბილისში. ტაზბაევი დაპირისპირებული იყო ჩეჩნების ერთ ჯგუფთან, რომლის წევრებიც თავს წინააღმდეგობის მებრძოლთა წარმომადგენლებად ასაღებდნენ. თუმცა, მათთან კავშირის შესახებ ინფორმაცია თავად ხელმძღვანელობამ უარყო. ეს ჯგუფი რაღაც მიზეზთა გამო ჩვენი სპეცსამსახურების ზოგიერთ თანამშრომელთან არის დაკავშირებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი სპეცსამსახურების ხელმძღვანელობამ არც იცის ამის შესახებ და თითო-ოროლა წარმომადგენელს მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს და არა სამსახურებრივი. ასეა თუ ისე, ჩეჩნების ამ ჯგუფსა და საიდ ჰუსეინს შორის ურთიერთობა ყოფით ნიადაგზე დაიძაბა. რასაკვირველია, ჩეჩნები ვერაფერს გაბედავდნენ, რაღაც ზურგი რომ არ ჰქონოდათ. საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ამ ტაზბაევმა შვილი საცურაო აუზზე დატოვა და წამოსაყვანად აღარ მისულა, გაქრა... ამის მერე გავიდა დაახლოებით ერთი კვირა და მისი კვალი ისევ არ ჩანს. აქაური ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები ძალზე ფრთხილად აწარმოებენ მოკვლევას. მეტს ვერაფერს გეტყვით...http://www.kvirispalitra.ge/politic/1246-r...-nathesavi.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 ოანკისელებს, არც ვინმე უცხო უნახავთ, არც შეუმჩნევიათ და არც არაფერი... პანკისში ვაჰაბისტები იყვნენ, ჩვეულებრივ... ბოლო წლებში აღარ არიან... მეჩეთიც ვაჰაბისტებმა ააშენეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 რავი ეხლა მეგობარს ვებაზრე პანკისზე-რაღაც ჰუმანიტარულ აქციებს აწყობს ხელისუფლება და ეს მონაწილეობს-რა დაძაბულობაო რა ვაჰაბიტებიო-არაფერი არ ხდება საკაიფო სიტუაციააო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 (edited) lasha_alo ეს ჯგუფი რაღაც მიზეზთა გამო ჩვენი სპეცსამსახურების ზოგიერთ თანამშრომელთან არის დაკავშირებული. თუ ეს სიმართლეა,მაშინ გადავიკიდებთ ვიღაცეებს დამატებით. Edited November 3, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 ჩვენთვის ეს ამბავი მაინც გახდა ცნობილიაბა საიდან? რატომ უნდა დავიჯეროთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 რაღაც ცუდად მუსიებს ბოლო ხანებია პანკისი არ ისვენებს რუსეტი...(((( და აქ კიდე ჩვენ ჰალსტუხიჭამია გვყავს პრეზიდენტად((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2009 რაღაც ცუდად მუსიებს ბოლო ხანებია პანკისი არ ისვენებს რუსეტი...(((( და აქ კიდე ჩვენ ჰალსტუხიჭამია გვყავს პრეზიდენტად((( აბა ვინ გინდა პრეზიდენტად??? რაკი რუსეთმა თითი დაგვიტკაცუნა, რომ ეგ თქვენი მისა არ მომწონსო, სასწრაფოდ გამოვცვალოთ??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.